სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10420

მთავარი იუბილარი/ ხსენება

სპორტი, გამოჩენილი ადამიანების საიტი
ოლიმპიური ჩემპიონი, პრიზიორი
შოთა ჩოჩიშვილი 1950-2009წწ.  ოლიმპიური ჩემპიონი ძიუდო ფალავანი. სოფ. ღვლევი, ქარელი

1950-2009 წწ. გარდ. 59 წლის

მაქს.წარმატება 22 წლის

ბმულის კოპირება

ოლიმპიური ჩემპიონი, პრიზიორი

გვარი ჩოჩიშვილი სია

ქარელი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

7       ბეჭდვა

შოთა ჩოჩიშვილი 1950-2009წწ. ოლიმპიური ჩემპიონი ძიუდო ფალავანი. სოფ. ღვლევი, ქარელი

საიტის შესახებ: გამოჩენილი ადამიანები, რეგიონის, ქალაქის მიხედვით. დღის იუბილარი/ხსენება
1
6
4

შოთა ჩოჩიშვილი (დ. 10 ივლისი1950ღვლევიქარელის რაიონი — გ. 27 აგვისტო2009) — ქართველი ძიუდოისტი. სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი, ღირსების და ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენების კავალერი.



ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი (1972) და ბრინჯაოს პრიზიორი (1976), მსოფლიოს 1975 წლის ბრინჯაოს პრიზიორი, ევროპის 3-გზის ვერცხლის (197319741975) და ბრინჯაოს (1977) პრიზიორი. აგრეთვე საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის ორგზის მეორე (19741977) და ორგზის მესამე (19741975) პრიზიორი, საქართველოს ორგზის აბსოლუტური ფალავანი ქართულ ჭიდაობაში (19721977).



შოთა ჩოჩიშვილი პირველი ოლიმპიური ჩემპიონია ძიუდოში საბჭოთა კავშირიდან. 1972 წელს, სსრკ ჩემპიონატში, შოთამ მე-5 ადგილი დაიკავა და საოლიმპიადო ნაკრებში მხოლოდ სტანისლავ ივანოვის (სსრკ სამბისტთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი) დაჟინებული მოთხოვნით მოხვდა, რომელიც თვლიდა, რომ 93 კგ წონით კატეგორიაში, შიდა ჩემპიონატზე ნაჩვენები მე-5 ადგილის მიუხედავად, საუკეთესო სწორედ ქართველი ფალავანი იყო. 1989 წელს მონაწილეობდა შერეული ორთაბრძოლების იაპონიის ლიგაში, სადაც სუპერპოპულარულ იაპონელ ფალავანს ანტონიო ინოკისაც სძლია.


2011 წელს, სერიაში „ქართველი ოლიმპიური ჩემპიონები“ (პროექტის ავტორი და მთავარი რედაქტორი ელგუჯა ბერიშვილი) გამოიცა ნუგზარ შატაიძის წიგნი „შოთა ჩოჩიშვილი“. 2015 წელს შოთა ჩოჩიშვილი ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის — IJF — დიდების დარბაზის წევრი გახდა (გარდაცვალების შემდეგ). სპეციალური დიპლომი მის შვილს გადაეცა. ძიუდოისტი იყო მისი ვაჟი რამაზი, რომელიც ასევე აბსოლუტურ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა. 19962001 და 2003 წლებში რამაზ ჩოჩიშვილი ევროპის ჩემპიონატებზე ბრინჯაოს მედლებს დაეუფლა, 1999 და 2000 წლებში თბილისის საერთაშორისო ტურნირი მოიგო, 1999 წელს კი მსოფლიო უნივერსიადის ვიცე-ჩემპიონი გახდა. ამას გარდა არაერთი მედალი მოიპოვა IJF-ის ეგიდით გამართულ საერთაშორისო ტურნირებზე.


2008 წლიდან გარდაცვალებამდე მუშაობდა საქართველოს ძიუდოს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე.


წყარო-www.wikipedia.ge

მეორე ადგილი(+95კგ)

ძიუდო - სსრკ ჩემპიონატი 1977, ბაქო, აზერბაიჯანი

მესამე ადგილი(აბსოლუტური)

ძიუდო - სსრკ ჩემპიონატი 1974, რიგა, ლატვია

მეორე ადგილი(+93კგ)

ძიუდო - სსრკ ჩემპიონატი 1974, რიგა, ლატვია

მეორე ადგილი(+93 კგ)

ძიუდო - ევროპის ჩემპიონატი 1976, კიევი, სსრკ

მესამე ადგილი(აბსოლუტური)

ძიუდო - ევროპის ჩემპიონატი 1977, რეინის ლიუდვიგსხაფენი, გფრ

მეორე ადგილი(აბსოლუტური)

ძიუდო - ევროპის ჩემპიონატი 1975, ლიონი, საფრანგეთი

მეორე ადგილი(აბსოლუტური)

ძიუდო - ევროპის ჩემპიონატი 1974, ლონდონი, დიდი ბრიტანეთი

მეორე ადგილი(აბსოლუტური)

ძიუდო - ევროპის ჩემპიონატი 1973, მადრიდი ესპანეთი

მესამე ადგილი(აბსოლუტური)

ძიუდო - მსოფლიო ჩემპიონატი 1975, ვენა, ავსტრია

მესამე ადგილი(აბსოლუტური)

ზაფხულის XXI ოლიმპიური თამაშები 1976, მონრეალი, კანადა

პირველი ადგილი(93 კგ)

ზაფხულის XX ოლიმპიური თამაშები 1972, მიუნხენი, გფრ




კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 19.03.2023
სულ რედაქტირებულია 5





საქართველოს აბსოლიტური ფალავანი 1928 წლიდან, ქართულ ჭიდაობაში სრული სია

2 0

გაბრიელ ბარჯაძე დ.1953წ. სამბოს ფედერაციის მდივანი სოფ. ითხვისი ჭიათურა

1 0


დავით წიკლაური დ.1980წ. კრივის ფედერაციის პრეზიდენტი წარმ. სოფ. კიტოხი გუდამაყარი

1 0


ლაშა ტალახაძე დ.1993წ. ოლიმპიური ჩემპიონი ძალოსნობა შტანგა საჩხერე, იმერეთი.

3 0

41 0 1


გენო პეტრიაშვილი დ.1994წ. ოლიმპიური პრიზიორი თავისუფალი ჭიდაობა გორი ქართლი

5 0

27 10 10


ვარლამ ლიპარტელიანი დ.1989წ. ოლიმპიური პრიზიორი ძიუდო ლენტეხი სვანეთი

6 0

22 15 16