სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10421

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
სამაჩაბლო
ზაზა ფერაძე თენგიზის ძე  1973- 2008წწ გარდ. სამაჩბლო დაბ. შორაპანი ზესტაფონი ზაზა ფერაძე თენგიზის ძე  1973- 2008წწ გარდ. სამაჩბლო დაბ. შორაპანი ზესტაფონი ზაზა ფერაძე თენგიზის ძე  1973- 2008წწ გარდ. სამაჩბლო დაბ. შორაპანი ზესტაფონი

1973-2008 წწ. გარდ. 35 წლის

ბმულის კოპირება

სამაჩაბლო

გვარი ფერაძე სია

ზესტაფონი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

21       ბეჭდვა

ზაზა ფერაძე თენგიზის ძე 1973- 2008წწ გარდ. სამაჩბლო დაბ. შორაპანი ზესტაფონი

დაიბადა 1973 წლის 16 თებერვალს დაბა შორაპანში ზესტაფონი უფროსი სერჟანტი ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენოსანი, 2008 წ.

 

ეს მისი მეორე ომი იყო, აფხაზეთის უსამართლობას მის გულში სამუდამო იარა დაეტოვებინა... ცხინვალიდან ორჯერ ცოცხალი გამოვიდა და მის განკარგულებაში მყოფი ბიჭებიც გამოუყვანია ალმოდებული ქალაქიდან. თავად მხარში იყო დაჭრილი, თუმცა მესამედაც შებრუნდა ქალაქში განსაცდელში მყოფი თანამებრძოლების დასახმარებლად. ბიჭებს უთქვამთ, სახლში ცოლ-შვილი გელოდება, სადღა შერბიხარო... რაზეც ზაზას უპასუხია, ვინც იქიდან უნდა გამოვიყვანო, მათ ჯერ არც ცოლები ჰყავთ და არც შვილებიო.

ცხინვალში შებრუნებულს მეორე ტყვია ხელში მოხვდა, თუმცა უკან არ დაუხევია. მის წინ სნაიპერმა 7 ქართველი მოკლა. გამწარებულს სნაიპერი შორიდან დაუნახავს და მისკენ ისე წასულა, რომ ვერ შეემჩნიათ... სნაიპერმა ზაზა მართლა ვერ დაინახა, თუმცა მის უკან მიმავალ ქართველს ესროლა. სნაიპერის ტყვიამ ზაზა სწორედ მაშინ გამოასალმა სიცოცხლეს, როცა დაჭრილი თანამემამულის გადასარჩენად უკან მიბრუნდა.


მამა, თენგიზ ფერაძე: „ის 1973 წლის 16 თებერვალს დაბა შორაპანში დაიბადა. ჯერ კიდევ პატარა იყო, როცა მასთან ისე შემეძლო ყველა თემაზე საუბარი, როგორც დიდ ადამიანთან. ასეთივე ახსოვს ზაზა მის ყველა მეგობარს, ნათესავსა თუ მეზობელს – დინჯი, პრინციპული და იშვიათად მოლაპარაკე. თვალები კი მეტყველი და ყოველთვის შორსმჭვრეტელი ჰქონდა. 1994 წელს სამხედრო სავალდებულო სასწავლებელში გაიწვიეს. აფხაზეთის ომშიც მოუწია ბრძოლა და იქ ნანახი უსამართლობის იარა ბოლომდე ვერ მოიშუშა. ერთი პერიოდი თითქოს თავის გადაწყვეტილებას გადაუხვია და უმაღლეს სასწავლებელში იურიდიულ ფაკულტეტზე გააგრძელა სწავლა. თუმცა მალევე გულმა ისევ სამხედრო სამსახურისკენ გაუწია. გადაწყვეტილება პრინციპული იყო და არ შევწინააღმდეგებივართ. ზაზა სამშვიდობო მისიით ერაყშიც წავიდა. იქიდან დაბრუნებულმა ლამაზი ოჯახის შექმნაც მოასწრო. ზაზასა და ნათიას სიყვარული ქორწინებით დაგვირგვინდა და ერთი წლის თავზე – პატარა დემეტრე, გარდაცვალებიდან ერთ თვეში კი ნანატრი ქალიშვილი, ანასტასია შეეძინათ“.

მეუღლე, ნათია ფერაძე: „ერთმანეთი რუსთავში გავიცანით. შეხვედრიდან 2 თვეში დავქორწინდით. შეყვარებული ზაზა არაჩვეულებრივი იყო. უსაზღვროდ ვუყვარდი იმ ადამიანს და ამ 2 წლის განმავლობაში ისე ვიცხოვრეთ, რომ არათუ გვიჩხუბია, არც არასდროს გვიკამათია. სურპრიზების გაკეთება უყვარდა და ძალიან მრავალფეროვანი ცხოვრება გვქონდა. ყოველდღე გაღვიძება მიხაროდა. ეს ის ადამიანი იყო, რომელმაც არ იცოდა სიძულვილი და სხვისი დამცირება. ყველა უყვარდა და სიკეთის კეთებას არასდროს იზარებდა.


დემეტრე რომ დაიბადა და უთხრეს, მამა გახდით, ნახეთ თქვენი შვილიო, მივიდა და პატარას დაუძახა. ახალშობილიც გადმობრუნდა და გაუღიმა, სასწაული იყო. ორსულადაც რომ ვიყავი, ყოველ დილას ხელს გადამისვამდა მუცელზე და ეტყოდა – დილა მშვიდობისა, მამა. ბავშვიც მუცლიდან რეაგირებდა. ოცნებობდა, რომ კაცური კაცი, პატრიოტი შვილი გაზრდოდა. ეკლესიაში დემეტრე კისერზე შესმული დაჰყავდა და ყოველთვის აზიარებდა ხოლმე...

ჯარი მისთვის ძალიან ბევრს ნიშნავდა, სამშობლოსთვის ცხოვრება ძალას ჰმატებდა. პირველი კონტრაქტი რომ დაუსრულდა, მეორე გააფორმა, ბოლოს ერაყში მეორედ წასვლას გეგმავდა, იქიდან ჩამოსულს კი მეორე კონტრაქტის ვადაც ამოეწურებოდა. მე ამას სულ განვიცდიდი და იმედი მქონდა, რომ ერაყიდან დაბრუნების შემდეგ სახლში უფრო დიდ დროს გაატარებდა...


ზაზა საერთოდ იშვიათი მოლაპარაკე იყო და ბოლო პერიოდში საერთოდ დადუმდა, ამის გამო ვბრაზდებოდი. იმდენად აღარ ლაპარაკობდა არაფერს, რომ ვფიქრობ, ყველაზე მეტად თვითონ უგრძნობდა გული ცუდს.


2 აგვისტოს დასავლეთში წავედი. 2 დღის ჩასული ვიყავი, რომ მესამე დღეს დამირეკა, ვერ ვძლებ უთქვენოდ, ბავშვი მენატრება და უნდა ჩამოგიყვანოთო. მაგრამ არ ჩამოვსულვართ. დემეტრე მაშინ წლისა და 4 თვის იყო, მე – 8 თვის ორსული. რომ მივდიოდი, ბავშვი მეჭირა ხელში, მანქანაში რომ ვჯდებოდი, ვერც გადავკოცნე. იმდენად ნაღვლიანი იყო ბოლოს, რაღაც ობოლი ბავშვივით მიყურებდა. ერთი ის მითხრა, არ იდარდო, არაფერზე არ ინერვიულო, ორშაბათს ჩამოვალო. ერაყში წასასვლელად საბუთები ჰქონდა გასაკეთებელი. პირველად მოხდა, რომ მის გარეშე წავედი სოფელში.

ბოლოს 8 აგვისტოს ველაპარაკე. მითხრა, შენ ნურაფრის გეშინია. ახლა გავრბივარ და ტელეფონიც მიჯდებაო. მე ვეხვეწებოდი, იქნებ სხვისი ტელეფონით მაინც დამირეკო-მეთქი, ვნერვიულობდი. კარგიო, გათიშა ტელეფონი და მას მერე აღარ გვისაუბრია...“

ზაზას გარდაცვალების ამბავი ნათიამ 2 ოქტომბერს გაიგო, როცა ანასტასია უკვე 3 კვირის იყო. მას ბოლომდე ჰქონდა იმედი, რომ ზაზა სახლში ცოცხალი დაბრუნდებოდა. თუმცა, როცა უწმინდესის დახმარებით ცხინვალიდან 17 გმირის ცხედარი გამოიტანეს, მათ შორის ერთ-ერთი ზაზა აღმოჩნდა.

ნათია: „მის გარეშე ცხოვრება ძალიან რთულია, თუმცა ჩემი მოძღვარი მაქსიმალურად მიმსუბუქებს ამ დარდს. ჩვენ ჯვარდაწერილები ვართ და ვიცი, ოდესმე აუცილებლად შეხვდებით ერთმანეთს...“



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 10.08.2020
ბოლო რედაქტირება 15.08.2022
სულ რედაქტირებულია 4





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0