სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10420

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
საქართველოს ეკლესიის საჭეთმყრობელნი IV საუკუნიდან
4.30 დომენტი IV (დამიანე ლევანის ძე ბაგრატიონი) 1705-1741 წწ. 36 წელი კათოლიკოსი 4.30 დომენტი IV (დამიანე ლევანის ძე ბაგრატიონი) 1705-1741 წწ. 36 წელი კათოლიკოსი
ბმულის კოპირება

საქართველოს ეკლესიის საჭეთმყრობელნი IV საუკუნიდან

გვარი ბაგრატიონი სია

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

15       ბეჭდვა

4.30 დომენტი IV (დამიანე ლევანის ძე ბაგრატიონი) 1705-1741 წწ. 36 წელი კათოლიკოსი

დომენტი IV (ერისკაცობაში დამიანე ლევანის ძე ბაგრატიონი; გ. 1741) — აღმოსავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 1705-1741 წლებში, (მღვდელი ვასილ გრიგოლის ძე კარბელაშვილის ცნობით 1704-1724 და 1738-1742 წლებში), ვახტანგ VI-ის ძმა, მწიგნობარი.

ბატონმა კათალიკოზმან დომენტიმ გიბოძეთ ბაჟი ქალაქისა, გორისა, ქრცხილუანისა და ალისა და ყოვლის ჩუენის სამეფოსი, თევზისა ახლისა, ძველისა, რაც სვეტი-ცხოვლის შამოსავალი ბაჟია, ამაში ჩუჱნი ყმა თარხანი არ არის, ოცდასამ თუმნად შენც აიღე და ჩუჱნც გვიბოძებია. ხიგარაშვილმა გასპარამ და ალასაშვილმა ასატურამ ავირეთ და უნდა მოგართოთ ამ ნავროზით იმ ნავროზამდის: ზურგიელი სამი ერთ აბაზათ, დოში შვიდ ფულათ, გვერდი ნახევარ შაურათ, ხიზილალა შაურ ორ ბისტათ ლიტრა. თეთრი ბრინჯი ლიტრა ოთხ ბისტათ, გელაქნური შვიდი შაურათ, ზუთხი მუცლიანი აბაზათ, ტარაღანა ორშაურათ. აპრილის პირუელს, ქორონიკონს ტჟდ[1].

1707 წელს ირანის შაჰს ეწვია და დაამტკიცებინა საკათოლიკოსო მამულები, მათ შორის კახეთის ხელისუფალთა მიერ იმჟამად მისაკუთრებული საკათოლიკოსო კახური სამფლობელოებიც.

1709 წელს გაანახლა კათალიკოს-პატრიარქ ნიკოლოზ I-ის მიერ შედგენილი სვეტიცხოვლის საკითხავი.


ჩვენ მეფედ შარავანდედმან დავითიან პანკრაჲტოვანმან კათალიკოზმან პატრიარქმან დომენტი განვაახლეთ ცხოვრებაჲ ესე სუჱტის ცხოველისაჲ ღმერთო და წმინდაო ღუთის მშობელო, შეიწყალე და შეუნდევ ცოდვანი მისნი჻ სუჱტის ცხოვლისა ვინ გამოსწიროს წყეული იყოს ვინც გაჴრწნას და დაჭრას჻

ქკს჻ ტჟზ჻ ქრისტეს აქეთ჻ ჩღთ჻ შეიწყალე პატრიარქი დომენტი. ამენ უფალო.

1710 წელს კახეთის მეფეს დავით II-ს (იმამ-ყული ხანი) დააწერინა საკათოლიკოსო მამულების მფლობელობის სიმტკიცის სიგელი.

1712-1714 წლებში მხარს უჭერდა ირანში მყოფ ვახტანგ VI-ის გამეფებას. ერთ პერიოდში სცადა სამეფო ტახტის დაკავება, მაგრამ უშედეგოდ. 1723 წელს, თბილისში თურქ-ოსმალთა შემოჭრის დროს, გაიხიზნა ლორეს ციხეში, იქიდან კი ქსნის საერისთავოში. თბილისის გამგებელმა იესემ (ალი-ყული-ხანი) კათოლიკოსად ბესარიონი დანიშნა, მაგრამ ოსმალებმა ისევ დომენტი IV დააბრუნეს.

1725 წელს დომენტი IV ოსმალეთის სულთანმა სტამბოლში გაიწვია. აქ დაუმტკიცეს საკათოლიკოსო მამულები, მაგრამ სამშობლოში აღარ გამოუშვეს. 1727 დეკემბერში დააპატიმრეს როგორც ოსმალთა ბატონობის მოწინააღმდეგე და სტამბოლის მახლობლად კუნძულზე გადაასახლეს. აქ მან 1736-ის დამლევამდე დაჰყო. 1739 ნოემბერში ქართლში დაბრუნდა.

დომენტი IV-ის ლიტერატურული-მწიგნობრული მოღვაწეობა ემსახურებოდა ქართული კულტურისა და ქრისტიანობის დაცვა-განმტკიცების საქმეს. დომენტი IV-მ შეკრიბა ქართველი საერო და საეკლესიო მოღვაწეთა ცხოვრება-წამების აღწერილობანი, მათ შორის ზოგიერთი სვინაქსარული სახისა, და შეადგინა ქართული ჰაგიოგრაფიული კრებული (მოღწეულია 1713 გადანწერი ნუსხით); საეკლესიო პრაქტიკისათვის გადააწერინა პარაკლიტონი, ასკეტიკონი და სხვ., ბერძნულიდან ათარგმნინა კურთხევანი და 1719 საკუთარი ხარჯით დააბეჭდინა თბილისში, შეადგინა სადღესასწაულოს ახალი რედაქცია (მოღწეულია 1718 ნუსხით). გადასახლებაში ყოფნისას შეკრიბა ილარიონ ქართველისა და სხვათა საგალობლები, გადააწერინა საეკლესიო მამათა თხზულებების მეორე ნაწილი. დომენტი IV-მ საკუთარი ხარჯით შეასრულა მცხეთის სვეტიცხოვლის, თბილისის ანჩისხატის, მეტეხისა და სხვა ეკლესიების სარემონტო და სამშენებლო სამუშაოები.

დომენტი კათალიკოსი გარდაიცვალა 1742 წლის იანვარშიის დაკრძა-ლული იქნა მცხეთაში.



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 07.10.2023
სულ რედაქტირებულია 1





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0