სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10420

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
აკადემიკოსი
ალექსანდრე წულუკიძე 1888-1967წწ აკადემიკოსი ექიმი დაბ. სოფ. კვახჭირი, თერჯოლა იმერეთი

1888-1967 წწ. გარდ. 79 წლის

ბმულის კოპირება

აკადემიკოსი

გვარი წულუკიძე სია

თერჯოლა გამოჩენილი ადამიანები სრული სია

7       ბეჭდვა

ალექსანდრე წულუკიძე 1888-1967წწ აკადემიკოსი ექიმი დაბ. სოფ. კვახჭირი, თერჯოლა იმერეთი

ალექსანდრე პეტრეს ძე წულუკიძე (დ. 22 იანვარი1888, სოფ. კვახჭირი, ახლანდელი თერჯოლის მუნიციპალიტეტი — გ. 21 იანვარი1967თბილისი)


— ქართველი ქირურგი-უროლოგი, მეცნიერული უროლოგიის ერთ-ერთი ფუძემდებელი საქართველოში. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1925), პროფესორი (1930), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1941), ლენინისწითელი ვარსკვლავის და შრომის წითელი დროშის ორდენების მფლობელი, სსრკ-ის მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1946), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1955).

დაბადების ადგილი: სოფელი კვახჭირი, თერჯოლის რაიონი. 

დაამთავრა ქ. ხარკოვის(უკრაინა) სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი.

1916 წლიდან მუშაობდა თბილისის ლაზარეთის ორდინატორად; 1922-1924წწ. მივლინებულ იქნა საზღვარგარეთ, პარიზის, ბერლინისა და ვენის ცნობილ უროლოგიურ კლინიკებში; 1925 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია; 1927 წელს ჩაუდგა სათავეში ახლად გახსნილ ქ. თბილისის N1 კლინიკური საავადმყოფოს უროლოგიურ განყოფილებას; ამავე წელს მიენიჭა დოცენტის წოდება; 1930 წელს მიენიჭა პროფესორის წოდება; 1930-1959წწ. ხელმძღვანელობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის კათედრებს; ექიმთა დახელოვნების თბილისის სახელმწიფო ინსტიტუტის ქირურგიის და შემდეგ უროლოგიის კათედრას; ასევე იყო საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო განყოფილების თავმჯდომარე; 1949-1953წწ. არჩეულ იქნა თბილისის ექიმთა დახელოვნების თბილისის სახელმწიფო ინსტიტუტის დირექტორად; 1953-1965წწ. იყო მისი ინიციატივით დაარსებული უროლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი(1967-იდან ინსტიტუტს მისი სახელი მიენიჭა); მეორე მსოფლიო ომის(1941-1945) წლებში მუშაობდა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მთავარ ქირურგად. შეისწავლიდა შარდკენჭოვან დაავადებას, უროლოგიის, კურორტოლოგიის, ბაქტერიოლოგიის, მედიცინის ისტორიის საკითხებს. შეიმუშავა რამდენიმე ოპერაციის (ორიგინალური) ტექნიკა. ქართულ ენაზე შეადგინა უროლოგიის პირველი სახელმძღვანელოები. შესრულებული აქვს 150-მდე სამეცნიერო ნაშრომი და 20-ზე მეტი მონოგრაფია.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ. 1987, გვ. 348

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1955-)
  • სსრკ მედიცინის მეცნიერებათა აკადემია, წევრ-კორესპონდენტი (1946-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • წითელი ვარსკვლავის ორდენი (2 ორდენი)
  • შრომის წითელი დროშის ორდენი (2 ორდენი)
  • ლენინის ორდენი

ბიბლიოგრაფია



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 22.01.2023
სულ რედაქტირებულია 1





რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0