სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10421

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
სამაჩაბლო
ამირან შაინიძე 1978 -2008წწ გარდ. სამაჩაბლო დაბ. სოფ. ჯიხანჯური ქობულეთი აჭარა ამირან შაინიძე 1978 -2008წწ გარდ. სამაჩაბლო დაბ. სოფ. ჯიხანჯური ქობულეთი აჭარა ამირან შაინიძე 1978 -2008წწ გარდ. სამაჩაბლო დაბ. სოფ. ჯიხანჯური ქობულეთი აჭარა ამირან შაინიძე 1978 -2008წწ გარდ. სამაჩაბლო დაბ. სოფ. ჯიხანჯური ქობულეთი აჭარა ამირან შაინიძე 1978 -2008წწ გარდ. სამაჩაბლო დაბ. სოფ. ჯიხანჯური ქობულეთი აჭარა

1978-2008 წწ. გარდ. 30 წლის

ბმულის კოპირება

სამაჩაბლო

გვარი შაინიძე სია

ქობულეთი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

8       ბეჭდვა

ამირან შაინიძე 1978 -2008წწ გარდ. სამაჩაბლო დაბ. სოფ. ჯიხანჯური ქობულეთი აჭარა

კაპრალი შაინიძე ამირან ნოდარის ძე 

მედალი მხედრული მამაცობისთვის, 2008 წ.


    ერგნეთთან ჩამოგდებულ ჭურვს ემსხვერპლა 30 წლის ამირანი. უკანასკნელ ამოსუნთქვამდე ებრძოდა სიკვდილს, მაგრამ ჭრილობა იმდენად მძიმე აღმოჩნდა, რომ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. მოწამლული ჭურვის ნამსხვრევი თვალთან ჰქონდა მოხვედრილი. მეგობრებმა ბრძოლის ველს გაარიდეს, მაგრამ სიკვდილს ვერ გადაურჩა.

კალანდაძე ნათია, მეუღლე: „ 6 აგვისტოს დილას გავიდა სახლიდან. როგორც ყოველთვის, იმ დღესაც ჩვეულებრივ გვითხრა, საღამოს სახლში ვიქნებიო... საღამოს კი სენაკიდან დამირეკა და მითხრა, ვეღარ მოვდივარ ნაწილიდან, გავდივართ, ომი დაიწყოო. ვერ ვიჯერებდი, მეგონა მატყუებდა... ეს იყო ჩვენი ბოლო საუბარი. იმ წუთიდან 24 საათი ტელეფონი მეჭირა ხელში და მასთან დაკავშირებას ვცდილობდი, მაგრამ ამაოდ. ვერც მის მეგობრებს დავურეკე. ყველას გათიშული ჰქონდა...


როგორც მერე გავიგე, ერგნეთთან, 7 აგვისტოს, პირველივე დღეს დაჭრილა თვალთან. პირველად რომ ჩამოაგდეს ბომბი მაშინ დაიჭრა, რამდენიმე დაღუპულა. თბილისში ჩამოიყვანეს, ოპერაცია გაუკეთდა, მაგრამ მოწამლული ჭურვები ყოფილა და ანასხლეტებმა ორგანიზმში მოწამვლა გამოიწვია... ძლიერი ორგანიზმი ჰქონდა, მაგრამ იმ შხამს ვეღარ გაუძლო. 8 აგვისტოს დაიღუპა...“


ამირან შაინიძე 1978 წლის 1 მარტს, ქობულეთის რაიონში, სოფელ ჯიხანჯურში დაიბადა, მეორე შვილი იყო. 2002 წელს დაოჯახდა და 2 ქალიშვილი შეეძინა - მარიამი და თამთა.

კალანდაძე ნათია, მეუღლე: „შემთხვევით მოხდა ჩვენი გაცნობა და ძალიან მალე ვიქორწინეთ... მალევე დავკარგე... პირველად ბათუმის ბულვარში შევხვდით ერთმანეთს. მეხუთე შეხვედრაზე ცოლად გავყევი. ცოტა დრო გვქონდა შეყვარებულობის პერიოდი, მაგრამ ბევრი არც მიფიქრია. როდესაც ჩვენს ოჯახში მოვიდა და ჩემი ხელი სთხოვა ჩემებს, იმ დღესვე გავყევი. 2002 წელს დავოჯახდით, ამ დროს სამთავრობო დაცვაში მუშაობდა. ნორმალურად ვცხოვრობდით. ორი გოგონა გაგვიჩნდა, მარიამი და თამთა. უფროსი 7 წლის არის და უმცროსი 3 წლის. ძალიან მოსიყვარულე მამა იყო, გიჟდებოდა თავის შვილებზე... ძალიან უნდოდა ბიჭი...


2006 წელს კომანდოსში ჩაირიცხა. მანამდე რამდენჯერმე სცადა ბედი, მაგრამ არ გაუმართლა. ბოლოს, როგორც იქნა, მიიღეს. მეორე ქვეითი ბატალიონის საინჟინროში იყო. წოდებით კაპრალი.

წელიწადი და სამი თვე იყო გასული, რაც კონტრაქტი გააფორმა.

ბოლო პერიოდში, ომამდე, ძალიან შეიცვალა, საერთოდ ძალიან მოსიყვარულე მამა და მეუღლე იყო, მაგრამ ბოლო დროს განსაკუთრებულად თბილი გახდა... სხვათა შორის ერთხელ თქვა, რაღაც საშინელი სიზმარი ვნახე და დიდხანს ვერ ვიცოცხლებო... ძმისთვის უთქვამს, ჩემს შვილებს შენ უნდა მიმიხედოო... საშინელი წინათგრძნობა ჰქონდა. მე საერთოდ არ ვფიქრობდი ცუდზე. აზრადაც არ გამივლია, რომ შეიძლება ომი დაწყებულიყო, მით უმეტეს, ამირანის სიკვდილს, ვერაფრით წარმოვიდგენდი.

ბოლოს სახლში 5 აგვისტოს იყო მოსული. 6-ში წავიდა და სამუდამოდ დაგვტოვა... 10 აგვისტოს სასწრაფოს მანქანა რომ გაჩერდა სახლთან, მაშინვე მივხვდით, რომ უბედურება დაგვატყდა თავს...

ჯიხანჯურში დავკრძალეთ...

ცხოვრება რთულია, მაგრამ მე ვამაყობ იმით, რომ გმირის მეუღლე ვარ. მან საქართველოსთვის გაწირა თავი“.

მამა გოგონებს ძალიან ენატრებათ... პატარას სჯერა, რომ მამა დაბრუნდება... ყოველდღე მიდიან საფლავზე და ყვავილები მიაქვთ. მათ საამაყო წოდება აქვთ - გმირი მამის შვილები.



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 08.08.2020
ბოლო რედაქტირება 11.08.2022
სულ რედაქტირებულია 5





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0