სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10420

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
წმიდანები
ღირსი მამაჲ ჩვენი იოანე ჭიმჭიმელი, ფილოსოფოსი (XII) ხსენება 10(23) თებერვალი.  მოღვ. გრემი ყვარელი კახეთი ღირსი მამაჲ ჩვენი იოანე ჭიმჭიმელი, ფილოსოფოსი (XII) ხსენება 10(23) თებერვალი.  მოღვ. გრემი ყვარელი კახეთი
ბმულის კოპირება

წმიდანები

ყვარელი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

10       ბეჭდვა

ღირსი მამაჲ ჩვენი იოანე ჭიმჭიმელი, ფილოსოფოსი (XII) ხსენება 10(23) თებერვალი. მოღვ. გრემი ყვარელი კახეთი

ხსენების დღე 10 (23) თებერვალი ღირსი იოანე ჭიმჭიმელის შესახებ მეტად მწირი ცნობები მოგვეპოვება: იგი იყო XII-XIII საუკუნეების მიჯნის დიდი საეკლესიო მოღვაწე, მთარგმნელი და ფილოსოფოსი. „ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანის“ ავტორი წერს, რომ წმიდა დემეტრე მეფის (ხს. 23 მაისს) „დიდებითა, სიმჴნითა და გუარითა ცხოვრებასა აღმოაჩენს იოვანე ფილოსოფოსისას ჭიმჭიმელისა შესხმა - მოთხრობა“.

იოანემ განათლება პეტრიწონის სალიტერატურო სკოლაში მიიღო. მან თარგმნა რამდენიმე ეგზეგეტიკური ხასიათის თხზულება: 1) „თარგმანებაჲ ეკლესიასტისაჲ“ მიტროფანე სმირნელისა; 2) „თარგმანებაჲ ეკლესიასტისაჲ“ ოლიმპიოდორე ალექსანდრიელისა; 3) „თარგმანებაჲ მარკოზის სახარებისაჲ“ თეოფილაქტე ბულგარელისა; 4) მისივე „თარგმანებაჲ ლუკას სახარებისაჲ“.

ღირსი იოანე ჭიმჭიმელის თხზულებებს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ქართული სასულიერო მწერლობისათვის. ღირსი იოანეს ფრესკა გამოსახული ყოფილა იერუსალიმის ჯვრის მონასტერში.

XVIII ს-ის ცნობილი საეკლესიო მოღვაწე, მიტროპოლიტი ტიმოთე (გაბაშვილი) თავის „მიმოსლვაში“ აღწერს ჯვრის მონასტრის ფრესკებს და შარავანდედითა და გვირგვინით გამოხატულ წმიდა მამათა და მოწამეთა შორის ღირს მამას - იოანე ჭიმჭიმელსაც ასახელებს.

მოსე ჯანაშვილი „საქართველოს ეკლესიის ისტორიაში“ აღნიშნავს, რომ იოანე ჭიმჭიმელს გრემში სალიტერატურო სკოლა ჰქონდა, სადაც იგი ფილოსოფიას, ღვთისმეტყველებას, ბერძნულ, ასურულ და არაბულ ენებს ასწავლიდა.

„ქართველ წმიდანთა ცხოვრებანი“, თბილისი, 2004 წ.

orthodoxy.ge



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 14.02.2022
სულ რედაქტირებულია 2





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0