სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10421

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
სამაჩაბლო
ზაზა დოთიაშვილი ზაურის ძე 1977-2008წწ გარდ.  სამაჩბლო დაბ. გორი ქართლი ზაზა დოთიაშვილი ზაურის ძე 1977-2008წწ გარდ.  სამაჩბლო დაბ. გორი ქართლი

1977-2008 წწ. გარდ. 31 წლის

ბმულის კოპირება

სამაჩაბლო

გვარი დოთიაშვილი სია

გორი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

7       ბეჭდვა

ზაზა დოთიაშვილი ზაურის ძე 1977-2008წწ გარდ. სამაჩბლო დაბ. გორი ქართლი

ზაზა დოთიაშვილი ზაურის ძე  კაპრალი მედალი მხედრული მამაცობისთვის, 2008 წ.


ის ერთი გორელი ბიჭი იყო. ერთი შეხედვით, სხვებისგან არაფრით განსხვავებული. მის ცხოვრებაში იყო ბევრი წარმატება, კარიერაშიც და პირად ცხოვრებაშიც, თუმცა ერთ დღეს, მოულოდნელად ყველაფერზე უარი თქვა და ჯარში კონტრაქტით წასვლა გადაწყვიტა.

ზაზა დოთიაშვილი 30 წლის იყო...


 


მზია დოთიაშვილი, დედა: „1977 წლის 22 ოქტომბერს დაიბადა. პირველი შვილი იყო და ოჯახში დიდი სიხარული შემოიტანა. თბილი, ძალიან წყნარი ბავშვი იყო. არ მახსოვს, მის გამო საყვედური მიმეღო. კარგად სწავლობდა... განსაკუთრებულად კომუნიკაბელური, მოწესრიგებული და უპრეტენზიო იყო. 30 წლის ისე გახდა, რომ არ მახსოვს, რამე სხვანაირად ეთქვა ჩვენთვის...“

სკოლის დამთავრების შემდეგ გორის უნივერსიტეტში, ეკონომიკურ ფაკულტეტზე ჩაირიცხა. წითელ დიპლომზე დაამთავრა და სწავლა ასპირანტურაში განაგრძო. წარჩინებული ასპირანტი ხელმძღვანელობამ უნივერსიტეტში ლექტორად დატოვა. მომავალი მეუღლეც იქ გაიცნო. ნათია მათემატიკის ლექციებს კითხულობდა.

მაშინ ზაზა 27 წლის იყო, ნათია – 24-ის. დაახლოებით ერთი წელი იყვნენ შეყვარებულები და მალევე იქორწინეს...

„ვიცოდით, რომ შეყვარებული იყო. ერთხელ სახლშიც მოიყვანა ნათია. ჩემმა მეუღლემ უთხრა, თუ ერთმანეთი გიყვართ, რაღას უცდით, დაქორწინდითო. 2004 წლის 28 იანვარს შექმნეს ოჯახი. წლისთავზე გოგო შეეძინათ, ბედნიერი იყო, დედა მოუკვდეს...

ერთად სულ სამი წელი იცხოვრეს...“

უნივერსიტეტში სამხედრო კათედრა გაიარა და ჯარში წასვლა არ შეხებია. უკვე დაოჯახებული იყო, რომ კონტრაქტზე წასვლა მოულოდნელად, მშობლებისგან მალულად გადაწყვიტა.

არადა მის ოჯახს იმის გაჭირვება არ ჰქონდა, რომ ზაზა კონტრაქტზე ხელფასის გამო წასულიყო. ყოველთვის დამოუკიდებელი ცხოვრებისკენ მიისწრაფოდა. პატრიოტი იყო და ჯარში ქვეყნის სიყვარულით შევიდაო, – იხსენებენ თვალცრემლიანი მშობლები...

მზია დოთიაშვილი, დედა: „ისე შეიტანა საბუთები, რომ არაფერი ვიცოდით. აქვე, ჩვენს გვერდით სადარბაზოში ცხოვრობდა, მეუღლესთან ერთად. ერთ საღამოს შემოვიდა და მოულოდნელად გვითხრა, ჯარში შევდივარო. თურმე საბუთები უკვე შეტანილი ჰქონია და ფორმა იმ დღეს მიუღია. ოთხწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, მაგრამ ერთი წელიც არ იყო გასული, რომ გაგვაუბედურა...

გორის ჯავშან-სატანკო ბაზაზე მსახურობდა. კაპრალი იყო და მალე დაწინაურებას უპირებდნენ. იმდენად პასუხისმგებლიანი და მოწესრიგებული იყო, რომ გვეუბნებოდნენ, სამედიცინო განათლება მიიღოს და ექიმად იმუშაოსო... მამამისი წინააღმდეგი იყო, თან უკვე სიტუაცია აირია და ეუბნებოდა, უარი თქვიო. მერე კომპიუტერთან უნდა დაესვათ, მაგრამ ვეღარ მოასწრო... ბოლო დროს ძალიან გადატვირთული გრაფიკი ჰქონდათ...“

9 აგვისტოს, როცა რუსული ავიაცია გორს კასეტური ბომბებით უტევდა, ზაზა დოთიაშვილს, 22 ჯარისკაცთან ერთად, წამებში მოუსწრაფა სიცოცხლე...

ზაურ დოთიაშვილი, მამა: „ბოლოს 7 აგვისტოს ველაპარაკე. ბოლო ერთი კვირა ყაზარმული იყო გამოცხადებული და სულ ნაწილში იყო. განსაკუთრებულს ვერაფერს ვამჩნევდით, გადაღლილი იყო და ამასაც არ გვეუბნებოდა...

9 აგვისტოს ჩვენს სახლს თვითმფრინავმა გადაუფრინა, სახლიდან 300 მეტრში, ყოფილი კომბინატის ტერიტორია დაბომბა და ანასხლეტი ჩვენს სახლთან დავარდა. დილის 10 საათი იყო, მაშინვე ზაზას დავურეკე: შვილო, თვითმფრინავია შემოსული და რას შვრებით, რა ხდება-მეთქი...

ყველა გარეთ ვართ, მეთაურებიც აქ არიან, „კურილკაში“ ვსხედვართ და ნუ გეშინიათ, რაც იქნება იქნებაო, მისი ბოლო სიტყვები ეს იყო... იმ წუთში მარტო იმას ვფიქრობდი, რა გავაკეთო, რით მივეხმარო ჩემს შვილს-მეთქი...

ამ საუბრიდან 10 წუთი არ იყო გასული, რომ იმ ადგილიდან ძალიან ძლიერი აფეთქების ხმა მომესმა...

ყველა იმას ამბობდა, გორს მიწასთან გასწორებას უპირებენო და დაბომბვის ხმა რომ იყო, ჩემმა მეუღლემ მითხრა: წამოდი, გავიდეთ ქალაქიდანო. ორივე ბიჭი აქ გვყავს, ჩვენ სად უნდა წავიდეთ-მეთქი. მეორე ბიჭი პატრულშია და ისიც საგანგებო რეჟიმში მუშაობდა. ამ საუბარში ჩემმა ცოლისდამ დაგვირეკა, სამხედრო ბაზა დაუბომბავთ და წამოდით, ავიდეთ, გავიგოთ, რა ხდებაო. მეუღლე სახლში დავტოვე. თუ ვეღარ მოვედით, შენ მაინც გადარჩები-მეთქი...

ბაზა მიწასთან იყო გასწორებული და ყველაფერს ცეცხლი ეკიდა... ორმოებიდან კვამლი ამოდიოდა... ცხედრები მაშინვე გამოუსვენებიათ... ვინც იქ იყო, ყველას ვეკითხებოდი, დოთიაშვილი სად არის-მეთქი... ყველა ჰოსპიტალში გადაიყვანესო და მაშინვე იქ წავედით.

დაჭრილებისა და გარდაცვლილების სია კედელზე იყო გამოკრული, საავადმყოფოში არ გვიშვებდნენ. ბოლოს ჩემი ცოლისდა გაუსხლტა დაცვას და შიგნით შეიჭრა... ვერსად ნახა და იქიდან მეორე საავადმყოფოში წავედით.

ჩემს შვილს ვერც დაჭრილებში ვპოულობდი და ვერც გარდაცვლილებში... გაგიჟებული ვიყავი კაცი... ბოლოს მორგში შევედი... ჩემი შვილი აქ რომ ვიპოვო, ალბათ, ვერ გადავრჩები-მეთქი, ვფიქრობდი... უკვე ყველანაირი იმედი გადაწურული მქონდა, კორიდორში რომ გამოვედი... საკაცეზე ორი მიცვალებული ესვენა...

ერთს რუსული ფორმა ეცვა, მეორე წელზემოთ შიშველი იყო და სამხედრო ფორმა ეფარა...

გული გახეთქვაზე მქონდა, ვერ მივდიოდი, რომ ფორმა ამეწია და სახეზე მენახა, ჩემი შვილი იყო თუ არა... ფეხებით ვიცანი, მაგრამ არ მინდოდა დაჯერება... როგორღაც გავბედე, ფორმა ავწიე და... საუბედუროდ, ჩემი შვილი ვნახე...

თავზე ხელი გადავუსვი და ჩავიკეცე... სახე დასახიჩრებული არ ჰქონდა. ანასხლეტი კეფაში მოხვედროდა... ჯერ ისევ თბილი იყო. ექიმებთან გამოვვარდი, იქნებ რამე საშველი იყოს, ჯერ ისევ თბილია-მეთქი... ყველაფერი ვიღონეთ, მაგრამ ისეთი ტრავმა მიუღია, რომ აზრი აღარ აქვსო. შეუთავსებელი ჭრილობა აღმოჩნდა...

ჩემი ცოლის დისშვილიც ზაზასთან ერთად მსახურობდა. ის გადარჩა, ღმერთმა სულ ბედნიერი ამყოფოს...

სანამ ნაწილს დაბომბავდნენ, ჩემი ცოლის დისშვილი შენობაში ყოფილა, მეთაურს უთქვამს, გამოდიო. ალბათ, იყო ვარაუდი, რომ შენობაზე მიიტანდნენ იერიშს. მაინც იქ დარჩენილა, ის და კიდევ ერთი ბიჭი გადარჩნენ... როგორც მერე გავიგეთ, ზუსტად იმ მომენტში ჩამოაგდეს ჭურვი, როცა „სმენა“ იცვლებოდა. 24 ჯარისკაციდან ორი ბიჭი გადარჩა...

ყველაზე ბოლომ, ჩემმა დისშვილმა ნახა ზაზა...“

მზია დოთიაშვილი, დედა: „5-6 აგვისტოს ჩვენს სახლთან რომ უამრავმა ტანკმა და ბიჭებით სავსე სამხედრო მანქანამ გაიარა, მივხვდი, რომ უკვე ცუდად იყო საქმე. იმის მერე ძალიან აფორიაქებული ვიყავი და გული ცუდს მიგრძნობდა. მეზობელი ქალის გასვენება იყო და ვერ წავედი, იმდენად ცუდად ვიყავი... ვერაფერს ვაკეთებდი, ტელევიზორი მქონდა ჩართული და ხან გზას გავყურებდი... მთელი ღამე ტანსაცმლიანს მეძინა“.

დრო აღარ ითმენდა, მამას ჯერ კიდევ თბილი შვილის ცხედარი სახლში უნდა მიესვენებინა. სახლში მყოფ დედას ჯერ კიდევ ჰქონდა იმედი, რომ რომელიმე საავადმყოფოში მამა შვილს დაჭრილს იპოვიდა... ერთ ადგილას ვერ ჩერდებოდა. ყოველ წუთს მეუღლეს ურეკავდა, მაგრამ ტელეფონს არავინ პასუხობდა... დედისთვის იმის თქმას ვერ ბედავდა, რომ შვილი იპოვა, მაგრამ... ბოლოს სხვა გზა რომ აღარ იყო, ტელეფონს უპასუხა და შეპარვით უთხრა, გამაგრდიო...

ზაურ დოთიაშვილი, მამა: „ზაზა აღარ გვყავს-მეთქი... სახლში მოვასვენეთ. ისეთი არეულობა და გაუგებრობა იყო, რომ დიდხანს ვეღარ გავაჩერებდით. მეორე დღესვე, 10 აგვისტოს დავასაფლავეთ... კუბოს ვერ ვშოულობდით... სულ რამდენიმე კაცმა, ჩემმა თანამშრომლებმა და ახლობლებმა გაუთხარეს ჩემს შვილს საფლავი... უბედურება ის იყო, რომ საფლავზე მასთან ერთად დაღუპულ ჯარისკაცს დასტიროდნენ და ისე თხრიდნენ საფლავს... არ ვიცი, როგორ გადავიტანე ეს ყველაფერი, როგორ უნდა გამოვიდეს ჩემი მეხსიერებიდან ეს საშინელი წუთები...

დრო ყველაფრის მკურნალიაო, ამბობენ, მაგრამ იმ ავბედითი დღის შემდეგ, მეც და ჩემი მეუღლეც წამლებით ვცოცხლობთ, სულ ავად ვართ ორივე...“

შვილზე გიჟდებოდა... ბოლო საჩუქარი მამისგან, იამ ველოსიპედი მიიღო. როცა მამა დაიღუპა, 3 წლის იყო... ახსოვს, როგორ ეფერებოდა მოსიყვარულე მამა. როცა მას კითხულობს, ეუბნებიან, ზეცაშია და იქიდან გიყურებსო...


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 10.08.2020
ბოლო რედაქტირება 15.08.2022
სულ რედაქტირებულია 3

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 31.08.2021
სულ რედაქტირებულია 1



მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0