სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10555

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
ერმილე (გია) ჭითანავა 1965-93 წწ დაკარგ. აფხაზეთი დაბ. ბოლნისი ქვემო ქართლი ერმილე (გია) ჭითანავა 1965-93 წწ დაკარგ. აფხაზეთი დაბ. ბოლნისი ქვემო ქართლი ერმილე (გია) ჭითანავა 1965-93 წწ დაკარგ. აფხაზეთი დაბ. ბოლნისი ქვემო ქართლი

1965-1993 წწ. გარდ. 28 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი ჭითანავა სია

ბოლნისი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

36       ბეჭდვა

ერმილე (გია) ჭითანავა 1965-93 წწ დაკარგ. აფხაზეთი დაბ. ბოლნისი ქვემო ქართლი

ერმილე (გია) ჭითანავა მუშურის ძე დაიბადა 14 მარტი 1965 წელი ბოლნისი დაიკარგა უგზო უკვალოდ 26 სექტემბერი 1993 წელი


ეროვნული გვარდიის ბოლნისის ბატალიონი რიგითი

1992-1993 თეთრი არწივის საარტილერიო დივიზიონი წიგნი http://mematiane.ge/product-details.php?id=6165


დივიზიონის დაარსებიდან მეორე დღეს ორი ბიჭი გამოგვეცხადა. ქართველებს არ ჰგავდნენ. ორივეს სპორტული აღნაგობა და სამხედრო მანერები ჰქონდა. ერთ-ერთმა აშკარად გამოკვეთილი სომხური კილოთი, რუსულად მოგვმართა: «Не подскажете где артиллерия». (ვერ მეტყვით, სად არის არტილერია?) დავუდასტურეთ სწორად მოსვლა.


უცნობებმა ზურგჩანთები მოიხსნეს, იქვე კუთხეში მიაწყვეს და იმავე ბიჭმა მოგვმართა: «Ну тогда ребята, мы к вам. Меня Рудиком зовут». (ბიჭებო, ჩვენ თქვენთან ვართ განაწილებულნი, მე რუდიკა მქვია) ხელი ჩამოვართვით ერთმანეთს.


რუდიკასთან მყოფი მეორე პიროვნება ხმას არ იღებდა. თურმე ცოტა ენა ებმებოდა და ეტყობა მოერიდა ჩვენი. თბილისელი სომხები გამოდგნენ.


ქართულად მშვენივრად საუბრობდნენ, მაგრამ ჩვენთან საუბარს მაინც რუსულად ამჯობინებდნენ. ორივე საბჭოთა ჯარის დესანტში იყო ნამსახურები, ეს ფიზიკურ გარეგნობაზეც ეტყობოდათ. ასეთი ხალხის

შემომატებაზე არც ერთი ქვედანაყოფი არ იტყოდა უარს.


იმავე დღეს ჩვენს დივიზიონს კიდევ ორი წევრი: დათო (ზაური) ახალშენაშვილი და ერმინე (გია) ჭითანავა შემოემატა. თბილისის ზღვა გეოგრაფიულად ბრწყინვალე საწვრთნელი ადგილი აღმოჩნდა. მისი მიმდებარე საკმაოდ დიდი ტერიტორია საშუალებას გვაძლევდა, ტაქტიკური წვრთნები მაღალ დონეზე ჩაგვეტარებინა.

საწყისი ცოდნა, თუ როგორ უნდა გამოგვეყენებინა ტოპოგრაფიული რუკა არტილერიაში, თბილისის ზღვაზე მივიღეთ. გარდა ამისა, იგი შესანიშნავი ადგილი იყო ფიზიკური მომზადებისთვის. მისი მთაგორიანი რელიეფი მაქსიმალურად მიახლოებული გამოდგა ფრონტის რელიეფთან.


ითანამშრომლა დამ მაია ჭითანავამ დაბადებულია 28 თებერვალი 1970 წელს


მალხაზ თაყნიაშვილი სერგოს ძე დაბადებულია ბოლნისი 1966 წელი 16. მაისი, დის ქმარი და თანამებრძოლი (ავღანელი)


ერთი პირველი წევრი გია (ერმინე) ჭითანავა ჟიული შარტავას გვერდით სოხუმის დასაცავად დარჩა. ბოლო მონაცემებით, მის გვერით იყვნენ დივიზიონის ბოლნისელი წარმომადგენლებიც: კობა თაყნიაშვილი, მერაბ ლომთაძე და ტრისტან მოდებაძეც. (ამ ბიჭებთან ერთად სხვა ბოლნისელებიც იყვნენ, მაგრამ მე მხოლოდ თეთრ არწივში მებრძოლთა სახელები ვიცი. )
სამწუხაროდ, ამ ვაჟკაცების ბედი 1993 წლის 27 სექტემბრიდან უცნობია. ისინი დღესაც უგზო-უკვლოდ დაკარგულებად ითვლებიან.
გია (ერმინე) ჭითანავა კობა თაყნიაშვილი მერაბ ლომთაძე
- 256 -
ერთი შეხედვით წყნარი და თავმდაბალი ბოლნისელი ბიჭები ფრონტზე მსუბუქი არტილერიის დანადგარით „ა გე ეს“-ით იბრძოდნენ. მათ მთელი ომი
პრაქტიკულად წინა ხაზზე გაატარეს. ჩვენი დივიზიონის მთავარ ბაზას მოწყვეტილნი წვიმაში, თოვლში, ტალახში და მრავალი დღე ხანდახან მშიერნიც ქართულ პოზიციებს იცავდნენ. გადაიტანეს უდიდესი გაჭირვება, რამდენჯერმე აფეთქდნენ ტანკსაწინააღმდეგო ნაღმზე, გამოაკლდათ თანამებძოლი, ჰყავდათ
კონტუზირებული და მძიმედ დაჭრილი ხალხიც, მაგრამ მათი საბრძოლო სული ვერ გატეხა ომმა, პირიქით, დღითი დღე უფრო ძლიერდებოდა. ამის ნათელი მაგალითია ისიც, რომ ბოლნისელებმა ბოლომდე იბრძოლეს, არ მიატოვეს და კბილებით დაიცვეს სოხუმი.
ბედნიერია საქართველო!
ბედნიერია ჩვენი ბედკრული საქართველო, რადგან ჰყავს ოჯახები, სადაც ისეთი ვაჟკაცები იზრდებიან, როგორიც ბოლნისელები იყვნენ.



14 დაკარგული ბოლნისელი მებრძოლის სია 1992-93 წლების აფხაზეთის ომში



ინფორმაცია მოგვაწოდა თამარ რეხვიაშვილმა დაბ. 1983წ. სოფ. რაჭისუბანი ბოლნისი


წიგნი "გელოდებიი" ავტორი ეთერ ჩუმაშვილი

გამოყენებულია მასალა "ერთიანი საქართველოსთვის" ავტორი დავით მჭედლიძე



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 17.03.2021
ბოლო რედაქტირება 30.07.2023
სულ რედაქტირებულია 10





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0