სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10555

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
სამაჩაბლო
ალექსანდრე თანდაშვილი დიმიტრის ძე 1971-08 გარდ. 37 წლის, სამაჩბლოში, კაპიტანი ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენოსანი, დაბ. სოფ. ანაგა სიღნაღი ალექსანდრე თანდაშვილი დიმიტრის ძე 1971-08 გარდ. 37 წლის, სამაჩბლოში, კაპიტანი ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენოსანი, დაბ. სოფ. ანაგა სიღნაღი ალექსანდრე თანდაშვილი დიმიტრის ძე 1971-08 გარდ. 37 წლის, სამაჩბლოში, კაპიტანი ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენოსანი, დაბ. სოფ. ანაგა სიღნაღი

1971-2008 წწ. გარდ. 37 წლის

ბმულის კოპირება

სამაჩაბლო

გვარი თანდაშვილი სია

სიღნაღი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

41       ბეჭდვა

ალექსანდრე თანდაშვილი დიმიტრის ძე 1971-08 გარდ. 37 წლის, სამაჩბლოში, კაპიტანი ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენოსანი, დაბ. სოფ. ანაგა სიღნაღი

ალექსანდრე თანდაშვილი დიმიტრის ძე კაპიტანი ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენოსანი, 2008 წ.


 ის ალალბედზე გადაურჩა რუსი „სალდათის“ ორლესურ ნიჩბებს 9 აპრილს.

ის ბეწვზე გადაურჩა სიკვდილს აფხაზეთის ომში და ვეღარ გადაურჩა შარშან რუსეთის თავდასხმას.

ალექსანდრე თანდაშვილი დღე-დღეზე 37 წლის უნდა გამხდარიყო. 19 წლიდან მოყოლებული ფორმა

არ გაუხდია – იყო სპეცრაზმელი, მესაზღვრე, მშვიდობისმყოფელი ერაყში, ბოლოს ვაზიანში მსახურობდა და სიცოცხლე ცხინვალში დაასრულა. იყო იმ პოზიციაზე, სადაც ყოფნას არავინ და არაფერი ავალებდა, მხედრული გულის გარდა.

მან თავის გასავლელი გზა კაცურად გაიარა.

ახლახან თბილისში, მეტრო სამგორთან, საბაგიროს ქუჩას მისი სახელი მიენიჭა. თავად მას – გორგასლის პირველი ხარისხის ორდენი... განისვენებს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე...

ოფიციალურად ალექსანდრე ერქვა, დედა ალიკას ეძახდა, ძმა და მეუღლე – ალეკოს...

დაიბადა ქიზიყში, სოფელ ანაგაში, დიმიტრი და ლენა თანდაშვილების ოჯახში. წლინახევრის იყო, ოჯახი რომ თბილისში გადმოვიდა საცხოვრებლად.


დედა: „სანზონაში ვცხოვრობდით, სკოლაც აქ დაამთავრა, ვერ ვიტყვი, რომ ბრწყინავდა, მაგრამ მასწავლებლებს ძაან უყვარდათ, საშუალოდ სწავლობდა, ძიუდოში ვარჯიშობდა. სკოლის დამთავრების შემდეგ ფიზკულტურის ინსტიტუტში ჩააბარა, თან ჭიდაობდა“.

სწორედ ვარჯიშიდან ბრუნდებოდა, 1989 წლის 8 აპრილს აქციას რომ შეუერთდა და ზურგზე მოკიდებულმა სპორტულმა ზურგჩანთამ რომ გადაარჩინა – რუსი ჯარისკაცის მოქნეული ნიჩაბი ჩანთამ შეაკავა.

ნიჩაბს გადაურჩა, მაგრამ მსუბუქად მაინც მოიწამლა...

დედა: „ჭიდაობაზე შეარჩიეს ბიჭები და ალიკა აიყვანეს სპეცრაზმ „ალფაში“. მე არ მინდოდა, წინააღმდეგი ვიყავი, მაგრამ თვითონ ასე ჰქონდა გადაწყვეტილი. ასეთი იყო, რასაც მოინდომებდა, ბოლომდე აკეთებდა. 19 წლის იყო მაშინ. მას მერე სულ ჯარში მსახურობდა, ოჯახში მისი დაბადების დღე აღარ გადაგვიხდია, სულ აღმა-დაღმა დადიოდა. მერე დაიწყო აფაზეთის ომი, იბრძოდა, მისი რაზმიდან პირველი დაჭრილი იყო. უმძიმესი ტრავმა მიიღო, ფეხზე არტერია ჰქონდა გაგლეჯილი, მარცხენა ხელზე გამავალი ჭრილობები... თვენახევარი იწვა ქუთაისის საავადმყოფოში...“

დათო თანდაშვილი, ძმა: „ალეკოს აფხაზეთში დაჭრის ამბავი პირველად მე გავიგე და გავვარდი ქუთაისში, 18 წლის ვიყავი, გარეგნობით ძალიან ვგავდი ალეკოს და საავადმყოფოში რომ შევედი, ექთნები თოკით გამომიდგნენ. ეგონათ, ალეკო წამოხტა ახლად ნაოპერაციები. მერე მიხვდნენ და პალატამდე მიმაცილეს, მითხრეს, ჯერაც არ მოსულა გონზეო. რომ შევედი, პირველად გაახილა თვალი და დღემდე მახსოვს, რომ მითხრა – ვიცოდი, პირველი შენ მოხვიდოდიო...“

თვენახევრის შემდეგ ქუთაისის საავადმყოფოდან გამოწერეს. თბილისში ჩამოსულს დახვდა  უშუქობა, უტრანსპორტობა, უპურობა და უსულგულობა. დედამისი იხსენებს, რა გოლგოთას გადიოდნენ სანზონიდან ისნამდე, როცა ჰოსპიტალში გადახვევაზე მიდიოდნენ. მეტრო ჩერდებოდა, შესვლა შესწრებაზე იყო, ერთხელ მემანქანეს ვთხოვე, შეხვევაზე გვაგვიანდება, ეგებ თქვენს კაბინაში შეიყვანოთ-მეთქი, შემომიღრინა, აქ ყველა დაჭრილია და მე რომელი ერთი წავიყვანოო. როგორც იქნა, შევაღწიეთ ვაგონში“...

შეაღწიეს ვაგონში, ძლივს დასვა – ფეხზე დიდხანს დგომა არ შეიძლებოდა, მაგრამ ვიღაც დომინოს თამაშისგან დაღლილმა ბიძამ „დაანამუსა“: არცა გრცხვენია, ასაკოვანი კაცი ფეხზე ვდგავარ, შენ ზიხარო.

„წამოდგა, მოუბოდიშა, ცოცხალი თავით აღარ დაჯდა... ისეთი წლები იყო, არავის აინტერესებდა, შენ რომ დაჭრილი იყავი... ისევ ჩადგა მწყობრში. ვერც ამ დაჭრამ ვერ შეაცვლევინა გადაწყვეტილება. მეომრად დავიბადე, მე სხვა გზას ვერ ავირჩევო“.

იარაღი ბავშვობიდან ჰყვარებია, ნებისმიერ იარაღს დაგიშლიდა და აგიწყობდაო, – ამბობს მამამისი. ძმა, დათო აკონკრეტებს, ბიძაჩემი მონადირე კაცია, იმას დაჰყვებოდა, სანადირო თოფებით დაიწყო იარაღის სიყვარულიო... მამამისს თან ეცინება, თან თვალზე ცრემლი ადგას, ისე იხსენებს, როგორ გააკეთა პატარა ალიკამ თავისი ხელით მშვილდი, თან ისეთი მაგარი, გასროლილი ისარი ხეში ღრმად ესობოდაო.

ომის შემდეგ სასაზღვრო ჯარში დაიწყო მუშაობა. სწორედ აფხაზეთში ნაომარი ბიჭების თაოსნობით ჩამოყალიბდა სასაზღვრო ჯარის სწრაფი რეაგირების რაზმი – „მოტომანი“. შემდეგ საქართველოს საზღვრებს იცავდა.

მამა: „მისი ამბები ძმაკაცებისგან ვიცოდით, თორემ თვითონ ბევრს არ ლაპარაკობდა. რომ ჰკითხავდი, შვილო, როგორაა საქმე, ყველაფერი კარგადაა, ყველაფერი ნორმალურადააო, გეტყოდა. წუწუნს ვერ გაიგებდი. ამაყობდა ქიზიყელობით“...

სასაზღვრო ჯარში მსახურობდა, უკვე ასმეთაური იყო, მასზე 8 წლით უმცროსი, 17 წლის თამუნა რომ გაიცნო. თამუნას ბიძაშვილის მეუღლეც მესაზღვრე იყო, ალეკოსთან ერთად მსახურობდა ფოლადაურში, თამუნამაც იქ გაიცნო ალეკო. თამუნას ეგონა, რომ ალეკოს, უბრალოდ, მოეწონა და მორჩა. მაგრამ არაფერიც არ მორჩა. იყო ბევრი ყვავილი, სიურპრიზი და 8 თვის თავზე ქორწინება. საჩუქრები და სიურპრიზები არც ქორწინების მერე მოუკლია მეუღლისთვის.

„ენით ვერ ავწერ, იმხელა სიყვარული შეეძლო. 10 წელი ცოლ-ქმარი ვიყავით და ერთი წამით არ შენელებულა, არ გაცვეთილა ჩვენი გრძნობა“.

ალეკოს ერთადერთი ქალიშვილი დარჩა – ანა. ანა ათი წლისაა და კარგად ხვდება, რა ტრაგედიაც დაატყდა.

ალექსანდრე თანდაშვილს ვაზიანში მუშაობა ომამდე სულ რაღაც 2 თვით ადრე დაუწყია. ერაყში ყოფნისას გაიცნო და დაუმეგობრდა ერეკლე ყულოშვილს. ერეკლეს შეუთავაზებია ვაზიანში გადასვლა და საქართველოში დაბრუნების შემდეგ გადასულა კიდეც. თამუნა იხსენებს, რომ ივლისის ბოლოს ზღვაზე წასულან დასასვენებლად: „მეგობრებმა მოვილაპარაკეთ, რომ ბავშვები არ წაგვეყვანა და მხოლოდ მეუღლეებთან ერთად წავსულიყავით. თბილისში 3 აგვისტოს ჩამოვედით, ბავშვი სოფელში გვყავდა გაგზავნილი და მე მასთან წავედი, ალეკო თბილისში დარჩა“.

ძმას – დათოს ალეკო სწორედ ზღვაზე წასვლამდე უნახავს და გამომშვიდობების მერე, რატომღაც მიბრუნებულა და გადახვევია, ალბათ, გულმა მიგრძნო, რომ ჩემს ძმას ბოლოჯერ ვხედავდიო, მეუბნება.

დედას კი ალეკო ბოლოს სწორედ ზღვიდან დაბრუნებული უნახავს:

„სანახავად მოვიდა ჩემთან, ბავშვს, ანას დაბადების დღე ჰქონდა, საჩუქარი გაატანა თამუნას. პატარა სუფრა გავშალე, ანა დავლოცოთ-მეთქი. მარტო მე, ჩემი მეუღლე და ალეკო ვიყავით. ეს იყო ჩვენი ბოლო შეხვედრა, გემრიელად გველაპარაკა, ხან რა მოგვიყვა, ხან – რა. მოვესიყვარულეთ ერთმანეთს. მაიმედებდა, ყველაფერი კარგად იქნებაო.

სახლი არ ჰქონდა, ამ ბინაში ორი ძმა ვერ დაეტეოდა, მეუღლის მშობლებთან ცხოვრობდა, სესხი აიღო, მეუღლის კორპუსში მანსარდაში ფართი შეიძინეს, ბინა უნდა აეშენებინა, პროექტი თავისი ხელით დახაზა, მამამისსაც დაუხატა აქ, ასეთი სახლი უნდა გავაკეთოო. მეოცნებე იყო, ძალიან უნდოდა, საკუთარი სახლი ჰქონოდა... მე სოფელში გასვენებაში წავედი, 7 აგვისტოს ჩამოვედი, ჩამოვედი თუ არა ტელეფონის ზარი იყო.

დედა, მივდივარო. მე მეგონა, პოლიგონზე მიდიოდა... ისე ლაპარაკობდა, თითქოს თავის თავი ენანებოდა... რომ ჩამოხვალ, აუცილებლად შემომეხმიანე-მეთქი. აბა, რას ვიზამო. თურმე ომში მიდიოდა. ჩვენ არ გაგვაგებინა...“

6 აგვისტოს ბიძაშვილის საფრანგეთიდან ჩამოსვლა აღუნიშნავთ რესტორანში.

თამუნა: „გვიან დამირეკა, ძალიან გახარებული იყო, ყველა მალაპარაკა. ეს იყო ჩვენი ბოლო ლაპარაკი. მისულა სახლში, დაწოლილა და ღამის 2 საათზე გამოუძახიათ კიდეც... მე მესხეთში ვიყავი, ვეღარ მოვდიოდი, ვნერვიულობდი, 9 აგვისტოს გავიგე, რომ ერეკლე ყულოშვილი დაღუპულა, მხოლოდ ერეკლეს დაღუპვა გავიგე, არადა, თურმე ერთად დაღუპულან 8 აგვისტოს ერეკლე და ალეკო. ვეღარ მოვითმინე, წამოვედი თბილისში, მერე აქ მოვიდა სამხედრო პირი ვაზიანიდან, ვისაც გარდაცვლილთა სიები ჰქონდა, მითხრა, რომ ალეკო ამ სიაში იყო...“

ოჯახმა იცოდა, რომ ალეკო დაიღუპა, მაგრამ არ იყო ცხედარი და არც ის იცოდნენ ზუსტად, რა ვითარებაში დაიღუპა. ვერსიები მრავალი იყო – რომ სნაიპერმა ესროლა; რომ დაბომბვაში მოყვა; ზოგი უყვებოდა, ერეკლეს გამოსაყვანად შევიდაო; ზოგი – დაინახა, როცა ერეკლე ყულოშვილი შედიოდა, თვითონაც ჩაუჯდა მანქანაში, ერეკლე ეჩხუბებოდა, დარჩიო, მაგრამ არ მიატოვა და შეჰყვაო... მამამისს ისიც მოუყვნენ, როგორ უნახავთ ალეკო და ერეკლე მკვდრები – გოჩა და ხვიჩასავით...

ცხედარი ვერ იპოვეს და დაკარგულების სიაშიც ეწერა. ნოემბრის ბოლოს დეენემის პასუხით გაირკვა, რომ ალექსანდრე თანდაშვილი მუხათგვერდშია დასაფლავებული, რომ მისი ცხედარი მალევე გადმოუსვენებიათ.

დედა: „2008 წლის მერვე თვის რვა რიცხვში დაიღუპა ჩემი შვილი, ჩვენი ბინაც რვა ნომერია და მისი საფლავის ნომერიც...“

დედამისი მაჩვენებს ალეკოს ხელით უფრო დახატულ, ვიდრე დახაზულ ბინის პროექტს, ტირის და ყვება, როგორ ცდილობს, არ გაეღვიძოს, როცა სიზმარში ალიკას ხედავს. თამუნაც ტირის, როცა ღამღამობით პატარა ანას ქვითინი ესმის...



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 11.08.2020
ბოლო რედაქტირება 26.08.2022
სულ რედაქტირებულია 4

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 03.12.2021
სულ რედაქტირებულია 1



მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0