სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10420

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
მწერალი/პოეტი
გრიგოლ ყიფშიძე 1858-1921წწ  კრიტიკოსი, მთარგმნელი, მწერალი  დაბ. სოფ. წვერი, გორი, ქართლი გრიგოლ ყიფშიძე 1858-1921წწ  კრიტიკოსი, მთარგმნელი, მწერალი  დაბ. სოფ. წვერი, გორი, ქართლი

1858-1921 წწ. გარდ. 63 წლის

ბმულის კოპირება

მწერალი/პოეტი

გვარი ყიფშიძე სია

გორი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

9       ბეჭდვა

გრიგოლ ყიფშიძე 1858-1921წწ კრიტიკოსი, მთარგმნელი, მწერალი დაბ. სოფ. წვერი, გორი, ქართლი

გრიგოლ ყიფშიძე (1858-1921)  დაიბადა გორის სოფელ წვერში. 


დაამთავრა თბილისის სასულიერო სასწავლებელი 1874 წელს და შევიდა თბილისის სასულიერო სემინარიაში. აქ იგი მხოლოდ ოთხის წელი სწავლობდა, ამბოხებაში მონაწილეობის გამო ბოლო კურსიდან გარიცხეს. 1977 წელს გაემგზავრა პეტერბურგში და თავისუფალ მსმენელად ჩაირიცხა უნივერსიტეტში, მაგრამ ოჯახური პირობების გამო სამშობლოში დაბრუნდა; 1878 წელს მასწავლებლად დაიწყო მუშობა ჯერ სოფელ წრომში და შემდეგ ახალქალაქში; გახდა გორის ხალხოსანთა ჯგუფის აქტიური წევრი და ილია ჭვჭვაძის გაზეთ "ივერიის" და გაზეთ "დროების"  კორესპონდენტი; როგორც პრაქტიკოს მასწავლებელს დიდხანს არ უმუშავია; ათავსებდა წერილებს და ნოველებს "ივერიაში"; 1879 წელს გახდა ახლადჩამოყალიბებული პირველი მუდმივი ქართული დასის წევრი და რამდენიმე წლის განმავლობაში ემსახურებოდა ქართული თეატრის განმტკიცებას. ამ პერიოდში იგი თბილისში ცხოვრობდა, თანამშროლობდა ქართულ პერიოდულ პრესაში, როგორც ლიტერატორი, თეატრალი და პუბლიცისტი; ამასთან ერთად, 1882-1885წწ. მუშობდა საქმის მწარმოებლად "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებაში"; გახდა "ივერიის" რედაქციის მუდმივი თანამშრომელი და ილია ჭავჭავაძის მარჯვენა ხელი; აქტიურად ჩაება ქართული სალიტერატურო ენის დადგენის გარშემო 1890-იან წლებში ქართველ ლიტერატორთა შორის გაჩაღებულ კამათში და რამდენიმე საყურადღებო მოსაზრება გამოთქვა; ავტორია მრავალი ცალკეული წიგნის რეცენზიისა, თეატრალური ხასიათის სტატიებისა; მიწვეული იყო ჟურნალ "მოამბეში", როგორც საუკეთესო სტილისტი, ამავე ჟურნალში დაბეჭდა თავისი სანიმუშო თარგმანების უმეტესობა; პირველად ჩვენს სინამდვილეში შდგენილი აქვს ბიბლიოგრაფიული ნაშრომი რუსულ ენაზე "პერიოდული ბეჭდვითი სიტყვა კავკასიაში".

წყარო: განმანათლებლობა საქართველოში - იდეები და მოღვაწეები: nateba.websail.net



ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, ნამდვილი წევრი (1880-1911)

ბიბლიოგრაფია


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 10.01.2023
სულ რედაქტირებულია 1

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 16.03.2023
სულ რედაქტირებულია 3



რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0