სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10528

მთავარი იუბილარი/ ხსენება

კულტ. მემკვიდრეობა ,ომების ისტორიები, სხვადასხვა
ანეგდოტი/იუმორი
ანეგდოტები გურულებზე
ბმულის კოპირება

ანეგდოტი/იუმორი

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

187       ბეჭდვა

ანეგდოტები გურულებზე

ანეგდოტები გურულებზე

გურულს ანკეტას ავსებინებენ: -სახელი -ლევანი -გვარი -ღლონტი -ოჯახური მდგომარეობა -უფ, ნამეტანი დახლართული.

გურული ქალი დასასვენებლად იყო ზღვაზე და რომ დაბრუნდა ენაზეც ზაგარი ქონდაო...

გურულების დიალოგი –მდიდარი ქალი მომყავს ცოლად –მერე რა გიხარია, შე აბდალა? არ იცი, იმ მდიდარ ქალის მონა რომ გახდები? –შენ რომ გაღლეტილი მოიყვანე, შეიხი გახდი?

გურული ქალი მოდის ბაზრიდან… ჩანთებიიო… პარკებიოოო… ხორცი, მწვანილი, ყველი, ქათმის ფეხები ამოფშეკილი ჩანთიდან…ცოცხალი… მოკლედ რა აღარ მოაქვს… შეფანდალდა პადიეზდში და შარვალჩახდილი მანიაკი გადმოუხტა წინ… - ტიტუუუუ… კვერცის ყიდვა დამავიწყდა

ცოლი ეუბნება გურულ ქმარს: – ეჰ‚ რა ბრმა და ყრუ ვიყავი შენ რომ გამოგყევი... – ხედავ, რა ავადმყოფობებისგან განგკურნე?!

ეს ამბავი რამდენიმე წლის წინ მოხდა. ჩემს სოფელში ერთი ენაკვიმატი ახალგაზრდა კაცი ცხოვრობდა, სახელად მურთაზი. მურთაზი ქალაქში ცხოვრობდა და სოფელში იშვიათად ჩამოდიოდა ბებიის სანახავად. ერთხელ სააღდგომოდ ჩამოვიდა. გაუხარდა ბებიას, წელს მაინც გახვალ ბაბუაშენის საფლავზე, ბავშვობის მერე არ ყოფილხარო. მურთაზმა, რა თქმა უნდა, მაგისთვის ჩამოვედი, წინაპრის ხსოვნის წინაშე ვალი უნდა მოვიხადოო და მეზობლებთან ერთად აღდგომის მეორე დღეს სოფლის ბოლოში სასაფლაოზე წავიდა. ბებიამისმა წესისამებრ წითელი კვერცხი, პასქა და ღვინო გაატანა. სამეზობლოს ერთი დიდი მაგიდა გვქონდა გაკეთებული დიდი მუხის ქვეშ, სადაც ერთად ვიკრიბებოდით, როცა საფლავებს მოვივლიდით, და ვსვამდით. მურთაზი ცოტა მოგვიანებით მოვიდა. ბიჭებმა მოვილაპარაკეთ, არ გვეთქვა, სად იყო ბაბუამისის საფლავი, რადგან დარწმუნებული ვიყავით, რომ თვითონ არ იცოდა. რა თქმა უნდა, ასეც მოხდა - რამდენიმე საფლავს თვალი მოავლო და როცა მიხვდა, ტყუილად წვალობდა, მოშორებით ერთ-ერთ საფლავთან მივიდა, ორი ცალი კვერცხი ამოიღო, საფლავზე გადააგორა და თქვა: თუ ბაბუაჩემი ხარ, ორივე გქონდეს, თუ არა და, ერთი დაიტოვე და ერთი ბაბუაჩემს მიეციო. აი, ასეთი გამოსავალი იპოვა მოხერხებულმა მურთაზმა.


გურულებს მიყავენ ერთი ქოსა მღვდელი სატირალში, წესის აგებაზე. უბედურობა გზაია, ძლივა უდგანა სული ნასიარულები. ევიდენ თითქმის და წამეიძახა უცებ მამაომ: - დედა, რაღა ვქნა, ჯვარი დამრჩაო. ატყდა, არ იქნება, კი იქნება და თქვეს ბოლოს, წევიდეთ, მამაო, უკან, ამევიტანოთ ჯვარიო. მღვდელმა: -ამხელა გზა რაფერ გაგარონიოთ უკან, აფერი არ უჭირს, წევიდეთ უჯვროდო. მიუბრუნდა ერთი გურული : - კი მარა, მამაო, წვერი შენ არ გაქ, ჯვარი შენ არ გინდა და აბა, დევიგინო იქინე, მღდელი რომ ხარო?! )))

ფოთის ბაზარში მასტი გამყიდველს ეჩხუბება: –ამ ყველს ქალის სუნი აქვს!!! – არა რას ამბობ ბატონო როგორ გეკადრება... თავს იმართლებს გამყიდველი, გამოივლის გურული და გამყიდველი გააჩერებს: ვ– მითხარი თუ კაცი ხარ ამ ყველს ქალის სუნი აქვს? გურულმა დასუნა და...  მეც არ გამიკვირდა, გევიარე ავეგზნე, გამევიარე ავეგზნე.

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 28.08.2020
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0





ბათუმის ხელშეკრულება 04 ივნისი 1918 წელი

2 0

ფონდი ქართუს მიერ რესტავრირებული ისტორიული ძეგლები

2 0

8000 მეტი სასულიერო პირი, მოიძიე გვარით, ითანამშრომლეთ

1 0

დალაგებულია ანბანის მიხედვით, 

წყალტუბო გამოჩენილი ადამიანები ითანამშრომლა ია კუხალაშვილი

2 0

ახმეტის რაიონში გარდაცვლილი მებრძოლები 1990 წლიდან, წიგნი ახმეტელი გმირები.

2 0

ერეკლე მეფის 300 წლისთავი 7 ნოემბერი 2020 მსვლელობის მონაწილეთა სია თელავი მცხეთა

1 0