სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10420

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
სამაჩაბლო
გიორგი ჯავახიშვილი გენადის ძე 1988-2008წწ გარდ. სამაჩბლო დაბ. გარდაბანი გიორგი ჯავახიშვილი გენადის ძე 1988-2008წწ გარდ. სამაჩბლო დაბ. გარდაბანი გიორგი ჯავახიშვილი გენადის ძე 1988-2008წწ გარდ. სამაჩბლო დაბ. გარდაბანი

1988-2008 წწ. გარდ. 20 წლის

ბმულის კოპირება

სამაჩაბლო

გვარი ჯავახიშვილი სია

გარდაბანი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

9       ბეჭდვა

გიორგი ჯავახიშვილი გენადის ძე 1988-2008წწ გარდ. სამაჩბლო დაბ. გარდაბანი

კაპრალი ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენოსანი, 2008 წ.


 

8 აგვისტო. ნაომარი ბიჭები ხეთაგუროვში, ტყეში ისვენებენ. ჩაფხუტები მოიხსნეს, ჯავშანჟილეტები გაიხადეს. მოეშვნენ.

მეთაური ბიჭებს ეტყვის, არ გეგონოთ, რომ ომი უკვე მოვიგეთ, ჩაიცვით, დაიხურეთ... იმდენად დიდია პირველი გამარჯვების სიხარული, რომ ბიჭებისთვის ომი მოგებულია.

გიორგი ჯავახიშვილი, ალბათ, უბედნიერესი კაცი იყო იმ წამებში. აკი უთხრა კიდეც მამამისს, როდესაც ჯარში სამსახური დაიწყო, შენი დაწყებული საქმე უნდა გავაგრძელოო. მამამისი სამაჩაბლოში იბრძოდა, შემდეგ აფხაზეთში, თან იბრძოდა პარტიზანულად, 1994 წლამდე, სანამ არ დაინვალიდდა. პატარა გიორგი მაშინ ხუთიოდე წლის იყო, მთელი ცხოვრება ომში დაინვალიდებულ მამას უყურებდა, ცალი მხარი რომ წართმეული ჰქონდა. მაგრამ 18 წლის გახდა თუ არა, სანამ გაიწვევდნენ, თვითონ მიაკითხა ჯარს და ვაზიანში, მეოთხე ბრიგადაში დაიწყო სამსახური.

ალბათ, იწვა ხეთაგუროვის ტყეში და ფიქრობდა, რომ მამის დაწყებულ საქმეს აგრძელებდა, თან ვაჟკაცურად. ჯერ არ იცოდა, გმირი თუ გახდებოდა. შეყვარებულიც გაახსენდებოდა, თამუნა. ცოლად რომ არ გაჰყვა, ჯერ ერაყი მოიარე და მერე გამოგყვებიო, რომ უთხრა. ამაყი იქნებოდა, წარმოიდგენდა, როგორ დაბრუნდებოდა რუსთავში გამარჯვებული, როგორ მივიდოდა, როგორ ეტყოდა, ანდა სულაც არაფერს არ ეტყოდა და შეხედავდა ამაყად... დედა აუცილებლად გაახსენდებოდა, დედა, რომელსაც მეგობრის ტელეფონით დაურეკა და მოატყუა, ქუთაისში ვართ წვრთნებზეო. მოატყუა, რომ არ ენერვიულა. არადა, დედაც, მამაც, მთელი ოჯახი იქვეა, გიორგის მშობლიურ სოფელ ქსუისში. ასეთ ამაღლებულ წამებში თავისი ჩაყრილი ატამი, ალბათ, არ გაახსენდებოდა, იმ წელს პირველად რომ მოისხა ნაყოფი. ეს მაშინ გაუხარდა, ომის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე რომ ნახა დახუნძლული, ახლა ატამი რა მოსატანია, როცა... როცა წამიც და გმირი გახდები. წამიც და უკვდავებას ეზიარები.

ავიაცია ტყის დაბომბვას დაიწყებს.

ყუმბარის ნამსხვრევი თავში დაჭრის გიორგის. მაგრამ დაინახავს თუ არა, ტრიალ მინდორზე დაჭრილ კაპიტანს, ორ ბიჭთან ერთად გაიქცევა მის გამოსაყვანად. ასმეთაური შამათავა არ უშვებს, დაჭრილი ხარ, დარჩიო. ვერ დააკავებს, ის მაინც შევარდება გამოსაყვანად. და... სნაიპერის ტყვია. ისევ თავში. დაცემა უგონოდ. სნაიპერის ტყვია მეორე ბიჭსაც მოხვდება. ისიც დაეცემა – ოღონდ უკვე უსულოდ. თანამებრძოლები შევარდებიან, კაპიტანსაც მოაფარებენ ნანგრევებს (ის გადარჩება), გიორგისაც და მის თანამებრძოლსაც გამოიყვანენ. გიორგი უგონოდაა, ოდნავ ფეთქავს. მეორე მკვდარია. ასმეთაურის ღრიალი – ეს ბავშვი გაიყვანეთ, როგორც გინდათ... ის მართლაც ბავშვი იყო... მხოლოდ 19 წლის.

გიორგის დედას, ქალბატონ ფატის არაფერი აქვს მოსაყოლი, გიოს ბავშვობისა და გმირული დაღუპვის გარდა.

გიორგი გარდაბანში დაიბადა. 9 კლასი რუსთავში, მეექვსე სკოლაში დაამთავრა. მერე ოჯახი მშობლიურ სოფელ ქსუისში გადავიდა საცხოვრებლად – იქ მარტოხელა ბებია ჰყავდათ მისახედი, თან ინვალიდი მამისთვისაც უფრო იოლი იქნებოდა, ეზოში გასვლის მაინც არ მოერიდებოდა. სკოლაც იქ დაამთავრა. ჯარში წავიდა.

„ჩუმად შეაგროვა საბუთები, მე წინააღმდეგი ვიყავი, – ყვება თვალცრემლიანი დედა, – მამამისი ხშირად უყვებოდა ბრძოლების ამბებს. ისტორია უყვარდა ძალიან. ხატავდა, კარგად სწავლობდა, სამხედრო აკადემიაში უნდოდა ჩაბარება. ვერ გეტყვით, რომ ფიზიკურად ძალიან ძლიერი ბავშვი იყო, სუსტი იყო, მაგრამ ძალიან უყვარდა ვარჯიში, სულ ვარჯიშობდა. ბოლო ერთ თვეს ისე დავაჟკაცდა... ძალიან დავაჟკაცდა... ომამდე ერთი კვირით ადრე ვნახე, სოფელში იყო ჩამოსული, მოწყენილი, სევდიანი. თავის პატარა ბლოკნოტში ავტომატს ხატავდა... გამოვკითხე, რატომ ხარ მოწყენილი, ეს არეულობა რომაა, თქვენ ხომ არ უნდა გამოგიძახონ-მეთქი, არაო, მითხრა. თამუნა არ მომყვება და მაგაზე ვდარდობო. დავამშვიდე. ძალიან უხაროდა, მის დარგულ ატმებს რომ კარგად ესხა. ნახე, დედა, რა კარგად ასხია ჩემს ატმებსო, დამწიფებას ვერ მოესწრო. ვერ მოესწრო ვერაფერს...

არ დავუჯერე, როცა მითხრა, ქუთაისში ვართო. თვითონ ტყვიების წვიმაში ვიყავით, 8 აგვისტო რომ დაღამდა, მაშინ გაგვიკეთა ჯარმა კორიდორი და გამოვედით. მანამ, რამდენი კოლონაც შემოვიდოდა, გიორგის ვეძებდი, რა ვიცოდი, რომ იქ იყო ჩემი შვილი, თორემ რა წამომიყვანდა...

9 აგვისტო თენდებოდა, გარდაბანში, დედაჩემთან რომ ჩამოვაღწიეთ. იმ საღამოს გამაგებინეს, რომ გიორგი რესპუბლიკურ საავადმყოფოში იწვა, კომაში იყო. მთელი ერთი კვირა ველოდებოდი, რომ ხმას ამოიღებდა. როგორ არ ეცადნენ ექიმები, მაგრამ ვერაფერი ვერ უქნეს ჩემს პატარა ბიჭს... ზოგჯერ არც მჯერა, რომ აღარაა ჩემი გიორგი...

ნაწილში რომ მივდივარ, თვალცრემლიანი მხვდებიან ხოლმე ბიჭები. გიორგი კარგად ვერ დავიცავითო. სულ 8 თვე იმსახურა და ძალიან დიდი სიყვარული დაიმსახურა. ალბათ, ამიტომაც არ დამიტოვეს ამ ბიჭებმა ცხინვალში და გამომიყვანეს... ყველას გული დასწყვიტა ჩემმა პატარა გიორგიმ, მის ბიძაშვილებსა და მამიდაშვილებს მოსვლა აღარ უნდათ, მარტო ცარიელი სურათები რა არის, გიოს სიცილი გვენატრებაო, ძალიან ხალისიანი იყო. მხიარულობა უყვარდა, მღეროდა... ახლა, 19 მაისს, მიჩურინის ქუჩას დაერქვა გიორგი ჯავახიშვილის სახელი... ხომ ასეთი უბედური დედა ვარ და მაინც მეამაყება, რომ ასეთი გმირი შვილი გამიზრდია, თვალსა და ხელს შუა გამიზრდია ჩემი პატარა ბიჭი. ეჰ...“



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 10.08.2020
ბოლო რედაქტირება 14.08.2022
სულ რედაქტირებულია 2





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0