სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10555

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
ადიში(დარბაზული ეკლესია X-XI საუკუნე).სვანეთი მესტია ადიში(დარბაზული ეკლესია X-XI საუკუნე).სვანეთი მესტია ადიში(დარბაზული ეკლესია X-XI საუკუნე).სვანეთი მესტია
ბმულის კოპირება



მესტია გამოჩენილი ადამიანები სრული სია

40       ბეჭდვა

ადიში(დარბაზული ეკლესია X-XI საუკუნე).სვანეთი მესტია

 სოფელი   საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის მესტიის მუნიციპალიტეტში, მდინარე ენგურის შენაკადის, ადიშისჭალის მარჯვენა სანაპიროზე, ზღვის დონიდან 2040 მ, მესტიიდან 27 კმ. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 60 ადამიანი

სოფელ ადიშის მიდამოებში შუა საუკუნეების ქართულის ხელოვნების მრავალი ძეგლია: კედლსი მხატვრობით შემკული ოთხი ეკლესია, საცხოვრებელი სახლები, კოშკები, ჭედური ხელოვნების ნიმუშები. ეკლესიები დარბაზული ტიპისაა და განვითარებული შუა საუკუნეების ხანას განეკუთვნება. მაცხოვრის ეკლესიის ( X-XI საუკუნეები) მოხატულობა მაღალპროფესიულ ოსტატობით გამოირჩევა. წმ. გიორგის (სვანურად - ჯგრაგ) ეკლესიის მოხატულობა ( XI საუკუნის დასარული - XII საუკუნის დასაწყისი)  ასახავს წმ. გიორგის  ცხოვრების ეპიზოდებს. მთავარანგელოზის ეკლესიის პრიმიტიული მხატვრობა (XII  საუკუნის) ყურადღებას იპყრობს ნახატის გამომსახველობით. სოფლის დასავლეთით 3 კმ-ზე წმ. გიორგის ეკლესიაა,  მის კედლებზე ძველი მხატვრობის მხოლოდფრაგმენტებიღა შემორჩენილა. კედლის მხატვრობის ამ ძეგლებში მოჩანს შუა საუკუნეების ქართული მონუმენტური ფერწერის  ე.წ. სვანური სკოლია სპეციფიკური ნიშნები.

ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, თბილისი,1975, ტ.1, გვ. 96.

ადიშის ეკლესიები. //ჟღერს ქვის ჰარმონია;  ნაკვეთი პირველი, ა-დ, საკითხავნი ყმაწვილთათვის, "ციცინათელა", თბილისი 2006 წ., გვ. 15

ადიში სოფელია მესტიის რაიონში (იფარის სოფლის  საკრებულო), უღვირის ქედის სამხრეთ კალთაზე, მდ. ადიშჭალის ნაპირზე, მესტიიდან 30 კმ -ზე, ზღვის დონიდან 2040 მეტრზე.

ადიში სვანეთის ერთ - ერთი უძველესი სოფელია. წერილობით წყაროებში პირვლად იხსენიება  საუკუნეში. მასში შედიოდა სოფელი ზაგარიც, რომელიც 1811- 12 წლების ჟამიანობამ მოსპო.

ადიშის მიდამოებში შუა საუკუნეები ქართული ხელოვნების მრავალი ძეგლაი შემონახული: კედლსი მხატვრობით შემკული ეკლესიები, სახლები, კოშკები, ჭედური ხელოვნების ნიმუშები. თვით სოფელში დგას დარბაზული ტიპის 3 ეკლესია: მათგან მაცხოვრის ეკლესიის ( X-XII  საუკუნეები) მოხატულობა ( XI საუკუნის დასარული - XII საუკუნის დასაწყისი)  ასახავს წმ. გიორგის  ცხოვრების ეპიზოდებ, მთავარანგელოზის ეკლესიის  მხატვრობა (XII  საუკუნის) ყურადღებოა   ნახატის გამომსახველობით. სოფლის დასავლეთით 3 კმ-ზე, ხევის პირას, ბორცვზე დგას  წმ. გიორგის  მცირე ზომის დარბაზული ეკლესია. მიწისძვრის დროს ძლიერ დაზიანებულ ნაგებობას ადგილობრივმა მცხოვრებლებმა ქვის ბუდე ამოუშენეს. მოხატულობა ამკობს ეკლესიის შიგა კედლებს და გარედან ჩრდილოეთ ფასადს. ადიშის ეკლესიების კედლის მხატვრობაში ჩანს შუა საუკუნეების ქართული მონუმენტური ფერწერის  ე.წ. სვანური სკოლია სპეციფიკური ნიშნები. იგი ისევე, როგორც  XI საუკუნის დასარულისა და  XII საუკუნის დამდეგის მხატვრობის სხვა ძეგლები - იკვი, ფავნისი, ბოჭორმა - წმ. გიორგისა და მსის ცხოვრების სცენების გამსახვის ერთ-ერთი ყველაზე ადრინდელი იკონოგრაფიული ნიმუშია, რომელიც საერთოდ შემორჩა შუა საუკუნეების ხელოვნებიდან.

ადიშშია აღმოჩენილი ქართული მწერლობისა და ლიტერატურის ერთ ერთი უძველესი ძეგლი, ე.წ. "ადიშის ოთხთავი" (სახელი სოფლის  მიხედვით უწოდეს), რომელიც 897 წელსაა გადაწერილი შატბერდის მონასტერში.

ანელი ვოლსკაია, გერონტი გასვიანი.







კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 19.04.2020
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0