სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10555

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
სამაჩაბლო
ერეკლე ყულოშვილი მიხეილის ძე 1978-08 გარდ. 30 წლის, სამაჩბლოში კაბიტანი, დაბ. საინგილო ერეკლე ყულოშვილი მიხეილის ძე 1978-08 გარდ. 30 წლის, სამაჩბლოში კაბიტანი, დაბ. საინგილო ერეკლე ყულოშვილი მიხეილის ძე 1978-08 გარდ. 30 წლის, სამაჩბლოში კაბიტანი, დაბ. საინგილო

1978-2008 წწ. გარდ. 30 წლის

ბმულის კოპირება

სამაჩაბლო

გვარი ყულოშვილი სია

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

59       ბეჭდვა

ერეკლე ყულოშვილი მიხეილის ძე 1978-08 გარდ. 30 წლის, სამაჩბლოში კაბიტანი, დაბ. საინგილო


ერეკლე ყულოშვილი მიხეილის ძე დაიბადა 28 მაისი 1978 წელი, გარდაიცვალა 08 აგვისტო 2008 წელს, 



კაპიტანი მედალი მხედრული მამაცობისთვის, 2004 წ. ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი, 2004 წ. ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენი, 2008 წ.


 მან სამშობლოსთვის სიცოცხლე გაიმეტა, სამშობლოს მტერმა – კასეტური ბომბი მის გასანადგურებლად, სამშობლომ – ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენი... დაღუპვის შემდეგ.


ერეკლე ყულოშვილი – მეოთხე ქვეითი ბრიგადის საარტილერიო დივიზიის მეთაური – გმირულად დაეცა ცხინვალის მისადგომებთან.

პირველად ვარ გმირის ოჯახში. რაღაც უცნაური განცდაა – თითქმის მოუხელთებელი, სენტიმენტებისგან, ჩვეულებრივი ცრემლებისგან დაცლილი, რაღაც გაუხუნარი სევდით მოსილი და ამაღლებული.


გმირზე, ერეკლე ყულოშვილზე, მისი მეუღლე – ნინო კანდელაკი მიამბობს. გვერდით ოთახში ძიძას ხელში ატატებული ნიკუშა დაჰყავს. ნიკუშა ხუთი თვისაა. მამის დაღუპვიდან 2 თვის თავზე მოევლინა ქვეყანას. ნიკუშა ცქმუტავს, ჩვენკენ იწევს, იქით, სადაც მამის გმირობის ამბებს ყვებიან. ნიკუშა უმამოდ გაიზრდება, მაგრამ მას მამის მაგალითი გაზრდის – საზღაპროდ ექნება მამის ბრძოლა და ომები.

ნიკუშას ისევე მოუყვებიან მამის გმირობას, როგორც დღეს უყვებიან აგვისტოს ომამდელ თუ აგვისტოს ომის ამბებს – დედამისს.


ნინო კანდელაკი: „ერეკლეს ძალიან კარგად ვიცნობდი. ვიცოდი მისი ჯილდოების შესახებაც, 2004 წელს მიღებული ჰქონდა მედალი მხედრული მამაცობისთვის; და ამავე წელს – გორგასლის მესამე ხარისხის ორდენი, სამაჩაბლოს მოვლენების გამო; არაერთი სიგელი და ჯილდო... ეს ყველაფერი ვიცოდი, მაგრამ მე ჩემი მეუღლე, როგორც სამხედრო, სწორედ ომის, მისი დაღუპვის შემდეგ გავიცანი. ხალხმა რამდენჯერმე ტელევიზიით მნახა და გაიგო, რომ ერეკლეს მეუღლე ვარ. ქუჩაში მაჩერებენ ერეკლეს ნაცნობები, მისი კურსანტები, ლექტორები, ან ვისთანაც ადრე უმსახურია, მაჩერებენ და მიყვებიან ამბებს. აი, ასეთი ქმარი გყავდაო... თვითონ ერეკლეს არ სჩვეოდა თავის დამსახურებაზე, გმირობაზე საუბარი, საოცრად თავშეკავებული და მოკრძალებული იყო, ყველას თავს აყვარებდა თავისი სითბოთი, მეგობრობით და არსად, არასოდეს, არც სუფრაზე, არც საზოგადოებაში არ უთქვამს: იცით, მე ეს ორდენი მაქვს, ან ეს გავაკეთეო“.

ერეკლე ყულოშვილი მამულის დაცვას შეეწირა, მისი დიდი წინაპარი, მღვდელი მიხეილ ყულოშვილი – სარწმუნოებას, თავი მოჰკვეთეს მაჰმადიანებმა. გმირის გმირი წინაპარი საინგილოში, ყულოშვილების საგვარეულო სასაფლაოზე განისვენებს. ერეკლე თბილისში დაიბადა, ექიმ მიხეილ ყულოშვილის ოჯახში, მაგრამ 90–იანი წლების დასაწყისში, როცა ყველაფერი აირია, როცა დიდი გამყინვარება დაიწყო, როცა თბილისს თვალთ დაუბნელდა და ათასი ჯურის ფორმირება ბრმა ტყვიებით სეტყვავდა ქალაქს, შეშინებულმა დედამ 12-იოდე წლის ერეკლე და მისი და თბილისს გაარიდა. ოჯახი რამდენიმე წელი საინგილოში ცხოვრობდა.

„უამრავ საინტერესო ამბავს მიყვებოდა, მაკვირვებდა. ჩემთვის ის სამხედრო იყო, ოფიცერი, რომელსაც, როცა სამსახურიდან ურეკავდნენ, ფეხზე დგებოდა და ისე საუბრობდა. გავიდოდა რამდენიმე წუთი და უცებ მეტყოდა, „აი, სოფელში, ბაჭიები რომ მყავდა“, ან „ბოჩოლამ რომ ფეხი იტკინა“... და უცებ ეს 30 წლის კაპიტანი პატარა ბიჭი ხდებოდა. ბავშვობაში ეზოში ასი ბაჭია ჰყავდა, ზაქს ზრდიდა, გოჭებს ზრდიდა... ერთი გოჭი ლეკვივით ჰყავდა მიჩვეული. სოფელში რომ ჩავიდოდით, ეს გოჭი მიუცუხცუხდებოდა, ფეხებთან დაუწვებოდა, ესეც ეფერებოდა, ზურგს ფხანდა, „გოჭუნა-გოჭუნას“ ეძახდა და ჭკუაზე არ იყო. ბავშვობიდანვე საოცრად მშრომელი ყოფილა, დედას გვერდში ედგა, მაგრამ ამას მისთვის სწავლაში ხელი არ შეუშლია. იცოდა ფრანგული, გერმანული, თურქული, აზერბაიჯანული, რუსული, წერდა და კითხულობდა ინგლისურადაც. საოცარი მათემატიკური ნიჭი ჰქონდა. ათასების ფარგლებში ანგარიშობდა ზეპირად. არტილერისტებს სულ სჭირდებათ გამოთვლა. პოლიგონზე კალკულატორს კი გამოიყენებ, მაგრამ ომის დროს ეს შეუძლებელია და ამიტომ ერეკლე თავის ჯარისკაცებს გონებაში თვლას აჩვევდა. რომ ჰკითხავდი, დავუშვათ, 25 787 გავყოთ 24 560-ზე, პასუხს მაქსიმუმ 20 წამში გეტყოდა. ხაზვა უყვარდა...“

როგორც ნინო მიამბობს, ერეკლემ ბავშვობაში ყველაფერი გამოსცადა, ე.წ. ქუჩაც ნახა და შრომის ფასიც იცოდა, კარგადაც სწავლობდა. სკოლის დამთავრების შემდეგ თავდაცვის აკადემიაში შეიყვანა მამამ. მამა-შვილის მიზნები გადაიკვეთა. შვილს შეიარაღება აინტერესებდა, მამას უნდოდა, შვილი ქუჩისთვის მოერიდებინა და ბიჭი ჯარს გაეზარდა. გაუზარდა კიდეც.

ნინო კანდელაკი: „ჩემი მშობლები მაშინ საზღვარგარეთ იყვნენ და „სკაიპით“ ველაპარაკებოდი ხოლმე. იმ დღეს, ლაპარაკი რომ დავამთავრე, რატომღაც არ გამოვედი „სკაიპიდან“, ბედისწერა იყო, ალბათ. უცებ მომდის მესიჯი: „სალამი“. ამდაგვარი მესიჯები „სკაიპში“ უამრავია, მაგრამ ჩემი ყურადღება გვარმა მიიქცია. კი, ნახევარი კახის რაიონი ყულოშვილია, მაგრამ თბილისში იშვიათად არიან. გარდა ამისა, ეწერა ერაყი, ბაღდადი... ეწერა არა, ვთქვათ, ირაკლი, არამედ ერეკლე... მეც მივესალმე და... არა აქვს მნიშვნელობა, სად შედგება შეხვედრა, მთავარია, რომ შედგეს. ხუთი თვე ვკონტაქტობდით „სკაიპით“, შემდეგ ტელეფონითაც და ჩვენი შეუღლება მანამ გადაწყდა, სანამ ჩამოვიდოდა და რეალურად მნახავდა. მე ერეკლეს დავხვდი, როგორც პატარძალი... ცხოვრებაში კიდევ უფრო უკეთესი იყო... ჩამოვიდა 21 ივნისს. არასოდეს დამავიწყდება ის წამი, იღება კარი და გამოდის ერეკლე, ჩემი მეფე ერეკლე. არ ვიცი, მერე რა მოხდა, რამდენიმე წუთი კი არა, 15-20 წუთი აქ არ ვიყავი საერთოდ, საჩუქრები ჩამომიტანა ძალიან ბევრი, მთელი პარკით, მორიდებულად მომცა, საოცრად მორიდებული ადამიანი იყო... უყვარდა სიურპრიზების, საჩუქრების კეთება, ბაღდადიდან მოახერხა და სააღდგომოდ საჩუქრად ციფრული ფოტოაპარატი გამომიგზავნა. როგორც მეუღლეები, სულ 14 თვე ვიყავით ერთად, მაგრამ მისი ხასიათიდან და ქმედებებიდან გამომდინარე, ეს 14 თვე საუკუნის ტოლფასია. თან ამ ხნის მანძილზე უმეტესად პოლიგონზე იყო, ხან ყაზარმული, ხან სწავლებები, ხან სამსახური... არ ვიცი, რაღა დარჩა, მაგრამ იქიდანაც ახერხებდა ყურადღების მოქცევას და არ მქონდა იმის შეგრძნება, რომ ერთი თვე ერეკლე არ იყო ჩემ გვერდით. დღეში 20-ჯერ ვრეკავდით ერთმანეთთან, უცებ დარეკავდა 21-ედ, როგორ ხარო, მკითხავდა. მე ვეუბნებოდი, რომ აი, კინოს ვუყურებ, მენატრები. გენატრებიო? მკითხავდა, მაშინ გამიღე კარიო. არადა ვიცი, რომ არის ახალციხეში, 25 მთის იქით, ვაღებ კარს – დგას ტალახით დასვრილი ჩექმებით, ყვავილებით ხელში... ჩამეხუტებოდა და ისევ წავიდოდა, გამახარებდა, ძალას მომცემდა...“

6 აგვისტოს ნინომ ჩვეულებისამებრ გააცილა ქმარი სამსახურში.

ერეკლემ საღამოს დარეკა და შეატყობინა, რომ შინ ვერ მივიდოდა – გორში გამოიძახეს. ტელევიზორთან ორი სული ნერვიულობს – ცოლი და ჯერაც არშობილი ვაჟი.

ნინო კანდელაკი: „ბოლოს ტელეფონით 7 აგვისტოს, ღამის 12-ის ნახევარზე ვესაუბრე. მითხრა: „ახლა აქ არ არის ისეთი სიტუაცია, რომ მეუღლეს ტელეფონით ველაპარაკო. არაფერზე ინერვიულო, შენს თავსა და ბავშვს გაუფრთხილდიო“. იმ ღამეს უკანასკნელად გავიგე ერეკლეს ხმა“...

8 აგვისტო. დილა. რუსების იერიში ცხინვალზე. ერეკლე ცხინვალის მისადგომებთანაა, ნაძვნარში, ქვეით ბრიგადასთან ერთად.

ალბათ, ხვდება, რომ ვეღარ იხილავს ვერც ცოლს, ვერც მშობლებს, ვეღარც ახლობლებს, მეგობრებს, ვაჟს, რომელსაც სულმოუთქმელად ელოდა... მაგრამ ახლა ამის დრო არაა, საარტილერიო დივიზიას მტრის მდებარეობის კოორდინატებს აწვდის. მისი მიწოდებული ყველა კოორდინატი უტყუარია. მტერი დანაკარგს ვეღარ აუდის. მოგვიანებით დოკუმენტებშიც ჩაიწერება: „მეოთხე ქვეითი ბრიგადის საარტილერიო დივიზიის მეთაურის, კაპიტან ერეკლე ყულოშვილის მიერ მოწოდებულმა კოორდინატებმა მტერს მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა“.

ბრძოლის ველი. ერეკლე გმირულ მაგალითს აძლევს თანამებრძოლებს. გადარჩენილი ჯარისკაცების მეხსიერებაში ასე დარჩება – ფიჭვთან მუხლებზე დაშვებული, რუკითა და რაციით, კოორდინატებს გადასცემს. და მორჩა. გათავდა. იმ ადგილს ნახევარტონიანი „ისკანდერი“ (კასეტური ბომბი) დაეცა.

ცოლმა 10 აგვისტოსვე გაიგო ქმრის განუკვდავების ამბავი. მაგრამ ერეკლეს ცხედრის გადმოსვენება აგვისტოს ბოლომდე ვერ მოხერხდა. მერე კი 4 თვე ცხედრის იდენტიფიცირება გაძნელდა.

„45 ცხედარი გადმოასვენეს. მათი ამოცნობა შეუძლებელი იყო. გულის სიღრმეში მჯეროდა, რომ ამ ცხედრებს შორის ერეკლეც იქნებოდა. ჯოჯოხეთური ოთხი თვე გავიარე. უმძიმესი დღეები, რომელიც ათას წლად მეჩვენებოდა. ყოველ დილით ღმერთს იმას ვთხოვდი, მეუღლის საფლავი მაინც მაღირსე-მეთქი. 9 ოქტომბერი ბედნიერი დღე იყო. დილის ცხრის ნახევარზე, მამის დაღუპვიდან ზუსტად ორ თვეში, ქვეყანას ჩვენი ბიჭი მოევლინა. ერეკლე რატომღაც დარწმუნებული იყო, რომ გოგო გვეყოლებოდა. როცა ექოსკოპიაზე გვითხრეს, რომ ბიჭი იყო, ვკითხე, რატომ გეგონა, რომ გოგო იქნებოდა-მეთქი. რას ვიფიქრებდი, რომ ღმერთი ასე დამასაჩუქრებდა და ბიჭი მეყოლებოდაო, – მიპასუხა. ბიჭს სახელი ერთად შევურჩიეთ – ნიკუშა. მერე მე ძალიან მინდოდა ერეკლეს დარქმევა, მაგრამ მოძღვარმა მირჩია, რაც ერეკლესა და შენ ერთად გქონდათ გადაწყვეტილი, ის დაარქვითო. ნიკუშას თუ ბიჭი ეყოლება, ღვთის წყალობით, ერეკლეს იმას დაარქმევს“.

ნოემბერში ოჯახს „დეენემის“ პასუხი მოუვიდა და გაირკვა – გმირი ერეკლე გმირების გვერდით განისვენებს მუხათგვერდში.

ნინო კანდელაკი: „ხშირად მიკითხავს: როცა მეთაური ხარ, რა ფუნქციები გაქვს-მეთქი? ვისაც ომში წავიყვან, უკან უნდა დავაბრუნოო. ეს პირობა შეასრულა. 400 კაცი წაიყვანა და 400-ივე ოჯახს დაუბრუნა. ერეკლეს დივიზიიდან, ერეკლეს გარდა, სამი ოფიცერი და მძღოლი დაიღუპა. ერეკლეს გვერდით დაეცა ალექსანდრე თანდაშვილიც, არ მოსცილდა. ერაყში გაიცნეს ერთმანეთი, სულ ერთად იყვნენ ომის დღეებში. არ მოშორდა, თორემ ერეკლეს გვერდით არ უნდა ყოფილიყო, როგორც არტილერისტი. 9 აგვისტოს დაიღუპნენ ილია ბარდაველიძე და გიორგი კირაკოზაშვილი. გიორგი კირაკოზაშვილი 9 აგვისტოს შევიდა იქ, სადაც ქართული ჯარი აღარ იყო. შეიძლებოდა, რომ არ შესულიყო, მაგრამ ის მაინც შევიდა და მოახერხა კიდეც ერთი საცეცხლე წერტილის განადგურება, მაგრამ შემდეგ სნაიპერის ტყვიას ემსხვერპლა და დაიღუპა სკოლის ეზოში. ეს 4 ოფიცერი ბრძანების გამო კი არ იყო შესული, ვალს იხდიდა სამშობლოს წინაშე, ეს იყო მათი მოვალეობა, მათი სულისა და გულის ტკივილი...“

თურმე რამდენი ალალი გული ძგერდა. თურმე ჩვენს შორის რამდენი გმირი დადიოდა. ზუსტად იმდენი – რამდენიც ბრძოლის ველზე დაეცა. და კიდევ ისინი, ვინც დღესაც დადიან ჩვენს შორის – აგვისტოში რომ საქართველოსთვის, ჩვენთვის იბრძოდნენ. ვინც ჩვენი ბიჭების გმირობაზე ქირქილებს, საკუთარ, ყორანივით გაშავებულ ნამუსს იხეხავს.



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 11.08.2020
ბოლო რედაქტირება 08.08.2022
სულ რედაქტირებულია 4





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0