სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10420

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები 98 მეფე
5.7 კონსტანტინე I 1605 წ კახეთის მეფე
ბმულის კოპირება

საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები 98 მეფე

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

11       ბეჭდვა

5.7 კონსტანტინე I 1605 წ კახეთის მეფე

1605 წელს კონსტანტინე შაჰ-აბასმა ჯარით კახეთში დააბრუნა და საგამგებლოდ შირვანი უბოძა. მას შაჰის დავალებით შირვანი ოსმალთაგან უნდა გაეთავისუფლებინა და თვითონ დაეჭირა, რაშიც ალექსანდრე უნდა დახმარებოდა. შაჰმა კონსტანტინე საიდუმლოდ დამოძღვრა: „წადი და მოკალ მამა-შენი და ძმა-შენი და კახეთიც შენ დაიჭირე“[1]. ეს იმ შემთხვევაში უნდა მომხდარიყო, თუ კონსტანტინე მამასა და ძმას „ღალატს“ შეატყობდა. გიორგი ბატონიშვილმა მართლაც დაიწყო ყოყმანი შირვანზე გასალაშქრებელი ჯარის მისაცემად. კონსტანტინეს უნდა აესრულებინა შაჰის დავალება და კახეთი თვით დაეჭირა. ამით კახეთის საკითხი საბოლოოდ ირანის სასარგებლოდ წყდებოდა, რადგანაც ერთადერთი სხვა ტახტის მემკვიდრეც თეიმურაზი შაჰის კარზე იმყოფებოდა. ბრძოლა გიორგისა და კონსტანტინეს შორის მოსკოვისა და ირანის ინტერესების აშკარა შეჯახებას წარმოადგენდა.

1605 წლის 12 მარტს კონსტანტინე-მირზა მამას ეწვია და მოლაპარაკება გამართა თითქოს შირვანს სალაშქროდ ჯარის გამოყვანის თაობაზე. კონსტანტინემ კახელებს შირვანზე გალაშქრება მოსთხოვა, მაგრამ ალექსანდრე II სპარსეთ-ოსმალეთის ომის შესაძლო შედეგს ითვალისწინებდა და ომისაგან თავს იკავებდა. თათბირს ცხარე კამათი მოჰყვა. უკმაყოფილო კონსტანტინემ შაჰ-აბას I-ის დავალებითა და სპარსელების დახმარებით მისივე კარავში მოკლა მამა — ალექსანდრე II, ძმა — გიორგი, რუსთველი ეპისკოპოსი, მისი ძმა აბელი და რამდენიმე თავადი, ხოლო ალავერდის მიტროპოლიტი დაჭრეს. ამის შემდეგ კონსტანტინემ თავი კახეთის მეფედ გამოაცხადა.

კონსტანტინე მეფე კახეთის მართვას შეუდგა, იგი ოჯახის ღირსების შეურაცხყოფასაც არ დაერიდა. კაცი მიუგზავნა რძალს — ქეთევანს და ცოლობა სთხოვა, რადგანაც ასეთია წესი და ჩვეულება მაჰმადის სჯულისაო. ქეთევანი სათავეში ჩაუდგა კახეთის მესვეურებს და ფარულად აჯანყებისათვის ემზადებოდნენ. ქართველები კონსტანტინეს თავს დაესხნენ, როცა ის შირვანის ქალაქ შემახას აღებას ცდილობდა. აქ კონსტანტინემ თავს უშველა, მაგრამ ბელაქნის ველზე 22 ოქტომბერს ქართველებმა ბრწყინვალედ გაიმარჯვეს და კონსტანტინე მოკლეს.


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 24.01.2022
სულ რედაქტირებულია 1





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0