სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10420

მთავარი იუბილარი/ ხსენება

კულტ. მემკვიდრეობა ,ომების ისტორიები, სხვადასხვა
სიახლეები
ვინ და როგორ გამოიტანა ირაკლი ამირეჯიბის (1963-1992) ცხედარი ბრძოლის ველიდან ვინ და როგორ გამოიტანა ირაკლი ამირეჯიბის (1963-1992) ცხედარი ბრძოლის ველიდან ვინ და როგორ გამოიტანა ირაკლი ამირეჯიბის (1963-1992) ცხედარი ბრძოლის ველიდან ვინ და როგორ გამოიტანა ირაკლი ამირეჯიბის (1963-1992) ცხედარი ბრძოლის ველიდან ვინ და როგორ გამოიტანა ირაკლი ამირეჯიბის (1963-1992) ცხედარი ბრძოლის ველიდან ვინ და როგორ გამოიტანა ირაკლი ამირეჯიბის (1963-1992) ცხედარი ბრძოლის ველიდან ვინ და როგორ გამოიტანა ირაკლი ამირეჯიბის (1963-1992) ცხედარი ბრძოლის ველიდან

1963-1992 წწ. გარდ. 29 წლის

ბმულის კოპირება

სიახლეები

ყვარელი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

12       ბეჭდვა

ვინ და როგორ გამოიტანა ირაკლი ამირეჯიბის (1963-1992) ცხედარი ბრძოლის ველიდან

ნოდარ კირკიტაძე (დაბ. 1956) სოფ, ენისელი, ყვარელი, კახეთი

ირაკლი ამირეჯიბი (1963-1992) აფხაზეთის ომის(1992-1993) გმირი თბილისი 

თუ იცით რომელი უბნიდან იყო, ან გაქვთ მოგონებები,გამოგვიგზავნეთ და ჩავამატებთ ინფორმაციაში. გმადლობთ



ცოცხალი გმირები, ნოდარი კირკიტაძის მონაყოლი
ირაკლი ამირეჯიბის ცხედარი ვინ გამოსტაცა ბრძოლის ველიდან რუსებს და აფხაზებს 1992 წლის 17 ნოემბერს.
მეთაური და ოპერაციის უშუალო ხელმძღვანელი.
ნოდარ კირკიტაძე ყვარელი ენისელი.
ნოდარ ფრეწუაშვილიყვარელი
ზვიად სეფაშვილი ყვარელი
გია ბაბალაშვილი ყვარელი
ბეემპეს მძღოლი გავრუშა ყვარელი (გარდაცვლილია)
მე ოთხ ჩემს მეომართან ერთად გააფთრებული ბრძოლებით ძლივს გამოვგლიჯეთ დაუნდობელ, პირსისხლიან მტერს ბრძოლის ველიდან ირაკლის ცხედარი ბეემპეზე მაღლიდან დავაკარით,
იმის გამო რომ, შიგ დაჭრილი ჟურნალისტები წამოვკრიფეთ ბრძოლის ველზე მდებარე დიდ იამიდან და ისინი მოვათავსეთ საბრძოლო ტეხნიკაში...
ირაკლის გულიზე შევიჭერ საომრად მაგრამ....
ჩემი პატარა ძმა უკვე მკვდარი დამხვდა...
ვახო ჭუნაშვილი დამეჭრა და დაჭრილმა კიდევ იომა, ყვარლელი გავროშა მეჯდა შოფრათ და....
დაღამდა.
გამიხარდა რომ დაღამდა მაგრამ რუსებმა გაანათეს დედამიწა მაღლიდან პარაშუტზე დაკიდებული მანათობლებით...
დავიწყეთ ბრძოლა ირაკლის გამო, არ უნდოდათ მიცვალებული მეომრის გამოტანება, გეგონება იცოდნენო ვისი შვილიც იყო და მისი ვინაობაც...
გააფთრებულ ბრძოლაში გადაგვეზარდა და მე ვერც გავიგე როგორ მოვიდა ჩვენი ტანკი დახმარებაზე, ერთი სნარიადი უსვრია და ისიც აუცდენია....
შეშინებულები უკან გამობრუნებულან. მეორე დღეს ზვიად სეფაშვილს უნახია ოჩამჩირეში და ასეთი პასუხი გაუციათ;
იქ სერიოზულად ისროდნენო...
ბეემპეზე შალგი გადაგვიძრეს რაღაც უცნაური დიდი სნარიადით და ვეღარ გამოვედით ბრძოლის ველიდან....

ცეცხლი წაეკიდა ჩემ საბრძოლო მანქანას და ისევ ჩამოვხსენ ირაკლი მაღლიდან...დაგვიწყეს დაბომბვა!

მე დავყრუვდი ისეთი ახლოს მოხვდა გრანატამიოტის სნარიადი ბმპეს...კინაღამ ყველა დაგვხოცეს
ვახოს ჭრილობები აწუხებდა, სამნი დავრჩით მაგრამ მაინც მოვახერხეთ და ხოხვა - ხოხვით გამოვედით და ის დაჭრილი ქალბატონი და ფრანგიც გამოვიყვანეთ ნამდვილ ჯოჯოხეთიდან...
თუშიც (კობა ლაგაზიძე) ალყაში ყოფილა და ჩვენ მისვლამ ისიც გადაარჩინა...

მთელი ღამე ვათრიე ჩემი პატარა მეგობარი, ხან ზურგზე ვიკიდებდი და
ხან მოვათრევდით...
როგორც იქნა სამშვიდობოზე გამოვედით...
დაახლოებით ორი კილომეტრის გამოვლას ხუთი საათი მოვუნდით...
დაჭრილები ჟურნალისტი ირა გოგოსაშვილი და ვიღაც ფრანგი ჟურნალისტი ჩემმა მეომრებმა, როგორც იქნა გამოიყვანეს, ირა ფეხს ითრევდა, ეტყობოდა ფეხში იყო დაჭრილი და სავადმყოფოში გააგზავნეს და მე ირაკლი დავმალე ჩაის პლანტაციებში...თუშიც გვერდში მყავდა...
გაის პოსტი იყო და ძირში სეტკა ამოვჭერ, შევახოხე შიგ და მეშვიდე რიადში შევახამე ტოტებით და ბალახებით...
თენდებოდა, სუმთლად დავსველდი,
90 % დაყრუებული ვიყავ დაბომბიდან გამომდინარე და ძირითად შტაბამდე ვეღარ მივაღწიე...თავს ვეღარ ვგრძნობდი ზედ თუ მება, ისე მტკიოდა
ჩემ საცხოვრებელში მივედი და...
თერმომეტრმა 41 გრადუსი უჩვენა...

ბატონი ჯაბა თვითონ მობრძანდა ჩემთან და მთხოვა ნახაზი, თუ სად მყავდა ირაკლი დამალული...
თან ძალიან წუხდა; ჭაბუამ მე ჩამაბარა და მთხოვა მიმეხედა ირაკლისთვის...
ვერ მივხედე და მკვდარი მაინც ჩავაბაროვო...
ჭაბუამდე არ მივსულვარ, მრცხვენოდა კაცის თვალებში შეხედვის, ასე მეგონა მეც დამნაშავე ვიყავი ირაკლის გარდაცვალებაში, არადა ირაკლი თვითონ ჟურნალისტებს და უცხოელებს აცილებდა და მაგ დროს მოკლეს...
რაც მოხდა,
ღმერთმა ზუსტად იცის როგორც მოხდა..
ის კი არა, ვახტანგ გორგასლის ორდენზე ვიყავ წარდგენილი და ის არ ავიღე ჭადრაკის სასახლეში
მეამაყება რომ ირაკლი ამირეჯიბი ჩემი პატარა ძმა, ომის მეგობარი და სანიმუშო ქართველი იყო. შემდგომში ბუჩქებიდან, პროზექტურაში გადაასვენეს რომლის დროსაც მე იქაც ვყოფილვარ და იმდენად ცუდად ვიყავ აღარ მახსოვდა კობა ლაგაზიძემ შემახსენა ( თუში).

ირაკლი რომ ქართულ მიწაშია დამარხული,
ჩემი მეთაურობით მოხდა.

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 16.02.2022
სულ რედაქტირებულია 2

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 29.11.2021
სულ რედაქტირებულია 1



ბათუმის ხელშეკრულება 04 ივნისი 1918 წელი

2 0

ფონდი ქართუს მიერ რესტავრირებული ისტორიული ძეგლები

2 0

8000 მეტი სასულიერო პირი, მოიძიე გვარით, ითანამშრომლეთ

1 0

დალაგებულია ანბანის მიხედვით, 

წყალტუბო გამოჩენილი ადამიანები ითანამშრომლა ია კუხალაშვილი

2 0

ახმეტის რაიონში გარდაცვლილი მებრძოლები 1990 წლიდან, წიგნი ახმეტელი გმირები.

2 0

ერეკლე მეფის 300 წლისთავი 7 ნოემბერი 2020 მსვლელობის მონაწილეთა სია თელავი მცხეთა

1 0