სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10528

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
საქართველოს ეკლესიის საჭეთმყრობელნი IV საუკუნიდან
4.5 დოროთეოზ II 1503-1505; 1511-1516 წწ. საქართველოს კათოლიკოსი
ბმულის კოპირება

საქართველოს ეკლესიის საჭეთმყრობელნი IV საუკუნიდან

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

29       ბეჭდვა

4.5 დოროთეოზ II 1503-1505; 1511-1516 წწ. საქართველოს კათოლიკოსი

დოროთეოზ II — აღმოსავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 1503-15051511-1516 წლებში.

ამ დროისთვის ქართლის სამეფოში შექმნილმა მძიმე პოლიტიკურმა ვითარებამ დიდად იმოქმედა მცხეთის საპატრიარქო საყდრის ეკონომიკურ მდგომარეობაზე; კახეთის მეფე ალექსანდრე I საგანგებოდ აღნიშნავს, რომ დოროთეოზის კათოლიკოსად დადგენის დროისთვის „მცხეთისა საქმე შემცირებულ იყო“. კონსტანტინე II, თავის მხრივ, უმტკიცებს რა მამულს, აღუთქვამს, რომ „სხუა დაკლებულ რაც არის, მართლითა სიმართლითა მოვიკლოთ და დაუკლებლად მოგაჴსენოთ“-ო.

დოროთეოზ II-ის კათოლიკოსობის დროს მარცხი განიცადა მზეჭაბუკ ათაბაგის სეპარატისტულმა საეკლესიო პოლიტიკამ. ურჩი ათაბაგი საბოლოოდ დამარცხდა ცენტრალურ ხელისუფლებასა და კათოლიკოს-პატრიარქთან საეკლესიო განკერძოებისათვის ბრძოლაში, რამაც გამოიწვია მისი შემონაზვნება იაკობის სახელით.

დოროთეოზის კათოლიკოსობის დროს სვეტიცხოველს განუახლდა და შეემატა, რაც მეფე კონსტანტინეს „საპატრონო შიგა მცხეთის საყდრისა სოფელნი, აგარაკნი და მამულნი“ იყო, კახეთის მეფე ალექსანდრე I-საგან გარეჯის უდაბნოს მამულების შემოსავლის ნახევარი, სააღაპედ ახალშენი, ვაზისუბანი და სხვა მრავალი.


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0