სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10555

მთავარი იუბილარი/ ხსენება

სპორტი, გამოჩენილი ადამიანების საიტი
ევროპის პრიზიორი
თამაზ ნამგალაური 1957-1991წ მსოფლიო პრიზიორი ძიუდო დუშეთი
ბმულის კოპირება

ევროპის პრიზიორი

გვარი ნამგალაური სია

დუშეთი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

81       ბეჭდვა

თამაზ ნამგალაური 1957-1991წ მსოფლიო პრიზიორი ძიუდო დუშეთი

საიტის შესახებ: გამოჩენილი ადამიანები, რეგიონის, ქალაქის მიხედვით. დღის იუბილარი/ხსენება
6
1
4

დაიბადა 1957 წლის 25 სექტემბერს დუშეთში. გარდაიცვალა 1991 წლის 25 ოქტომბერს (სსრკ სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული სასჯელის უმაღლესი ზომა - დახვრეტა)

ძიუდო (71კგ)

ტიტულები:

მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი - 1979 (71კგ; პარიზი, საფრანგეთი), 1983 (71კგ; მოსკოვი)

ევროპის ჩემპიონი - 1979 (გუნდური; ბრეშა, იტალია), 1984 (71კგ; ლიეჟი, ბელგია), 1985 (71კგ; ჰამარი, ნორვეგია), 1985 (გუნდური; ბრიუსელი, ბელგია)

საერთაშორისო ტურნირების ჩემპიონი - 1978 (71კგ; სოფია, ბულგარეთი), 1980 (71კგ; თბილისი), 1985 (71კგ; პოტსდამი, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა), 1987 (71კგ; ვროცლავი, პოლონეთი)

საერთაშორისო ტურნირების ვიცე-ჩემპიონი - 1978 (71კგ; ბუქარესტი, რუმინეთი), 1982 (71კგ; თბილისი), 1984 (71კგ; ვარშავა, პოლონეთი)

საერთაშორისო ტურნირების ბრინჯაოს პრიზიორი - 1977 (71კგ; თბილისი), 1979 (71კგ; პოტსდამი, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა), 1982 (71კგ; პოტსდამი, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა), 1983 (71კგ; პრაღა, ჩეხოსლოვაკია), 1984 (71კგ; თბილისი), 1984 (71კგ; პრაღა, ჩეხოსლოვაკია), 1987 (71კგ; თბილისი)

სსრკ ხალხთა VIII სპარტაკიადის ჩემპიონი - 1983 (71კგ; მოსკოვი)

სსრკ ხალხთა VII სპარტაკიადის ბრინჯაოს პრიზიორი - 1979 (71კგ; მოსკოვი)

სსრკ ჩემპიონი - 1979 (71კგ; ლიპეცკი), 1983 (71კგ; მოსკოვი)

სსრკ ვიცე-ჩემპიონი - 1984 (71კგ; კაუნასი)

სსრკ ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი - 1981 (71კგ; მინსკი), 1982 (71კგ; კიშინიოვი)

სსრკ საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი - 1978

*-თამაზ ნამგალაური 1988 წლის 12 ივნისს, მცირეწლოვანი ბიძაშვილის გაუპატიურების და სასტიკი მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

*-ამონარიდი თამაზ ნამგალაურის ჩვენებიდან: „1988 წლის 12 ივნისს ოჯახთან ერთად დუშეთში უნდა წავსულიყავი. სახლიდან გამოვედი, რამდენიმე კათხა ლუდი დავლიე, მერე ტაქსი დავიქირავე და მარტო წავედი დუშეთში, არ ვიცი, რატომ. ეზოში რომ ჩავედი, ჩემი ბიძაშვილი დათო დავინახე, დავუძახე, ბოსტნის გაწმენდაში დამეხმარე მეთქი, ისიც გადმოვიდა და დამეხმარა. არაყი დავლიეთ, მერე ვუთხარი, წადი შენი და გადმოიყვანე-თქო, ახლა ჩემები ამოვლენ და ბავშვები ერთად ითამაშებენ-მეთქი. დათო წავიდა და თავისი პატარა დაც მოიყვანა. მერე ავტობუსების გაჩერებაზე გავგზავნე ჩემების შესახვედრად... დათო რომ წავიდა, გოგონა ოთახში შევიყვანე, კარი ჩავკეტე, ხელში ავიყვანე და ლოგინზე დავაწვინე, რომ არ ეყვირა ყელში, ხელი წავუჭირე, მეორე ხელი პირზე დავაფარე და გავგუდე, მერე გავხადე და გავაუპატიურე, ამასობაში დათოც დაბრუნდა, დას ეძებდა, გოგონა საწოლებს შორის დავმალე, დათო ოთახში შემოვახედე და ვუთხარი, აქ არ არის - მეთქი, დათოც წავიდა. მეგონა, გოგონა მკვდარი არ იყო და ყელში თოკი წავუჭირე, მერე ჩანთა გადმოვიტანე, გოგონა შიგ ჩავდე, იქვე ჩავყარე გოგონას ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, ზეწარი, ბალიშის პირი, ჩანთა ბოსტანში გადავიტანე და იქ დავმარხე. მიწას რომ ვაყრიდი დედამისმა დამიძახა, გოგონა ხომ არ დაგინახავს-თქო, მე ვუთხარი, იქეთ გარბოდა-მეთქი. მერე თბილისში დავბრუნდი, უკვე საღამო იყო, ვიბანავე, ვისადილე, ტელევიზორს ვუყურე და დავიძინე. მეორე დღეს დამაპატიმრეს“.

* * *

„არც წინასწარი გამოძიებისას უარვყოფდი და არც ახლა უარვყოფ დანაშაულს, მე ახლა 31 წლის ვარ, თუ არ დამხვრეტენ და 15 წლის შემდეგ გამოვალ ციხიდან, რა გარანტიაა იმისა, რომ ისევ არ ჩავიდენ რაიმეს. ამიტომ მე მხარს არ ვუჭერ ჩემს დამცველს და გთხოვთ, ჩემს მიმართ გამოიყენოთ სასჯელის განსაკუთრებული ზომა“.

*-1988 წლის 9 სექტემბერს საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის უმაღლესმა სასამართლომ ძიუდოისტი დამნაშავედ ცნო და დახვრეტა მიუსაჯა.

*-გავრცელებული ინფორმაციით, თამაზ ნამგალაურის ოჯახმა საქართველო დატოვა, მეუღლემ კი შვილებს გვარი შეუცვალა.

მეორე ადგილი(71კგ)

ძიუდო - სსრკ ჩემპიონატი 1984, კაუნასი, ლიეტუვა

პირველი ადგილი(71კგ)

ძიუდო - სსრკ ჩემპიონატი 1983, მოსკოვი, რუსეთი

მესამე ადგილი(71კგ)

ძიუდო - სსრკ ჩემპიონატი 1982, კიშინიოვი, მოლდოვა

მესამე ადგილი(71კგ)

ძიუდო - სსრკ ჩემპიონატი 1981, მინსკი, ბელარუსი

პირველი ადგილი(71კგ)

ძიუდო - სსრკ ჩემპიონატი 1978, ლიპეცკი, რუსეთი

პირველი ადგილი(-71 კგ)

ძიუდო - ევროპის გუნდური ჩემპიონატი 1979, ბრეშია, იტალია

პირველი ადგილი(-71 კგ)

ძიუდო - ევროპის გუნდური ჩემპიონატი 1985, ბრიუსელი, ბელგია

პირველი ადგილი(-71 კგ)

ძიუდო - ევროპის ჩემპიონატი 1985, ჰამარი, ნორვეგია

პირველი ადგილი(-71 კგ)

ძიუდო - ევროპის ჩემპიონატი 1984, ლიეჟი, ბელგია

მესამე ადგილი(-71 კგ)

ძიუდო - მსოფლიო ჩემპიონატი 1983, მოსკოვი, სსრკ

მესამე ადგილი(-71 კგ)

ძიუდო - მსოფლიო ჩემპიონატი 1979, პარიზი, საფრანგეთი


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 09.12.2020
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0





საქართველოს აბსოლიტური ფალავანი 1928 წლიდან, ქართულ ჭიდაობაში სრული სია

2 0

გაბრიელ ბარჯაძე დ.1953წ. სამბოს ფედერაციის მდივანი სოფ. ითხვისი ჭიათურა

1 0


დავით წიკლაური დ.1980წ. კრივის ფედერაციის პრეზიდენტი წარმ. სოფ. კიტოხი გუდამაყარი

1 0


ლაშა ტალახაძე დ.1993წ. ოლიმპიური ჩემპიონი ძალოსნობა შტანგა საჩხერე, იმერეთი.

3 0

41 0 1


გენო პეტრიაშვილი დ.1994წ. ოლიმპიური პრიზიორი თავისუფალი ჭიდაობა გორი ქართლი

5 0

27 10 10


ვარლამ ლიპარტელიანი დ.1989წ. ოლიმპიური პრიზიორი ძიუდო ლენტეხი სვანეთი

6 0

22 15 16