სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10421

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
სამაჩაბლო
არტემ ბალახაშვილი გურამის ძე  1986-11/08/2008წწ გარდ. სამაჩვლო დაბ. სოფ.უდე ადიგენი სამცხე ჯავახეთი არტემ ბალახაშვილი გურამის ძე  1986-11/08/2008წწ გარდ. სამაჩვლო დაბ. სოფ.უდე ადიგენი სამცხე ჯავახეთი არტემ ბალახაშვილი გურამის ძე  1986-11/08/2008წწ გარდ. სამაჩვლო დაბ. სოფ.უდე ადიგენი სამცხე ჯავახეთი

1986-2008 წწ. გარდ. 22 წლის

ბმულის კოპირება

სამაჩაბლო

გვარი ბალახაშვილი სია

ადიგენი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

6       ბეჭდვა

არტემ ბალახაშვილი გურამის ძე 1986-11/08/2008წწ გარდ. სამაჩვლო დაბ. სოფ.უდე ადიგენი სამცხე ჯავახეთი

არტემ ბალახაშვილი გურამის ძე  კაპრალი მედალი მხედრული მამაცობისთვის, 2008 წ.


თერთმეტ აგვისტოს, ბროწლეთში, ცხინვალთან ახლოს, მას ბოლო ბრძოლა ჰქონდა მტერთან. კაპრალი ბალახაშვილი ცხინვალში იყო, ფრონტის წინა ხაზზე, ქვეითთა შორის ერთ-ერთი ყველაზე უშიშარი ყოფილა. 5 დღე სიკვდილის პირისპირ იდგა, არ მარცხდებოდა. 11 აგვისტოს კი რუსის მიერ ნასროლმა კასეტურმა ბომბმა იმსხვერპლა.


გურამ ბალახაშვილი, მამა:

„6 აგვისტომდე შვებულებაში, ერთი კვირა, სახლში იყო. 6 აგვისტოს ღამეს გამოიძახეს. მშვიდად იყო. ღამის 1 საათზე გააღვიძეს. ვერაფრით ვერ წავიდოდა სოფლიდან ამ შუა ღამისას და დაურეკა კაპიტანს. ხვალ დილის 11 საათზე მანდ ვიქნებიო და დათანხმდნენ. 7-ში შუა დღეს უკვე ცხინვალში წინა ხაზზე იყო - ქვეითი, წოდებით კაპრალი. 11-ში დილას მელაპარაკა და მომატყუა კარალეთში ვართო და ცხინვალთან ახლოს, ბროწლეთში, ღამით კასეტური ბომბით დაიღუპა. ოცეულებად იყვნენ დაყოფილები, გამოსულები იყვნენ უკვე ფაქტობრივად და ფანერით დაფარულ შენობას შეეფარნენ. ჟილეტი გახვრეტილი იყო უკანა მხრიდან `ასკოლკით~, გულში ჰქონდა გაჩერებული. ადგილზევე დაიღუპა. ძალიან უშიშარი იყო და არაფრის ეშინოდა. როგორც კაპიტნები ყვებიან. პრეზიდენტმა შვიდეულში მეოთხე კაცად დაასახელა კიდეც. 14 აგვისტოს ჩავაღწიეთ გორში, გორის ჰოსპიტალში იყო და წამოვიყვანეთ. ის დღე არასდროს დამავიწყდება, ისევე, როგორც მისი დაბადება. 1986 წლის 30 ივნისს გვეყოლა. მეორე შვილი იყო. პირველი გოგო მყავს. ერთადერთი გვარის გამგრძელებელი მყავდა. ადიგენიდან ვართ, სოფელ უდეში გაიზარდა. გოგოზე 3 წლით უფროსი იყო. მამაჩემის სახელი დავარქვით. 2004-ში ახალციხის უნივერსიტეტში, ეკოლოგიის საფუძვლებზე ჩააბარა. 2008 წლის მაისში დაამთავრა. უნივერსიტეტი იცავდა და ამიტომ სავალდებულო არ შეხებია. პირდაპირ საკონტრაქტოზე წავიდა. წინააღმდეგობაც გავუწიეთ. ადრეც უნდოდა, მაგრამ არ გავუშვით და მეორედ ვეღარ შევაკავეთ. 10 თვე იყო გასული, რომ გარდაიცვალა. ქუთაისის მესამე ბრიგადაში, 31–ე ბატალიონში მსახურობდა. 7 აგვისტოდან სულ წინა ხაზზე იყო.


შეყვარებული ახალდაბიდან ჰყავდა. მასზე პატარა იყო. 24 საათი ტელეფონზე საუბრობდნენ-ხოლმე. ის გოგო სკოლას რომ დაამთავრებდა, ბანკეტის შემდეგ უნდა დაენიშნა და წამოეყვანა. ერთი ნატვრაც ჰქონდა, მანქანა უნდოდა, მაგრამ აღარ დასცალდა. ფეხბურთში მისი სახელობის ტურნირს ვატარებთ. ალიკას ვეძახდი და „ალიკას“ სახელობის ტურნირია. ასე გვინდა უკვდავვყოთ მისი სახელი. “

http://sknews.ge/index.php?newsid=9775


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 09.08.2020
ბოლო რედაქტირება 14.08.2022
სულ რედაქტირებულია 6





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0