სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10420

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
სამაჩაბლო
ილია ბაბუციძე გიორგის ძე 1982-2008წწ გარდ. სამაჩბლო დაბ. სოფ. აჩბეთი გორი სამაჩბლო ილია ბაბუციძე გიორგის ძე 1982-2008წწ გარდ. სამაჩბლო დაბ. სოფ. აჩბეთი გორი სამაჩბლო

1982-2008 წწ. გარდ. 26 წლის

ბმულის კოპირება

სამაჩაბლო

გვარი ბაბუციძე სია

გორი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

4       ბეჭდვა

ილია ბაბუციძე გიორგის ძე 1982-2008წწ გარდ. სამაჩბლო დაბ. სოფ. აჩბეთი გორი სამაჩბლო

ილია ბაბუციძე გიორგის ძე  უფროსი ლეიტენანტი ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენოსანი, გარდაიცვალა 08 აგვისტო 2008 წ. 


 9 აგვისტოს ის ორჯერ შევიდა ცხინვალში – დაჭრილებისა და დაღუპულების გამოსაყვანად. მესამედაც შევიდა თანამებრძოლებთან ერთად – ცხინვალის სამხრეთით, ნიქოზის მხარეს, ე.წ. შანხაის ტერიტორიაზე, მტერს მშენებარე სახლში ასეული ჰყავდა ალყაში.

შევიდნენ. ალყა გაარღვიეს. დერეფანი გაუკეთეს ბიჭებს, გამოვიდა ბოლო ბიჭი და იმ ბოლომ დაინახა, როგორ დაეცა ილია ბაბუციძე. სნაიპერმა არტერია დაუზიანა.


„ღმერთო, მიშველეც“ ვეღარ თქვა, ხმა ვერ ამოიღო და ჯვარი მიიტანა პირთან... არადა შტაბის წევრი იყო და არანაირად არ ევალებოდა ბრძოლის ველზე გაჭრა. მაგრამ მას საკუთარი თავი და სინდისი ავალებდა, ასე მოქცევას.

26 წლის დაიღუპა და ამ 26 წლიდან 18 წელი გასამხედროებული იყო მის ცხოვრებაში.

დაიბადა სამაჩაბლოში, სოფელ ქვემო აჩაბეთში. სკოლაში შეყვანამდე იქ იზრდებოდა, მერე თბილისში გადმოვიდნენ, მამა 31-ე ქარხანაში მუშაობდა. პატარა ილო სკოლაში თბილისში შეიყვანეს მშობლებმა, მაგრამ მამამ მალევე მიატოვა 31-ე ქარხანა და უკან, სამაჩაბლოში, დაბრუნდა – მამა-პაპის საფლავების დასაცავად.


ბავშვები თბილისში იყვნენ, მშობლები – სამაჩაბლოში. ილო, თავის უფროს დასთან ერთად, მასზე 4 წლით პატარა ძმაზეც ზრუნავდა – მეორე მამასავით ედგა. ზაფხულობით სამაჩაბლოში ჩადიოდნენ და გაუთავებელი სროლების, არეულობის მოწმე ხდებოდნენ. სოფელი მორიგეობდა, შტაბები ჰქონდათ, ვისაც რა იარაღი მოეპოვებოდა, იმით იცავდა საკუთარ სახლ-კარს. პატარა ილო ამ ყველაფრის მომსწრე იყო.

დედა: „ზაფხულობით რომ ჩავიყვანდით, მაინცდამაინც მაშინ ირეოდა სიტუაცია, ატყდებოდა სროლები, ბავშვები განცდებში იყვნენ, ხან ვახერხებდით გამოყვანას, ხან – ვერა. უყურებდა, როგორ იცავდნენ საკუთარ მხარეს მამამისი, თანასოფლელები, ეს ჩაჰყვა გულში, მხარის სიყვარული, ვაჟკაცობა. ცხოვრებამ გამოიყვანა ასეთი ვაჟკაცი“.

მერე, 14 წლისა კადეტთა კორპუსში შევიდა, დეიდაშვილს მიჰბაძა – ათი წლით უფროსს. და დაიწყო ნამდვილი სამხედრო ცხოვრება. შინ მხოლოდ შაბათ-კვირას იყო. კადეტთა კორპუსის დამთავრების შემდეგ ხმელნიცკში, უკრაინის სასაზღვრო აკადემიაში სწავლობდა 4 წელი და ახლა მხოლოდ ზაფხულობითღა ჩამოდიოდა შინ, ერთი თვით.

მერე სამშობლოში დაბრუნდა. გირევში გაანაწილეს. იქ მოუხდა პირველად რუსებთან შეჯახება – რუსეთიდან 4 მესაზღვრე გადმოვიდა, ქართველი მესაზღვრეების ლიკვიდაციის მიზნით. შეტაკება მოხდა – ორმა ქართველმა მესაზღვრემ სამ რუს მესაზღვრეს ერთი მკვდარი მესაზღვრე გაატანა უკან. მერე იყო ომალო და იქ გატარებული ზამთრის სეზონები. მსახურობდა ლაგოდეხშიც. შემდეგ თავდაცვაში გადავიდა. მეხუთე ბრიგადაში მსახურობდა, ბათუმში, ბატალიონის კავშირგაბმულობის უფროსად. არადა გული აქეთ, თბილისისკენ მოუწევდა, ოჯახიც აქეთ ჰყავდა და შეყვარებულიც.


გადმოსვლა უნდოდა, მაგრამ არ უშვებდნენ. მერე პირობა მისცა, სისტემასაც ავაწყობ, შემცვლელსაც დავტოვებ და გამიშვითო. შეასრულა ეს პირობა და გამოუშვეს. მეოთხე ბრიგადაში დაიწყო მუშაობა, 42-ე ბატალიონში. მერე იყო ომი...

დედა: „არეულობა რომ დაიწყო, მე და ჩემი გოგო აჩაბეთში ვიყავით. ისეთი სროლები იყო, შეუჩერებელი, რომ ორივე ვცახცახებდით, ხმას ვერ ვიმორჩილებდით, არაფრით არ ჩერდებოდა სროლები, მეზობლებმაც ჩვენს სახლს შემოაფარეს თავი. მეორე დღეს ჩვენი მეზობელი წამოვიდა „მარშრუტკით“ და ეს ბავშვები გამოვატანეთ, ჩემი გოგოც გამოვაყოლე. ილოს სურათები მოჰქონდა, არ გამოვატანე, რად გინდა, აქ არ დავბრუნდებით-მეთქი?.. იმ სურათებზე მწყდება გული... სამი საათისთვის გამოაცხადეს, ცხინვალში ჩვენი ბიჭები არიან, ორივე მხარე დაიკავესო. დავმშვიდდით, მერე ისევ პანიკა ატყდა.


რა მექნა, არ ვიცოდი, ამასობაში ილიამ დამირეკა, თამუნა გამოგზავნეო? კი-მეთქი. შენაო? არ ვიცი, შვილო, ასე ამბობენ, სოფელი უნდა დაიბომბოს-მეთქი. არ ვიცი, მე ეგ ინფორმაცია არა მაქვს, მაგრამ, რადგანაც ამბობენ, შენც წამოდი, სადაც ხალხი, იქაც შენო. ამ დროს თურმე ომშია თვითონ... და მე მგონია, გორიდან მირეკავს... წამოსვლა დავაპირე, მაგრამ ვერ მოვდიოდი, ხან სახლს გავყურებდი, ხან – საქონელს. დატოვება მიჭირდა. მერე საქონელს თივა დავუყარე, წყალი დავუდგი, სარეცხი ავკრიფე, სახლი დავკეტე, პასპორტიც არ ამიღია, ერთადერთი ტელეფონი მეჭირა ხელში, რომ კავშირი მქონოდა ბავშვებთან. იმ ტელეფონით, სახლის ფლოსტებით გამოვიქეცი, იმ განწყობით, რომ 2-3 დღეში უკან მივბრუნდებოდი. რის ვაი-ვაგლახით გამოვაღწიე გორის ტრასამდე. საღამოს 8-ის ნახევარზე, გორის ტრასაზე ვიდექი, ილომ რომ დამირეკა და ველაპარაკე. მანდ არ გაჩერდე, ტაქსს გაჰყევი და თბილისში მამა მოგხედავსო. კარგი, შვილო-მეთქი. რაღაც მძიმედ ისმოდა... დიდ ომში იყო, წინ მიდიოდნენ... დიდუბეში ჩემი უმცროსი ბიჭი, გურამი დამხვდა, შენი დარდი აღარა გვაქვს, ილიას დარდი გვაქვსო. რატომ-მეთქი? იქითაა ნიქოზისკენო... იმის მერე კავშირი აღარ გვქონია ილიასთან.

ორივე ტელეფონი გათიშული ჰქონდა. არც ისინი აღარ გვპასუხობდნენ, ვისი ტელეფონებითაც გვიკავშირდებოდა... ასეთი იყო ჩემი ილოს ამბავი. მე მითხრა: დე, თავს უშველე, წადიო, და თურმე იქ არ დამიტოვებია ჩემი ბიჭი. გამოვაღწიეთ, დამრჩა ყველაფერი იქ, ის სურათები მენანება ილოსი... საკლავს ვუზრდიდით საქორწილოდ, სექტემბერში ღვთისმშობლობაზე უნდა მოგვეყვანა, რესტორანი არ მიყვარსო, სოფელში უნდა გადავიხადოო. სიყვარული ჰქონდა იმ მხარისა, ბოლო წუთებამდე შემართებით იყო ამ სიყვარულით“.


ილია ბაბუციძე 9 აგვისტოსვე გადმოასვენეს გორში.

„ნინომ მითხრა, მოგიყვანთ შენს ილიასო. მომიყვანეს. როგორც მძინარე, ისეთი იყო ორმეტრიანი ვაჟკაცი... ასე აეწყო ჩემი ილოს ცხოვრება.

ძალიან მადლობელი ვარ ბიჭების, რომ იქ არ დამიტოვეს და გამომიყვანეს შვილი... მეცხრე კლასიდან ჯარისკაცის ცხოვრებით ცხოვრობდა, თავისი შრომითა და ცოდნით იკვალავდა გზას, უკრაინაში რომ სწავლობდა, თვითონ უვლიდა თავს, დაბადების დღეზე თუ გავუგზავნიდით 20-30 დოლარს, ეგ იყო, მთელი წელი თვითონ წვალობდა. კი იყო იქ უზრუნველყოფილი, მაგრამ ხომ შეიძლებოდა, ჩვენც გაგვეგზავნა... გაიტანა თავი ბოლომდე. როგორც კი ააწყო ცხოვრება, წინსვლას ველოდით, სექტემბერში უნდა დაქორწინებულიყო. სოფელში უნდოდა ქორწილის გადახდა. აჩაბეთი უყვარდა ძალიან...“

მამა: „როგორც თანამებრძოლებისგან ვიცი, მან, ფაქტობრივად, თავი შესწირა, შემთხვევით არ დაღუპულა. 9 რიცხვში ცხინვალში შესვლა აღარ შეიძლებოდა, ეგ 3-ჯერაა შესული, თან არავის დაუვალებია...

წინაღამეს დაეკარგათ ოთხი ჯარისკაცი, არ ჩანდნენ. ილოს მთელი ღამე არ სძინებია თურმე. ტიროდა, ნეტა, შევსწრებოდი, რამეს ვუშველიდიო. გამთენიისას, რომ უთხრეს, ცოცხლები გამოჩნდნენო, ძლიან გახარებია“.

დედა: „ვერ იტყოდი, რომ ის 26 წლის ბიჭი იყო, იმდენად წინ იხედებოდა.... “

მამა: „ძალიან სამართლიანი იყო. ყველასთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა, ჯარისკაცები შვილებივით უყვარდა...“

ილო ამ ქვეყნად აღარაა. ომის კვალი დედამისის თვალებს ატყვია...

2008 წელს, მარილისის ქუჩას თბილისში, ილია ბაბუციძის სახელი ეწოდა

9 აგვისტოს, ის ორჯერ შევიდა ცხინვალში – დაჭრილებისა და დაღუპულების გამოსაყვანად. მესამედ კი _  თანამებრძოლებთან ერთად, ცხინვალის სამხრეთით, ნიქოზის მხარეს, ე.წ. „შანხაის ტერიტორიაზე,’’ მტერს, მშენებარე სახლში, ჩვენი ასეული ჰყავდა ალყაში.

შევიდნენ... ალყა გაარღვიეს. ბიჭებს დერეფანი გაუკეთეს…  ბოლოს რომ გამოვიდა,  იმ ბიჭმა დაინახა, როგორ დაეცა ილია ბაბუციძე_ სნაიპერმა არტერია დაუზიანა...

„ღმერთო, მიშველეც“ ვეღარ თქვა, ხმა ვერ ამოიღო და ჯვარი მიიტანა პირთან...     შტაბის წევრი იყო და  არ ევალებოდა ბრძოლის ველზე გაჭრა. მაგრამ მას, საკუთარი თავი და სინდისი ავალებდა ასე მოქცევას.

ილია ბაბუციძე წარმოშობით სამაჩაბლოდან იყო, ქვემო აჩაბეთიდან. 1982 წლის 25 მარტს ცხინვალში დაიბადა. ცხრა კლასის დასრულების შემდეგ, სწავლა კადეტთა კორპუსში განაგრძო, შემდეგ_ უკრაინაში, ქ. ხმელნიცკში, სასაზღვრო აკადემია წარმატებით დაასრულა და სამშობლოში დაბრუნდა.  სხვადასხვა დროს, საქართველოს საზღვრებს იცავდა მთა-თუშეთსა და ლაგოდეხში. შემდეგ, თავდაცვაში გადავიდა. მეხუთე ბრიგადაში მსახურობდა, ბათუმში, ბატალიონის კავშირგაბმულობის უფროსად. არადა, გული აქეთ, თბილისისკენ მოუწევდა, ოჯახიც აქეთ ჰყავდა და შეყვარებულიც. უფროსობას პირობა მისცა, სისტემასაც ავაწყობ, შემცვლელსაც დავტოვებ და გამიშვითო. შეასრულა ეს პირობა და გამოუშვეს. მეოთხე ბრიგადაში დაიწყო მუშაობა. 2008 წლის მაისიდან, IV ბრიგადაში, 42-ე ბატალიონის კავშირგაბმულობის ( J6-ის) უფროსი იყო. 

"თითქოს სიმბოლურია, რომ ცხინვალში დაბადებული ჩემი შვილი, ცხინვალში დაიღუპა. სამშობლო ყველაზე და ყველაფერზე მეტად უყვარდა, ამიტომაც აირჩია ჯარისკაცის გზა.

არეულობა რომ დაიწყო, მე და ჩემი გოგო, აჩაბეთში ვიყავით. ისეთი სროლები იყო, შეუჩერებელი, რომ ორივე ვცახცახებდით, ხმას ვერ ვიმორჩილებდით, არაფრით არ ჩერდებოდა სროლები, მეზობლებმაც ჩვენს სახლს შემოაფარეს თავი. მეორე დღეს, ჩვენი მეზობელი წამოვიდა მიკროავტობუსით და ჩემი ქალიშვილი, ბავშვებთან ერთად გამოვაყოლე. ილოს სურათები მოჰქონდა, არ გამოვატანე, რად გინდა, აქ არ დავბრუნდებით-მეთქი?.. იმ სურათებზე მწყდება გული... სამი საათისთვის გამოაცხადეს, ცხინვალში ჩვენი ბიჭები არიან, ორივე მხარე დაიკავესო. დავმშვიდდით, მერე კი, ისევ პანიკა ატყდა.

რა მექნა, არ ვიცოდი, ამასობაში ილიამ დამირეკა, თამუნა გამოგზავნეო? კი-მეთქი. შენო? არ ვიცი, შვილო, ასე ამბობენ, სოფელი უნდა დაიბომბოს-მეთქი. არ ვიცი, მე ეგ ინფორმაცია არა მაქვს, მაგრამ, რადგანაც ამბობენ, შენც წამოდი, სადაც ხალხი, იქაც შენო. ამ დროს, თურმე, თვითონ  ომში იყო, მე კი მეგონა, გორიდან მირეკავდა. წამოსვლა დავაპირე, მაგრამ ვერ მოვდიოდი, ხან სახლს გავყურებდი, ხან – საქონელს. საკუთარი სახლ-კარის დატოვება მიჭირდა. მერე, საქონელს თივა დავუყარე, წყალი დავუდგი, სარეცხი ავკრიფე, სახლი დავკეტე, პასპორტიც არ ამიღია, ერთად ერთი _ტელეფონი მეჭირა ხელში, რომ კავშირი მქონოდა ბავშვებთან. იმ ტელეფონით და სახლის ფლოსტებით გამოვიქეცი საკუთარი სახლიდან, იმ განწყობით, რომ 2-3 დღეში უკან დავბრუნდებოდი. რის ვაი-ვაგლახით გამოვაღწიე გორის ტრასამდე. საღამოს 8-ის ნახევარზე, ილომ რომ დამირეკა და ველაპარაკე. მანდ არ გაჩერდე, ტაქსს გაჰყევი და თბილისში მამა მოგხედავსო. კარგი, შვილო-მეთქი. რაღაც მძიმედ ისმოდა... დიდ ომში იყო, წინ მიდიოდნენ... დიდუბეში, ჩემი უმცროსი ბიჭი, გურამი დამხვდა, შენი დარდი აღარა გვაქვს, ილიას გვედარდებაო. რატომ-მეთქი? იქითაა ნიქოზისკენო... მას მერე, კავშირი აღარ გვქონია ილიასთან. ორივე ტელეფონი გათიშული ჰქონდა. არც ისინი აღარ გვპასუხობდნენ, ვისი ტელეფონებითაც გვიკავშირდებოდა...მე მითხრა: დე, თავს უშველე, წადიო და, თურმე, იქ არ დამიტოვებია ჩემი ბიჭი?! მითხრეს, მოგიყვანთ შენს ილიასო. მომიყვანეს... როგორც მძინარე, ისეთი იყო ჩემი ორმეტრიანი ვაჟკაცი...

მადლობელი ვარ ილიას მეგობრების, ჩემი შვილი იქ რომ არ დატოვეს და გამომიყვანეს ... სექტემბერში უნდა დაქორწინებულიყო. სოფელში უნდოდა ქორწილის გადახდა. აჩაბეთი ძალიან უყვარდა..

შვილმკვდარი დედის ტკივილს ვერაფერი გააყუჩებს, თუმცა, როცა მის ქუჩაზე დავდივარ და ჩემი შვილის სახელს და გვარს ვკითხულობ, ეს სიცოცხლის ძალას მაძლევს. ძალიან რთულია, ჩვენი,_მშობლების მდგომარეობა, მაგრამ მე და ჩემი მეუღლე ვამაყობთ, რომ ძლიერი, გმირი შვილი გავზარდეთ. ძნელია, გვტკივა, მაგრამ მივყვებით ამ ცხოვრების დინებას და გულს იმით ვინუგეშებთ, რომ ილიას სახელი უკვდავია, მომავალი თაობისთვის მისაბაძი მაგალითია, მომავალ თაობას, ქვეყანას ემახსოვრება ჩვენი ილია...“

ასმათ ბაბუციძე, ილია ბაბუციძის დედა  

" როგორც თანამებრძოლებისგან ვიცი, ილიამ თავი შეგნებულად გაწირა, შემთხვევით არ დაღუპულა. 9 აგვისტოს, ცხინვალში შესვლა აღარ შეიძლებოდა, ილია კი,  3-ჯერ შევიდა, მიუხედავად იმისა, რომ არავის დაუვალებია...

... თურმე, წინა ღამეს დაეკარგათ ოთხი ჯარისკაცი, არ ჩანდნენ. ილოს მთელი ღამე არ სძინებია, ცრემლიც კი შეუნიშნავთ მის თვალებზე _ ნეტა, შევსწრებოდი, რამეს ვუშველიდიო, სინანულით უთქვამს...  გამთენიისას, რომ უთხრეს, ცოცხლები გამოჩნდნენო, ძალიან გახარებია. ილია ძალიან სამართლიანი იყო. ყველასთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა, ჯარისკაცები შვილებივით უყვარდა…

ძალიან მიმძიმს ... მაგრამ სანუგეშო ის მაქვს, რომ ამ ქვეყნადაც ვამაყობ, რადგან სამშობლოს ვაჟკაცი გავუზარდე და იმ ქვეყნადაც პირნათელი წავალ...“

გივი ბაბუციძე, ილია ბაბუციძის მამა 

" მე, 8 აგვისტოს დავიჭერი, ილია 9-ში დაიღუპა. ბრწყინვალე პიროვნება იყო, ძალიან კარგი ადამიანი, მებრძოლი სულის მქონე, პატრიოტი ჯარისკაცი. ბევრჯერ სანთელიც ამინთია მის სახელზე... ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული."

თენგიზ დიასამიძე, 42-ე ბატალიონის სერჟანტი


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 09.08.2020
ბოლო რედაქტირება 11.08.2022
სულ რედაქტირებულია 3

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 02.09.2021
სულ რედაქტირებულია 2



მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0