სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10528

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
საქართველოს ეკლესიის საჭეთმყრობელნი IV საუკუნიდან
4.22 ქრისტეფორე I 1616-1622 წწ. კათოლიკოსი
ბმულის კოპირება

საქართველოს ეკლესიის საჭეთმყრობელნი IV საუკუნიდან

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

46       ბეჭდვა

4.22 ქრისტეფორე I 1616-1622 წწ. კათოლიკოსი

ქრისტეფორე I — აღმოსავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 1616-1622 წლებში.

არსებული საბუთების თანახმად ქრისტეფორე მოქმედ კათოლიკოსად 1617, 1618, 1619 და 1622 წლებში ჩანს. მისი მწყემსმთავრობის დროს ქართლს განაგებს ჯერ ბაგრატ VII (ბაგრატ–ხანი) (1616–1619), შემდეგ სიმონ II (1619–1631).

ქრისტეფორეს კათალიკოსობის დროს, 1618 წელს ბაგრატ VII–ს სვეტიცხოვლისათვის შეუწირავს სოფლები ახალციხე და აგარაკი. მასვე თავისი მოხელეებისათვის უბრძანებია სვეტიცხოვლის ყმებისათვის ბაჟი არ გამოერთმიათ: „მეფე ბაგრატ ... გიბრძანებ ... წყალობითა შააბასისათა ... ბაჟს ნუ სთხოვთ და რაც ბაშმალი აეღოთ, ისიც მიეცით“; ასევე ბაგრატი ქალაქის მელიქსა და მამასახლისს უბრძანებს სვეტიცხოვლის ყმებისათვის ქალაქში ბაშმალი არ მოეთხოვათ.

მოგვეპოვება ქრისტეფორე I–ს მიერ ანთოკს ჩასახლებული გლეხების ფიცის სიგელი, რომლის თანახმადაც, ისინი აღუთქვამენ კათოლიკოსს, რომ სხვაგან არ გადასახლდებიან.


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 22.10.2023
სულ რედაქტირებულია 1





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0