სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10421

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები 98 მეფე
4.17   ვახტანგ VI (1675-1737) 1703-1714 წწ. ქართლის მეფე XV-XVII საუკუნე 4.17   ვახტანგ VI (1675-1737) 1703-1714 წწ. ქართლის მეფე XV-XVII საუკუნე
ბმულის კოპირება

საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები 98 მეფე

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

15       ბეჭდვა

4.17 ვახტანგ VI (1675-1737) 1703-1714 წწ. ქართლის მეფე XV-XVII საუკუნე

ვახტანგ VI (დ. 15 სექტემბერი1675 ― გ. 26 მარტი1737ასტრახანი) — ქართლის გამგებელი (ჯანიშინი1703-1714 წლებში, მეფე 1716-1724 წლებში,[ სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე, პოეტი, მთარგმნელი, ისტორიკოსი, კოდიფიკატორი და მეცნიერი. გიორგი XI-ის ძმის, ლევანის ძე. დედა — თუთა, ქაიხოსრო I გურიელისასული. სულხან-საბა ორბელიანის აღზრდილი. ვახტანგ VI-ის მეფობის ხანა გამორჩეულია საქართველოს ლიტერატურული და ინტელექტუალური აღორძინების დაწყებით. მის მიერ გატარებული რეფორმების შედეგად ქვეყანამ მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა. სულხან-საბა ორბელიანსა და ანტონ I კათოლიკოსთან ერთად ვახტანგი ითვლება ახალი ქართული ლიტერატურის სულისჩამდგმელად. მის სახელთანაა დაკავშირებული პირველი ქართული სტამბის დაარსება და რუსთველოლოგიისათვის, როგორც მეცნიერული დისციპლინისათვის საფუძვლის ჩაყრა.


ვახტანგ VI-ის მეორე საკანონმდებლო ძეგლია — „დასტურლამალი“, რომელიც სახელმწიფოს ძირითადი კანონის — კონსტიტუციის მთავარ იურიდიულ ძეგლს წარმოადგენდა. იგი აწესრიგებდა ქვეყნის მართვა-გამგეობის, სამეფო კარის ეტიკეტისა და სახელმწიფოებრივი ცხოვრების სხვა პრაქტიკულ მხარეებს.

ვახტანგის თაოსნობითა და უშუალო მონაწილეობით მრავალი ღონისძიება განხორცილედა კულტურის დარგშიც. 1709 წელს მან ვლახეთში (რუმინეთი) მოღვაწე ქართველის ანთიმოზ ივერიელის დახმარებით დააარსა საქართველოში პირველი ქართული სტამბა, რითაც ხელი შეუწყო ქათული ეკლესიების წიგნით მომარაგებას.

1709 წელს დაიბეჭდა „სახარება“, „დავითნი“ და „სამოციქულო“, ხოლო 1712 წელს, ვახტანგ VI-ის რედაქციითა და კომენტარებით, პირველად დაიბეჭდა „ვეფხისტყაოსანი“.

ვახტანგ VI იყო თავისი დროის ერთ-ერთი გამოჩენილი პოეტი, მეცნიერი, მთარგმნელი, კრიტიკოსი, რედაქტორი, კომენტატორი და საგანმანათლებლო საქმის ორგანიზატორი. მან თარგმნა და გადმოაკეთა დიდაქტიკური ლიტერატურის თვალსაჩინო ნიმუშები: „ქილილა და დამანა“, „ამირ-ნასარიანი“, „სიბრძნე მალაღობელი“ და სხვა. ძველ ქართულ მწერლობაში ერთ-ერთმა პირველმა შექმნა პატრიოტული ლირიკის ნიმუშები.

ჰუმანიტარული მეცნიერებების გარდა, ვახტანგი გატაცებული იყო ასტრონომიითმათემატიკითგეოგრაფიითქიმიით და მედიცინით. მან თარგმნა „ზიჯის“ ანუ „ვარსკვლავთა კატალოგი“, რასაც დაურთო მის მიერვე შედგენილი სპარსულ–ქართული ასტრონომიულ-ასტროლოგიური ლექსიკონი. ვახტანგ VI-მ შეადგინა ქიმიის სახელმძღვანელო: „წიგნი ზეთების შეზავებისა და ქიმიის ქმნისა“. იგი დიდ ყურადღებას აქცევდა მედიცინასაც — შინაარსობრივად გამართა, შენიშვნები დაურთო და ყოველდღიურ გამოსაყენებელ სამედიცინო წიგნად აქცია „კარაბადინი“.

პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში საკმაოდ ახალგაზრდა ჩაება ბიძის, გიორგი XI-ის მხარდასაჭერად. 1703წელს შაჰის მიერ გიორგის მეფედ დამტკიცების შემდეგ, ვახტანგი მის ნაცვლად ქართლის ჯანიშინი და ქვეყნის ფაქტობრივი მმართველი გახდა, 1716 წელს კი ისლამის ფორმალურად მიღების შემდეგ შაჰმა ქართლის მეფედ დაამტკიცა. 1724 წელს ქვეყანაში არსებული მძიმე მდგომარეობის გამო ვახტანგი იძულებული გახდა რუსეთში გამგზავრებულიყო, სადაც სიკვდილამდე ცხოვრობდა, თუმცა მას გადასახლებაშიც არ შეუწყვეტია აქტიური საზოგადოებრივი თუ კულტურულ-სამეცნიერო მოღვაწეობა. ვახტანგ VI გარდაიცვალა 1737 წლის 26 მარტს ქალაქ ასტრახანში, დაკრძალულია ასტრახანის მიძინების ტაძარში. 


შვილი ბაქარ ბაგრატიონი ვახტანგის ძე (1700-50) რუსეთის გენერალი ქართლი


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 16.11.2021
სულ რედაქტირებულია 1





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0