სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10421

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
დრანეთის ეკლესია X-XI სს. სოფ.ალექსეევკა, თეთრი წყარო, ქვემო ქართლი დრანეთის ეკლესია X-XI სს. სოფ.ალექსეევკა, თეთრი წყარო, ქვემო ქართლი დრანეთის ეკლესია X-XI სს. სოფ.ალექსეევკა, თეთრი წყარო, ქვემო ქართლი დრანეთის ეკლესია X-XI სს. სოფ.ალექსეევკა, თეთრი წყარო, ქვემო ქართლი დრანეთის ეკლესია X-XI სს. სოფ.ალექსეევკა, თეთრი წყარო, ქვემო ქართლი დრანეთის ეკლესია X-XI სს. სოფ.ალექსეევკა, თეთრი წყარო, ქვემო ქართლი
ბმულის კოპირება



თეთრი წყარო გამოჩენილი ადამიანები სრული სია

8       ბეჭდვა

დრანეთის ეკლესია X-XI სს. სოფ.ალექსეევკა, თეთრი წყარო, ქვემო ქართლი

 დრანეთის წმინდა კვირიკესა და ივლიტას სახელობის ტაძარი მდებარეობს სოფელ ალექსეევკაში, ქვემო ქართლის მხარის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში. ტაძარს გარს უვლიდა კლდის ნატეხი ქვით ნაგები გალავანი. იგი ამჟამად მიწის პირამდეა დანგრეული, თუმცა მისი კონფიგურაცია ნათლად იკითხება. ეკლესიის ეზოში გვხვდება საფლავის ქვები, მათ შორის ბრტყელი და შეკაზმული ცხენის გამომსახველიც. ტაძარი წარმოადგენს ორსაფეხურიან ცოკოლზე აღმართულ, მოზრდილ დარბაზულ ნაგებობას, მინაშენით სამხრეთი ფასადის მთელ სიგრძეზე. ის ნაგებია კლდის ნატეხი ქვით, დუღაბზე. ფასადები მოპირკეთებულია ყვითელი (ე.წ. "ალგეთის") ტუფით. ალაგ-ალაგ პერანგში ჩართულია შავი ბაზალტის თლილი ქვებიც.

ეკლესიის ინტერიერი დანაწევრებულია ერთი წყვილი ძლიერ შვერილი, სამსაფეხურიანი პილასტრით, საიდანაც გადადის როგორც კამარის საბრჯენი ორსაფეხურიანი თაღი, ისე თითო-თითოთაღი გრძივ კედლებზე დასავლეთით და აღმოსავლეთით. დასავლეთი კედლის კუთხეებზე ეკლესიას ასევე სამსაფეხურიანი პილასტრი აუყვება. ნახევარწრიული აფსიდის კუთხეებთან ორი მაღალი და ღრმა სწორკუთხა ნიშაა მოთავსებული (სამხრეთი ნიშა ნახევრად ამოქოლილია). ეკლესია ნათდება ოთხი თაღოვანი სარკმლით. მათგან ორი XIV საუკუნეში ათავსებს, თუმცა შესაძლოა იგი XV საუკუნისაც კი იყოს. დიდი ზომის კარგად ნათალი კვადრების სწორი რიგები X საუკუნის ნიშნად უნდა ჩაითვალოს, მით უფრო ამ რეგიონში – ქვემო ქართლსა და ჯავახეთში. ეკლესიის თარიღს კიდევ უფრო აზუსტებს აღმოსავლეთი ფასადის სარკმლის საპირე და მისი ორნამენტული მორთულობა. სარკმლის განიერი საპირე მოჩარჩოებულია გრეხილი წყვილედი ლილვით.  საპირის ორნამენტი შედგება ორი სახისგან, თუმცა ორივე წარმოადგენს XI საუკუნეში ფართოდ გავრცელებული S-ისებური ორნამენტის ერთგვარ წინასახეს. საპირის ზედა ნაწილი შედარებით გრაფიკული ხასიათისაა და ბოლოში “მოკაუჭებული” წვრილი ხაზებისგან შედგება, ხოლო ქვედა ნაწილი გაცილებით პლასტიკურია და უფრო ფოთლოვან ორნამენტს წააგავს. X-XI საუკუნეების მიჯნაზე მიგვითითებს ასევე ინტერიერში მასიური პილასტრების კაპიტელები, რომლებიც შემკულია ორრიგად დალაგებული მოზრდილი, სადა წრეებით, რომელთა შიგნით ბურთულებია ჩასმული. ამ ორნამენტითაა გაფორმებული ინტერიერის ყველა კაპიტელი. გეგმის მიხედვით ტაძარი უფრო X საუკუნის ძეგლების რიგში მოექცევა. ამრიგად, ტაძრის თარიღად თავისუფლად შეგვიძლია მივიჩნიოთ X საუკუნის ბოლო ან X-XI საუკუნეთა მიჯნა.

ეკლესიის საპროექტო კვლევითი  გაწმენდითი სამუშაოების დროს, აღმოაჩინეს უნიკალური ვერცხლის კანდელი ძეგლის აღმოსავლეთ მონაკვეთზე, ჩაქცეული კრამიტისა (სახურავის) და ნანგრევი ქვა-ღორღის (კამარის) ფენებს შორის აღმოჩნდა. პალეოგრაფიული ნიშნებისა და ორნამენტის მოტივის მიხედვით, კანდელი განვითარებული შუასაუკუნეებით თარიღდება მისი ანალოგიები იშვიათია სამეცნიერო პუბლიკაციებში და მუზეუმის ფონდებში. დრანეთის კანდელი შუასაუკუნეების ქართული ჭედური ხელოვნების მნიშვნელოვანი ნიმუშს წარმოადგენს.


მარიამ როსებიშვილი

 


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0