სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10555

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
ხელოვნება
მიხეილ ვაშაძე 1908-96წწ მსახიობი, რეჟისორი.ჭიათურა,იმერეთი.

1908-1996 წწ. გარდ. 88 წლის

ბმულის კოპირება

ხელოვნება

გვარი ვაშაძე სია

ჭიათურა გამოჩენილი ადამიანები სრული სია

38       ბეჭდვა

მიხეილ ვაშაძე 1908-96წწ მსახიობი, რეჟისორი.ჭიათურა,იმერეთი.

მიხეილ ვაშაძე ( 14 დეკემბერი 1908-1996) მსახიობი, რეჟისორი.


დაბადების ადგილი: ქ. ჭიათურა.

1923 წლიდან მონაწილეობდა ჭიათურის სცენისმოყვარეთა წარმოდგენებში. პროფესიული სასცენო მოღვაწეობა დაიწყო 1926 წელს ჭიათურის საშუალო სკოლის დამთავრებისთანავე. 1926-1967 წლებში იყო ჭიათურის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობი და რეჟისორი(გარდა 1931-1932 და 1932-1934 წლებისა, როდესაც ქუთაისისა და ხაშურის თეატრებში მუშაობდა). 1967 წლიდან მიხეილ ვაშაძე იყო თბილისის კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის მსახიობი. გამოირჩეოდა ფართო შემოქმედებითი დიაპაზონით, უშუალობით, სისადავით, სიწრფელით, მაღალი პროფესიული კულტურით. საუკეთესო როლებია: ოთარბეგი (ა. სუმბათაშვილ-იუჟინის "ღალატი"), არსენა (ს. შანშიაშვილის "არსენა"), სვიმონ ლიონიძე (დ. ერისთავის "სამშობლო"), პეტრუჩიო (უ.შექსპირის "ჭირვეულის მორჯულება"), იაგო(უ. შექსპირის "ოტელო"), ოიდიპოს მეფე (სოფოკლეს "ოიდიპოს მეფე"), ბასა გუჯაბიძე(გ. ხუხაშვილის "ცხოვრება კაცისა"), ალექსანდრე ჩინჩახელი (კ. ბუაჩიძის "ეზოში ავი ძაღლია") და სხვ. მან დიდი წარმატებით განასახიერა პლატონ სამანიშვილისა (დ. კლდიაშვილის "სამანიშვილის დედინაცვალი") და ყვარყვარე თუთაბერის (პ. კაკაბაძის  "ყვარყვარე თუთაბერი") როლები. დადგმული აქვს სხვადასხვა ჟანრისა და სტილის სპექტაკლები. მათ შორის ი. ვაკელის "რვალი", დ. ერისთავის "სამშობლო", ნ. შიუკაშვილის "სულელი", ა. წერეთლის "ბაში-აჩუკი", ჯ. პრისტლის "ინსპექტორი მოვიდა", გ. ბერძენიშვილის "ტირიფის ქვეშ" და სხვ. მიხეილ ვაშაძემ შთამბეჭდავი სახეები შექმნა კინოფილმებშიც. ესენია: მღვდელი ("ეპისკოპოსი ნადირობაზე", 1971), ტაგუია ("მამლუქი", 1958), არჩილი ("განგაში",1968), ყარამანი("ტარიელ გოლუა", 1968), დათეშიძე ("ნერგები", 1972), ერმილე ("ჩაძირული ქალაქის მაძიებელნი") და სხვ.


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 05.03.2020
ბოლო რედაქტირება 14.12.2022
სულ რედაქტირებულია 1





რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0