სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10608

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები 98 მეფე
1.10 რევი I (მართალი) ქართლის წარმართი მეფე
ბმულის კოპირება

საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები 98 მეფე

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

79       ბეჭდვა

1.10 რევი I (მართალი) ქართლის წარმართი მეფე

რევი I მართალი - იბერიის მეფე დაახლ. 265-285 წლებში. ძე სასანიდი უფლისწულის ჰორმიზდისა, რომელიც 272 წელს ირანის შაჰიც გახდა (ჰორმიზდ I) და დისწული იბერიის მეფის ამაზასპ II-სა. მისი ნამდვილი სახელი იყო ჰორმიზდაკი[საჭიროებს წყაროს მითითებას]. 265 წლისთვის ამაზასპი გადაუდგა ირანელებს. მათ ეგრისის ერისთავების და სომხების დახმარებით გუთისხევთან ბრძოლაში დაამარცხეს ამაზასპი (რომელიც ბრძოლაში დაიღუპა) და იბერიის ტახტზე დასვეს ჰორმიზდაკი. ამდენად ჰორმიზდაკი ირანული პოლიტიკის გამტარებელი იყო და იბერიაც ირანის ვასალი გახდა. თუმცა რევ მართალის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ იგი იყო სამართლიანი და გულმოწყალე მმართველი, სხვადასხვა რელიგიათა შემწყნარებელი. სწორედ ამიტომ ქართველმა ხალხმა მას უწოდა მართალი. მის დროს დაახლ. 275 წელს იბერიაში ქრისტიანობის ერთ-ერთი განშტოება (მანიქეველობა) იქადაგა ვინმე მარ-ამომ თვითონ მანის მოწაფემ[საჭიროებს წყაროს მითითებას]. რევ მართალს ცოლად ჰყავდა ბერძენი ქალი სახელად სეფელია. მისგან დარჩა ერთადერთი ძე მირიანი (რომელმაც შემდეგ საქართველოში ქრისტიანობა შემოიღო)


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0