სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10507

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
ედუნა იკაევი 1974-1993წწ  გარდ. სოხუმი დაბ . მცხეთა ედუნა იკაევი 1974-1993წწ  გარდ. სოხუმი დაბ . მცხეთა ედუნა იკაევი 1974-1993წწ  გარდ. სოხუმი დაბ . მცხეთა

1974-1993 წწ. გარდ. 19 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი იკაევი სია

მცხეთა გამოჩენილი ადამიანები სრული სია

28       ბეჭდვა

ედუნა იკაევი 1974-1993წწ გარდ. სოხუმი დაბ . მცხეთა

ედუნა იკაევი - 1974-1993 16 მარტს გარდ. 19 წლის სოხუმში  დაიბადა 1974 წლის 15 მარტს თბილისში ზაჰესი

1992-1993 თეთრი არწივის საარტილერიო დივიზიონი წიგნი http://mematiane.ge/product-details.php?id=6165

მოწინააღმდეგე სოხუმის „ახალ რაიონში“ ზოგიერთ ადგილას
პრაქტიკულად უკვე შემოვიდა. მსუბუქი არტილერიიდან 82-მმიანი ნაღმმტყორცნის ამუშავების დროც არ იყო, პირდაპირ
ავტომატური იარაღით ჩაერთნენ ბიჭები ბრძოლაში. უეცრად
ისეთ ომში აღმოჩნდენ, რომ ავტომატის მჭიდების დატენასაც ვერ
ასწრებდნენ მებრძოლები. მაგრამ დაგვეხმარა იქ მყოფი
მოსახლეობა. ავტოფარეხებს ამოფარებულნი გამალებით
ტენიდნენ ავტომატის დაცლილ მჭიდებს. ამ გააფთრებულ
ბრძოლაში დაგვეღუპა ჩვენი საარტილერიო დივიზიონის წევრი
ედუარდ იკაევი, რომელიც ზუსტად იმ დღეს 19 წლის გახდა.


სტატია წყარო საქართველოს სამეფო https://www.georoyal.ge/?MTID=5&TID=46&id=3706
არ ვართ ჩვეულნი დათმობასა და მორჩილებას!“
სოხუმის დაცემიდან უკვე 25 წელი გავიდა.  გუშინდელი დღესავით გვახსოვს სახეღიმილიანი უნივერსიტეტელი ბიჭები ცისფერი ეკრანიდან, მხიარულებასა და საზრიანობაში თანატოლებს რომ  ეპაექრებოდნენ, - საახალწლოდ კვლავ ეკრანზე, ჯარისკაცის ფარაჯებში, „თეთრი არწივის“ მართვეთა შორის იდგნენ,  მათთან ერთად გვიღიმოდნენ, გვანუგეშებდნენ, „მრავალჟამიერს“ მღეროდნენ.

მომავალი ფიზიკოსები: დიმიტრი ბუხსიანიძე, დიმიტრი ლაბაძე, ზაზა ბენიძე, კახა მახარაძე, იაგო მელაშვილი, რამინ მელაძე, გია ლობჟანიძე, გეოგრაფი ბიძინა ზათიაშვილი პირველი კურსიდან გაიწვიეს ჯარში და იქ ეუფლებოდნენ არტილერისტის პროფესიას. სამხედრო სავალდებულო სამსახურიდან დაბრუნებულებს მომავალი ცხოვრების უსაზღვრო იმედები ჩამოჰყვათ თან.

კვლავ უნივერსიტეტის კედლებში გაგრძელდა ცხოვრება...

და აი, გაგრის დაკარგვის შემდეგ, სტუდენტებმა გადაწყვეტილებები მიიღეს, „თეთრი არწივის“ ბრიგადის გენერალს, გია ყარყარაშვილს, საარტილერიო დივიზიონის შექმნის უფლება სთხოვეს და სამკვირიანი მომზადების შემდეგ აფხაზეთს გაემგზავრნენ. დივიზიონში, ლენინგრადის საარტილერიო სასწავლებლის კურსდამთავრებული ავთანდილ წიკლაური რომ მეთაურობდა, თავდაპირველად 23 კაცი იყო. აქ, ძირითადად, სტუდენტებმა მოიყარეს თავი. ამიტომაც იოლად აითვისეს ქვემეხები და ნაღმსატყორცნები, ტყვიამფრქვევები და „გრადის“ სისტემის დანადგარები. ავთო წიკლაურის ინიციატივით საარტილერიო დივიზიონს „არაგვი“ დაერქვა. მათი ინტელექტუალური დონე, ნაწილის მიერ უნივერსიტეტის გუნდში დამუშავებული და მათ მიერ შესრულებული ქართული ხალხური სიმღერები ანდამატივით იზიდავდა მეომრებს.

ლაბრა, კვიტოული, ტამიში, გუმისთა. თავგანწირული ბრძოლები. კრწანისის ყაყაჩოებივით მოცელილი ბიჭები: გია ჯოგლიძე, გოჩა წულაია, ლოვა ავაქოვი, ედუნა იკაევი და მრავალი სხვა... მეგობრობა და მტრობა, ზრუნვა და უსულგულობა, სიყვარული და შურისძიება; ყველაფერი სულს ცხოვლად დააჩნდა.

ომმა ასე იცის. ჯერ კიდევ ყმაწვილობაშივე განვლილმა საბრძოლო გზამ   მსუბუქი ნაბიჯები  დაამძიმა, ღიმილი სევდამ განდევნა, ნათელ შუბლს კი ჩრდილი მოჰფინა. წლები გავიდა. ომიდან დაბრუნებულებმა ცხოვრება გააგრძელეს, ოჯახები შექმნეს, მაგრამ ომმა ღრმა კვალი დატოვა თითოეული მათგანის ცხოვრებაში. მეგობრულ წრეში მოვახერხეთ საუბარი დიმიტრი ბუხსიანიძესა და ბიძინა ზათიაშვილთან.

 

დიტო ბუხსიანიძე:

-  23  წლისანი ვიყავით.  ჩვენი მეგობრობა უნივერსიტეტში ჩამოყალიბდა.  თსუ-ს ხალხური სიმღერების გუნდში ვმღეროდით ერთად. მერე, ომი დაიწყო და როგორც აღმოჩნდა ყველამ ჩვენთვის გადავწყვიტეთ ომში წასვლა.  ადრე, საბჭოთა კავშირის დროს, ავღანეთის ომში გზავნიდნენ ქართველ ჯერ უწვერულ ბიჭებს, რაც  ჩვენი ქვეყნისთვის აბსოლუტურად არაფერს ნიშნავდა, თუმცა პიროვნულ დონეზე თითოეული მათგანი უღრმეს პატივისცემას იმსახურებს. უცებ  კი მოგვეცა ჩვენივე   ქვეყნის დაცვის შესაძლებლობა. წარმოგიდგენიათ? ეს რამხელა რაღაც იყო. ერთბაშად მოზღვავდა:   თავისუფლება,  სისხლის ყივილი, რომანტიზმი...

მოკლედ, როცა უკვე გაირკვა და გასკდა ის  ამბავი, რომ ყველა ომში  წასვლას  ვაპირებდით, ვიფიქრეთ,  რაღა ცალ-ცალკე,  ბარემ  ყველანი ერთად წავიდეთო. ამ დროს შემოგვიერთდნენ ავღანეთ გამოვლილი ზაზა სულაბერიძე, გია ლობჟანიძე და ბესო ქათამაძე.  ნოემბერში უკვე სოხუმში ჩავედით, სადაც ინტენსიური ბრძოლები მიმდინარეობდა. სულ ერთად ვიყავით  და ომში, ჩვენი მეგობრობა,  კიდევ უფრო გამყარდა. დივიზიონში ომის მანძილზე სულ  35 ბიჭი ვიყავით. ბევრი მათგანი აფხაზეთში დაიღუპა, ნაწილიც კი ომის შემდგომ გამოგვეცალა ხელიდან. ღვთის წყალობა იყო ალბათ, რომ ყველანი ერთი ჭკუისანი შევიკრიბეთ. ერთნაირად  მოაზროვნეებს ერთნაირი ფასეულობები გვქონდა:  ნაღდი ადამიანობის, მეგობრობის, ავისა და კარგის გარჩევისა და  ცნობის  ერთნაირი უნარი. თვალდახუჭული ვენდობოდით ერთმანეთს. ჩვენი არტილერია კინდღთან იბრძოდა. პირველი მსხვერპლი ზუსტად 19 იანვარს - ნათლისღებას გაიღო ჩვენმა ბატალიონმა. დაგვეღუპნენ გოჩა წულაია და ლოვიკა ავაქოვი. მე იმ დროს თბილისში ვიყავი და კარგად მახსოვს იაგომ რომ დამირეკა და გამაგებინა ეს ამბავი. მთელი დღე ხმა არ ამომიღია. ჩემები მიხვდნენ რომ მეგობრები დამეღუპნენ... მახსოვს დედა როგორ ატირდა...

 

დაკარგულ თანამებრძოლებზე საუბარს კი  მისი თანამებრძოლი ბიძინა ზათიაშვილი აგრძელებს:

- 19 იანვრის  შემდეგ იყო 16 მარტი. ამ დღეს დაიღუპა ჩვენი თანამებრძოლი:  ედუნა იკაევი. მანამდე კი იყო ერთი ლამაზი დღე. ედუნა იკაევს  19 წელი ომში შეუსრულდა. სოხუმის ახალი რაიონის მოსახლეობა წყაროზე იღებდა წყალს და იმ წყლის რიგში გაიცნო ქართველი გოგონა. ერთი-ორჯერ სახლშიც მიატანინა წყალი. მოეწონათ ერთმანეთი. მოვიდა და გამოგვიცხადა,  ჩემი მეუღლეა, - გაიცანითო. პატარა ქორწილი გავაჩაღეთ, პურ-მარილიც გავშალეთ. დაბადების დღე და ქორწილი ბიჭებმა ერთად გადავუხადეთ. მაგრამ ომი რის ომია, ნათელი დღე რომ არ დაგიბნელოს. იმ ღამით მოწინააღმდეგემ სოხუმზე მასირებული შეტევა დაიწყო. გვბომბავდნენ ავიაციით, ტანკებით, არტილერიით, მსხვილკალიბრიანი სხვა იარაღით. ბევრი მეომარი დაეცა გმირულად იმ ღამით ბრძოლის ველზე... ედუნაც იმ ღამით დაიღუპა უთანასწორო ბრძოლაში... სწორედ ედუნას და მისნაირების დამსახურებაა რომ იმ ღამით სოხუმი ვერ აიღეს და ძალიან დ


დიმიტრი ბუხსიანიძე
იდი მსხვერპლის ფასად დაუჯდათ მოწინააღმდეგე მხარეს. იმ ღამით კახა მახარაძე, რომელიც ედუნას გვერდზე იყო, სასწაულებრივად გადარჩა... წარმოიდგინე სამი ნატყვიარი ვნახეთ მის ფორმაზე... ერთი ნაკაწრიც კი არ ქონდა სხეულზე...
გუმისთაზე შემოტევის დროს ზღვას კელასურის მხრიდან კატარღები მოადგნენ, სოხუმში დესანტის გადმოსხმას აპირებდნენ. სწორედ  იმ ღამეს იმარჯვეს ალიკა პაპაშვილმა და იაგო მელაშვილმა და ზღვაზე კატარღა ჩაძირეს, რის შემდგომაც ზღვიდან დესანტის გადმოსხმაზე მტრებმა უარი თქვეს და იძულებული გახდნენ უკან დაეხიათ.

აფხაზეთში ჯილდოსათვის არვინ წავსულვართ, მაგრამ გულს ეამება, შენი მეგობრის, შენი თანამებრძოლის ღვაწლს სათანადოდ რომ შეაფასებენ. თუმცა არ ღირს ამაზე ლაპარაკი...

იმ ხანად სოხუმი  გადარჩა, მაგრამ უამრავი ხალხი დაიღუპა.  საიდან უნდა გაეგოთ ინფორმაცია ჩვენებს,  ცოცხლები ვიყავით თუ მკვდრები. ერთადერთი სალაპარაკო პუნქტი  იყო  სოხუმში,  საიდანაც სახლში დარეკვა  შეგვეძლო.  რიგები იდგა. მახსოვს, ჩვენმა თანამებრძოლმა,  „ციტრუსამ“ (გია ლურსმანაშვილმა) თავისიანებთან,  ხარაგაულის რაიონში დარეკა და პირველი ის იკითხა: - „ჩემი ცხენი როგორ არისო“?... გაგვიკვირდა, ამ ომსა და სისასტიკეში, ამას თავისი ცხენი რომ ახსოვდა და ადარდებდა... მხოლოდ 22 წელი იცოცხლა „ციტრუსამ“ და ამ ხნის მანძილზე ალამაზებდა   თავისი ოჯახის, სოფლის, მეგობრების, ახლობლების ცხოვრებას,  სუფთა და კეთილი გულით. გასვენებაში ვიყავით. ქელეხის სუფრა სეფაში იყო გაშლილი. ხალხი წავიდ-წამოვიდა. მხოლოდ  ჩვენ და  გიას ძმა დავრჩით სასაფლაოზე. ღვინოს ვსვამდით, ვიხსენებდით. გავიხედოთ და სასაფლაოზე მოდის „ციტრუსას“ ცხენი. მოვიდა, საფლავთან შეჩერდა,  დიდხანს  იდგა  და  ღაპა-ღუპით მოსდიოდა ცრემლები. ჩვენს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა. ეს სწორედ ის ცხენი იყო, მისი პატრონი გაგანია ომში რომ კითხულობდა, როგორ არისო. გია სტიქაროსანიც  იყო ეკლესიაში.  ერთხელ  თბილისში ჩამოვიდა და სახლში მომადგა:  -  ჩემი საცოლე  ვიღაცასთან ერთად გაიპარაო.  დიდ ტრაგედიებში იყო. აღმოჩნდა, რომ საცოლის დაქალი და მისი შეყვარებული გაპარულან  და ეს  გოგოც იმათ გაჰყოლია „გრუპა პადდერჟკის“  ამბავში. ეჰ, აუხდენელი დარჩა  ოცნება - მშრომელ და პატიოსან ოჯახში გაზრდილს, ასეთივე კერა შეექმნა.

ალიკა პაპაშვილი მაშინ  ჩვენზე  გაცილებით უფროსი იყო -  36 წლის (37-ისა ომში გახდა). ვეხუმრებოდით, რა გინდა ომში, ისედაც მოკვდებიო. არადა სულ ახალგაზრდა წავიდა ამ ქვეყნიდან.

ვერცერთს ვერ  გამოარჩევ. ერთმანეთზე უკეთესები იყვნენ. ყველაზე მეტად მახსენდება მამუკა კაჭკაჭიშვილის სიკვდილი 1 ივლისს. რადგან სიკვდილიც არის და სიკვდილიც. ასეთ სიკვდილს სხვანაირი გამბედაობა ჭირდება. ჩვენი ბიჭები  ალყაში მოაქციეს ზავის დროს. უამრავი მებრძოლი დაიღუპა მაშინ: ავთო წიკლაური, ბენო ვაშაკიძე, გელა შამანაური, ალიკა პაპაშვილი, ირაკლი ქიმერიძე, ვანიკა სააკიანი, რუდიკა ხაჩატურიანი, გია ლურსმანაშვილი...    მამუკას გონება გაეთიშა. აზრზე რომ მოვიდა და დაინახა, ყველანი დახოცილიყვნენ, ადგა და  განწირულმა მტერს მარტომ შეუტია. უკანასკნელ ტყვიამდე იბრძოლა. მერე ისიც მოკლეს. ესეც არ აკმარეს.  მკვდარი ცემეს. იგივე ბედი ეწიათ ალიკა პაპაშვილს და ირაკლი ქიმერიძეს. მტრისთვის ძვირად დათმეს თავისი სიცოცხლე, მათაც მხოლოდ მკვდრებს მოერივნენ. ირაკლის კონდახებით  ჰქონდა თავი ჩამტვრეული. ნავარჯიშები ბიჭი იყო და ტანით ვიცანით.

ესეც იმის ტესტია, თუ ვისთან, რა რჯულის მტერთან გაქვს საქმე. ნათქვამია: „ომში, როგორც ომში“, მაგრამ არსებობს კანონები, რომლებიც ომის სისასტიკეზე მაღლა დგას. მეომარს თავისი მტრის  იოტისოდენა პატივისცემა მაინც უნდა ჰქონდეს. მკვდარს როცა სცემ, სხვა რამეს ნიშნავს. მკვდარზე შურისძიება, რბილად რომ ვთქვათ,  ლაჩრული საქციელია.  ან თუნდაც ტყვეებისადმი მოპყრობა რომ ავიღოთ. აფხაზებმა ჩვენგან ტყვედ  აიყვანეს თემური სირაძე, რომელიც მაშინ ჯერ კიდევ 16 წლის იყო და საშინელი დღეები გამოიარა ტყვეობაში. ჩვენც გვყავდა ერთი ტყვე - ლენინგრადელი სერგეი ბრიულოვი. პატარა ბიჭი იყო, არაფერს ვუშავებდით, არ ვცემდით;  პირიქით,  მათემატიკაში, ფიზიკაში, ისტორიაში ვამეცადინებდით. ვეუბნებოდით, სირცხვილია, ამხელა „ჯორს“,  დისკრიმინანტის გამოყვანა რომ არ შეგიძლიაო.  აფხაზები აშინებდნენ თურმე, ქართველებთან  თუ მოხვდები ტყვედ, თავ-ბედს იწყევლი, სიკვდილს ინატრებ, ისეთ დღეში ჩაგაგდებენო. ბოლოს წასვლა აღარ უნდოდა აფხაზებთან. ჩვენ  ჩაფიქრებული გვქონდა, რომ  თემურ სირაძეში  გადაგვეცვალა,  მაგრამ ორ თვეში დაგვიბრუნეს თემური. მერე ეს  რუსი ტყვე ჩავსვით თვითმფრინავში და   გავუშვით  რუსეთში. ბოლოს ასე  თქვა: -  ყველგან მოვყვები,  თუ ვინ არიან ქართველებიო. თითი არ დაგვიკარებია, რადგან უიარაღო ტყვე კაცის გასაზიზღრება არ შეიძლება. ჩვენ ასეთი რამ არასდროს   გვიკადრია.

საქართველოს თავისუფლებასა და ტერიტორიულ მთლიანობას თავი შესწირა ასევე ჩვენმა თანამებრძოლმა,  ძალიან  ახალგაზრდა მეცნიერმა, ირაკლი ქიმერიძემ.

28 წლისა იყო ირაკლი. თავისი ხანმოკლე სიცოცხლე სწავლასა და  შრომაში გაატარა.  თსუ-ს ფიზიკის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ,   საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკის ინსტიტუტის  მეცნიერ-თანამშრომლად მუშაობდა. სადისერტაციო ნაშრომის დასრულებას ბევრი აღარაფერი აკლდა, მაგრამ, საუბე


თანამებრძოლები: ლაშა ჭეიშვილი, ბიძინა ზათიაშვილი, დიმიტრი ბუხსიანიძე
დუროდ არ დასცალდა.
აფხაზეთში ომის დაწყების პირველივე დღეებიდან, მოხალისედ წამოვიდა სამშობლოს დასაცავად. თავისი დაჭრილი ძმა შეცვალა. აფხაზეთში აითვისა არტილერისტის რთული სპეციალობა და  ქვედანაყოფში ერთ-ერთი საუკეთესო ოფიცერი  იყო.  ძალიან  წყნარი, თავმდაბალი და ზრდილობიანი ბიჭი იყო ირაკლი და ყველგან დიდი სიყვარულით სარგებლობდა.  ომშიც კი არ ისვენებდა. თავის  დისერტაციაზე მუშაობდა თავისუფალ დროს, გაგანია ბრძოლის ველზე.   აგრეთვე უკრავდა გიტარაზე,  ვიოლინოზე, პიანინოზე.  ყველა ეს ინსტრუმენტი მოვიპოვეთ  და  ვუკრავდით  ბრძოლის ველზე, კონცერტებს  ვაწყობდით.  როგორც ლადო ასათიანი იტყოდა: „ჭაბუკი ვიყავ, ქარბუქი ვიყავ!“

პირველ ივნისს დაღუპულთაგან ყველაზე ბოლოს ავთო წიკლაური გადმოვასვენეთ. გოჩა წულაია და ავთო წიკლაური ჯგუფელები იყვნენ,  მათემატიკურზე სწავლობდნენ უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსში. ავთომ სამხედრო სასწავლებელი (საარტილერიო ინსტიტუტი)  დაამთავრა ლენინგრადში. მერე, ქვეყანა რომ აირია, ჩამოვიდა და ჩააბარა მათემატიკურზე. ავთო და გოჩა ერთად მოვიდნენ ჩვენთან. ავთო ჩვენს მეთაურად დანიშნეს. 25 წლისაც არ იყო,  როცა უფალმა თავისთან იხმო.

- როგორ ფიქრობთ, თქვენ რამ გადაგარჩინათ ამ ფიცხელ ომში?

დიტო ბუხსიანიძე:

-   ვიდრე  ომში წავიდოდით, ჩვენ დავიწყეთ კლდისუბნის წმინდა გიორგის ეკლესიის აღდგენა ნარიყალაზე.  იქ გვინდოდა მგალობლებად დარჩენა,  მაგრამ მერე ომი დაიწყო და ერთად წავედით ყველანი. ფაქტიურად,  ისე გამოვიდა, რომ ომი გამოვიარეთ და ნაკაწრის გარეშე ვართ ყველანი წამოსულები. გუმისთის  ბრძოლაში  მოვყევი.  მასირებულად გვბომბავდნენ გამთენიამდე სოხუმის ახალ რაიონში.  წვივიდან ბომბის პატარა ნამსხვრევი ამომიღეს მხოლოდ, ისიც რამდენიმე წლის შემდგომ თბილისში, როცა გამიღიზიანდა. არც კი ვიცოდი. მეტი არაფერი. სითბოთი და სიყვარულით  მინდა გავიხსენო აფხაზი ცოლ-ქმარი:  ჟორა და თამარ არშბები, ფილტვების ანთებითა და კუჭის წყლულით დაავადებულს, საკუთარი შვილივით რომ მივლიდნენ.

ერთიც მინდა გავიხსენო: 1 ივნისის ბრძოლაში ჩვენებიდან ოთხი კაცი გადაგვირჩა: ზაზა დავლაძე, ბესო ქათამაძე, ზურა მახარაძე და თემო სირაძე (ტყვედ აიყვანეს). მანამდე ანჩისხატის  მგალობლები იყვნენ ჩვენთან  ჩამოსულები.  პატარა, ტყავის ყრდაში ჩასმული  „ლოცვანი“ დაგვირიგეს თითოეულს.   ზურას  ტყვია რომ მოხვდა, გულისჯიბეში ჩადებულმა ნაჩუქარმა „ლოცვანმა“  გადაარჩინა, ტყვიას მიმართულება შეუცვალა და მხოლოდ მსუბუქი ჭრილობით გადარჩა.

 

ბიძინა ზათიაშვილი:

- დედაჩემი, რუსეთში წმინდანად შერაცხული მღვდლის, დიმიტრი ვოზნესენსკის პირდაპირი შთამომავალია.   დედა, რომელიც   პურის მაღაზიაშიც კი არ მიდიოდა მანქანის გარეშე,  ერთ დღეს, დილით ადგა და ფეხით წავიდა სვეტიცხოველში.  სანთლები დაანთო და ვისი სახელიც ახსოვდა, ყველა მოიხსენია.  უვნებელი რომ დავბრუნდი ომიდან, მისი ლოცვის წყალობა მგონია. დედის ლოცვა, ხომ იცით, ღვთისმშობლის ლოცვასთან არის გატოლებული.

ღმერთმა დაუმკვიდროს სასუფეველი ამ ბიჭების  უმანკო   სულებს, რომელთა სახელებს დავიწყება არ უწერია:

 

ალიკა პაპაშვილი - 1957  – 1993 (01.06)

ირაკლი ქიმერიძე - 1965– 1993 (01.06)

ლურსმანაშვილი გია - 1972– 1993 (01.06)

შამანაური გელა - 1966  – 1993 (01.06)

წიკლაური ავთო - 1968  – 1993 (01.06)

კივილაძე ბესო - 1964– 1993 (22.09)

კაჭკაჭიშვილი მამუკა - 1966– 1993 (01.06)

ავაქოვი ლევანი - 1967– 1993 (19.01)

გოჩა წულაია - 1969– 1993 (19.01)

სააკიანი ვანიკა - 1959– 1993 (01.06)

ხაჩატურიანი რუდიკა - 1966– 1993 (01.06)

ედუნა იკაევი - 1974– 1993 (16.03)

ვაშაკიძე ბენო - 1969– 1993 (01.06)

გია ჭითანავა - 1965 - 1993 19.09.

თემური ლომთათიძე -1949 – (02.07)

ემზარი რაზმაძე - 1968 - უგზო-უკვლოდ დაკარგული

ნუგზარი რაზმაძე - 1966 - უგზო-უკვლოდ დაკარგული

 

- სოხუმის დაცემის დღემდე იბრძოდით, მაგრამ აფხაზეთი მაინც დავკარგეთ. თუმცა ოთარ ჭილაძის სიტყვებით: „დაკარგული ის არის მხოლოდ, რის დაკარგვასაც ვეგუებით“. თქვენ შეეგუებით როდესმე ამას?

დიტო ბუხსიანიძე:

- ჩვენ ვერასდროს ამას  ვერ შევე


ბიძინა ზათიაშვილი
გუებით და ამიტომაც აფხაზეთი  დაკარგული არც არის. რომ ვთქვათ, თბილისელი ვარ, რა მინდოდა აფხაზეთში? -  მაგრამ მინდოდა.  მორჩა  და გათავდა! სანამ ჩვენ ვართ, ის დაკარგული ვერ იქნება. ამის გარდა,  აფხაზეთიდან ლტოლვილი ქართველები, ვინც იქ ბავშვობა გაატარა, ვერასდროს ამას ვერ შეეგუებიან. გასაგებია,  მათი შვილები აქ გაიზარდნენ  და მათ  ისეთი კავშირი აღარ აქვთ  წინაპრების  მიწა-წყალთან. მაგრამ ადრე თუ გვიან, რომ დადგება საკითხი: წავიდეთ აფხაზეთშიო, იმ ადამიანთაგან   აქ დამრჩენი არავინ  არის, ყველა დაბრუნდება. თანაც აფხაზეთი სულ სხვანაირი „ედემია“.  ადრეც მიფიქრია, უნივერსიტეტს რომ დავამთავრებ, ავდგები და სულაც აქ  წამოვალ საცხოვრებლად და აქ ვიმუშავებ-მეთქი. ჩემი თბილისიც მიყვარს,  ჩემი სოფელიც, მაგრამ სიამოვნებით ვიცხოვრებდი სოხუმში. მიწა-წყალი მხოლოდ ფიზიკურ პლანში განსახილველი რამ არ არის. რას ჰქვია ჩვენი მიწა?... ჩვენ გვეკუთვნის მხოლოდ  ორი კუბური მეტრი მიწა, რომელსაც ზემოდან დაგვაყრიან და დამთავრდა. მაგრამ სულიერი თვალსაზრისით,   მიწა  სხვანაირი, მისტიური  კავშირიცაა. ჯერ ერთი,   აფხაზეთში არის  უამრავი ადამიანის საფლავი, ახლობლობა, ნათესაობა, გვარი, სისხლი და  ხორცი.   ამას რანაირად დაკარგავ?  ბიძაჩემი სოხუმელი იყო. თავისი ხელით აშენებული და გამშვენებული, ორსართულიანი  სახლი ჰქონდა წამოჭიმული დიდებულ ეზოში.  თბილისში გარდაიცვალა ანევრიზმით. ბოლო წუთამდე სულ იმას ამბობდა,  რაში მაინტერესებს აქ სახლი, ოღონდ იქ დავბრუნდე და თავიდან ავაშენებ,  ყველაფერს თავიდან დავიწყებო. ჭუბერზე ფეხით გადმოსულს, მრავალ ჭირ-გამოვლილს, პატრიოტიზმით ნასაზრდოებს უკვირდა, თბილისში მარტოოდენ ჭამა-სმის პრობლემებზე დაფიქრებულთა, მომხვეჭელთა და მოლაყბეთა სიმრავლე. აფხაზეთს  ასე ადვილად   არ დათმობს ქართველი, ჩემი თაობა,  ყოველ შემთხვევაში.
- პირადად თქვენ,  რა მოგცათ, რა შეგძინათ აფხაზეთის ომში მონაწილეობამ. როგორი  სკოლა იყო ეს ომი?

დიტო ბუხსიანიძე:

- აფხაზეთიდან რომ დავბრუნდი, დავრწმუნდი, რომ  ის ღირებულებები, რითაც  ჩვენ  ვიზრდებოდით, ყველაფერი ზღაპარი იყო. ეს ზღაპარი დამენგრა, რადგან, სინამდვილეში ომი დიდი აბანოა, განსაწმენდელი. ისეთ რაღაცეებს ნახავ ომში,   წიგნებშიც რომ  ვერ წაიკითხავ.   ყველაფერს უყურებ შენს თვალწინ.   ომი ლაკმუსივით ამჟღავნებს ადამიანებს.  ვინც ვარგა ვარგა... ვინც არა და არა. მნიშვნელობა არა აქვს, ვინაა და საიდანაა. გარკვეულწილად, კრისტალიზაცია ხდება.   თუ მორალური და ესთეტიკური საყრდენი არ გაქვს გარემოსთან, ომში ვერ გაძლებ.  ადრე თუ  გვიან მოგერევა ომი ან გაიქცევი.   ომში  კავშირებს ხედავ; ისტორიის დიდ ასპარეზზე, ამ ქაოტურ მოვლენებში  შენს როლს,  შენს წილ პასუხისმგებლობას აცნობიერებ.

მართალი გითხრათ, ომს ტკივილისა და ცრემლის მეტი ჩემთვის არაფერი მოუცია. ერთხელ და ორჯერ არ მიტირია  აფხაზეთში დაღუპული ძმების გამო.  ზოგადად დამკვიდრებული თვალსაზრისით, ომი ცუდია. იდეაში ომი ცუდია, მაგრამ სახეში  რომ ვინმე შემოგარტყამს, ვერ დაიწყებ რიტორიკას, რომ მშვიდობისმყოფელი ხარ და იარაღს არ აიღებ ხელში  შენი ღირსების დასაცავად.  რეალობაში  დამაბრუნა ომმა, გამომაღვიძა, გამომაფხიზლა. თორემ კარგი არაფერი დაუტოვებია. ჩემი ძმაკაცების  ნატყვიარ გულებზე დაყრილი მიწის ბრახუნის ხმა დღემდე ჩამესმის ყურში, არცერთი  ჩქამი  არ მავიწყდება. უბრალოდ, გონებით უნდა მივწვდეთ იმას, რომ განა აფხაზებთან გვქონდა  ჩვენ საქმე და განა აფხაზი იყო ჩვენი მტერი? -  მტერი სისტემაა, რომელმაც ეს ომი დაუშვა. მოწინააღმდეგე მხარეს მდგომი მეომრებიც იმსახურებენ პატივისცემას.

- თქვენი - დაბრუნებულების მეგობრობა როგორ გაგრძელდა?

- ომის გარეშეც    ძალიან გემრიელი ძმაკაცები ვიქნებოდით. ტკივილისა და სისხლის გარეშეც გავიხსენებდით   იმ დროს, სტუდენტობას, ყმაწვილკაცობას. მაგრამ  იმ საერთო ტკივილმა კიდევ უფრო მეტად შეგვადუღაბა.

დავნათესავდით კიდეც (ნათელ-მირონობა გვაკავშირებს). ყოველ წელს ჩვენი თანამებრძოლების გარდაცვალების დღეებში ვიკრიბებით; საფლავებზე ავდივართ გარდასულს ვიხსენებთ, სადღეგრძელოებსა და ლოცვებში მოვიგონებთ ჩვენს დაღუპულ მეგობრებს.

ერთი დიდი, სიმბოლური მნიშვნელობის სადღეგრძელო გვაქვს. კინდღში რომ ვიდექით, სულ გვენთო კოცონი, რომლის გარშემოც ვიკრიბებოდით. მარტო ჩვენ კი  არა, არამედ სხვა  უამრავი მიმსვლელ-მომსვლელიც. იმ ადგილას ხომ ტყუილის თქმას აზრი არა აქვს. ვერ მოიტყუებ,  არ გამოდის. ახლაც, კარგად რომ  შევზარხოშდებით,  იმ კოცონის სადღეგრძელოს სულ ვამბობთ.   თითქოს,  ისევ იმ კოცონთან ვხვდებით ერთმანეთს, რადგან  იმ კოცონთან ჩვენი ურთიერთობა  სიმართლესთან ურთიერთობის სიმბოლოდ იქცა.   ყოველთვის   ალალი და მართალი იყო და არის  ჩვენი მეგობრობა.

 

აფხაზეთის ომის მებრძოლებთან საუბარს ჯონ მილტონის შესანიშნავი, სევდითა და სინანულით სავსე სტრიქონებით დავამთავრებთ:

„ომი წავაგეთ? რაა მერე, ამითი მაინც

არ დაკარგულა ყველაფერი, რადგან კვლავ შეგვრჩა

უდრეკი ნება და წყურვილი შურისგებისა,

დაუშრეტელი სიძულვილი და მამაცობა;

არ ვართ ჩვეულნი დათმობასა და მორჩილებას!“

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 16.03.2021
ბოლო რედაქტირება 10.12.2021
სულ რედაქტირებულია 2

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 10.12.2021
სულ რედაქტირებულია 1



მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0