სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10420

მთავარი იუბილარი/ ხსენება

ომი/სამხედრო პირი
სამამულო ომი 1941-45
დავით გოჩაშვილი 1925 ვეტერანი 1941-45წწ. დაბ. სოფ.აწყური ახალციხე სამცხე ჯავახეთი დავით გოჩაშვილი 1925 ვეტერანი 1941-45წწ. დაბ. სოფ.აწყური ახალციხე სამცხე ჯავახეთი
ბმულის კოპირება

სამამულო ომი 1941-45

გვარი გოჩაშვილი სია

ახალციხე გამოჩენილი ადამიანები სრული სია

6       ბეჭდვა

დავით გოჩაშვილი 1925 ვეტერანი 1941-45წწ. დაბ. სოფ.აწყური ახალციხე სამცხე ჯავახეთი

დავით გოჩაშვილი ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურში მცხოვრები ერთადერთი ვეტერანია, ვინც მეორე მსოფლიო ომის დროს, ფრონტის წინა ხაზზე იბრძოდა. 98 წლის მოხუცი, ერთადერთ და მისთვის საამაყო კოსტიუმს, კარადიდან სიამაყით იღებს და ტანზე ზუსტად ისე ირგებს, როგორც ეს 1942 წელს გააკეთა, ამის შემდეგ კი “რეგიონულ კვირას” შორეული წარსულის შესახებ უყვება. 
„სკოლის დამთავრებისთანავე გამიწვიეს ჯარში. 17 წლის ვიყავი. მახსოვს, დედამ და მამამ გამაცილა. მე მეხუთე შვილი ვიყავი მათთვის, ვინც ომში წავიდა. მეორე მსოფლიო ომის დროს, ორი ძმა დავკარგე, ერთი ავსტრიაში, მეორე კი უკრაინაში. ძალიან რთული პერიოდი გადავიტანე. ბრძოლის დროს დამჭრეს კიდეც, სამკურნალოდ ბათუმში ჩამომიყვანეს. გამოვკეთდი თუ არა, მაშინვე დამაბრუნეს ჩემს ბატალიონთან“,- გვიამბობს ვეტერანი.


98 წლის ვეტერანი იმ პერიოდსაც იხსენებს, როცა გერმანელებმა მძევლად აიყვანეს და მატარებლით უცხო ადგილას გადაყვანას უპირებდნენ. საბედნიეროდ, მტერს მალევე გამოექცა და ფეხით გავლილი ათეული კილომეტრის გავლის შემდეგ, თავის ნაწილში მაინც დაბრუნდა.
„43 წელში ტყვედ ამიყვანეს. ძნელი პერიოდი იყო. რამდენიმე ჯარისკაცთან ერთად მატარებლით გადავყავდით გერმანელებს. მხოლოდ მე შევძელი გარისკვა. გავბედე და ვაგონიდან გადავხტი. მტერსაც ასე გამოვექეცი. ცივი ამინდი იყო, თოვლიანი. ფეხით ბევრი ვიარე, თუმცა ჩემს ნაწილში მაინც დავბრუნდი და ბრძოლა ჩეულ რიტმში განვაგრძე“,- ამბობს დავით გოჩაშვილი.

როგორც დავითი გვიყვება, მიუხედავად ბევრი სიმწარისა, ომიდან დაბრუნებულმა ცხოვრება ჩვეულ რიტმში განაგრძო. შეირთო მეუღლე და სამშობლოს 4 შვილი გაუზარდა.
98 წლის დავით გოჩაშვილი დღეს 4 შვილის მამა, 7 შვილიშვილის ბაბუა და 8 შვილთაშვილის დიდი ბაბუაა.

წყარო http://kvira.ge/567189?fbclid=IwAR31HKBXeCf2mQpqPEAiOcJ11Z2Il9yiXqREP861u5xx1is9rjXIAky5yd0


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 17.05.2020
ბოლო რედაქტირება 04.10.2021
სულ რედაქტირებულია 1

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 27.09.2021
სულ რედაქტირებულია 1



გსურთ ახსოვდეთ შთამომავლობას? ნიმუში

2 0

გსურთ ახსოვდეთ შთამომავლობას? ზოგადი ნიმუში ზაქარია (შაქრო) საბას ძე ფეიქრიშვილი 1897-1965წწ დაბ. სოფ. კონდოლი, თელავი

2 0


447 567 დოკუმენტი 1941-1945 სამამულო ომი

1 0


მიხეილ ნიკიფორეს ძე გორბაჩევი 1917-1955წწ სამამულო ომის გმირი (1941-1945), დაბ. თბილისი, ქართლი.

1 0


კონსტანტინე მიხეილის ძე გორბაჩევი 1921-2003წწ სამამულო ომის გმირი (1941-1945) სოხუმი, აფხაზეთი.

1 0


ნიკოლოზ ივანეს ძე გოგიჩაიშვილი 1903-1945წწ 41 წლის, სამამულო ომის გმირი (1941-1945) დაბ. სოფელი ნიგვზიანი, ლანჩხუთი, გურია.

1 0