სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10421

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
სამაჩაბლო
კახაბერ ხუბულური ირაკლის ძე 1988-08 გარდ. სამაჩბლოში დაბ. გორი ქართლი კახაბერ ხუბულური ირაკლის ძე 1988-08 გარდ. სამაჩბლოში დაბ. გორი ქართლი

1988-2008 წწ. გარდ. 20 წლის

ბმულის კოპირება

სამაჩაბლო

გვარი ხუბულური სია

გორი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

7       ბეჭდვა

კახაბერ ხუბულური ირაკლის ძე 1988-08 გარდ. სამაჩბლოში დაბ. გორი ქართლი

კახაბერ ხუბულური ირაკლის ძე  კაპრალი ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენოსანი, 2008 წ.


 დედამ არ იცის, სად და რა ვითარებაში მოუკლა პირსისხლიანმა მტერმა შვილი... მტერს გააფთრებული ებრძოდა, ტყვედ რომ ჩავარდა თანამებრძოლებთან ერთად... „ტელევიზორში უჩვენებიათ კადრები. ჩემს ნაცემ, და დასისხლიანებულ კახას, ერთი დაჭრილი ბიჭი ჰყავდა აკიდებული... თანამებრძოლებთან ერთად მტერს მიყავდა...“



დედა ამაოდ ელოდა თავის ერთადერთ შვილს...

კახა ხუბულური 20 წლის იყო...

დედისერთა იყო, მშობლებს ცა უნათდებოდათ მის დანახვაზე, მაგრამ არ ათამამებდნენ. არც თავად იყო თავნება და მოთავისე. წყნარი და მშვიდი ბავშვი ყოფილა. სწავლობდა გორის მეთერთმეტე სკოლაში. ჯერ კიდევ პატარა ბიჭუნა იყო თავისუფალ ჭიდაობაზე რომ შეუყვანიათ. წარმატებებიც ჰქონია.

18 წელი შეუსრულდა თუ არა, ჯარში გამოიძახეს. დედამ ელვის სისწრაფით აიღო ცნობა, რომ მისი ვაჟი დედისერთა იყო, მაგრამ ვაჟმა ეს ცნობა დედის თვალწინ დახია და ჯარში წავიდა.

იზოლდა ხუბულური, კახას დედა: „მითხრა, დედა, წავალ სავალდებულოს მოვიხდი და მერე სადმე დავიწყებ მუშაობასო... 10 თვე მსახურობდა ბათუმში. სავალდებულო რომ მოიხადა, დაგვირეკა და გვითხრა, კონტრაქტზე მინდა გადასვლაო. არ მინდოდა, რომ წასულიყო, ეგ ერთი მყავდა და არ მემეტებოდა... არაფერი მითქვამს, წინააღმდეგობაც არ გამიწევია. რადგან თვითონ ძალიან მოწადინებული და მონდომებული იყო, აღარ დავუშალეთ....“

კახა ხუბულური მეოთხე ბრიგადაში გაანაწილეს.

პირველი ხელფასი ოჯახს მოახმარა.

დედა: „იცოდა რომ ძალიან ბევრს ვშრომობდი და ყველანაირად გვერდში მედგა.

6 თვით ნიქოზში იყო სამშვიდობო მისიით. მანამდე წვრთნებზე სენაკში, სულ 7-8 თვე იმსახურა, შინ იშვიათად მოდიოდა, მეტყოდა ხოლმე, დედა, შენი დარდი მაქვს, თორემ სახლში საერთოდ აღარ მოვიდოდიო. ჯარის მკაცრ ცხოვრებას გმირულად და მამაცურად იტანდა... არასოდეს დაუწუწუნია. შემოდგომით ერაყში უნდა წასულიყო. დიდი გეგმები ჰქონდა. სახლის მეორე სართული გასამართი გვაქვს, იმის გამართვას და დაოჯახებას აპირებდა, მეზობლებისთვის საიდუმლოდ უთქვამს. ჩვენთან ამ თემაზე არ საუბრობდა. ტელეფონზე ვიღაცას ხშირად ელაპარაკებოდა და ვხვდებოდი, რომ ვიღაც უყვარდა... ერთხელ ტელეფონზე საუბარს, რომ მორჩა, ვუთხარი, თუ გიყვარს დედა, ადექი და მოიყვანე-მეთქი. გაიცინა... კახას, ღიმილის ბიჭს ეძახდნენ... გეგმები ბევრი ჰქონდა, მაგრამ...“

მაგრამ დაიწყო ომი და მოუსწრაფა სიცოცხლე...

დედა: „ბოლოს სახლში 2 აგვისტოს მოვიდა. შაბათი დღე იყო, კარგად მახსოვს... ღამის 12 საათი იყო და ფანჯარაზე მომიკაკუნა. როცა სახლში მოდიოდა ფანჯარაზე მომიკაკუნებდა და ვხვდებოდი, რომ ის იყო, დედა მოუკვდეს... ცოტა ნასვამი იყო. ოთახის კარებთან ჩაიცუცქა და მითხრა, ძმაკაცი აღარ მოგვეშვა და საქეიფოდ წავედითო. მთხოვა, დედი, იქნებ ფორმა გამირეცხო, ხვალ დილისთვის გაშრებაო... შუაღამისას გავურეცხე ტანსაცმელი. თურმე ბოლო თხოვნა იყო, დედა მოუკვდეს.... რა ვიცოდი, რომ ჩემს შვილს საბოლოოდ ვურეცხავდი ტანსაცმელს... სახლიდან რომ გავიდა, რაღაც დაღონებული მეჩვენა. ვუთხარი კიდეც, კახა, ნეტა საერთოდ არ წასულიყავი ჯარში-მეთქი. ლოყაზე თითი ჩამომისვა, მომეფერა და წავიდა. უკან აღარც მოუხედია... როგორც კი სახლიდან გავიდა, გულმა რეჩხი მიყო, ეს სიტყვები ამოვიჩემე, ვაიმე კახა, დედა მოგიკვდეს-მეთქი... მერე ჩემს თავზე გავბრაზდი, ცოცხალ შვილს როგორ დავტირივარ-მეთქი... ვერ ვხვდებოდი რა მემართებოდა...“

7 აგვისტოს გზად მიმავალმა დედამ, ტანკების კოლონას რომ თვალი მოჰკრა, თავზარდაცემულმა მაშინვე შვილს დაურეკა: „7 საათი იყო. როგორ ხარ დედა, ფრთხილად იყავი-მეთქი... ნახევარი საათის შემდეგ უკვე აღარ გადიოდა ზარი. გათიშული ჰქონდა ტელეფონი....“

ამ დროს კახა, თანამებრძოლებთან ერთად უკვე ცხინვალის მისადგომებთან იბრძოდა... 8 აგვისტოს ტყვედ ჩავარდა...

დედა: „არავის უნახავს სად და როგორ მოკლეს ჩემი შვილი. არც იმ გადარჩენილ ტყვეებს... მჯეროდა, რომ ცოცხალი იქნებოდა და მალე დამიბრუნდებოდა, მაგრამ დეენემის ანალიზით ამოიცნეს. უკვე მუხათგვერდში იყო დაკრძალული... 27 ნოემბერს დაგვირეკეს... ამ დღეს დასრულდა ჩემი ცხოვრებაც...“

20 წლის კახა ხუბულური დღეს აგვისტოს ომის გმირია, სამშობლოსთვის თავგანწირული, რომლის სახელიც ისტორიამ უკვდავყო.

http://cyc.ge/%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%92%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98-%E1%83%99%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%91%E1%83%94%E1%83%A0/


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 11.08.2020
ბოლო რედაქტირება 26.08.2022
სულ რედაქტირებულია 2

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 01.09.2021
სულ რედაქტირებულია 1



მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0