სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10555

მთავარი იუბილარი/ ხსენება

გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი /Генералы/Generals
გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი
ნიკოლოზ ესაკია მიხეილის ძე 1906-87წწ გენერალ-ლეიტენანტი დაბ. ფოთი, Никола́й Миха́йлович Эса́кия

1906-1987 წწ. გარდ. 81 წლის

ბმულის კოპირება

გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი

გვარი ესაკია სია

ფოთი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

37       ბეჭდვა

ნიკოლოზ ესაკია მიხეილის ძე 1906-87წწ გენერალ-ლეიტენანტი დაბ. ფოთი, Никола́й Миха́йлович Эса́кия

ნიკოლოზ (ნიკო) მიხეილის ძე ესაკია (დ. 21 იანვარი [ძვ. სტ. 8 იანვარი]1906ფოთი — გ. 21 ივნისი1979თბილისი,


Никола́й Миха́йлович Эса́кия (груз. ნიკოლოზ მიხეილის ძე ესაკია; 6 ноября 1906 года — апрель 1987 года) — советский хозяйственный, государственный и политический деятель, заместитель генерального директора и руководитель шахтостроительных работ Советско-германского акционерного общества «Висмут» Главного управления советского имущества за границей при Совете Министров СССР (Германия), Герой Социалистического Труда (1949)

 დაბადების ადგილი: ქ. ფოთი.

დაამთავრა ამიერკავკასიის სამთო მეტალურგიის ინსტიტუტი 1931 წელს.  გენერალ-ლეიტენანტი (1949);

1931-1932წწ. მუშაობდა ქუთაისის ბარიტის საბადოზე მთავარ ინჟინრად, თბილისის საპროექტო ინსტიტუტში-"ზაკგოსპროექტში". 1932 წელს მივლინებული იყო მოსკოვის სამთო აკადემიაში.


1933 წლიდან მონაწილეობდა მოსკოვის მეტროპოლიტენის პირველი რიგის გაშვებაში (იყო მიწისქვეშა სადგურების "ლერმონტოვოს", "მაიაკოვსკის", "ნოვოსლობოდსკაიას" მშენებლობის უფროსი); 1941 წლიდან ხელმძღვანელობდა სპეციალური ობიექტის(მთავრობის თავშესაფარი მოსკოვში), ხოლო 1942-1943წწ. გაგრა-სოხუმის რკინიგზის გვირაბების მშენებლობას, 1943-1945წწ. დანგრეული შახტების აღდგენას მოსკოვის ოლქში და ახალი ობიექტების მშენებლობას; 1945 წლიდან იყო მოსკოვის "მთავარგვირაბმშენის" უფოსის მოადგილე; II მსოფლიო ომის შემდეგ მუშაობდა აღდგენით სამუშაოებზე. 1946-1964წწ. ი. ვ. კურჩატოვთან და ს. პ. კოროლიოვთან ერთად ხელმძღვანელობდა სპეციალური მშენებლობის-ატომური მრეწველობის და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის ობიექტების მშენებლობას. დიდი წვლილი შეიტანა ციმბირისა და შორეული აღმოსავლეთის სახალხო მეურნეობის განვითარებაში; 1969-1972წწ. იყო ენგურჰესის მშენებლობის სამმართველოს უფროსი, ხოლო 1972-1978წწ. "თბილმეტრომშენის" მთავარი სპეციალისტია. სამთო ინჟინერი, მიწისქვეშა ნაგებობების მშენებლობის სპეციალისტი, II რანგის გენერალ–დირექტორი.   

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.–გვ.97

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1967 - საქართველოს დამსახურებული ინჟინერი
  • 1966 - ლენინური პრემია
  • 1949 - სტალინური პრემია
  • 1949 - სოციალისტური შრომის გმირი
  • საპატიო ნიშნის ორდენი
  • შრომის წითელი დროშის ორდენი
  • ლენინის ორდენი
  • სამამულო ომის I ხარისხის ორდენი

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 14.04.2023
სულ რედაქტირებულია 2





ნაპოლეონთან მებრძოლი ქართველი გენერლები

1 0


ქართველი გენერლები რუსეთის არმიაში 1698-1917წწ ანბანის მიხედვით

1 0


კონსტანტინე ყარანგოზიშვილი 1852-07წწ გარდ. რუსეთის გენერალი, ოდესის კომენდანტი. დაბ. დუშეთი,მხცეთა მთიანეთი

2 0


ჯამბურია, ელგუჯა ნოეს ძე დაბ. 1951 პოლიციის გენერალ მაიორი წარმ. მარტვილი

2 0

ბესარიონ ტატაშის ძე დგებუაძე 1835-1882წწ გენერალ-მაიორი დაბ. მარტვილი

2 0

ივანე გურგენიძე პაატას ძე (1841-1907), თავადი, გენერალ-მაიორი (1903); წარმ. ასპინძა

2 0