სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10421

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
სამაჩაბლო
მზეჭაბუკ მიჩიტაშვილი ტარიელის ძე 1975 - 2008 გარდ. 32 წლის სამაჩბლო დაბ. სოფ.ზერტი გორი ქართლი მზეჭაბუკ მიჩიტაშვილი ტარიელის ძე 1975 - 2008 გარდ. 32 წლის სამაჩბლო დაბ. სოფ.ზერტი გორი ქართლი მზეჭაბუკ მიჩიტაშვილი ტარიელის ძე 1975 - 2008 გარდ. 32 წლის სამაჩბლო დაბ. სოფ.ზერტი გორი ქართლი

1975-2008 წწ. გარდ. 33 წლის

ბმულის კოპირება

სამაჩაბლო

გვარი მიჩიტაშვილი სია

გორი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

13       ბეჭდვა

მზეჭაბუკ მიჩიტაშვილი ტარიელის ძე 1975 - 2008 გარდ. 32 წლის სამაჩბლო დაბ. სოფ.ზერტი გორი ქართლი

მზეჭაბუკ მიჩიტაშვილი ტარიელის ძე კაპრალი მედალი მხედრული მამაცობისთვის, 2008 წ.



 

მზეჭაბუკ მიჩიტაშვილი 32 წლის იყო...

17 წლისა დაოჯახდა და სავალდებულო სამხედრო სამსახური არ მოუხდია. ჯარში წასვლა 32 წლისამ გადაწყვიტა, კონტრაქტს მოაწერა ხელი...

ექვსი თვე იმსახურა...

1975 წელის 14 ოქტომბერს, მცხეთობას, სოფელ ზერდში, მიჩიტაშვილების ოჯახში მესამე ვაჟი დაიბადა, მზეჭაბუკი დაარქვეს. სულ ოთხნი იყვნენ – სამი ძმა და ერთი და. ჭკვიანი და დამჯერი ბავშვი ყოფილა... 12 წლისამ კლარნეტზე დაკვრა ისწავლა. კარგად მღეროდა. 13 წლისას კონსერვატორიაში მოუსმინეს, დიდი მომავალი უწინასწარმეტყველეს. მუსიკის გარეშე ვერ წარმოედგინა ცხოვრება...

„დედმამიშვილებისგან განსხვავებული იყო. უმცროს ძმას, ზვიადს სულ იმას ეუბნებოდა, ჯარში აუცილებლად უნდა წახვიდეო... გორში ვისთვისაც არ უნდა გეკითხათ, მეკლარნეტე ჭაბუკა, ყველა მიგასწავლიდათ მისამართს ან ადგილს, სადაც შეიძლებოდა მისი ნახვა... დიდთან დიდი, პატარასთან პატარა, საერთო ენას ყველასთან ნახულობდა. განსაკუთრებულად უყვარდათ...“

გორის ჯავშან-სატანკო ბატალიონში სპეციალური მომზადება გაიარა. დაცვის მეორე ოცეულისა და მეორე ათეულის მსროლელის თანამდებობაზე დაინიშნა... საყვარელ პროფესიას ჯარშიც ვერ უღალატა. თბილისიდან მუსიკალური ინსტრუმენტები გამოიწერა, ორკესტრი შექმნა, მაგრამ... არ დასცალდა.

მაკა თოდაძე: „პატარები დავქორწინდით. ის 17 წლის იყო, მე – 15-ის. კლასელის მეჯვარე ვიყავი და ქორწილიდან მომიტაცა. არ ვიცნობდი და არც ის მიცნობდა. სახლში დამაბრუნეს. მეორედაც მომიტაცა და დავრჩი... რომ იტყვიან, ერთმანეთი გავზარდეთ... ერთად 15 წელი ვიცხოვრეთ... წლისთავზე გვანცა შეგვეძინა, მამობა უხაროდა და ეამაყებოდა...“


დიდხანს რომ ვერ იცოცხლებდა, წინასწარ გრძნობდა... ხშირად ესიზმრებოდა გარდაცვლილი მამიდა, – იხსენებს თვალცრემლიანი მეუღლე... 2008 წლის 9 აგვისტოს, გორის სატანკო ბაზის დაბომბვამ სიცოცხლე მოუსწრაფა 32 წლის მზეჭაბუკ მიჩიტაშვილს.

მაკა თოდაძე: „ჭაბუკა რომ დაბადებულა, სახელი მამიდას დაურქმევია, უშვილო ქალი იყო და მესამე ძმისშვილი განსაკუთრებულად უყვარდა. ჩემი შვილიაო, ამბობდა. გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე მამიდა ესიზმრებოდა... ჯერ ჯარშიც არ იყო წასული, რომ ამას გაიძახოდა. ასე ნუ ამბობ-მეთქი, ვეუბნებოდი და მას მერე აღარ უთქვამს. რაღაცის შიში ჰქონდა და უნდოდა, ყველაფერი მოესწრო... ერთ საღამოს ქორწილში უნდა წასულიყო, შუადღისას გამოვიძინებო, მითხრა. გამოეღვიძა, გული ცუდს მიგრძნობსო. ვუთხარი, ნუ წახვალ-მეთქი. როგორ არ წავიდე, დავპირდი და მელოდებიანო. სიტყვის კაცი იყო, რასაც იტყოდა, ვერ გადაათქმევინებდი...“

თავისი დაბადების დღე განსაკუთრებით უყვარდა. ამბობდა, ისეთ დღეს ვარ დაბადებული, ღმერთის მფარველობა არ მომაკლდებაო...

მაკა თოდაძე: „ტანით პატარა, მაგრამ ძალიან გულადი და მამაცი იყო. სიტყვა ყველგან ეთქმოდა.

ისეთი უშუალო და მოსიყვარულე იყო, რომ ხანდახან ვფიქრობდი, ქმარზე მეტია-მეთქი. წლოვანებითაც თითქმის ტოლები ვიყავით, ის ჩემი ძალიან დიდი მეგობარი იყო... არ უნდოდა, რომ მემუშავა, ყველანაირად მანებივრებდა, ცდილობდა, ყოველდღე რაღაცით გავეხარებინე...“


ომამდე შვებულებაში იყო, ზღვაზე დაისვენა ცოლ-შვილთან ერთად. რომ ჩამოვიდნენ, მალევე განგაშიც გამოცხადდა.

მაკა თოდაძე: „სანამ ეს უბედურება მოხდებოდა, ივლისის ბოლოს ზღვაზე წაგვიყვანა დასასვენებლად. ჯარიდან შვებულება ჰქონდა აღებული და თვითონაც რამდენიმე დღე დარჩა ჩვენთან ერთად. ოთხი დღის მერე ქორწილში უნდა წასულიყო გორში და წამოვიდა. ცოტა უცნაური მეჩვენა. რომ მოდიოდა, განსაკუთრებულად გვკოცნიდა... ბოლოს 7 აგვისტოს ვნახე. მობილურით ვკონტაქტობდით. ბოლოს რომ დამირეკა, გორი უკვე დაცლილი იყო. მკითხა, რას აპირებ, რატომ ხარ სახლში, სასწრაფოდ გადიო... მისი ნაწილი ჩვენს სახლთან ახლოს იდგა და რომ ვიცოდი, ის იქ იყო, ერთი წუთითაც არ მიფიქრია იქაურობის დატოვება... ვუთხარი, არსად წამსვლელი არ ვარ, სახლში ვრჩები-მეთქი... ბოლოს, რომ ვურეკავდი, ვეღარ მელაპარაკებოდა, არ ეცალა... გორის დაბომბვა რომ დაიწყო, ტელეფონის ხაზები აირია და ვეღარ ვუკავშირდებოდი. ჩემი თვალით ვხედავდი, როგორ იბომბებოდა ყველაფერი... ნაწილი რომ დაბომბეს, ტელევიზორს ვუყურებდი...

მისი ცხედარი ჩემმა სიძემ იპოვა. იმ დღესვე მოვასვენეთ სახლში. სახეზე არ მინახავს... მინდოდა, ისეთი დამმახსოვრებოდა, როგორიც იყო.

გორში ვაპირებდით მის დასაფლავებას, მაგრამ შეუძლებელი იყო... სროლისა და თვითმფრინავების ხმა ისმოდა...

არაფერს აზრი აღარ აქვს. რა უნდა მოხდეს ისეთი, რომ რამე გამიხარდეს? მარტო ჩემი შვილისთვის ვარსებობ, ცხოვრება უინტერესო გახდა და დინებას მივყვები... ღმერთს მადლობას ვუხდი, რომ შვილი დამრჩა და მისთვის ვაგრძელებ ცხოვრებას. არაფერს არ ვაკლებ, მაგრამ მამა აკლია... როცა ენატრება, იმ ვიდეოკასეტებს რთავს, სადაც ჭაბუკა მღერის, და მის ტანსაცმელს ეფერება...“

იმ დღეს დაცარიელებულ სოფელ ზერდში მხოლოდ ქალები მიაცილებდნენ უკანასკნელ გზაზე შვილებს, მეუღლეებსა და ნათესავებს... დედები, რომლებმაც შავების ჩაცმაც ვერ მოასწრეს... სროლისა და აფეთქების ხმებში ისმოდა განწირული კივილი... 10 აგვისტოს ცრემლით გაჟღენთილი მიწა იბარებდა ახალგაზრდა, სიცოცხლით სავსე გმირს – ჭაბუკა მიჩიტაშვილს...

გმირულად დაცემის შემდეგ მზეჭაბუკ მიჩიტაშვილი საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 21 აპრილის ბრძანებით დაჯილდოვდა მედლით „მხედრული მამაცობისთვის“. მაკა თოდაძემ მეუღლის გარდაცვალების შემდეგ ჯარისკაცის ფორმა ჩაიცვა. დღეს ის გორში მეხუთე ბრიგადაში მსახურობს, კაპრალის წოდებით... თუ სამშობლოს დასჭირდა, ისიც ისევე გმირულად იბრძოლებს, როგორც მისმა მეუღლემ იბრძოლა.



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 10.08.2020
ბოლო რედაქტირება 16.08.2022
სულ რედაქტირებულია 2

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 31.08.2021
სულ რედაქტირებულია 1



მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0