გახდი მატიანის განუყრელი ნაწილი და გადაეცი ემოციები შთამომავლობას
თქვენი პირადი უმაღლესი ხარისხის ბეჭდური ფერადი ილუსტრირებული წიგნი, წარმომავლობის ტექსტური მასალა, მოგონებები, საოჯახო ისტორიები, 600 ოჯახური, ნათესავების და წინაპრების ფერადი თუ შავთეთრი ფოტო, ფორმატი 200 გვერდის ფარგლებში 10 ეგზემპლარი,
300 ლარად
პროექტი არის საზოგადოებრივი, არაპოლიტიკური, არარელიგიური და არაეთნიკური
პასუხები ხშირად დასმულ შეკითხვებზე
პროექტი არ გახლავთ ელექტრონული ვერსია, დაბეჭდილია ჩვეულებრივი წიგნის სახით, რომელიც გექნებათ ოჯახში.
პირველ ეტაპზე პროექტი ხორციელდება თანადაფინანსებით.
წიგნის ფორმატს, გვერდებისა და ფოტოების რაოდენობას განსაზღვრავთ თქვენ, ნიმუში მოცემულია იმისათვის, რომ მიახლოებითი წარმოდგენა შეგექმნათ თქვენი წიგნის ღირებულების კალკულაციაზე. წიგნის მოცულობა შეიძლება მერყეობდეს 50 (ორმოცდაათი) გვერდიდან 1000(გვერდამდე), იმის მიხედვით, თუ რის მოპოვებას შეძლებთ თქვენ, ასევე ფასი დამოკიდებულია ქაღალდის ხარისხზე. ყველა ნიუანსი შეთანხმებული იქნება დამკვეთთან. ტირაჟი არ არის შეზღუდული, დაიბეჭდება თქვენთვის სასურველი რაოდენობა, თუმცა 10 ცალზე ნაკლები რაოდენობა იმოქმედებს ერთეულის თვითღირებულებაზე.
წიგნზე უნდა იმუშაოს დაინტერესებულმა პირმა, ვინც შეაგროვებს საოჯახო ფოტოალბომებიდან ფოტოებს, გადაიღებს ნორმალური ხარისხის ტელეფონით (რომელიც ახლა თითქმის ყველა ოჯახშია) ან სკანერით, ესტუმრება ახლობლებს ოჯახებში ან დაუკავშირდება მათ სოციალური ქსელებით და სთხოვს, მოაწოდონ ფოტომასალა, რომელსაც შეძლებისდაგვარად მიაწერს გადაღების წელს, ადგილს, ნათესაურ კავშირს და სხვა სასურველ ინფორმაციას. დამკვეთი ასევე ჩამოწერს რესპოდენტებს გვარი-სახელებით, წარმოშობით, დაბადების თარიღებით, ნათესაური კავშირითა და იმ ინფორმაციით, რომელსაც საჭიროდ ჩათვლის. მაგალითად: გვარის წარმოშობის ისტორია, საცხოვრებელი ადგილები, ოჯახური მდგომარეობა, მეუღლე, შვილები, მამა, დედა, და-ძმა მათივე ოჯახის წევრების მითითებით, მამის მამა და დედა, დედის მამა და დედა, მამის და-ძმები ოჯახებით, დედის და-ძმები ოჯახებით, მამის მამის მშობლები, დედის მამის მშობლები, მათი და-ძმები შთამომავლობით და სადამდეც გასწვდება ისტორიული თვალსაწიერი და წიგნში განთავსების სურვილი, ასევე შეიძლება დაამატოს ალბომში თავისი მეუღლის მხარე, თავისი მეგობრები, თავისი ნათლულები,ნათლიები, თანამშრომლები იმ დოზითა და ფორმით, როგორც საჭიროდ ჩათვლის.
წიგნზე მუშაობას სჭირდება გარკვეული გამოცდილება და პროფესიონალიზმი, ეს არის დაკაბადონება, დიზაინის, ქაღალდისა და ყდის შერჩევა, არსებობს სხვა უამრავი ნიუანსიც, რომელიც უცნობია დილეტანტისთვის. პროექტზე მუშაობისას მუდმივად დაგეხმარებათ ჩვენი კონსულტანტი, რომელიც მოგცემთ რეკომენდაციებს, გასწავლით, თუ როგორ უნდა იმუშაოთ ისე, რომ გაგიადვილდეთ შემოქმედებითი პროცესი, ყველა პრობლემასა თუ შეკითხვას გასცემს პასუხს პროექტის დასრულებამდე.
წიგნი გახდება ოჯახის საუნჯე, მსურველს შეუძლია ერთი ეგზემპლარი განათავსოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში, დანარჩენი კი აჩუქოს სასურველ პირებს, რომლებიც მოხსენიებულნი არიან წიგნში. ოჯახის შექმნის ან სხვა საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში კი წაიღოს წიგნი, როგორც ოჯახური რელიქვია.
თუ თქვენ გაქვთ რაიმე მოგონებები, ჩანახატები, ხელსაქმე, ან შენობა-ნაგებობანი, ლექსები, მოთხრობები, დარიგებები, ცხოვრებისეული დასკვნები, ნებისმიერი თქვნთვის სასურველი მასალა განთავსდება საოჯახო წიგნში.
უკვე დაბეჭდილია საოჯახო წიგნის რამდენიმე ეგზემპლარი, მისი ნახვა უფასოდ შეგიძლიათ ეროვნულ ბიბლიოთეკაში. ასევე, დაკავშირების შემთხვევაში, ჩვენს კურიერებს შეუძლიათ,დათვალიერების მიზნით, სახლში, სამსახურში ან თქვენთვის სასურველ ნებისმიერ ადგილას მოიტანონ წიგნი. ეს მომსახურება ფასიანია, მაგალითად თბილისის მასშტაბით ივარაუდება 10-15 ლარი.
რატომ დავდივართ ქორწილში, როდესაც ჩვენ შეგვიძლია, შორიდან მივულოცოთ ნეფე-პატარძალს ბედნიერება, პასუხი მარტივია, ერთ სივრცეში მოქცევა მეტად უსვამს ხაზს ადამიანთა ერთობას და იწვევს დადებით ემოციებს. უამრავი ფოტო იკარგება, ცვდება და ფუჭდება, ზოგ შემთხვაში მცირდება ხედვადობა, დროთა განმავლობაში, ელექტრონულად შენახული ფოტომასალაც კი კარგავს ხარისხს. პრაქტიკულად ნათესაობა მომავალ თაობებს გადაეცემა ზეპირსიტყვიერების დონეზე, ხოლო საერთოდ ქრება იმ შემთხვევაში, თუ ნაკლებია ურთიერთკონტაქტი. ადამიანებს, ხშირ შემთხვევაში, მახსოვრობის დიდი რესურსი არ გააჩნიათ, თითქმის იშვიათია ისეთი, ვინც იცის თავისი პაპის მამის სახელი, უფრო ცუდ მდგომარეობაში არიან ბებიები. ძველ ფოტოებს პრაქტიკულად არ გააჩნიათ მინაწერები,თუ ვინ ვინ არის ან რომელ წელშია გადაღებული. პრაქტიკულად 20 წლის შემდგომ, თითქმის არავის ეცოდინება ,რისთვის ულაგიათ ძველი ფოტოები, რაც მათ გაქრობას გარდაუვალს გახდის. საოჯახო წიგნი დააკავშირებს როგორც ძველ თაობას, ასევე მათ შთამომავლობას, გაამდიდრებს მათ შინაგან სამყაროს. წიგნს თანდართული აქვს ტექსტური მასალა,რისი მეშვეობითაც შეგიძლიათ, თქვენი ემოციები გადასცეთ მომავალ თაობებს, მათაც ექნებათ საშუალება გაგიცნონ თქვენ. ალბათ თქვენც გქონიათ სურვილი რაიმე გცოდნოდათ თქვენი წინაპრების შესახებ, რომლებიც მოღვაწეობდნენ თუნდაც 70-100 წლის წინ. ეს წიგნი განსაკუთრებულად სჭირდებათ ჩვენს ემიგრანტებს. სამშობლოს განცდა მეტ ძალასა და სიმტკიცეს შეუქმნის მათ პიროვნებას.