სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10420

მთავარი იუბილარი/ ხსენება

ომი/სამხედრო პირი
სამხედრო პირი
ბუაჩიძე თედორე მოსეს ძე(1900-1937) საბჭოთა კომდივი ხარაგაული იმერეთი
ბმულის კოპირება

სამხედრო პირი

ხარაგაული გამოჩენილი ადამიანები სრული სია

7       ბეჭდვა

ბუაჩიძე თედორე მოსეს ძე(1900-1937) საბჭოთა კომდივი ხარაგაული იმერეთი

თედორე (სოსო) მოსეს ძე ბუაჩიძე (დ. 1900, დაბა ხარაგაული ― გ. 1937) — სამხედრო მოღვაწე, კომპარტიის წევრი 1917 წლიდან. დაიბადა გლეხის ოჯახში. სწავლობდა ქუთაისში, შემდეგ ხონის საოსტატო სემინარიაში. 1918-1920 წლებში პარტიულ ორგანიზატორად მუშაობდა შორაპნისა და გორის მაზრებში, აქტიურად მონაწილეობდა სამხრეთ ოსეთში შეიარაღებული აჯანყების (1919 ოქტომბერი) მომზადებაში, რისთვისაც დააპატიმრეს. 1920 წელს ბაქოში გაასახლეს. საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ, 1921 წლის აპრილიდან მუშაობს პარტიის თელავის სამაზრო კომიტეტის პასუხისმგებელ მდივნად და საორგანიზაციო განყოფილების გამგედ. 1922 წლიდან სამხედრო სამსახურში იყო (ბათუმში, ქუთაისში, თბილისში, ბაქოსა და სხვა ქალაქებში). 1924-1928 წლებში სწავლობდა მოსკოვის ფრუნზეს სახელობის სამხედრო აკადემიაში, შემდეგ იყო ქართველ მსროლელთა დივიზიის სამხედრო კომისარი და პოლიტიკური განყოფილების უფროსი, ხოლო 1931 წლიდან - ფრუნზეს სახელობის მეორე ქართველ მსროლელთა დივიზიის მეთაური და სამხედრო კომისარი.

ბუაჩიძე იყო საკ. კპ (ბ) XVI და XVII ყრილობების დელეგატი, საქ. კპ (ბ) თბილისის საქალაქო კომიტეტის, საქ. კპ (ბ) ცკ-ისა და სსრკ ცაკის წევრი. დაჯილდოებულია შრომის წითელი დროშის ორდენით. რეპრერისებულია (მოკლეს დაკითხვის დროს); სიკვდილის შემდეგ რეაბილიტირებულია.


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0





გსურთ ახსოვდეთ შთამომავლობას? ნიმუში

2 0

გსურთ ახსოვდეთ შთამომავლობას? ზოგადი ნიმუში ზაქარია (შაქრო) საბას ძე ფეიქრიშვილი 1897-1965წწ დაბ. სოფ. კონდოლი, თელავი

2 0


447 567 დოკუმენტი 1941-1945 სამამულო ომი

1 0


მიხეილ ნიკიფორეს ძე გორბაჩევი 1917-1955წწ სამამულო ომის გმირი (1941-1945), დაბ. თბილისი, ქართლი.

1 0


კონსტანტინე მიხეილის ძე გორბაჩევი 1921-2003წწ სამამულო ომის გმირი (1941-1945) სოხუმი, აფხაზეთი.

1 0


ნიკოლოზ ივანეს ძე გოგიჩაიშვილი 1903-1945წწ 41 წლის, სამამულო ომის გმირი (1941-1945) დაბ. სოფელი ნიგვზიანი, ლანჩხუთი, გურია.

1 0