სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10420

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
სამაჩაბლო
პაატა კოპალიანი ჯეირანის ძე 1978-2008წწ გარდ. სამაჩბლო დაბ. სოხუმი ცხოვ. სოფ. სარგიეთი მარტვილი პაატა კოპალიანი ჯეირანის ძე 1978-2008წწ გარდ. სამაჩბლო დაბ. სოხუმი ცხოვ. სოფ. სარგიეთი მარტვილი პაატა კოპალიანი ჯეირანის ძე 1978-2008წწ გარდ. სამაჩბლო დაბ. სოხუმი ცხოვ. სოფ. სარგიეთი მარტვილი

1978-2008 წწ. გარდ. 30 წლის

ბმულის კოპირება

სამაჩაბლო

გვარი კოპალიანი სია

სოხუმი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

11       ბეჭდვა

პაატა კოპალიანი ჯეირანის ძე 1978-2008წწ გარდ. სამაჩბლო დაბ. სოხუმი ცხოვ. სოფ. სარგიეთი მარტვილი

პაატა კოპალიანი ჯეირანის ძე 1978-11/08/2008წწ


ცხელი წერტილიდან დაჭრილი მეომრების გამოსაყვანად მიიწევდა, როცა მისი სამხედრო კოლონა საავიაციო დაბომბვაში მოყვა. პაატა კოპალიანმა მხოლოდ ერთი სიტყვის თქმა მოასწრო, ექიმს ხელი მოუჭირა და აღმოხდა: „ლევან“. ლევანი მის ბიჭს ჰქვია. დღეს ის გმირის შვილია. პაატა კოპალიანი სოხუმში დაიბადა, 1978 წელს. მის ბედისწერას ომმა ჯერ კიდევ სიყმაწვილეში დაასვა დაღი. 12 წლის ბიჭუნა იყო, ჭუბერის გზით რომ გადმოვიდა სამშვიდობოს, ოჯახთან ერთად. ფეხით გამოვლილმა ამ უმძიმესმა გზამ ჯანმრთელობა შეურყია სამი შვილის დედას.


მზია ჭილაია, მეუღლე: „აფხაზეთიდან გადმოსვლის შემდეგ, მარტვილის რაიონში, სერგიეთში, ჩვენს სოფელში ცხოვრობდნენ. მერვე კლასიდან ერთად ვსწავლობდით. ძალიან ნიჭიერი მოსწავლე იყო. თავიდანვე ვგრძნობდი, რომ ვუყვარდი. სკოლის შემდეგ 4 წელი გვიყვარდა ერთმანეთი, 1999 წლის ოქტომბერში დავქორწინდით. მალე პატარაც შეგვეძინა. უბედნიერესი ადამიანი იყო, მამა რომ გახდა. ამბობდა, ხელს არაფერში შევუშლი, თვითონ რასაც აირჩევს, ის გამოვიდეს, აუცილებლად შევუწყობ ხელსო. ბავშვს ხშირად უყვებოდა აფხაზეთზე, იქ გატარებულ წლებზე… 9 წელიწადი ვიცხოვრეთ ერთად. სანამ დავქორწინდებოდით, პაატამ სავალდებულო ჯარი მოიარა, ორი წელი მსახურობდა გომბორში, შემდეგ სოხუმის უნივერსიტეტის ფილიალში ჩააბარა, იურიდიულ ფაკულტეტზე. დაამთავრა, მაგრამ ამ განხრით მუშაობის სურვილი არც ჰქონია. უნდოდა, ჯარში ემსახურა და სამშობლოსთვის რაღაც გაეკეთებინა. კონტრაქტის გაფორმება რომ გადაწყვიტა, არანაირი წინააღმდეგობა არ გამიწევია. თავიდან სენაკში, მეორე ქვეით ბრიგადაში მსახურობდა, თვეში ერთხელ ახერხებდა შინ მოსვლას, შემდეგ ქუთაისში გადმოვიდა მესამე ქვეით ბრიგადაში, ასეულის უფროსი სერჟანტი გახდა. ორჯერ იყო ერაყში, 6-6 თვით…“ პაატა კოპალიანი შინიდან ბოლოს 6 აგვისტოს გავიდა. მეუღლე: „შვებულება ჰქონდა, ერთად გავატარეთ სოფელში.


სამსახურში 3 აგვისტოს გავიდა. ბოლოს სულ სახლში უნდოდა ყოფნა, გამძაფრებული ჰქონდა სახლში ყოფნის სურვილი… ყოველ საღამოს მოდიოდა სახლში. 6 აგვისტოს ნახევარი საათის მოსული იყო, რომ დაურეკეს და გამოიძახეს. წავიდა. ორ საათში დამირეკა და მითხრა, ომი დაიწყოო… ომში პაატას ფეხი დაუზიანებია, ბიჭებმა მითხრეს, ვეხვეწებოდით, ჰოსპიტალში წაგიყვანთო, მაგრამ არ მიგვატოვა, ბოლომდე ჩვენთან ერთად იყოო. როგორც ბიჭები იხსენებენ, ძალიან გაბრაზებული ყოფილა, უკან რომ ბრუნდებოდნენ. თურმე ამბობდა, ასეთ დაბრუნებას სიკვდილი მერჩიაო. ბოლოს, 11 აგვისტოს, ღამის პირველის 20 წუთზე ველაპარაკე. მითხრა, ზღვაზე ვართ დაბანაკებული, ახლა უნდა ავიდეთ დასასვენებლად, ტელეფონი უნდა გავთიშო და დილით დაგირეკავო. მე რომ მელაპარაკა, ამის შემდეგ მისვლიათ ბრძანება, რომ დაჭრილების გამოსაყვანად მიბრუნებულიყვნენ. ხუთი თუ ექვსი მანქანა წასულა. გორთან დაბომბვა დაწყებულა… ღუდუშაურის კლინიკაში რომ მიიყვანეს, ცოცხალი ყოფილა, მაგრამ… პაატას ბიძა და ნათლია იყვნენ მისულები ღუდუშაურში. ექიმს უთქვამს, ხელი მაგრად მომიჭირა, ერთადერთი სიტყვა თქვა: „ლევან“, და გარდაიცვალაო. ლევანი ჩვენს ბიჭს ჰქვია… მე მირეკავდა, ზარი გამოდიოდა, მაგრამ, რომ ვპასუხობდი, მისი არ მესმოდა. მერე მითხრეს, როცა გირეკავდა, ძალიან ცუდად იყო და ხმას ვერ გაგონებდაო… 12 აგვისტოს გავიგე ეს ამბავი. თავიდან სიკვდილი დამიმალეს, მაგრამ სოფლიდან რომ მოვდიოდით და გორი გამოვიარეთ, ის ადგილი ვნახე, იმ მანქანაში პაატას მობილური და კალამი იდო, მივხვდი, რომ ცოცხალი აღარ იყო… ჩემი ძმა მეჩხუბებოდა, მაგას ნუ ფიქრობ, ცოცხალია, გელოდებაო, მაგრამ მკვდარი დამხვდა… ერაყიდან რომ ჩამოვიდა, „სკოჩით“ შეკრული თეთრი თაბახის ფურცელი ჰქონდა თან, ერაყიდან ჩამოტანილ შავ ყუთში შეინახა და მითხრა, როცა მოვკვდები, მაშინ გახსენი და მარტო შენ წაიკითხეო… როცა დაიღუპა, ეს შავი ყუთი მაშინ არ გამხსენებია. არც შემდეგ… მოგვიანებით გავხსენი… იყო სურათები და ის წერილი, სადაც მთხოვდა, რომ ეს წერილი სხვისთვის არავისთვის წამეკითხებინა…“


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 09.08.2020
ბოლო რედაქტირება 14.08.2022
სულ რედაქტირებულია 3

ნანუკა ღვინაშვილი
ნანუკა ღვინაშვილი ბოლო რედაქტირება 10.09.2021
სულ რედაქტირებულია 1



მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0