სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10420

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
ხელოვნება
მარინე თბილელი 1920-2002წწ  მსახიობი, დაბ. თელავი, კახეთი.

1920-2002 წწ. გარდ. 82 წლის

ბმულის კოპირება

ხელოვნება

გვარი თბილელი სია

თელავი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

8       ბეჭდვა

მარინე თბილელი 1920-2002წწ მსახიობი, დაბ. თელავი, კახეთი.

მარინე თბილელი ( 25 ოქტომბერი 1920-2002) მსახიობი.


დაბადების ადგილი: ქ. თელავი.

დაამთავრა საქართველოს რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტი 1940 წელს.

ინსტიტუტის დამთავრებისთანავე ჩაირიცხა თბილისის რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის დასში; 1946 წლიდან კ. მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის მსახიობი იყო; 1974 წლიდან კვლავ რუსთაველის თეატრშია.


გამოირჩევა ჭეშმარიტი არტისტიზმით, სცენური მომხიბლელობით, მუსიკალურობით, პლასტიკურობითა და გარდასახვის უნარით; როლები: თეკლა ბატონიშვილი (ს. შანშიაშვილის "კრწანისის გმირები"), ფლორელა (ლოპე დე ვეგას "ცეკვის მასწავლებელი") ლარისა (ნ. ოსტროვსკის "უმზითვო"), მარია ანტონოვნა (ნ. გოგოლის "რევიზორი"), კეკელა ("ძველი ვოდევილები"), დარეჯანი (ი. ჭავჭავაძის "კაცია ადამიანის?!" მიხედვით), ნათელა (ბ. ბრეხტის "კავკასიური ცარცის წრე"), მილენინა (ა. გელოვანის "დასაწყისი"), იორკის მთავრის მეუღლე (უ. შექსპირის "რიჩარდ III" და სხვ. 1955 წლიდან მოღვაწეობს კინოში. დაუვიწყარია მისი ბუბუსია ("აბეზარა", 1955), ფატმანი ("ბაში-აჩუკი", 1956), მართა ("ქალის ტვირთი", 1957), ანა ("თხუნელა", 1962), ალისა ("თოჯინები იცინიან", 1963), თაშნაური ("ჩირიკი და ჩიკოტელა", 1972),  სკოლის დირექტორი ("როცა აყვავდა ნუში", 1972) და სხვ.; საინტერესო სახეები შექმნა სომხურ ფილმებში: როზალია ("პატიოსნებისათვის, 1955, ერევნის კინოსტუდია), გოჰარი ("დედის გული", 1958), ზარუი ("თორმეტი თანამგზავრი", 1962) და სხვ. დაჯილდოებულია სახელმწიფო ჯილდოებით. ცნობილი რეჟისორის აკაკი დვალიშვილის მეუღლე, მსახიობ ბაია დვალიშვილის დედა. თეატრისა და კინოს მსახიობი.




კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 06.03.2020
ბოლო რედაქტირება 25.01.2022
სულ რედაქტირებულია 2

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 24.03.2023
სულ რედაქტირებულია 2



რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0