სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10500

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
სამაჩაბლო
გიორგი ჯოჯუა თეიმურაზის ძე 1980-2008 გარდ. სამაჩბლოში დაბ. სოხუმი აფხაზეთი ცხოვრ. სენაკი გიორგი ჯოჯუა თეიმურაზის ძე 1980-2008 გარდ. სამაჩბლოში დაბ. სოხუმი აფხაზეთი ცხოვრ. სენაკი გიორგი ჯოჯუა თეიმურაზის ძე 1980-2008 გარდ. სამაჩბლოში დაბ. სოხუმი აფხაზეთი ცხოვრ. სენაკი

1980-2008 წწ. გარდ. 28 წლის

ბმულის კოპირება

სამაჩაბლო

გვარი ჯოჯუა სია

სოხუმი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

39       ბეჭდვა

გიორგი ჯოჯუა თეიმურაზის ძე 1980-2008 გარდ. სამაჩბლოში დაბ. სოხუმი აფხაზეთი ცხოვრ. სენაკი

გიორგი ჯოჯუა თეიმურაზის ძე  კაპიტანი ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენოსანი, 2008 წ.


 თორმეტი წლის იყო მშობლიური სოხუმი რომ დაატოვებინა მტერმა... 28 წლისას იგივე მტერმა სიცოცხლეც მოუსწრაფა.

სიყმაწვილე გაილია დევნილობაში. აფხაზეთიდან გადმოსული სენაკში ცხოვრობდა. სენაკში დაამთავრა სკოლა. ჩააბარა სამხედრო აკადემიაში.

22 წლის იყო ქობულეთში მომავალი მეუღლე რომ გაიცნო. გაცნობიდან ხუთ თვეში დაოჯახდნენ, ერთად 5 წელიწადს იცხოვრეს. 2 ვაჟი დატოვა ამქვეყნად...




„ძალიან ბედნიერი იყო, ბიჭი რომ გვეყოლა. ოცნებობდა აფხაზეთში დაბრუნებაზე, ოცნებობდა შვილებზე და უნდოდა ბიჭებსაც სამხედრო კარიერა ჰქონოდათ... უმცროსი ამბობს, რომ გავიზრდები ჯარში უნდა წავიდეო...“ – იხსენებს მეუღლე...

არც გიორგისთვის დაუშლია მამამისს ჯარში სამსახური, არ დაუშლია იმიტომ, რომ თავადაც იარაღით ხელში ებრძოდა ვერაგ მტერს აფხაზეთში...

კაპიტანი გიორგი ჯოჯუა მეოთხე ბრიგადაში მსახურობდა. სექტემბერში ერაყში უნდა წასულიყო. მაგრამ დაიწყო ომი და ერაყი მხოლოდ ალიბად იქცა – შეშფოთებული მეუღლის დასამშვიდებლად – სწავლებებზე ვარ, ხომ იცი ერაყში მივდივარო... „ამას ისე დამაჯერებლად მეუბნებოდა, ეჭვი არ შემიტანია... ცდილობდა რომ წინ წასულიყო, სამხედრო კარიერა გაეგრძელებინა. უნდოდა, რომ ყველაფრისთვის თვითონ მიეღწია. უნდოდა, რომ სამშობლოს გამოსდგომოდა...“ - იტყვის მეუღლე.

კაპიტანი ჯოჯუა შინიდან ბოლოს 4 აგვისტოს გავიდა. ოჯახს ამშვიდებდა. უმალავდა რომ ომში იყო. „ჩვენ გვეუბნებოდა რომ გორში იყო, მაგრამ ცხინვალში იბრძოდა...“ - იტყვის ჯარისკაცის მამა...

ჯარისკაცის ქვრივი: „9 აგვისტოს დილით ველაპარაკე, 10 –11 საათზე. საშიშროება თუ იყო რამე, არ გვეუბნებოდა, უფრო გვიან რომ დავურეკე, არ გვპასუხობდა... რა ვითარებაში დაიღუპა არ ვიცით, არავის უნახავს... თებერვალში დეენემის ანალიზით გავიგეთ მისი გარდაცვალება... ნოემბერში გადმოსვენებულ 17 ბიჭს შორის იყო... ცხოვრება მძიმე და აუტანელია მის გარეშე, მაგრამ ორი ვაჟი დამიტოვა... ვზრდი მათ... ვცდილობ ისე გავზარდო, რომ მუდამ ახსოვდეთ მამა...“



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 11.08.2020
ბოლო რედაქტირება 26.08.2022
სულ რედაქტირებულია 4

ნანუკა ღვინაშვილი
ნანუკა ღვინაშვილი ბოლო რედაქტირება 13.09.2021
სულ რედაქტირებულია 1



მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0