სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10528

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
გოჩა მირიანის ძე პაპუნაშვილი 1965-92წწ გარდ. 27 წლის, მერკულა, აფხაზეთი. ტანკისტი N110 ვაზიანის სატანკო ნაწილი, მედ. მხ. მამაცობისთვის. დაბ. გურჯაანი, კახეთი გოჩა მირიანის ძე პაპუნაშვილი 1965-92წწ გარდ. 27 წლის, მერკულა, აფხაზეთი. ტანკისტი N110 ვაზიანის სატანკო ნაწილი, მედ. მხ. მამაცობისთვის. დაბ. გურჯაანი, კახეთი გოჩა მირიანის ძე პაპუნაშვილი 1965-92წწ გარდ. 27 წლის, მერკულა, აფხაზეთი. ტანკისტი N110 ვაზიანის სატანკო ნაწილი, მედ. მხ. მამაცობისთვის. დაბ. გურჯაანი, კახეთი

1965-1992 წწ. გარდ. 27 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი პაპუნაშვილი სია

გურჯაანი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

27       ბეჭდვა

გოჩა მირიანის ძე პაპუნაშვილი 1965-92წწ გარდ. 27 წლის, მერკულა, აფხაზეთი. ტანკისტი N110 ვაზიანის სატანკო ნაწილი, მედ. მხ. მამაცობისთვის. დაბ. გურჯაანი, კახეთი

პაპუნაშვილი გოჩა მირიანის ძე(26 დეკემბერი 1965-27 დეკემბერი 1992) ტანკისტი N110 ვაზიანის სატანკო ნაწილი გარდაიცვალა საომარი მოქმედებების დროს სოფელ მერკულასთან(ოჩამჩირე). დაკრძალულია გურჯაანში მედ. მხ. მამაცობისთვის 1993 31 მარტი



გოჩა პაპუნაშვილი დაიბადა 1965 წლის 26 დეკემბერს გურჯაანის რაიონის სოფელ გურჯაანში.

აქვე დაამთავრა 1980 წელს საშუალო სკოლის 8 კლასი. ამავე წელს სწავლა განაგრძო ქ. თბილისის 110-ე პროფესიულ-ტექნიკურ სასწავლებელში, რომელიც 1983 წელს დაამთავრა. მუშაობა დაიწყო ქ.

თბილისის 90-ე მექანიზირებულ კოლონაში.

1984 წელს გაიწვიეს სავალდებულო სამხედრო სამსახურში, იყო ტანკისტი.

1985 წელს სწავლა განაგრძო ბერდიჩევის „პროპორშჩიკების“ სკოლაში,1989 წლის დეკემბრამდე.

1992 წლის ივნისამდე მუშაობდა გურჯაანის რაიონის მე-4 საამშენებლო ტრესტში მომმარაგებლად.

გოჩა პაპუნაშვილი საქართველოს რესპუბლიკის შეიარაღებულ ძალებში შევიდა 1992 წლის 8 ოქტომბერს, მე-11 მექანიზირებული ბრიგადის 110-ე სატანკო დაზვერვის ოცეულის მეთაურის მოადგილედ დაინიშნა,

მოსვლისთანავე ჩაება აფხაზეთში საბრძოლო მოქმედებებში.


1992 წლის 27 დეკემბერს გოჩა პაპუნაშვილი მოწინააღმდეგესთან შეტაკების დროს დაიღუპა აფხაზეთში, სოფელ მერკულასთან.

1992 წლის 26 დეკემბერს, ჩვენმა შეიარაღებულმა ძალებმა, ოჩამჩირის რაიონის სოფლების გასანთავისუფლებლად, მორიგი ფართომაშტაბიანი ოპერაცია წამოიწყეს.

დილის 9.30–ზე ბედიის მიმართულებით დაწყებული შეტევა წარმატებით განვითარდა, რა დროსაც ჩვენმა ძალებმა სოფელ ფოქვეშის მნიშვნელოვანი ნაწილის დაკავება შეძლეს. კონტრშეტევის შედეგად მტერმა დაკარგული პიზიციები დაიბრუნა. საპასუხო იერიშმა ჩვენებს მხოლოდ რამდენიმე ასეული მეტრით წინ წაწევის საშვალება მისცა, რაც საკმარისი არ აღმოჩნდა იმისთვის, რომ აღნიშნულ სოფლებზე კონტროლი დაემყარებინათ.

იმავე დღის 12.00–ზე, ქართული ძალების შემდეგი სამიზნე სოფელი ბესლახუბა გახდა. ადგილობრივი შენაერთის გარდა (56 კაცი), სოფელს „სკორპიონის“ დივიზიაც იცავდა.

დ. გოგუას მოგონებებიდან:

„ქართველებმა შეტევის დროს ფსილოგიური მეთოდი გამოიყენეს. სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ჯარისკაცები, წელში გამართულები, მჭიდრო მწყობრით მოიწევდნენ ჩვენი პოზიციებისკენ. სურათი ჩაპაევზე გადაღებული ფილმის სიუჟეტს მოგაგონებდათ. მოწინააღმდეგეს ახლო მანძილამდე მოახლოვების საშვალება მივეცით და დაახლოებით ოცდაათი მეტრიდან, საპასუხო ცეცხლი გავუხსენით. ბრძოლა საღამომდე გაგრძელთა. ქართველებმა დიდი დანაკარგები განიცადეს და უკან დაიხიეს“. იმავე ავტორის ცნობით, მეორე დღეს ქართველები ცხედრების წასაღებად მისულან. 15 მებრძოლის გვამს ითხოვდნენ, მაგრამ ჩვენ მათ შესახებ არაფერი არ ვიცოდითო. მოგვიანებით გაირკვა, რომ ერთ–ერთ გვარდიელს, რომელიც უკან აღარ დაბრუნებულა, სიმინდის ყანაში გადაუმალავს თანამებრძოლების ცხედრები. აფსუებმა, სკორპიონის ჯგუფიდან, ორი კაცი დაკარგეს (გ. გაბუნია და ა. ჩერქეზია).

სანამ ჩვენები ბედიისა და ბესლახუბას მიმართულებით წამოიწყებდნენ შეტევას, მანამდე მოწინაღმდეგის გასანეიტრალებლად, გენშტაბმა, შემდეგი სახის „ოპერაცია“ შეიმუშავა:

26 დეკემბერს ქართველებს აფხაზური მხარისთვის მშვიდობიანი მოქალაქეები (ქალები და ბავშვები) უნდა გადაეცათ. ეს ჰუმანური აქტი ჩვენმა ხელმძღვანელობამ მომდევნო დღეებისთვის გადადო და ეს შესაძლებლობა სამხედრო მიზნებისთვის გამოიყენა. გადაწყდა რომ, მშიდობიანი მოსახლეობის მაგივრად, იმ დღეს აფხაზური საგუშაგოებისკენ, ქალის ფორმაში გამოწყობილ სამხედროებს გააგზავნიდნენ. შესაბამისი აღნაგობის მქონე ჯარისკაცებს ქალის ტანსაცმელში ჩააცვეს, ზოგიერთ მათგანს ხელში ახალშობილთა იმიტაციისთვის, ნაჭერში გახვეული გრანატამიოტის ჭურვები დააჭერინეს და თეთრი დროშების თანხლებით მოწინააღმდეგის პოზიციებისკენ გაუშვეს. აფსუებმა თავიდან მართლა იფიქრეს, რომ მათკენ მშვიდობიანი მაცხოვრებლები მოდიოდნენ, მაგრამ გვერდით მდებარე საგუშაგოდან, დურბინდით ერთ–ერთ „ქალს“ დამალული ავტომატი დაუნახეს და მაშინვე განგაში ატეხეს. ჩვენები უკვე მოწინააღმდეგის სიახლოვეს იმყოფებოდნენ და ამ ვითარებიდან თავის დასაღწევად, ოდნავ მოშორებით მდებარე ორმოებისკენ გაიქცნენ. ორმოებში ჩაწოლა კი მოასწრეს, მაგრამ ინტენსიური ცეცხლის გამო, რომელიც აფსუებმა ერთბაშად ორი მხრიდან დაუშინეს, თავის ამოყოფასაც ვერ ახერხებდნენ. მათ დასახმარებლად ორი ტანკი გაიგზავნა, მაგრამ მოწინააღმდეგემ ორივე გაანეიტრალა. მესემე ტანკმა სამხედროებთან ერთად, ორივე დაზიანებული ტანკის გამოყვანაც შეძლო.

იმავე 26–ს რიცხვში ქართულმა ძალებმა სოფელი ათარა–აფხაზურა აიღეს. 28 –ში მეოთხე ბატალიონის პირველი პოლკის და კინდღის დაჯგუფების გაერთიანებულმა ძალებმა, კონტრშეტევა განახორციელეს, რომელიც მოწინააღმდეგისთვის უშედეგოდ დასრულდა.

აფსუებს სოფელ ტამიშის დატოვებაც მოუწიათ. მტერმა აქაც განახორციელა კონტრიერიში, მაგრამ ამ შემთხვევაშიც წარუმატებლობა იწვნიეს.

სოფელ გვადას მიმართულებით წამოწყებული შეტევა – უკვე ჩვენი მარცხით დასრულდა. მტერმა ჩვენი რამდენიმე მებრძოლი დაატყვევა.

27 დეკემბერს მერკულასთან მდებარე„ახრას“ პოზიციას შევუტიეთ. 250–მდე კაცი7 ერთეული მძიმე ტექნიკის თანხლებით, თავდაპირველად წარმატებით ავითარებდა იერიშს, თუმცა მალევე დანაღმულ ველზე აღმოჩნდა და შეტევის განვითარება ვეღარ მოახერხა. ჯერ ერთი ტანკი აფეთქდა ნაღმზე (მანამდე ჭურვიც მოხვდა), შემდეგ კი მის გამოსაყვანად მისულმა მეორე ტანკმაც იგივე ბედი გაიზიარა. მეორე დღეს იერიში ისევ განახლდა, მაგრამ ამჯერადაც უშედეგოდ. ნაღმზე მესამე ტანკიც აგვიფეთქდა. ბმპ–საც იგივე ბედი ეწია. მოწინააღმდეგის მტკიცებით ამ ორდღიანი დაპირისპირების შედეგად, ბრძოლის ველზე 15 მებრძოლი დაგვიკარგავს. აფეთქებული სამი ტანკიდან, აფსუებმა ორი მალევე გაარემონტეს („ტიგრი“ და „ლასტოჩკა“ დაარქვეს). შეაკეთეს ასევ ბმპ–ეც (სარემონტო ბრიგადას რუსი მექანიკოსი გენა ნიკიჩენკო ხელმძღვანელობდა. გააფსუებული ქართველების გარდა, მათ რიგებში გარუსებული უკრაინელებიც მრავლად იყვნენ).

29 დეკემბერს მორიგ შეტაკებებს ჰქონდა ადგილი ათარა–აფხაზურასა და ლაბრაში. მსხვერპლი იყო როგორც ჩვენი, ისე აფხაზური მხრიდანაც.

ჩვენი ავიაცია ამ ოპერაციაში პირველივე დღიდან იყო ჩართული. აქტიურად გამოიყენებოდა, როგორც სუ–25 ტიპის გამანადგურებლები, ასევე მი–24 ტიპის ვერტფრენებიც. 26 დეკემბერს ათარა–სომხურთან „შავ პოლკოვნიკად“ წოდებული ჯიმი მაისურაძის ვერტფრენი ჩამოაგდეს. იმ დღეს ეს მისი მეორე საბრძოლო გაფრენა იყო.მასთან ერთად დაიღუპა ეკიპაჟის მეორე წევრი – მერაბ გელაშვილი.

მოწინააღმდეგეს როგორც ყოველთვის, რუსული ავიაცია ეხმარებოდა. რუსულმა ავიაგამანადგურებელმა, სოფ. ლაბრასთან ჩვენი პოზიციები დაბომბა. ჩვენები მის ჩამოგდებას შეეცადნენ, თუმცა უშედეგოდ.

ოპერაცია რომელიც დიდი სისხლის ფასად დაგვიჯდა, გარკვეულწილად შეიძლება წარმატებულადაც ჩავთვალოდ. დავიბრუნეთ ტამიში და ათარა–აფხაზური. მყარად მოვიკიდეთ ფეხი სოფელ ლაბრას ქვედა ზონაში (დაბლობში). ბედიის და ბესლახუბას მისადგომებთან კი მცირედით გავიუმჯობესეთ არსებული მდგომარეობა.

დანაკარგებს რაც შეეხება. აფხაზები 120 დაღუპულ ქართველზე საუბრობენ. ეს ციფრი რათქმაუნდა გაზვიადებულია. რეალური დანაკარგი 50 კაცამდე უნდა ყოფილიყო, რომელიც ასევე დიდი ციფრია. ჩვენი მხარე დანაკარგებზე არც მაშინ არ საუბრობდა და სამწუხაროდ არც დღეს არ მოგვეპოვება რაიმე სახის სარწმუნო ინფორმაცია(ყოველ შემთხვევაში მე ვერ მოვიპოვე, ჯერჯერობით....).

მოწინააღმდეგის დანაკარგები (არასრული):

პირველი სადესანტო მოიერიშე ბატალიონი („უჩიტელი“) – 8 კაცი. მე 4 ბატალიონის პირველი პოლკი– 5 კაცი(გ. ხაჯინბა(პოლკის მეთაური), ბ. კაპბა, ნ. კაპბა, გ.ახსალბა, ღვინჯია). „სკორპიონი“ – მინ. 2 კაცი(გ. გაბუნია და ა.ჩერქეზია), კინდღის ქვედანაყოფი – ???, „ზიგზაგი“ – ???, ბესლახუბას შენაერთი– ???, „ლასტოჩკა“ (ტყვარჩელი) – ???, მერკულას ქვედანაყოფი– ???.

ვ. ბარათელია, ა. ზანთარია, რ. გალდია და ძმები ეზუგბაიები (აფსუები არიან, ქართველები არ გეგონოთ) – ლაბრასთან დაიღუპნენ (შენაერთი ???)

დაღუპული მებრძოლები:

გიორგი მიროტაძე (29.12 ათარა–აფხაზურა. სოკ­რატ არ­შ­ბას, პირველი აფხაზი პროფესორის, შვილიშვილი.)

ჯიმშერ (ჯიმი) მაისურაძე (26.12 ათარა – აფხაზურა, მფრინავი)

ალექსანდრე (საშა) ეგოიანი (28.12–ში მძიმედ დაიჭრა. გარდაიცვალა 7.01.93–ში)

გოჩა პაპუნაშვილი (27.12 მერკულა, ტანკისტი) 

წყარო ლაშა სირანაშვილი



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 28.02.2022
სულ რედაქტირებულია 2

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 22.09.2023
სულ რედაქტირებულია 2



მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0