სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10555

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
მწერალი/პოეტი
ზურაბ ჭუბაბრია 1947-2008წწ მწერალი, ჟურნალისტი, თბილისი

1947-2008 წწ. გარდ. 61 წლის

ბმულის კოპირება

მწერალი/პოეტი

გვარი ჭუბაბრია სია

თბილისიი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

24       ბეჭდვა

ზურაბ ჭუბაბრია 1947-2008წწ მწერალი, ჟურნალისტი, თბილისი

ზურაბ ჭუბაბრია (1947-2008) დაიბადა თბილისში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ფილოლოგიის ფაკულტეტის ჟურნალისტიკის განყოფილება 1970 წელს.



1970-1972 წწ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის თანაშემწე; 1972-1973 წწ. კინემატოგრაფიის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარის თანაშემწე; 1973-2005 წწ. საქართველოს სამეცნიერო-პოპულარული და დოკუმენტური ფილმების სტუდიის რედაქტორი, უფროსი რედაქტორი, მთავარი რედაქტორი; ავტორია დოკუმენტური ფილმების სცენარებისა: "ელისო ვირსალაძე" (1973), "წიგნი უპირველესი" (ეძღვნება დიდი ქართველი საზოგადო მოღვაწის, პედაგოგის, განმანათებლის, იაკობ გოგებაშვილის "დედა ენის" 100 წლისთავს, 1977), "კინემანოგრაფი" (1979), "ვიქტორ დოლიძე" - 100 (1991), "ხელოვანი" (ეძღვნება დიდ ქართველ მწერალს, კონსტანტინე გამსახურდიას), "მარშალი გელოვანი" (ეძღვნება საბჭოთა სამხედრო მშენებლობის ისტორიაში საინჟინრო ჯარების პირველ მარშალ - არჩილ გელოვანს). მისი მოთხრობები იბეჭდებოდა ჟურნალ "ცისკარში": "კონცერტი", "კატის კნუტი", "ფერად ტელევიზორთან"(ცისკარი,  1975, N4, გვ.65-74), "ვარიაციები კლასიკოსის თემაზე", "რაიონული ცენტრი", "პანტიკო", "მთვრალები" (ცისკარი, 1992, N7, გვ.10-18), "ეშმაკა", "გაყიდული ხატი", "ამხანაგი დავითი" (ცისკარი, 1997, N7, გვ.31-40), "იქ, ჩემს ქალაქში" (ცისკარი, 1999, N8, გვ.18-27), "სახლი საქვაბის ჩიხში"- ნაწყვეტი რომანიდან (ცისკარი, 2003, N5-6, გვ.65-69); ავტორია რომანისა: "ბრწყინვალე ჩონჩხები". სცენარისტი.

წყარო: ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი: geocinema.ge



ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს კინომატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირი, წევრი
  • საქართველოს მწერალთა კავშირი, წევრი
  • საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა კავშირი, წევრი

ბიბლიოგრაფია

  • ბრწყინვალე ჩონჩხები : რომანი, მოთხრობები (ავტორი). - თბილისი, მერანი, 1995. - 400გვ.
  • http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00012049/

  • ჭუბაბრიების საგვარეულო სახელში ეტიმოლოგიურად ძველთაძველი ლაზური წარმომავლობის ფონეტიკურად სახეშეცვლილი გენონიმი ჭიაბერი უნდა გვქონდეს. ჭია ბოლოკიდურ ლ ბგერა მოკვეცილი ქართველური ანთროპონიმი ჭილა ჩანს, ბერე, ბერი კი ლაზურში ძეს , შვილს ნიშნავს. ამრიგად, ჭიაბერი ანთროპონიმად ქცეული ლაზური გვარსახელია.

    ამ გვარსახელის ადრეული ფონეტიკური სახე ჭუბარია და ჭვაბრია შემონახულია ტოპონიმებში. საჭუბარიო უბანს ჰქვია სოფელ კოტიანეთში, ხოლო ეჭვაბრიე (ანუ საჭუბაბრიო) სოფელს ერქვა ლეკვანტალიეს თემში, მდ. დეფაანის ნაპირას, რაც შეეხება ფონეტიკურ სახეცვლილებას ჭუბარია, ჭუბაბრია ის მეგრულში ცაკეულ ინდივიდთა მეტყველებისასაა მოსალოდნელი.

    ნიკოლოზ ჯომიდავას მიერ ამ გვარსახელის დაკავშირება წაბლის მეგრულ სახელთან ჭუბური, სავარაუდოდ არასწორია.


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 24.09.2022
სულ რედაქტირებულია 1

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 20.03.2023
სულ რედაქტირებულია 1



რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0