სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10421

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
სამაჩაბლო
გელა თიგიშვილი ვაჟას ძე 1972-08 გარდ. სამაჩბლოში დაბ. სოფ. კოდისწყარო კასპი

1972-2008 წწ. გარდ. 36 წლის

ბმულის კოპირება

სამაჩაბლო

გვარი თიგიშვილი სია

კასპი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

8       ბეჭდვა

გელა თიგიშვილი ვაჟას ძე 1972-08 გარდ. სამაჩბლოში დაბ. სოფ. კოდისწყარო კასპი

 გელა თიგიშვილი უფროსი სერჟანტი ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენოსანი, 2008 წ.


 გელა თიგიშვილი ცხინვალთან, რუსეთის საავიაციო იერიშის დროს დაიღუპა. მოწინავე პოზიციაზე მდგარა თანამებრძოლებთან ერთად. არავინ იცის, სნაიპერმა იმსხვერპლა თუ ჭურვმა. ბიჭებმა ის უკანასკნელად ბრძოლის ველზე გარდაცვლილი ნახეს, მაგრამ ცხელი წერტილიდან ვერ გამოიყვანეს. ოჯახმა ის უნახავად დაიტირა. ბოლო საუბარი მეუღლესთან 7 აგვისტოს ჰქონდა.


 გელა თიგიშვილი

ირმა ჯაფარიძე, მეუღლე: „6 აგვისტო რომ თენდებოდა, გამოიძახეს და მას შემდეგ აღარ მინახავს. სახლიდან გასვლის წინ და შემოსვლისას ერთმანეთს ვკოცნიდით ხოლმე. იმ ღამესაც კოცნით დავემშვიდობეთ ერთმანეთს. სახლიდან რომ გავიდა, ისე მშვიდად დამეძინა, ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ შეიძლებოდა, უბედურება დაგვმართოდა. რომ დავრეკე, მითხრა, გორში ვარო და ცხინვალთან ყოფილა. ეგ რომ ნამდვილად გორში ყოფილიყო, დღეს ცოცხალი იქნებოდა. ბევრი ამბობს, მკვდარი ვნახეთ გელაო, მაგრამ გარდაცვლილი ვერავინ იპოვა. გადმოცემითა და ვერსიებით ვიცი, რომ სამხედრო პიკაპში მასთან ერთად კიდევ ოთხი სამხედრო იჯდა... ვინც მას ახლდა, ყველა ცოცხალია. საჰაერო დაბომბვა რომ დაიწყო, დაიფანტნენ. სნაიპერმა მოკლა თუ დაიბომბა, არაფერი არ არის ცნობილი. 7 აგვისტოს ველაპარაკე ბოლოს და მას შემდეგ აღარანაირი კავშირი არ მქონია.


სულით მებრძოლი ადამიანი იყო ჩემი ქმარი და ზუსტად ვიცი, არაფერზე უკან არ დაიხევდა.

წოდებით უმცროსი სერჟანტი იყო. ვაზიანის მეოთხე ბრიგადაში მსახურობდა. ჯერ უზრუნველყოფის ბატალიონში დაიწყო მუშაობა, მერე კავშირგაბმულობაში გადავიდა. ძალიან უყვარდა თავისი საქმე. სულით პატრიოტი იყო“.

გელა თიგიშვილი 1972 წლის 25 მაისს სოფელ კოდისწყაროში დაიბადა. 14 წლის რომ იყო, თბილისში წამოვიდა სოფლიდან. ფიზკულტურულზე სწავლობდა.

სავალდებულო სამსახურში უკრაინაში გაიწვიეს. წელიწადი და 6 თვე თბილისში იმსახურა. აფხაზეთის ომშიც იბრძოდა. კოსოვოც მოიარა.

ირმა ჯაფარიძე, მეუღლე: „ცოლად რომ გავყევი, აფხაზეთი უკვე მოვლილი ჰქონდა და სამხედრო პოლიციაში მუშაობდა. ერთად 15 წელი ვიცხოვრეთ. ორი შვილი გვყავს – ბიჭები. უფროსი 16 წლის არის. პატარა – 11-ის. ჯარი მისი მოწოდება იყო. მებრძოლი სულის ადამიანი იყო. კონტრაქტის დასრულებამდე ორი წელი ჰქონდა დარჩენილი და ამბობდა, გავაგრძელებ კიდეცო. 36 წლის დაიღუპა.

ისე უცბად მოხდა ყველაფერი, რომ ახლაც სიზმარში მგონია თავი“.

გელას ბევრი ოცნება დარჩა აუხდენელი. შვილებისთვის მომავლის აწყობას გეგმავდაო, – იხსენებს მეუღლე. გელამ შვილებს ვაჟკაცის სახელი დაუტოვა, სამშობლოს კი უსაფლავო გმირად ჩაბარდა სამუდამო ტყვეობაში.


გელა თიგიშვილის ოცნება ცხინვალში ცხოვრება იყო

აფხაზეთის ომშიც გაიპარა და არც ის უთქვამს ოჯახისთვის, ცხინვალის რეგიონში რომ შეჰყავდათ გამოცხადებული განგაშის შემდეგ. სამი თვე ჭიშკართან ელოდა დედა. ოთხი წელი ტანზე არ გაუხდია, არ ვიცი, ჩემი შვილი სად არის და როგორ არის, მე ლოგინში როგორ დავწვეო?! ოთხი წლის შემდეგ მიუყვანეს 2008 წლის რუსეთ საქართველოს  ომში გმირულად დაღუპული შვილი - გელა თიგიშვილი. ყველა ფორმიანს ვეფერები, ჩემი შვილი მგონია, - გვეუბნება ქეთევან ნიკოლიშვილი და ის ერთადერთი შვილმკვდარი დედა არ არის, რომელიც ასე ფიქრობს...

გელა თიგიშვილი 1972 წლის 25 მაისს სოფელ კოდისწყაროში დაიბადა. სამხედრო სავალდებულო სამსახური უკრაინაში მოიხადა. საბჭოთა ჯარიდან დაბრუნებულს, სამშობლო გათავისუფლებული დახვდა. გადაწყვიტა, დამოუკიდებელი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში შესულიყო. ასე მოხვდა თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის მთავარი სამმართველოს სპეციალური დანიშნულების რაზმში. ამ ხანში აფხაზეთის ომმა მოუსწრო. არც დაფიქრებულა, ისე წავიდა სამშობლოს ერთიანობისათვის დასაცავად. მთელი ომის განმავლობაში იბრძოდა, იქიდან უვნებელი დაბრუნდა. სამხედრო საქმეზე შეყვარებული, 2006 წელს კვლავ დაუბრუნდა შეიარაღებულ ძალებს. ომგამოვლილი ჯარისკაცი კოსოვოს სამშვიდობო მისიაშიც მონაწილეობდა. 

აგვისტოს ომამდე  უფროსი სერჟანტი გელა თიგიშვილი მე-4 ქვეით ბრიგადაში მსახურობდა. ჯერ უზრუნველყოფის, შემდეგ კი - კავშირგაბმულობის ბატალიონში. 2008 წლის 6 აგვისტოს, გამთენიისას, სამხედრო ნაწილში გამოიძახეს. სახლში ასეთ გამოძახებას მიჩვეულები იყვნენ. არც ამჯერად გაკვირვებიათ. გელა ჩვეულებრივ დაემშვიდობა მეუღლეს და ნაწილში გამოცხადდა. ეს დამშვიდობება ორივესთვის უკანასკნელი აღმოჩნდა. 

ირმა ჯაფარიძე, გელა თიგიშვილის მეუღლე: „რომ დავურეკე, მითხრა, გორში ვარო. სიმანდვილეში ცხივნალთან ყოფილა. გორში რომ ყოფილიყო, დღეს ცოცხალი იქნებოდა. გადმოცემით ვიცი, „პიკაპში“ მასთან ერთად კიდევ ოთხი სამხედრო იჯდა. ვინც მას ახლდა, ყველა ცოცხალია. საჰაერო დაბომბვა რომ დაიწყო, დაიფანტნენ. სნაიპერმა მოკლა თუ დაბომბვაში მოხვდა, ამის შესახებ არაფერი ვიცით. 7 აგვისტოს ველაპარაკე ბოლოს და მას შემდეგ აღარანაირი კავშირი აღარ მქონია. ეს კი ვიცი, სულით მებრძოლი იყო ჩემი ქმარი და უკან არაფერზე დაიხევდა“. 

მეომრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ბევრი სხვადასხვა ვერსია გავრცელდა. ერთ-ერთი ვერსიით, სანიტარულ ნაწილს იგი ცხინვალთან ახლოს მდებარე ნაძვნარიდან დაჭრილების გამოყვანაში ეხმარებოდა. ამ დროს კი ბომბი ჩამოვარდნილა...

„ბოლოს ცხინვალიდან დამირეკა, - იხსენებს გელას მეგობარი და თანამებრძოლი, ვაჟა კენტელაძე, - მე რაც დავკარგე, იმას ვუბრუნებ საქართველოს, შენ რას შვრებიო? - მეც მოვდივარ, მალე ჩამოვალ-მეთქი, ვუთხარი. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს გელა ძალიან ახლოს იყო ჩემთან. ალბათ, სწორედ იმ დროს დაიღუპა, ეს მისი ბოლო ზარი იყო“.

ბიჭებმა ერთად გამოიარეს აფხაზეთის ომი. ბოლო დღეებში ვაჟა დაჭრილი გამოუყვანიათ სოხუმიდან. გელა თავისი ფეხით წამოსულა. აქ გაიყარა მათი გზები. თუმცა გულით მუდამ ერთად იყვნენ. ვაჟა მეგობრის საფლავს ხშირად აკითხავს სოფელ კოდისწყაროში. სწორედ იქ გაგვიმხილა გელას ის აუხდენელი ოცნება, რასაც შეეწირა ჯარისკაცი. „გელას ოცნება ცხინვალის შემოერთება იყო, იქ უნდოდა, ეცხოვრა. მე კი ვთვლი, რომ თავის თავში მან საქართველო უკვე გააერთიანა“, - ტკივილნარევი სიამაყით ამბობს ვაჟა.

გელას დედა ცხინვალელია. არეულობის დროს დედისეული სახლი დაუკარგავს ცხინვალში. სანახევროდ ცხინვალში გაზრდილს, იმ სახლში შესვლის სურვილი მოსვენებას არ აძლევდა, სწორედ ამ სურვილმა გაუღო იმ ქვეყნის კარი და მისი სახელი სამუდამოდ ჩაწერა ქართველ გმირთა სიაში.

ოთხი წლის განმავლობაში ყოველი მანქანის ხმაზე ჭიშკრისკენ გარბოდა შვილის ლოდინში თვალებამოღამებული დედა, იქნებ გელა მოჰყავთო. ერთ ავბედით დღეს, ომის დამთავრებიდან ოთხი წლის შემდეგ, მართლა მიუტანეს შვილის ნეშტი...

გელა თიგიშვილი სიკვდილის შემდეგ ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენითა და მედლით, „სამშობლოსთვის თავდადებული“ დაჯილდოვდა. მას ორი შესანიშნავი ვაჟკაცი დარჩა - ლაშა და ვაჟა თიგიშვილები. სახელოვანი პაპის ფესვებზე კი პატარა დამიანე იზრდება...

ბედნიერი წავიდა მამამისი, გელას სიკვდილს რომ ვერ მოესწროო, ამბობს გულმოკლული დედა და მისი ერთადერთი ნუგეში ახლა შვილის სახელის უკვდავყოფაა. ჯერ კიდევ წლების წინ, კოდისწყაროს საჯარო სკოლას ქალბატონმა ქეთომ  გელას სახელის მინიჭების თხოვნით მიმართა. ამ საკითხთან დაკავშირებით, დირექტორთან სატელეფონო საუბარი ამ სტატიის ავტორსაც ჰქონდა. სკოლა მაშინ ძველ შენობაში იყო განთავსებული, სკოლის დირექტორი, ქალბატონი რუიზან დვალიძე დაგვპირდა, რომ როგორც კი ახალ  შენობაში გადავიდოდნენ, სკოლას გელა თიგიშვილის სახელს მაშინვე მიანიჭებდნენ. 

ხელისუფლების სასიქადულოდ უნდა ითქვას, რომ საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ კოდისწყაროში, სადაც მოსახლეობის შეკავებას, სოფლის გადარჩენის გარდა, სხვა დატვირთვაც აქვს, სკოლის ახალი შენობა ერთ წელიწადში აშენდა. 21 მოსწავლე ახალ სასწავლო წელს სწავლას ფარღალალა კედლების ნაცვლად გაწკრიალებულ საკლასო ოთახებში შეუდგა. საბედნიეროდ, ჩვენც  (ააიპ „შეირაღებული ძალების მხარდაჭერისთვის“  ხელმძღვანელებიც) შევესწარით ახალ სკოლაში სასწავლო წლის დაწყების პროცესს და დირექტორს დანაპირები შევახსენეთ, რაზედაც  თანხმობა კიდევ ერთხელ განგვიცხადა. 

იმედია, მალე აუხდება ნატვრა გმირი შვილის დედას და  მის დატანჯულ სულს მცირე ნუგეში მოეფინება. გარდა ამისა და გარდა გელას სახელის უკვდავყოფისა, გვწამს, რომ სამშობლოს შეწირული შვილის სახელის ხშირი ხსენება, მოზარდებში იმ სულისკვეთებას გააღვივებს, რამაც თვითონ გელა სამშობლოს მარადიულ ჯარისკაცად აქცია.

ზაირა მიქატაძე

ჟურნალი "მეციხოვნე" N2( 2020).


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 11.08.2020
ბოლო რედაქტირება 09.08.2022
სულ რედაქტირებულია 3

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 10.12.2021
სულ რედაქტირებულია 1



მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0