სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10529

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
ტრისტან მოდებაძე  დაკარგ. 1969-93 სოხუმი აფხაზეთი დაბ. ბოლნისი ტრისტან მოდებაძე  დაკარგ. 1969-93 სოხუმი აფხაზეთი დაბ. ბოლნისი ტრისტან მოდებაძე  დაკარგ. 1969-93 სოხუმი აფხაზეთი დაბ. ბოლნისი ტრისტან მოდებაძე  დაკარგ. 1969-93 სოხუმი აფხაზეთი დაბ. ბოლნისი

1969-1993 წწ. გარდ. 24 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი მოდებაძე სია

ბოლნისი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

20       ბეჭდვა

ტრისტან მოდებაძე დაკარგ. 1969-93 სოხუმი აფხაზეთი დაბ. ბოლნისი

ტრისტან მოდებაძე შინმოუსვლელი დაიბადა 30 ნოემბერი 1969 წელი თბილისი ცხოვრობდა ბოლნისი, დაიკარგა 27.09.1993 სოხუმი


ტრისტან (ტიტე) მოთას ძე მოდებაძე დაიბადა 1969 წლის 30  ნთემბერს ქ. ბოლნისში. დედა – რაისა დთმენტის ასული წურწუმია, მამა შოთა ტრისფონის ძე მოდებაძე.

დის ნონა მოდებაძის მთგონებები ტრისტანმა დაამთავრა ბოლნისის ს.ს ორბელიანის 1 ქართული საშუალო სკოლა. ბავმთბპში იყო ძალიან მოძრავი და ინტერესიანი. სკოლის პერიოდმი დადითდა ახალგახრდა ტექნიკოსთა წრეხე, რთმელიც იმ დროს პიონერთა სახლში ფუნქცითნირებდა: სულ რაღაცას იგონებდა, აწყობდა და მოქმედებაში მოჰყავდა, მახსოვს 2-3-ჯერ რუსთავში გამოფენებზე, იყვნენ და მნიშვნელოვანი ადგილი/ა აიღეს. თუმცა არ უყვარდა თავის ქება.


    სკოლის დამთავრების შემდეგ მაალევე გაიწვიეს სამხედრო სავალდებული სამსახურში მსხურობდა აზერბეიჯანში რომელიც დაასრულა პირნათლად და დაბრუნდა 90-იანი წლებში ..



საქართველოში, სადაც იმ ხანად სამოქალაქთ ომი იყო.  თვითონ ჩემი ძმა იყო ძალიან შრომისმოყვარე, არ უყვარდა უმუშევრთბა და. უმოქმედთბა. მას ოჯახში არასთდეს უთხოვია დახმარება, პირიქით, ოვგახს აქეთ ეხმარებთდა. იმ პერიოდში მეც სტუდენტი გავხდი და ფაქტიურად, ჩემმა „შენახვამ“ - დედაქალაქში მის მხრებზე გადაიარა. რამდენადაც, მახსოვს, ძალიან წვალთბდა, ძალიან ცუდი დრთ იყთ, არსად არაფრის პერსპექტივა არ იყთ... არადა, შეიძლებთდა კარგი ვაჟკაცი, კარგი მთქალაქე და შეუდარებელი ქართველი ბინა, როგორც ჩემთვის და თავახისთვის, ასევე სხვებისთვისაც...

    1993 წელს კი მეხთბლის ბიჭებთან ერთად აფხახეთში გაიპარა. დაიბარა მეგობარს ზღვახე მივყვებიო და ეჭვიც არ აგვიღია. ერთი წლის თავზე მამა დაიღუპა. ის ძალიან უთქმელი და წყნარი კაცი იყო და ვერ გადაიტანა შვილის დაკაგვა.·

დედაჩემი რაისა წურწუმია კი პირიქით, სულით მებრძოლი ქალი იყო სულ საჯეროდა, სულ იმედი ჰქონდა, რთმ მისი შვილი კარებს შემოაღებდა და სახლში გაღიმებული (როგორც იცოდა) შემოვიდოდა...

24 წელი მას თვალზე ცრემლი არ შეშრობია, 24 წელი. ჭამკრისთვის თვალი არ მთუცილებია...

დედამ 85 წლის ასაკმი შვილის ნატვრაში დალია სული...

რაც დრთ გადის, მით უფრო მაკლია ერთადერთი დედმამიშვილი, ერთადერთი ძმა, რომელიც ძალიან ვაჟკაცური, ერთგული და ძალიან საამაყო იყოთ.


თეთრი არწივის მე-4-ე სპეცრაზმი


1992-1993 თეთრი არწივის საარტილერიო დივიზიონი წიგნი http://mematiane.ge/product-details.php?id=6165

გზაში საკმაოდ ცუდი
ინფორმაცია მივიღეთ ჩვენს
ბოლნისელებზე.
სოხუმის დაცემამდე რამდენიმე დღით ადრე მძიმედ
დაიჭრა ლევან ამირიანი. მისი
ევაკუაცია და თბილისში ჩამოყვანა მოხერხდა, მაგრამ
ჭრილობა სასიკვდილო აღმოჩნდა და, სამწუხაროდ, იგი
ჰოსპიტალში გარდაიცვალა.
ასევე გვაცნობეს, რომ
ჩვენი არტილერიის ერთლევან ამირიანი
- 255 -
ერთი პირველი წევრი გია (ერმინე)
ჭითანავა ჟიული შარტავას გვერდით სოხუმის დასაცავად დარჩა.
ბოლო მონაცემებით, მის გვერით
იყვნენ დივიზიონის ბოლნისელი
წარმომადგენლებიც: კობა
თაყნიაშვილი, მერაბ ლომთაძე და
ტრისტან მოდებაძეც. (ამ ბიჭებთან
ერთად სხვა ბოლნისელებიც
იყვნენ, მაგრამ მე მხოლოდ თეთრ არწივში მებრძოლთა
სახელები ვიცი. )
სამწუხაროდ, ამ ვაჟკაცების ბედი 1993 წლის 27 სექტემბრიდან უცნობია. ისინი დღესაც უგზო-უკვლოდ დაკარგულებად
ითვლებიან.
გია (ერმინე) ჭითანავა
კობა თაყნიაშვილი მერაბ ლომთაძე
- 256 -
ერთი შეხედვით წყნარი და
თავმდაბალი ბოლნისელი ბიჭები
ფრონტზე მსუბუქი არტილერიის
დანადგარით „ა გე ეს“-ით
იბრძოდნენ. მათ მთელი ომი
პრაქტიკულად წინა ხაზზე გაატარეს. ჩვენი დივიზიონის მთავარ
ბაზას მოწყვეტილნი წვიმაში,
თოვლში, ტალახში და მრავალი
დღე ხანდახან მშიერნიც ქართულ
პოზიციებს იცავდნენ. გადაიტანეს
უდიდესი გაჭირვება, რამდენჯერმე აფეთქდნენ ტანკსაწინააღმდეგო ნაღმზე, გამოაკლდათ თანამებძოლი, ჰყავდათ
კონტუზირებული და მძიმედ დაჭრილი ხალხიც, მაგრამ მათი
საბრძოლო სული ვერ გატეხა ომმა, პირიქით, დღითი დღე უფრო
ძლიერდებოდა. ამის ნათელი მაგალითია ისიც, რომ ბოლნისელებმა ბოლომდე იბრძოლეს, არ მიატოვეს და კბილებით
დაიცვეს სოხუმი.
ბედნიერია საქართველო!
ბედნიერია ჩვენი ბედკრული საქართველო, რადგან ჰყავს
ოჯახები, სადაც ისეთი ვაჟკაცები იზრდებიან, როგორიც
ბოლნისელები იყვნენ.

ტრისტან მოდებაძე
- 257 -
მსხვერპლი ომის შემდეგ
სამწუხაროა, მაგრამ უნდა აღვნიშნო, რომ დივიზიონის პირად
შემადგენლობას საომარი მოქმედებების შემდეგაც გამოგვაკლდა
ხალხი.

ტრისტან (ტიტე) შოთას ძე მოდებაძე  დაიბადა 1969 წლის 30 ნოემბერს ქ.ბოლნისში. დედა - რაისა დომენტის ასული წურწუმია, მამა - შოთა ტრისფონის ძე მოდებაძე.
ნონა მოდებაძის (და )მოგონებები
-ტრისტანმა  დაამთავრა ბოლნისის ს.ს ორბელიანის N1 ქართული საშუალო სკოლა. ბავშობაში იყო ძალიან მოძრავი და ინტერესიანი. სკოლის პერიოდში დადიოდა ახალგაზრდა ტექნიკოსთა წრეზე, რომელიც იმ დროს პიონერთა სახლში ფუნქციონირებდა. სულ რაღაცას იგონებდა, აწყობდა და მოქმედებაში მოყავდა. მახსოვს 2-3-ჯერ რუსთავში გამოფენებზეც იყვნენ   და რამდენადაც მახსოვს, მნიშვნელოვანი ადგილიც აიღეს. ეს ამბავი ძალიან ბუნდოვნად მახსოვს. თვითონ ბევრი ლაპარაკი არ უყვარდა, მით უმეტეს, თავის ქება.
  სკოლის დამთავრების შემდეგ მალევე გაიწვიეს სავალდებულო სამხედრო სამსახურში. მსახურობდა აზერბაიჯანში, ქ.ბაქოს მახლობლად, რომელიც დაასრულა პირნათლად და დაბრუნდა  90-იანი წლებში  საქართველოში, სადაც იმ ხანად სამოქალაქო ომი იყო. საქართველოში იყო ომი,  უგაზობა და უშუქობა. სამსახურები არსად იყო, იყო სრული განუკითხაობა... თვითონ ჩემი ძმა იყო ძალიან შრომისმოყვარე, არ უყვარდა უმუშევრობა და უმოქმედობა. მას ოჯახში არასოდეს უთხოვია დახმარება , პირიქით, ოჯახს  აქეთ ეხმარებოდა. იმ პერიოდში მეც სტუდენტი გავხდი  და ფაქტიურად, ჩემმა ,,შენახვამ“ - დედაქალაქში მის მხრებზე გადაიარა.რამდენადაც მახსოვს, ძალიან წვალობდა, ძალიან ცუდი დრო იყო, არსად არაფრის პერსპექტივა არ იყო... არადა, შეიძლებოდა კარგი ვაჟკაცი, კარგი მოქალაქე და შეუდარებელი ქართველი გვყოლოდა დღეს გვერდით და ბევრი კარგი საქმე წამოეწყო და გაეკეთებინა ,როგორც ჩემთვის და ოჯახისთვის, ასევე სხვებისთვისაც....
   1993 წელს კი მეზობლის ბიჭებთან ერთად აფხაზეთში გაიპარა. ოჯახის წევრებმა ერთი კვირის მერე გავიგეთ, რომ ომში წავიდა, თვითონ დაიბარა მეგობარს ზღვაზე მივყვებიო და ეჭვიც არ აგვიღია. ერთი წლის თავზე მამა დაიღუპა. ის ძალიან უთქმელი და წყნარი კაცი იყო და ვერ გადაიტანა შვილის დაკაგვა.
   დედაჩემი რაისა წურწუმია კი პირიქით, სულით მებრძოლი ქალი იყო. სულ სჯეროდა , სულ იმედი ჰქონდა, რომ მისი შვილი კარებს შემოაღებდა და სახლში გაღიმებული (როგორც იცოდა) შემოვიდოდა....   24 წელი მას თვალზე ცრემლი არ შეშრობია, 24 წელი ჭიშკრისთვის თვალი არ მოუცილებია....
დედამ 85 წლის ასაკში შვილის ნატვრაში დალია სული...
  რაც დრო გადის, მით უფრო მაკლია ერთადერთი დედმამიშვილი, ერთადერთი ძმა, რომელიც ძალიან ვაჟკაცური, ერთგული და ძალიან საამაყო იყო. 
 დღემდე ძალიან დიდი მონატრება და  ტკივილია, რომელსაც არაფერი და ვერაფერი შველის ამ ქვეყანაზე ....

 
ცირა ქვარცხავას (თანაკლასელი) მოგონებები
-ტრისტანი (ტიტე-ჩვენ ასე ვეძახდით მას) გამორჩეული იყო თავისი მეგობრული დამოკიდებულებით, იუმორით, სამშობლოსადმი სიყვარულით, კაცობით და ვფიქრობ, ერთეულების ხვედრია გერქვას გმირი. მან ჩვენ ყველას ეს დაგვიმტკიცა!!! ტიტემ, თავისი თავდაუზოგავი სიყვარულით, ყველაზე ძვირფასი რამ ,,სიცოცხლე“ უძღნა სამშობლოს. მე ამაყი ვარ , რომ მას ძალიან ახლოს ვიცნობდი, ჩვენ ბევრი რამ გვაკავშირებდა ერთმანენთთან და ამიტომ მისი გახსენების დროს მახსენდება ჩვენი ლაღი ბავშვობა, რომელიც  წარუშლელ კვალს ტოვებს ჩემი და ჩემი თანაკლასელების ცხოვრებაში.
მილერ ლიპარტელიანის (თანაკლასელი) მოგონებები 
 ყველაზე ძნელი წარსულ დროში მეგობარზე საუბარი ყოფილა. ტრისტანი ( ტიტე) სასწაული ადამიანი იყო. ბევრი ვერაფერი მოასწრო, მაგრამ დატოვა კვალი, რომ იყო უსაზღვროს შეყვარებული თავის ქვეყანაზე. ყველა ის ადამიანური თვისება ჰქონდა, რომელიც ქართველ კაცს უნდა ჰქონდეს. კლასში ყველას გამორჩეულად გვიყვარდა და პირიქით. სასწაული მეგობრობა იცოდა. ღვთის რჩეული იყო და იმ ვაჟკაც ბიჭებს შორის აღმოჩნდა, რომლებიც დღეს აკლია  ბოლნისს. ქედს ვიხდი ყველას წინაშე.

14 დაკარგული ბოლნისელი მებრძოლის სია 1992-93 წლების აფხაზეთის ომში



ინფორმაცია მოგვაწოდა თამარ რეხვიაშვილმა დაბ. 1983წ. სოფ. რაჭისუბანი ბოლნისი


წიგნი "გელოდებიი" ავტორი ეთერ ჩუმაშვილი

გამოყენებულია მასალა "ერთიანი საქართველოსთვის" ავტორი დავით მჭედლიძე


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 17.03.2021
ბოლო რედაქტირება 21.07.2023
სულ რედაქტირებულია 3





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0