სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10528

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
წმიდა სინოდი
მეუფე დოსითეოსი(დიმიტრი ზურაბის ძე ბოგვერაძე დ.1964) ბელგიისა და ჰოლანდიის ეპისკოპოსი სოფ. იგორეთი ხარაგაული იმერეთი
ბმულის კოპირება

წმიდა სინოდი

გვარი ბოგვერაძე სია

ხარაგაული გამოჩენილი ადამიანები სრული სია

40       ბეჭდვა

მეუფე დოსითეოსი(დიმიტრი ზურაბის ძე ბოგვერაძე დ.1964) ბელგიისა და ჰოლანდიის ეპისკოპოსი სოფ. იგორეთი ხარაგაული იმერეთი

ყოვლადუსამღვდელოესი დოსითეოსი

ბელგიისა და ჰოლანდიის ეპისკოპოსი



ერისკაცობაში – დიმიტრი ზურაბის ძე ბოგვერაძე

დაიბადა: 1964 წლის 29 დეკემბერს, ხარაგაულის რაიონ, სოფ. იგორეთში.

ანგელოზის დღე: 4 მარტი – ღირის დოსითეოსის ხსენება.

ბერად აღკვეცა: 11. III. 2004

დიაკვნად კურთხევა: 18. 03. 2004

მღვდლად კურთხევა: 04. 07. 2004

ეპისკოპოსად კურთხევა: 15. 06. 2014

მისამართი: 9 Rue Gendebien, 1030  Bruxelles,  royaum de Belgique


ბელგიისა და ჰოლანდიის ეპარქია (ბელგია და ჰოლანდია).

ეპისკოპოსი დოსთეოსი (ბოგვერაძე) – ეპისკოპოსი დოსითეოსი, ერისკაცობაში – დიმიტრი ზურაბის ძე ბოგვერაძე დაიბადა 1964 წლის 29 დეკემბერს ხარაგაულის რაიონის სოფელ იგორეთში.

1970-1981 წლებში სოფელ კიცხის საშალო სკოლაში სწავლობდა.

1981-1986 წლებში მუშაობდა ქ. ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო თეატრში, მუსიკალურ ნაწილში, იყო ხმის ოპერატორი, რეჟისორის თანაშემწედ.

1987-1990 წლებში ხარაგაულის რაიონის კულტურის განყოფილებაში, სახალხო თეატრის რეჟისორია.

1988–1993 წლებში სწავლობდა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალურ ინსტიტუტში კულტურულ-საგანმანათლებლო ფაკულტეტზე.

1990 წლის 19 იანვარს მოინათლა თბილისის თავთა მოციქულთა პეტრესა და პავლეს სახელობის ტაძარში.

1990-1993 წლებში სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში.

1993-1997 წლებში სწავლობდა თბილისის სასულიერო აკადემიაში.

1997-2002 წლებში იყო თბილისის სასულიერო სემინარიის დეკანი, სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში ახალი აღთქმის, წმიდა წერილის და საეკლესიო სამართლის პედაგოგი.

1998-2004 წლებში თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რელიგიათმცოდნეობის ფაკულტეტზე კითხულობდა ლექციებს საეკლესიო სამართალში.

1999 წელს სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში ხანგრძლივი და ნაყოფიერი მოღვაწეობისათვის უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დააჯილდოვა სიგელით.

2001 წლიდან არის თბილისის კ. კეკელიძის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტის მაძიებელი.

2001-2002 წლებში სწავლობდა კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს, შვეიცარიის სახელმწიფო ინსტიტუტში, ქ. შამბეზეში. კვალიფიკაცია: საეკლესიო სამართლის სპეციალისტი, დიპლომანტი.

2004 წელს დაინიშნა თბილისის სასულიერო აკადემიის დეკანად.

2004 წლის 13 მარტს დავით გარეჯის მონასტერში გურჯაანისა და ველისციხის ეპისკოპოსმა ექვთიმემ (ლეჟავა) ბერად აღკვეცა და სახელად უწოდა დოსითე.

2004 წელის 4 ივლისს სიონის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საპატრიარქო ტაძარში უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II-მ მღვდლად დაასხა ხელი და დაადგინა თბილისის წმ. ილია თეზბიტელის ტაძარში.

2004 წლის 1 აგვისტოს გადაიყვანეს თბილისის თემქის წმ. გიორგის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვრად.

2005 წლის 6 თებერვლიდან ყოვლადწმიდა სამების სახელობის საპატრიარქო ლავრის მღვდელმსახურთა.

2005 წლის 27 სექტემბერს მიენიჭა იღუმენის წოდება და დაჯილდოვდა ოქროს ჯვრითა და ენქერით.

2007 წლის იანვრიდან დასავლეთ ევროპის ეპარქიის, ბელგიისა და ქ. ბრიუსელის წმ. თამარ მეფის სახელობის ქართული სამრევლოს წინამძღვარია.

2009 წლის 14 მაისს მიენიჭა არქიმანდრიტის წოდება.

2012 წლის 21 მაისს მეორე გამშვენებული ჯვარი მიიღო. 2014 წლის 3 ივნისს წმ. სინოდის სხდომაზე გამოარჩიეს ახლად შექმნილი ბელგიისა და ჰოლანდიის ეპარქიის მღვდელმთავრად. 2014 წლის 15 ივნისს სვეტიცხოვლის თორმეტი მოციქულის სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II-მ წმიდა სინოდის მღვდელმთავართა თანამწირველობით მას ეპისკოპოსად დაასხა ხელი.

წყარო
საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ასწლოვანი მატიანე (1917-2017 წ.წ.)

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 08.12.2023
სულ რედაქტირებულია 2

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 11.10.2021
სულ რედაქტირებულია 2



მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0