სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10528

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
აკადემიკოსი
ევგენი ხარაძე 1907-2001წწ. აკადემიკოსი, ასტრონომი. სოფ. ფარცხნალი, ხარაგაული, იმერეთი. ევგენი ხარაძე 1907-2001წწ. აკადემიკოსი, ასტრონომი. სოფ. ფარცხნალი, ხარაგაული, იმერეთი.

1907-2001 წწ. გარდ. 94 წლის

ბმულის კოპირება

აკადემიკოსი

გვარი ხარაძე სია

ხარაგაული გამოჩენილი ადამიანები სრული სია

52       ბეჭდვა

ევგენი ხარაძე 1907-2001წწ. აკადემიკოსი, ასტრონომი. სოფ. ფარცხნალი, ხარაგაული, იმერეთი.

ევგენი ხარაძე (დ. 31 ოქტომბერი [ძვ. სტ. 18 ოქტომბერი]1907თბილისი — გ. 10 ოქტომბერი 2001თბილისი) — ქართველი ასტრონომი. საზოგადო და სახელმწიფო მოღვაწე. სსრკ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1984), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1955). საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი (1972-1977), პრეზიდენტი (1978-1986). საქართველოსა და სომხეთის მეცნიერებათა აკადემიის დამსახურებული მოღვაწე. სკკპ წევრი 1942 წლიდან. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (1930). 1949 წლიდან პროფესორი იქვე, 1939 წლიდან ასტრონომიის კათედრის გამგე, 1959 წლის მარტიდან 1966 წლის მარტამდე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი.


დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი 1930 წელს.

1932 წლიდან მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის დირექტორის თანამდებობაზე. ე.ხარაძის ძირითადი სამეცნიერო ნაშრომები მიეძღვნა გალაქტიკის აგებულებას, მასში მყოფ ვარსკლავთა სპექტრული მახასიათებლების, აგრეთვე, ვარსკლავებისა და ვასკლავთშორისი ნივთიერების სივრცულ განაწილებას, სხვადასხვა ტიპის ცვალებადი ვარსკლავების სპექტრულ შესწავლას, საქართველოს მთიანი რაიონების ასტრონომიული კვლევის საკითხებს.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.436


ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საკავშირო ასტრონომიულ-გეოდეზიური საზოგადოება, ვიცე-პრეზიდენტი (1965-1970)
  • ვარსკვლავთა ასტრონომიის მუდმივი კომიტეტი, თავმჯდომარე (1962-1974)
  • საერთაშორისო ასტრონომიული კავშირი, ვიცე-პრეზიდენტი (1976-1982)
  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1955-)
  • საქართველოს სსრ საზოგადოება "ცოდნა", თავმჯდომარე (1977-1980)
  • საქართველოს სსრ საზოგადოება "ცოდნა", საპატიო თავმჯდომარე (1981-)
  • სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ასტრონომიული საბჭოს ბიურო, წევრი (1936-)


ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1997 - ღირსების ორდენი
  • 1982 - თბილისის საპატიო მოქალაქე
  • 1971 - ოქტომბრის რევოლუციის ორდენი
  • 1951 - შრომის წითელი დროშის ორდენი
  • ლენინის ორდენი (4 ორდენი)

ბიბლიოგრაფია


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 04.05.2023
სულ რედაქტირებულია 1



რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0