სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10556

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
სერგო (ემზარ) გუჯეჯიანი 1951-93 წწ გარდ. სოფ. კვიტოული ოჩამჩირე  დაბ. სოფ. აჟარა გულრიფში კოდორის ხეობა სერგო (ემზარ) გუჯეჯიანი 1951-93 წწ გარდ. სოფ. კვიტოული ოჩამჩირე  დაბ. სოფ. აჟარა გულრიფში კოდორის ხეობა სერგო (ემზარ) გუჯეჯიანი 1951-93 წწ გარდ. სოფ. კვიტოული ოჩამჩირე  დაბ. სოფ. აჟარა გულრიფში კოდორის ხეობა

1951-1993 წწ. გარდ. 42 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი გუჯეჯიანი სია

გულრიფში გამოჩენილი ადამიანები სრული სია

34       ბეჭდვა

სერგო (ემზარ) გუჯეჯიანი 1951-93 წწ გარდ. სოფ. კვიტოული ოჩამჩირე დაბ. სოფ. აჟარა გულრიფში კოდორის ხეობა

სერგო გუჯეჯიანი დაიბადა 1951 წლის 20 დეკემბერს გულრიფშის რაიონში. 1968 წელს წარჩინებით დაამთავრა აჟარის საშუალო სკოლა, სამხედრო-სავალდებულო სამსახურიც მოიხადა და საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ჩაირიცხა, რომელიც ასევე წარმატებით დაასრულა.

სერგო გუჯეჯიანი 1982 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა სოხუმის გაზის აპარატურის ექსპერიმენტულ ქარხანაში მთავარ ინჟინრად. სერგო გუჯეჯიანი 1993 წლის 3 იანვარს გმირულად დაიღუპა ოჩამჩირის რაიონის სოფელ კვიტოულთან გამართულ ბრძოლაში.

დარჩა მეუღლე და ორი შვილი.

სერგო ოჩამჩირის რაიონში გაგზავნილ საბრძოლო ჯგუფს მეთაურობდა, რომელიც ძირითადად ბატალიონ „მშვიდობის ლეგიონის“ მებრძოლებისაგან შედგებოდა. იმ საბედისწერო დღეს, 3 იანვარს მტერი მთელი ძალით გადმოვიდა შეტევაზე. რიგ-რიგობით კარგავდა მეგობრებს... `გუბაზ ჯოხაძე, შუქრი მარგიანი ერთმანეთის მიყოლებით დაიღუპნენ. თვითონაც ორი ჭრილობა მიიღო, მაგრამ არ დანებდა. ბატალიონი მაშველის მოლოდინში იყო, მაგრამ დამხმარე ძალა იგვიანებდა. სერგო იქვე ჩამავალი ღელით მტერს უკნიდან მიეპარა და ცეცხლი გაუხსნა. მოულოდნელმა შეტავამ მოწინააღმდეგე დააბნია და უკან დაიხია. ასე გადაარჩინა სერგო გუჯეჯიანმა ბატალიონის ცოცხლად დარჩენილი წევრები, თვითონ კი „სნაიპერის“ მიერ გასროლილ საბედისწერო ტყვიას შეეწირა.~ ამონარიდი თანამებრძოლების ჟერელო ფირცხელანისა და პალიკო ახალაიას მოგონებიდან.


სერგო (ემზარი) ათმურზას ძე გუჯეჯიანი

დაიბადა 1951 წლის 20 დეკემბერს, გულრიფშის რაიონში. 1968 წელს წარჩინებით

დაამთავრა აჟარის საშუალო სკოლა. სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოხდის

შემდეგ ჩაირიცხა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. 1980 წელს ასევე

წარმატებით დაამთავრა ზემოთხსენებული უმაღლესი სასწავლებელი. 1982 წლიდან

სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა ქ. სოხუმში, სოხუმის გაზის აპარატურის

ექსპერიმენტულ ქარხანაში მთავარ ინჟინრად.1993 წლის 3 იანვარს გმირულად

დაიღუპა ოჩამჩირის რაიონში, სოფელ კვიტოულთან საქართველოს ტერიტორიული

მთლიანობისათვის ხელჩართულ ბრძოლაში. დარჩა მეუღლე და ორი შვილი.

საბრძოლო მოკლე ისტორია კი ასეთია: ოჩამჩირის რაიონში მიმავალ საბრძოლო

ჯგუფის მეთაურობა სერგო გუჯეჯიანს დაევალა. საბრძოლო ჯგუფი ძირითადად

ბატალიონ „მშვიდობის ლეგიონის“ მებრძოლებისგან შედგებოდა. 1993 წლის 3

იანვარი თენდებოდა, როცა მტერმა დიდი ძალებით შემოუტიათ. პირველად გუბაზ

ჯოხაძე დაიღუპა, შემდეგი შუქრი მარგიანიიყო. ბიჭების დაღუპვით გამწარებულმა

სერგომ სიცოცხლე არ დაიშურა და მტერს მთელი ძალით შეუტია. მსგავსი რამ

მხოლოდ კინოფილმებში გვენახაო -იხსენებდნენ შემდეგ მისი თანამებრძოლები,

ჟერლო ფირცხელიანი, პალიკო ახალაია და სხვები. სერგო ამ ბრძოლის დროს ორი

ჭრილობა მიიღო, დაჭრილი იყო ხელში და ფეხში. ბატალიონი მაშველს ელოდა,

მაგრამ მაშველი იგვიანებდა. სერგომ გადაწყვიტა იქვე ჩამავალი ღელით მტერს

უკნიდან მიპარვოდა. მიუხედავად იმისა, რომ თანამებრძოლებმა ეს გადაწყვეტილება

არ მოუწონეს, სერგომ არავის დაუჯერა და მოკლე ხანში მტრის ზურგში აღმოჩნდა.

ცეცხლი გაუხსნა და ისეთი შთაბეჭდილება შექმნა, თითქოს მაშველი მოვიდა. მტერმა

უკან დაიხია, ბატალიონის დარჩენილი წევრები გადარჩნენ, თუმცა საბედისწერო

წუთმაც არ დააყოვნა, “სნაიპერის” მიერ ნასროლი მესამე ტყვია სასიკვდილო

აღმოჩნდა მისთვის.1993 წლის 14 იანვრის “აფხაზეთის ხმა” იუწყებოდა “მშვიდობის

ლეგიონის” ბიჭების, დაღუპვის ამბავს, სერგო გუჯეჯიანზე კი წერდა: “ბოლო

წუთამდე ბიჭებზე ფიქრობდი და ამხნევებდი, შენმა ნასროლმა ტყვიამ არაერთ

დაქირავებულ მკვლელს დაუბნელა თვალები, მაგრამ შენც იმ ბრძოლამ შეგიწირა”!

აი ასეთია მოკლე ისტორია კარგი ქართველისა და ქვეყნისათვის თავდადებული

ადამიანის – სერგო ათმურზას ძე გუჯეჯიანის.


http://mematiane.ge/docs/16285102606111183497f21.pdf


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 07.03.2021
ბოლო რედაქტირება 20.12.2021
სულ რედაქტირებულია 1





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0