სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10421

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
საქართველოს ეკლესიის საჭეთმყრობელნი IV საუკუნიდან
6.1 ვარლამი (ერისთავი)  1811- 1817 საქართველოს ეგზარქოსი ქსნის საერისთავო

1763-1830 წწ. გარდ. 67 წლის

ბმულის კოპირება

საქართველოს ეკლესიის საჭეთმყრობელნი IV საუკუნიდან

გვარი ერისთავი სია

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

20       ბეჭდვა

6.1 ვარლამი (ერისთავი) 1811- 1817 საქართველოს ეგზარქოსი ქსნის საერისთავო


მიტროპოლიტი ვარლამი (ანუ ვარლაამი, დავითის ძე ერისთავი; დ. 8 აგვისტო1763ქსნის საერისთავო — გ. 30 დეკემბერი [ძვ. სტ. 18 დეკემბერი]1830მოსკოვი—საქართველოს და რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიების მღვდელმთავარი. საქართველოს ეგზარქოსი 1811–1814 წლებში, ქსნის ერისთავის დავითის ძე.


დაწყებითი განათლება მიიღო ოჯახში.

  • 1784 წელს დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია. სწავლის დროს მას მფარველობდა მაშინდელი საქართველოს პატრიარქი ანტონ I ბაგრატიონი, რომლის ძალისხმევითაც მან შეისწავლა სასულიერო და საერო ლიტერატურა. ის ასევე სარგებლობდა კარგი ავტორიტეტით ქართლ-კახეთის მეფის ერეკლე მეორის კარზეც. ანტონ I-ის გარდაცვალების შემდეგ გადაწყვეტილი იყო მისი პატრიარქის ხარისხში აყვანა, თუმცა მეფის მემკვიდრე გიორგი XII-ის შუამდგომლობით პატრიარქად ერაკლი მეორის ვაჟი ანტონ მეორე დანიშნეს.
  • ეგზარქოსობამდე განაგებდა ახტალის ეპარქიას.
  • 1794 წელს გაემგზავრა რუსეთში და დაემკვიდრა სანქტ-პეტერბურგის ალექსანდრე ნეველის მონასტერში.
  • 1801 წლიდან იყო სანქტ-პეტერბურგის მიტროპოლიტის ამბროსის (პოდობაევი) მრჩეველი.
  • 1801-08 იყო რუსეთის სინოდის წევრი, რომლის დროსაც ააღორძინა არჩილ მეფის მიერ მოსკოვში დაარსებული ტიპოგრაფია. გამოუშვა ოცამდე წიგნი.
  • 1811 წელს ანტონ II-ის რუსეთში გაწვევის გამო დაინიშნა აღმოსავლეთ საქართველოს ეკლესიის მმართველად. იმავე წლის 30 ივნისს კავკასიაში რუსეთის ხელისუფალთა დავალებით ვარლამმა შეადგინა აღმოსავლეთ საქართველოს ეკლესიის რეორგანიზაციის პროექტი, რომელიც სასულიერო დიკასტერიის დაარსებას, საქართველოს საეგზარქოსოს შექმნას და რუსეთის სინოდისადმი მის დაქვემდებარებას ითვალისწინებდა[1].
  • 1811 წლის 8 ივლისს პროექტი მცირე ცვლილებით დაამტკიცა იმპერატორმა ალექსანდრე I-მა. ვარლამი დაინიშნა საქართველოს ეგზარქოსიად მიტროპოლიტის ხარისხში. მისი ეგზარქოსობის დროს აშენდა ქაშვეთის ეკლესიის კარიბჭე, ჯვრის ამაღლების ეკლესია და სიონის ახალი სამრეკლო.
  • 1814 საქართველო-იმერეთის სინოდის კანტორის დაარსებასთან დაკავშირებით და დასავლეთ საქართველოს ეკლესიის (აფხაზეთის საკათალიკოსო) საეგზარქოსოსთან მიერთების გამო, ეწოდა საქართველოსა და იმერეთის ეგზარქოსი. მაგრამ ახალი საეკლესიო კანონების გატარების დროს ვარლამმა ვერ შეძლო დასავლეთ საქართველოს მაღალი სამღვდელო წრეების წინააღმდეგობათა დაძლევა. სინოდმა იგი შეცვალა და იქ თეოფილაქტე (რუსანოვი) დაინიშნა.
  • 1817 წლის 14 მაისს ვარლამი პეტერბურგს, სინოდში გაიწვიეს[2], სადაც 1825-მდე დარჩა.
  • 1825–1830 განაგებდა მოსკოვის დანიელის მონასტერს. ვარლამი ცნობილი იყო მჭევრმეტყველებით. მისი ქადაგებანი ქვეყნდებოდა ქართულ და რუსულ ენაზე. რუსულად გამოაქვეყნა ქართული ენის მოკლე გრამატიკა, 1805 მოსკოვში გამართა ქართული სტამბა და დაბეჭდა "სადღესასწაულო", 1825 — „განმარტება სახარებისა“. წერდა ლექსებსაც, რომლებიც დაცულია ხელნაწერების სახით (S-1512, 3723, 1164).
  • 1830 წლის დეკემბერს გარდაიცვალა და დასაფლავეს დანიელის მონასტერში.


მიტროპოლიტი ვარლაამი (ერისთავი) 1763-1830წწ XVIII - XX საუკუნეში მოღვაწე სასულიერთ პირთა ცხოვრება მოღვაწეობა ავტ. გიორგი მაჩურიშვილი, ლურსაბ ტოგონიძე 

ქსნის ერისთავების საგვარეულოდან ქართული კულტურის არაერთი თვალსაჩინო მოღვაწე გამოსულა, მათ შორის თავისი მოღვაწეობით 
გამოირჩევა მიტროპოლიტი ვარლაამი (ერისთავი). 
მიტროპოლიტი ვარლაამი, ერისკაცობაში - ვახტანგ დავითის ძე ერისთავი, 1763 წლის 8 აგვისტოს 
ქართლში, ქსნის ერისთავების თავადურ ოჯახში დაიბადა. პირველდაწყებითი განათლება პატარა ვახტანგმა ოჯახში მიიღო. შემდეგ იგი 
აღსაზრდელად და ცოდნის მისაღებად თბილისში, ანჩისხატის ტაძართან არსებულ სასულიერო სემინარიაში მიაბარეს სადაც 
მისი აღზრდა თავად კათოლიკოსმა ანტონ I-მა ითავა. სემინარიაში სწავლის პერიოდში ვახტანგმა საფუძვლიანად შეისწავლა 
წერა-კცითხვა, წმინდა წერილი, გალობა და საეკლესიო ტიპიკონი, სასულიერო და საერო ლიტერატურა. კარგად იყო განსწავლული სამეცნიერო და
საფილოსოფიო საგნებშიც. მალე იგი ანტონ კათოლიკოსის საყვარელი მოწაფე გახდა. იოანე ბატონიშვილი 
თავის „კალსამობაში“ ასე ახასიათებს მეუფე ვარლაამს: „ვარლაამ ახტალის ეპისკოპოსი არს აღზრდილი კათოლიკოზის 
ანტონისაგანვე, საფილოსოფოსოსა სწავლასა და ღმრთისმეტყველებასა შინა მეცნიერი, უცხო რიტორი და მშვენიერი 
მოქადაგე. ამან ასწავა სხვათა და სხვათა მოწაფეთა საფილოსოფო სწავლანი და უკანასკნელ წარმოვიდა როსიად და 
პავლე იმპერატორმა განაწესა სინოდისა წევრად. ამან ისწავა
გვ393
რუსული ენა კეთილად და ქმნა საუფლოთა და სხვათა დღესასწაულთა ქადაგებისა წიგნი, საამო სასმენი და 
დათხზული. და აწ არს აქა თქვენ თანა“. 
მის გაანათლებაზე მეტყველებს ასევე ცნობილი დეკანოზის, გრამატიკოს იოანე ქართველიშვილის გადმოცემა: „ვისწავლე
აღსნით ვარლამისაგან წიგნი: ღრამატიკა, რიტორიკა, კატიღორია, ლოღიკა და მეტაფისიკა და გადავწერე წიგნნი ესენი თვინიერ კატიღორიისა“. 
XVIII საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისში ანტონ კათოლიკოსმა ვახტანგი ბერად აღკვეცა და სახელად ვარლაამი 
უწოდა. მალევე დიაკვნად აკურთხეს და მღვდლად დაასხა ხელი. 
მღვდელ-მონაზონი ვარლაამი სამეფო კარზე მსახურობდა და აქტიურად მონაწილეობდა ქვეყნის საერო თუ სასულიერო ცხოვრებაში. 
1788 წლის 28 თებერვალს გარდაიცვალა მისი აღმზრდელი და მასწავლებელი კათოლიკოსი ანტონ I. საქართველოს 
სამოციქულო ეკლესიის საჭეთმპყრობელი გახდა ერეკლე II-ის შვილი, ალავერდელი მიტროპოლიტი ანტონი, ანტონ II-ის სახელწოდებით.
შემორჩენილია სიტყვა სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში თქმული არქიმანდრიტ ვარლაამის მიერ 1788 წლის 29 ოქტომბერს ანტონ II-ის აღსაყდრებაზე:  
„უნეტარესო და უწმიდესო მეუფეო! მივხედავ-რა დღისა ამის მოწევნასა, სხვა და სხვითა მაიძულებლობითთა თანამდებობითითა ვიიძულები მეტყველებად, 
გარნა ვინაითგან ესე გვართა მცირედთა სიტყვათა მეტყველებისა ძალი მიმიღიეს მე უწმიდესისა მის მეუფისაგან, პირველ მოსაყდრისა თქვენისა, და ვინაითგან 
ოქროვანნი ბაგენი მისნი დახშულ არიან, ამისთვის ვიტყვი კადნიერ სიტყვასა უწმიდესობისა მისისასა უწმიდესობისა თქვენისა: 
ესრეთ უკვე, უნეტარესო მეუფეო, უწმიდესი იგი მეუფე, აღმზრდელი იგი უწმიდესობისა თქვენისა, გიხმობს დღეს საფლავით გამო ესრეთ:
მასმინე მე, ჰოი, უწმიდესო ანტონი, მე ანტონის აღმზრდელსა შენსა, და ჰსცან, რამეთუ დღეს ფრიადითა 
გვ394

მხიარულებითა აღვივსები, რამეთუ რაიცა სასურველ-იყო ჩემდა იგი აღსრულებულ არსღა; ვინაითგან სრულთა შინა სიბრძნეთა 
წარმატებული დაიდგინე კათედრასა ამას ზედა ჩემსა. და ამისათვის ვიხარებ მე ამას ზედა, რომელ მეცნიერებითთა წყაროთა მეწყაროენი ბაგენი შენნი,
ნაცვალად ჩემისა, დაიდგინნეს მოძღვრად ამისა წმიდისადმი კათოლიკე ეკლესიისად. განვსცხრე- ბი მე ამას ზედა, რომელ სიბრძნისა ნაკადთა მენაკადულე ენა 
უწმიდესობისა თქვენისა, ნაცვლად ჩემსა, განიწესა მწყემსად ამის დიდებულისა ტაძრისა; ვიშუებ მე ამისთვის, ვინაითგან 
ღვთისმეტყველებითთა მდინარეთა მადენი პირი უწმიდესობისა თქვენისა განიჩინა განმგედ ამის წმიდისადმი სამოციქულო 
ეკლესიისა; ესე არს დიდება ჩემდა და სიხარული უნაკლო. ესრეთ უკვე, უწმიდესო მეუფეო, მისმინე, რასა ესე ვხმობ საფლავით 
გამო და განსჭვრიტე სიქადულო, სიხარულო, სიმტკიცეო და ძალო ჩემო შენისა მოხუცისა და მეტრფისა ბიძისაო და იხილე, 
თუ რაბამ რაოდენითა კეთილობითა შეგიმკევ ეკლესია საქართველოისა და საღმრთობთა სიკეთითა განშვენებული განგიმზადე, რამეთუ მე ეკლესიანი შენნი 
წმიდანი მეცნიერებითთა პორ
გვ395
ფირითა შევმოსენ, სიბრძნითისა დიადემითა განვაშვენენ, ცერემონითითა მიტრითა განვკაზმენ, და ღვთისმეტყველებისა გვირგვინითა 
დავაგვირგვინოსნე და ყოვლად სრულითა ფილოსოფოსებითთა მოძღვრებათა პორფირ-დიადემითა და პოტირ-ტრიხაპტონითა განვაშვენე, 
და ყოვლითა სასძლოითა სამკაულითა განკაზმულითა სასძლოდ შენდა განვმზადე. მოვედ და მიიღე 
სძლად შენდა, და იქმენ დიდებულ დიდებითა ყოვლად უნაკლოითა მოვედ, მოვედ, ტრედო კეთილო ბუდით სადავითოსით, 
მოვედ და განისვენე მწყემსობითსა ამას ქვეყანასა შენსა, რამეთუ ზამთარი წარხდა, წვიმა განვიდა და ყვავილნი გამოჩნდეს ქვეყანასა ჩვენსა და 
ვითარ რაიმე არა თქმა ესე, ესე არს, რომელი ზამთარი იგი უმეცრებისა წარხდა და განვაბნიე, წვიმა იგი
უგულისხმოებისა განვსდევნე და ყვავილნი სიბრძნისანი გამოსჩნდეს ქვეყანასა ამას ჩვენსა, ჩემ მიერითა შრომითა ნამუშაკევნი, რამეთუ მე ქვეყანასა ამას
დავსთესე თესლი სიბრძნისა და უმაღლესობამან მისმან მორწყო წყლითა მოწყალებისათა, ხოლო ღმერთმან აღაორძინა ესრეთითა კეთილობითა 
განშვენებულსა ადგილსა შენსა, მოვედ, სიტკბოებაო ჩემო, და დასტკბი არა სადა წარმავალითა. 
ამით უკვე, უნეტარესო მეუფეო, მოგილოცავ საფლავით გამო, კათოლიკე ეკლესიისა კათედრასა ზედა აღსვლასა და ნეტარ  
თუმცა შემძლებელ იყოს თვალი ჩემი, რამეთუ აწ გხედვიდე შენ მწყემს-მთავრობითითა სამკაულითა განშვენებულსა. ნეტარ თუმცა შემძლებელ იყოს ენაი 
ჩემი აწ პირისპირ ზრახვად ·· შენდა, რამეთუ სხვა ვერვინ შემძლებელ არს ღირსად შენდა ქების-მეტყველებად, თვინიერ ჩემსა და ესეგვარ მომლოცველი. 
გევედრები ნუ დამივიწყებ, ჰოი უწმიდესო ანტონი, მე ანტონის მსასოსა შენსა, და კვალად გევედრები, დიდებაო ჩემო, დიდებულ ჰყავ შრომანი ჩემნი, 
სიქადულო ჩემო, მოღვაწე ექმენ ეკლესიათა საღმრთოთა მცნებათ, წარმართებად და შენ, გვირგვინო ჩემო! გვირგვინოსან ჰყავ ეკლესია საღმრთოთა მოძღვრებითა 
და უბიწოითა კეთილმოქმედებითა და ამით თავიცა შენი
გვ396

ადიდო და მეცა დიდებულ ვიქმნა და სამწყსოცა შენი. დამასრულებელი სიტყვისა, კვალად გევედრები, ხსენებასა ჩემსა ნუ ჰყოფ დავიწყებულ. 
ესე სიტყვანი არიან უწმიდესისა მეუფისა და მეტრფისა მის ბიძისა თქვენისანი და მეცა აღვიმაღლებ ხმასა მოლოცვისასა და ზესთა ზომითითა სიხარულითა
აღვსილი მოულოცავ უწმიდესობასა თქვენსა მოციქულთა მოსაყდრეობასა და ივერიელთა ერთა მწყემსობისა მიღებასა· და ესრეთ, უნეტარესო მეუფეო, ბეჭედო 
ჭეშმარიტისა ღვთისმეტყველებისაო, მაგალითო კეთილისა უმანკოებისაო, დისკოვ და შარავანდედო ხაღმრთოისა მეცნიერებისაო, უბრკვილო სარკეო კეთილ-კრძალულებისაო,
და სავსებაო მწყემსობითისა ჭეშმარიტებრ განმსაეელობისაო, ვვედრი ღმერთსა, რამეთუ ბევრეულითა უვნებლობითა დაცულ-ჰყოს უწმიდესობა თქვენი ყოვლითურთ; 
ხოლო მადლი და კურთხევა უწმიდესობისა თქვენისა იყავნ ჩემ ზედა უკუნისამდე, ამინ“. 
1791 წელს ერეკლე II-ის თხოვნით, აღმოსავლეთ საქართველოს კათოლიკოსმა ანტონ II-მ (ბაგრატიონი) არქიმანდრიტი ვარლაამი ეპისკოპოსად აკურთხა 
და ახტალის ეპარქია ჩააბარა. 
1794 წელს ეპისკოპოსი ვარლაამი, ერეკლე II-ისა და ანტონ II-ის ლოცვა-კურთხევით, რუსეთში გაემგზავრა საეკლესიო განათლების მისაღებად.
იგი ფრიად დაახლოებული პირი იყო სამეფო კართან, ამას ადასტურებს მისი ურთიერთობა ბატონიშვილებთან,
1799 წლის 18 ნოემბერს იგი დავით ბატონიშვილს სწერს: „თქვენი წიგნი მებოძა და როგორც მმართებდა, ისე ვიხარე თქვენის 
მშვიდობის ამბის სმენისათვის... აქაური ამბავი ეს არის: ევრო
გვ397
პაში დიდი ბრძოლაა. სუვაროვს შვეიცარიაში, საშინელს მთაში უღაღსა და უვალს ადგილებში, რომის იმპერატორის ღენერალთ ცხენები დაუგვიანეს 
და ოთხი დღე იქ მოუხდა დგომა. იმ დღეებში საშინელი ქუხილი და ელვა, მძაფრი წვიმა თურმე 
იყო და იმ დროს ფრანცუსნი განეწყვნენ და დიდის სიმხნით და ძლიერებით იმ საშინელს ადგილიდამ გამოვიდა სუაროვი. 
მოკლედ მოგახსენებ, სუაროვი ასე სწერს ხელმწიფეს, ახლა რომ მოვიგონებთ იმ დღეს, ჩვენი სული შეძრწუნდება ხოლმეო... 
ამისთვის ხელმწიფემ სუაროვს ღენერალსიმუსობა უბოძა... კნიაზ პეტრე ბაგრატიონიც დიახ კარგად გაისარჯა და კიდეც დასჭრეს.
ბუნაპარტემ ჯარი მისირში დააგდო და თვითონ ფრანციაში მივიდა სხვებრ გევეღრები, მოწყალეო ხელმწიფეო, არ დამივიწყო თქვენის უგანათლებულესის 
მონა ერთგული, არქიერი ვარლაამი“.  
1801 წლის დამდეგს პკტერბურგის მიტროპოლიტმა ამბროსიმ (პოდობედოვი) მეუფე ვარლაამი თავის მრჩევლად დანიშნა. 
ამავე წლის 23 იანვარს იგი რუსეთის წმინდა სინოდის წევრად აირჩიეს. მეუფე პეტერბურგის წმინდა ალექსანდრე ნეველის 
სახელობის ლავრაში ცხოვრობდა. მას ხშირი ურთიერთობა ჰქონდა პეტერბურგში მცხოვრებ ქართველ ბატონიშვილებთან. 
ამ სიახლოვეზე მეტყველებს მეუფისადმი მირიან ბატონიშვილის მიერ მიძღვნილი იამბიკო:
,,ყოვლადსამღვდელოვ, მღვდელმთავარო ქრისტესო!
ძმავ, მეგობარო და ჩემდა სულის მწყემსო.
გილოცავ ხარისხსა, უაღრესს უაღრესო,
აწ საღმრთო მადლით, შეკვრის გახსნის მაწესო,
გვედრი მარჯუენით, კურთხევა განმაწესო...
ყოვლად სამღვდელოვ! სიტყუა ჩემი მცირიან,
გვედრს წერილი, თქვენი გრძნობა ხშირიან,
არ მაკლოთ რომლის გზასა თუალნი მზირიან
რადგან სხვათა ჩვენთ ხილვა დაუძვირიან,
მით მხიარულ მყოთ, მარად მწირი მირიან...''
გვ398
მეუფე ვარლაამი რუსეთში ყოფნის პერიოდში აახლებს ქართული სტამბის საქმიანობას. ეს მოხდა დაახლოებით 1803 წელს. 
ამ საქმეში მას ეხმარება საქართველოდან წასული ცნობილი მესტამბე გიორგი პაიჭაძე. მისი თაოსნობით მოსკოვში დაიბეჭდა 
ორი დიდტანიანი სასულიერო შინაარსის თხზულება: ანტონ I-ის სადღესასწაულო” (1805-1808 წლებში) მეუფე ვარლაამის წინასიტყვაობით და მეორე, 
მეუფე ვარლაამის შედგენილი „განმარტება სახარებისა საუფლოთა და ღვთისმშობლის დღესასწაულთა და ჰსწავლანი კეთილჩვეულებათა მასწავლებელი“ 
(გამოვიდა 1821 წელს რუსულ და 1825 წელს – ქართულ ენებზე). 
1808 წელს მეუფე ვარლაამი საქართველოში დაბრუნდა და აქტიურად ჩაება საეკლესიო ცხოვრებაში. სამშობლოში დაბრუნებული მღვდელმთავარი ცდილობს 
თბილისშიც სტამბის მოწყობას. 
1809 წელს იგი რუსეთის შინაგან საქმეთა მინისტრ კურაკინს საკუთარი სტამბის აღჭურვილობის მოსკოვიდან თბილისში გადატანას სთხოვს. 
მაგრამ ამის თაობაზე რუსეთის ხელისუფლებას თავი არ შეუწუხებია. მიუხედავად ამისა, 1815 წელს მეუფემ მაინც შეძლო თბილისში სტამბის დაარსება, 
სადაც დაიბეჭდა დეკანოზ იოანე ქართვკლიშვილის „ქართული გრამატიკა“. 
1810 წლის ნოემბერში, კათოლიკოს ანტონ II-ის საქართველოდან გაწვევის შემდეგ, რუსეთის იმპერიამ საეკლესიო წესების უხეში 
დარღვევით გააუქმა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია და შემოიღო რუსული მართვა-გამგეობა. 
1811 წლის 8 ივლისს იმპერატორმა ალექსანდრე I-მა საქართველოს ეგზარქოსად და მცხეთის მიტროპოლიტად ახტალელი ეპისკოპოსი ვარლაამი 
დაამტკიცა. 
1814 წლის 30 აგვისტოდან დასავლეთ საქართველოს ეპარქიებიც მის განკარგულებაში მოექცა. თ. ჟორდანიას 
„ქრონიკების“ III ნაწილში დაცულია ერთი საინტერესო საბუთი: 
„ჩღი წელსა კათალიკოზი ანტონი, მეფის ირაკლის ძე წაიყვანეს რუსეთს ღვინობისთვის ნოემბრის: თ: ქკს: უჟთ: და იქვე 
წერია: ჩღი წელსა ქსნის ერისთავის შვილსა, ვარლაამს არ
გვ399

ქიეპისკოპოსს, სრულიად საქართველოს ეკლესიის გამგეობა. მიეცა იმპერატორისაგან ენკენისთვის: იბ: ამისვე მეორე წელსა 
(1812) მიტროპოლიტობა მოუვიდა, მესამე წელსა (1813) თეთრი ბარტყულა, კავალერი, ვარსკვლავი, ჯვარი შუბლზე, 
ექსარხოსობა სრულიად საქართველოსი და იმერეთისა ქკს: ფ.“. 
მეუფე ვარლაამმა რისეთის ხელისუფლების დავალებით შეადგინა აღმოსავლეთ საქართველოს ეკლესიის რეორგანიზაციის
პროექტი, რომელიც სასულიერო დიკასტერიის დაარსებას, საქართველოს საეგზარქოსოს შექმნას და როუსეთის სინოდისადმი 
მის დაქვემდებარებას ითვალისწინებდა. 
1811 წელს ეს პროექტი მცირე ცვლილებებით დაამტკიცა იმპერატორმა ალექსანღრე I- მა. 
მეუფე ვარლაამის მმართველობის პერიოდში თბილისში აშენდა ახალი ტაძრები: 1815 წელს ჯვარპატიოსანის სახელობის ეკლესია 
(1856 წელს ეს ეკლესია გააფართოვეს და წმინდა ნიცოლოზის სახელზე აკურთხეს), სიონის ახალი სამრეკლო და ქაშვეთის ეკლესიის
კარიბჭე, რომელზეც ამის მაუწყებელი წარწერაც დაატანეს.· „სადიდებელად ღუთისა, დროსა სრულიად როსიის იმპერატორის ალექსანდრე 
პირველისა და ექსარხოსობას საქა
გვ400
რთველოს და იმერეთის სამღუდელოთა სედა მცხეთის მიტროლიტის და თბილისის ვარლაამ ქსნის ერისთავის დავითის 
ძისასა აღშენდა კარიბჯე ესე წელსა ქრისტესით ჩყივ (1816), ქორონიკონსა ფდ“· 
მიუხედავად ერთგული და თავდადებული სამსახურისა, რუსეთის ეკლესია მეუფეს, როგორც ქართველ მღვდელმთავარს, მუდმივად ეჭვის თვალით უცქერდა 
და ხელსაყრელ მომენტს ელოდა მის რუსეთში გადასაყვანად. მალე მეუფე ვარლაამსა და თელავის მთავარეპისკოპოს დოსითეოსს (ფიცხელაური) შორის 
უთანხმოებამ იჩინა თავი, ამას დაემატა ისიც, რომ მიტროპოლიტმა ვარლაამშა ვერ დასძლია დასავლეთ საქართველოს ეკლესიის უმაღლესი იერარქებისა და 
მრევლის წინააღმდეგობა. მან ვერც ახალი საეკლესიო კანონპროექტის გატარება შეძლო. ამით ისარგებლეს რუსებმა და 1817 წლის 14 მაისს მეუფე ვარლაამი 
თანამდებობიდან გაათავისუფლეს. 
მიტროპოლიტი ვარლაამი იძულებული გახდა, მოსკოვში გაეგრძელებინა მოღვაწეობა. იგი კვლავინღებურად წმინღა სინოდის წევრად ითვლებოდა. 
რუსეთში დასახლებული მღვდელმთავარი მზრუნველობას არ აკლებდა მახლობელთა სწავლა-განათლების საქმესაც. 
1825 წელს მისი თხოვნით მოსკოვში სასწავლებლად გაგზავნეს მისი ძმისშვილი - ესტატე და უფროსი ძმის შვილი – გიორგი (შემდგომში – ცნობილი დრამატურგი). 
მეუფემ ისინი კერძო პანსიონში მიაბარა ცოდნის მისაღებად. 
1825 წლის 5 თებერვალს მე·უფე ვარლაამი, თავისი თსოვნის საფუძველზე, წმინდა სინოდის შემადგენლობიდან გამოვიდა და 
ამავე წლის 20 მარტიდან მოსკოვის დანილოვის მამათა მონასტრის წინამძღვრად დაინიშნა· 
მიტროპოლიტი ვარლაამი 1830 წლის 18 დეკემბერს გარდაიცვალა. იგი დაკრძალულია დანილოვის მონასტერში. 
დღეს ჩვენთვის ხელმისაწვდომია მიტროპოლიტ ვარლაამის ხუთი ნაბეჭდი თხზულება, მათ შორის, სამი სასულიერო და ორი 
საერო ხასიათის: 1) „სწავლა და მეცნიერება ქრისტეანობრივ
გვ401 
სარწმუნოებასა და კეთილზნეობაზე თქმული წმინდისა პასექისა მწუხრისა ზედა''; 2),,განმარტება სახარებისა საუფლოთა
და ღვთისმშობლის დღესასწაულთა და ჰსწავლანი კეთილჩვეულებათა მასწავლებელი''. 3),,სიტყვა თქმული ოქტომბრის
29, 1788 წელს საკათალიკოზო საყდარსა ზედა აღსვლასა და ნიშნების მირთმევასა ანტონ ირაკლი მეფის ძისასა'';
4),,ირაკლის მიმართ მეფისა სრულიად საქართველოისი დღესა უფლისა ჩვენისა იესოს შობისა წელსა 1794'';
5),,სიტყვა პავლე ციციშვილისადმი''.



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 07.02.2024
სულ რედაქტირებულია 2





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0