სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10528

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
ჯუმბერ ბეთაშვილი 1939-93წწ გარდ. 54 წლის, სოხუმი, ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით. აფხაზეთი დაბ. თბილისში ჯუმბერ ბეთაშვილი 1939-93წწ გარდ. 54 წლის, სოხუმი, ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით. აფხაზეთი დაბ. თბილისში ჯუმბერ ბეთაშვილი 1939-93წწ გარდ. 54 წლის, სოხუმი, ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით. აფხაზეთი დაბ. თბილისში

1939-1993 წწ. გარდ. 54 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი ბეთაშვილი სია

თბილისიი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

47       ბეჭდვა

ჯუმბერ ბეთაშვილი 1939-93წწ გარდ. 54 წლის, სოხუმი, ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით. აფხაზეთი დაბ. თბილისში

ჯუმბერ ბეთაშვილი სერგოს ძე დაიბადა1939 წლის 26 ივნისს ქ. თბილისში.

წყარო http://www.molodini.org/ge/dakargulebi/personsPage/46




1946 წელს სწავლა დაიწყო თბილისის I საშუალო სკოლაში. 1950 წელს ოჯახი  საცხოვრებლად გადავიდა სოხუმში. 1956 წელს დაამთავრა სოხუმის I საშუალო სკოლა. შემდეგ დაამთავრა სოხუმის სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტი. სწავლობდა ასევე სოხუმის პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორიის ფაკულტეტზე. ცნობილი ეკონომისტის, აკადემიკოს ტერეშჩენკოს ხელმძღვანელობით გაიარა ასპირანტურის კურსი. სწავლობდა მოსკოვის უმაღლეს პარტიულ სკოლაში. 

1972 წელს იყო მიუნჰენში ოლიმპიური თამაშების კომსორგი. 

1974 წელს მუშაობა დაიწყო ქ. გაგრაში საქალაქო კომიტეტში ჯერ ინსტრუქტორად, ხოლო შემდეგ განყოფილების გამგედ. 1976 წლიდან მუშაობდა აფხაზეთის მინისტრთა საბჭოში. 

1992–1993 წლებში იყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო მდივანი.აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დროს მას არც ერთი დღე არ დაუტოვებია სოხუმი. ის ეხმარებოდა როგორც ქართველებს, ისე აფხაზებს, ბერძნებს, რუსებს, სომხებს. როდესაც სოხუმი დაეცა, მას სთხოვდნენ დაეტოვებინა ქალაქი. მისი ბოლო სიტყვები იყო: ,,მე ბავშვებს და ქალებს ვერ მივატოვებ".

დაჯილდოვებულია ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით.


 წიგნიდან საქართველოსთვის ომის ქრონიკები  აფხაზეთი 1992-93წწ რედ. ირმა ირემაძე

კაცი, რომელმაც ბოლომდე `სოხუმის დროით~ იცხოვრა

ის ახლაც იმ ქალაქშია, ზღვისპირა სილამაზეს ოაზისად გადაგიქცევთო, რომ პირდებოდა თავმომწონე სოხუმელებს. ან, იქნებ, ქალაქმაც ასე ისურვა და... მძევლად დაიტოვა თავისი დიდი სიყვარული.

სოხუმის დაცემამდე ორი დღით ადრე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს კანცელარიის სახელმწიფო მდივანს, ჟიული შარტავას თანამებრძოლს, ჯუმბერ ბეთაშვილს უთქვამს: `რაც არ უნდა მოხდეს, მე სოხუმს არ მივატოვებ“.

პირობა შეასრულა. ის სოხუმში დარჩა. თვალებით მომღიმარი ტკივილისათვის მზადება იმაზე ადრე იწყება, ვიდრე გგონია, რომ ასე მოუთვინიერებელ დროს ისევ შენს სასარგებლოდ განკარგავს ბედისწერა.



განგება მოუთვინიერებელია...

ვინ კითხულობს ხელისგულის ხლართებს?

ითვლის ვინმე ბედნიერების წილ გაღებულ წუთებსა და წამებს? არავინ ეძებს და არც არავის აინტერესებს საათიდან ამოფრენილი გუგულიანი ჩიტის `ბედი“. და მოსახდენიც ხდება...

არადა, ბავშვივით სჯეროდა, რომ ცხოვრება ანებივრებდა, რომ ასე იმიტომ უყვარდა, რომ `არსიყვარულის“ არაფერი გაეგებოდა; ან როგორ გიფრთხილდებოდა და თანაგიგრძნობდა! დედამიწა ისედაც ცოდვილიანია და მისი კიდევ უფრო დამძიმების უფლება არ გვაქვსო.


გარეგნულად მართლაც რომ დენდი და ლაღი, თითქოს `სიმძიმეს“ ვერ უძლებსო და...

რაც შეიძლება, მეტად გასცემდა, რომ მეტად ყვარებოდა. და მიეჩვია თვალებით ღიმილს, ასე რომ იხდენდა.

ლექსებს თავისთვის, მეგობრებისთვის, განწყობისთვის წერდა, მაგრამ, რომ გეთქვა, ჯუმბერ ბეთაშვილი პოეტი არ არისო, მართალი არ იქნებოდი. ან ის როგორ არ ითქვას, რომ როცა განუყრელ ფორტეპიანოს მიუჯდებოდა (და ასე იყო ყოველთვის, როცა არ შეეძლო, არ

ემღერა), როგორც წესი, `მაესტროს“ უცვლელი ნომერი სრულდებოდა. და მღეროდა მუსიკა ჯუმბერ ბეთაშვილთან ერთად `ყვავილების

ქვეყანა ჩოქვით შემოვიარე...“ ამ ლამაზმა პიროვნებამ, რომლის კეთილშობილება გარეგნული ხიბლიდანაც იწყებოდა, პირველად ამქვეყნიდან წასვლით ატკინა გული ახლობლებსა და მეგობრებს.

აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს სამეურნეო სამმართველოს უფროსი ჯუმბერ ბეთაშვილი (ბოლოს იგი მინისტრთა საბჭოს კანცელარიის სახელმწიფო მდივანი იყო). წლიდან წლამდე უცვლიდა იერს ქალაქს. ამ ერთობ `პროზაული თანამდებობის“ კაცი გონიერი მეურვეც რომ იყო, გამოუსწორებელი რომანტიკოსიც, ეტყობოდა კიდეც ლამპიონებით გაჯუმბერ ბეთაშვილი

366გვერდი წიგნი  საქართველოსთვის

ნათებულ, კოპწიად მიჩით-მოჩითულ სკვერებსა და გაზონებს. სილამაზეს გალავანი კი არ იცავს, აუხეშებსო და ერთ დღესაც ერთიანად `მოიშალა“ ქალაქში ზღუდედ შემორკალული პარკების ღობეები.

ჯუმბერ ბეთაშვილი სხვა რამის ინიციატორიც იყო. ზღვისპირა ქალაქს ლამაზი სამოსივით უხდება ნაირგვარი ფერების და სოხუმის ფლორა არაერთხელ გაუმდიდრებია უცხო ქვეყნებიდან და ქალაქებიდან ჩამოტანილი ეგზოტიკური სანახაობისა და სახეობის ნარგავებით.

ომისდროინდელ სოხუმსაც ახსოვს უცხო ვარდები, მინისტრთა საბჭოს მთავარი კორპუსის ფასადს რომ ამშვენებდა. ისიც კი მითხრეს, უკანასკნელ შტურმის დღეს გაიწირა ჯუმბერ ბეთაშვილის ნაფერები ყვავილებიო.

ჯუმბერ ბეთაშვილს მთელი სიცოცხლე იმდენი რამის მოსწრება უნდოდა, რომ თანამდებობრივ სავარძელში `მოხერხებულადაც“

არასოდეს უგვრძნია თავი. რა გამოუვალ სიტუაციაშიც არ უნდა ყოფილიყო (არადა, მუდამ უამრავი საზრუნავი ჰქონდა), ყოველვის შეეძლო, საშინლად დამღლელ და მერკანტილურ ყოველდღიურობაზე ამაღლებულიყო.

სოხუმსა და სანაპიროზე შეყვარებულმა, ლამაზად მეოცნებე ჯუმბერ ბეთაშვილმა ბოლომდე ამ ქალაქის დროით იცხოვრა.

მერე მოხდა ყველაზე დიდი უბედურება. დაიწყო ომი და ტალღების შრიალი სროლებს შორის თუ ისმოდა, ინგრეოდა სახლები, ზნეშეცვლილი ქალაქი და ადამიანები თავის თავს არ ჰგავდა.

და ამის შემდეგ გაუკვირდა ვინმეს, როცა დაცემულ სოხუმში, აქირთავას ქუჩა #60-ში, ბეთაშვილის ბინის კარზე ასეთი წარწერა გაჩნდა:

`Я занял квартиру человека, который сотрудничал с врагами абхазского народа“.

ვინაა განმკითხავი `ყველას ომში ყველას წინააღმდეგ“, როცა ადამიანებს ასე ერევათ ერთმანეთის მისამართები?

მართლაც რომ უსინათლოა მტერი...

აფხაზეთის ომში ჩვენი `დიდი“ პოლიტიკოსიც დამარცხდა, სამხრეებმიკერილი ის გენერლებიც, გაუგებარი მანევრების პოლიგონად რომ აქციეს დამარცხებამდე წაგებული ქალაქები, დაბები, ქუჩები. თურმე, შეიძლება, დაიწყოს ისეთი ომიც, რომლის თავგანწირვაც ჯერ ომის ინსპირატორებს `სჭირდებათ“ და მერე სამშობლოს ფურცლებს, სადაც ბიჭები გმირებად უნდა ჩაეწერონ.

ტყვიითა და ტანკით, თურმე, მაგრები ყოფილხართო, უთხრეს ჩვენს მებრძოლთ გადამწყვეტი შეტევის წინ და განიარაღებულნი დაუპირისპირეს ისინი მოწინააღმდეგეს, ბრბოს ფსიქიკით რომ მოქმედებდა. ომი ყველაზე მეტად მაშინ არ ჰგავს თავის თავს, როცა ირღვევა არა მარტო ოფიციალური ხელშეკრულება მხარეებს შორის, არამედ როცა შენი ხალხის უსაფრთხოებასაც არავინ იცავს.

ამბობენ, იმ დღეს, 27 სექტემბერს, ჟიული შარტავასთან, ჯუმბერ ბეთაშვილთან, სხვებთან და სხვებთან ერთად მტერმა ვერც ის ერთი მუჭა ქართველობა აიტანა და ვერც დამარცხებულთა სიამაყეო.

ნეტა, ვინ იყო ის პირველი უკანასკნელთა შორის, ჟიული შარტავასთან წაგებულ ომში გამარჯვებულად რომ იგრძნო თავი?

მართლაც, რომ უსინათლოა მტერი, თორემ ყოველი ახალი დღე ჯერ არშემდგარი პაემანივით რომ იყო ჯუმბერ ბეთაშვილისთვის, რით ვერ დაინახა მან? თითქოს ვიღაცას თვალი მოუკრავს, ბადრაგებს სანაპიროსკენ როგორ მიჰყავდათ ხელბორკილიანი, თეთრ შარვალ-კოსტიუმში გამოწყობილი ტყვე (ქალაქის კოლორიტსა და გრძნობების მაესტროს, როგორც ეძახდნენ ჯუმბერ ბეთაშვილს, ეს ლამაზი ლეგენდაც მოუხდა).

`არასოდეს, ვიდრე ცოცხალი ვარ!“ _ ჩვენს გასაგონადაც შესძახა გურამ გაბესკირიამ, მაგრამ უკვე მისგანაც შორს ვიყავით და სოხუმისგანაც. `რატომ გეგონათ, რომ აფხაზეთის მიწა როდისმე იყო ქარველების!“- ეს წაუყენეს ბრალდებად ორივე `რენეგატს“- რაულ ეშბასა და სუმბათ სააკიანს.

დიდხანს არავინ იცოდა, სად იყო და რა ბედი ეწია მიშა კოკაიას, მაგრამ არც ის თქმუკაცი, რომელმაც ბოლომდე `სოხუმის დროით~ იცხოვრა 

ლა, რომ ომს შეწირული უნიჭიერესი მეცნიერის ხვედრი განაჩენია ქვეყნისთვის.

თურმე, შეიძლება, ესროლონ სიცოცხლეს და მოკვდეს... სიკვდილი. ეს ფიგურალური გამოთქმაცა და `შარტავას ბიჭების“ საბრძოლო

ბიოგრაფიებით სექტემბრის იმ უმძიმესი დღის შეფასებაც; უნდა ვიცნობდეთ მათ: საშა ბერულავას, დიმა ჭურღულიას, ვახტანგ გეგელაშვილს, არიკ შენგელიას, შოთა ფაჩუაშვილს, ავთო დეკანოიძეს, სამთავრო `დაცვის ბიჭებსა“ და `თბილისელ ავღანელებს“, თითოეულსა და უკლებლივ ყველას, ვინც იმ დღეს ჟიული შარტავასა და ჯუმბერ ბეთაშვილის გვერდით იყო. ნუთუ მოვა დრო, როცა `დაკარგული აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოს ტკივილია, `ჩვენ დავბრუნდებით“, `აღსდგება ტერიტორიული მთლიანობა“ ქულების ჩასაწერი სახელისუფლებო თუ სასექტემბრო ფრაზები არ იქნება? როცა ჟენევისა და თუ სტრასბურგის საერთაშორისო შეხვედრებზე პოლიტიკოსთა სამუშაო ფორმატი გასცდება რუსულ ინტერესებს?

`არა თავის დროს დაბადებული სხვაგან არ უნდა ვეძებოთ სიმდიდრე.

იგი ადამიანებთან ერთად იბადება, _ ამბობდა თურმე ხშირად ბატონი ჯუმბერი. ქალი იყო და ქალბატონი ნელი ხან რემონტზე დაიწუწუნებდა, ხან უფულობაზე და ხანაც სხვა ოჯახური წვრილმანი შეაწუხებდა. და ამ დროს ყოველგვარი ძალდატანების გარეშე ჯუმბერი `მისიანად“ გახდიდა მეუღლეს.

_ ჩემო ნელი, _ ეტყოდა ღიმილით, მიდი, მოუშვი ონკანი და ნახე, რა ლამაზი და კამკამაა წყალი! არ გინდა, ისევ ერთად შევხედოთ ცას?! და ვიცი, მეტყვი, რომ ამისი მსგავსი სიზმარშიც არაფერი გინახავს!

ხვალ დილით, როცა ჰორიზონტისკენ გავიხედავთ, მზეს უკვე სხვა ფერით ექნება აისი შეღებილი. და ისევ გავიმეორებ, შენ ხომ მე მყავხარ, მე კი შენ, ორივეს კი სამი ანგელოზი გვახვევია თავს. ხედავ, რა მდიდრები და ბედნიერები, რა ძლიერები ვართ! მთელი სამყაროს სილამაზე ჩვენთანაა. შეიძლება, ამაზე მეტი რამე გინდოდეს?!

ხედავ, ამასობაში რემონტი, უფულობა გადაგვავიწყდა!

საინტერესო დეტალი: ჯუმბერს, რომელიც ზღვისპირა ბაღების, პარკების ახლებურად განაშენიანებასა და ქალაქის გალამაზებაზე ზრუნავდა, ვიღაცას სახლის მშენებლობაში ეხმარებოდა, კიდევ ვიღაცისთვის

სარემონტო მასალების შოვნა უნდოდა, ოროთახიან საკუთარ ბინაში ხეირიანი რემონტიც კი არ ჰქონია.

შევხვდით ჯუმბერის მეგობრებს, რომლებმაც სიამოვნებით გაიხსენეს წარსული, ერთად გატარებული დღეები, როცა ომიც შორის იყო და, მით უფრო, დევნილობა, როცა თურმე არ იცოდნენ, რომ მოინატრებდნენ `დროის მანქანას“. სიცოცხლე იმდენად უყვარდაო ჯუმბერს, მისთვის წელიწადის გამორჩეული დროც კი არ არსებობდა.

_ მე რომ მკითხოთ, როგორი კაცი იყო ჯუმბერი, გიპასუხებთ: კაცი, რომელიც სიცოცხლეს უყვარდა. მაგრამ ჯუმბერის გადაწყვეტილება, არ მიეტოვებინა ჟიული შარტავა, მეგობრები (სხვათა მსგავსად), ჩემთვის ადვილად ასახსნელია. ის თავმოყვარე, მართალი კაცი იყო და დამთმობიც, როგორც ბევრი თვლიდა. მან იმ დღესაც `დათმო“, მაგრამ ამჯერად... სიცოცხლე, _ თქვა ჩვენთან საუბარში მისმა სიყრმის მეგობარმა  შოთა ჩხეიძემ. გენიოსმა დაწერა: ცოტა გაგიკეთებია, თუ ყველაფერი არ გაგიკეთებიაო. ჯუმბერისთვის ის `ცოტა“ თითქოს `ყველაფერზე“ მეტიც იყო. ჰქონია ერთი კარგი თვისებაც: თვალებში მიყურებდა და ისე გელაპარაკებოდა.  მე თვალები მიადვილებს ადამიანებთან ურთიერთობას, იტყოდა ხშირად, ზოგჯერ მკარნახობს, როგორი ვიყო, სად და როგორ არ შემეშალოს, _ გვითხრა ჯუმბერ ბეთაშვილზე მისმა მეგობარმა ანზორ ამაზაშვილმა.

ჯუმბერ ბეთაშვილის ხსოვნის საღამოზე ლორიკ მარშანიამ ბრძანა, ჯუმბერივით გონიერი და კეთილმოსურნე ცოტა მეტი რომ გვყოლოდა, იქნებ, როგორმე შეგვეჩერებინა აზვირთებული პროცესი და თავიდანაც აგვეცილებინა დიდი ტრაგედიაო.

მწერალმა და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა _ აკაკი გასვიანმა გაიხსენა:

 ჯუმბერი, როგორც ოფიციალური პირი, ფაქტობრივად, ყველა შხვედრასა და მოლაპარაკებაში ღებულობდა მონაწილეობას. ნიჭიერი პოლიტიკოსის იმიჯს იგი სახელდახელოდ მოწყობილ სადილზეც ირგებდა (ძირითადად, სუფრის თავკაცად მას ვირჩევდით, რუსულსაც ხომ ბრწყინვალედ ფლობდა). რუსებთან ოფიციალური შეხვედრების დროს საუბარს გაშლილ მაგიდასთანაც აგრძელებდა, ისტორიული წარსულის

ცოდნითა და ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებში პოზიტიური აქცენტების გათვალისწინებით. უნდოდათ ეს მათ თუ არ უნდოდათ, ქარაგმული მინიშნებებით რუს სამხედრო ჩინოსნებსა და პოლიტიკოსებს დიალოგში იწვევდა. არადა, ცხადი იყო, `დაუპატიჟებელ ბატონებს“ მოლაპარაკების პროცესში რა მისიაც ეკისრებოდათ: ყოფილიყვნენ მიმდევარნი იმ პოლიტიკის, რომელსაც რუსეთის გენერალიტეტი და მისი სამხედრო შტაბი გეგმავდა.

როგორ დაივიწყა აფხაზმა ასეთი ჯუმბერ ბეთაშვილი, როგორ შეძლო მასზე ხელის აღმართვა?

აი, როგორ მოიგონა ბატონი ჯუმბერი ავთანდილ საყვარელიძემ, აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს ყოფილმა თავმჯდომარემ:

_ გავბედავ და ვიტყვი, რომ მისი სახიდან ნათელი მოდიოდა. ზუსტად თქვა ჯუმბერზე ჟენია ევტუშნკომ: `Хочу кричать от

этой безвозратности“. დარწმუნებული ვარ, მას გმირობაზე არ უფიქრია. ის უბრალოდ ჯუმბერ ბეთაშვილივით მოიქცა. ასე მგონია,

ცოტა სხვა დროს, უფრო ზუსტად, არა თავის დროს დაბადებული კაცი იყო იგი; ჯუმბერივით მეგობრებს ყველაზე მეტად მაშინ მოვინატრებთ, როცა სოხუმში დავბრუნდებით და იქაც არ დაგვხვდებიან ისინი. ჯუმბერ-ლენდიას~ სევდიანი ამბავი ეს იყო ომამდე რამდენიმე წლით ადრე და ამის შესახებ დაიწერა კიდეც პრესაში;

მათ შორის, საკავშიროშიც...

...წითელ ხიდთან, კინოთეატრ `აფსნის“ ქვემოთ, სადაც პატარა მდინარე ჩალბაში მიედინება, უშენი ადგილები ბავშვების გასართობ და დასასვენებელ პარკად იქცა. ყველაფერი აქ ისე დამშვენდა და გადასხვაფერდა, რომ პაემანებით განებივრებული სოხუმელი წყვილებისათვის დროსთან ერთად შეხვედრის ადგილმაც შეიცვალა მისამართი.

მაგრამ ამ ბაღნარის არსებობა მალევე მიივიწყეს; იკვეთებოდა არასასურველი პოლიტიკური კონტურები, მწვავდებოდა დაპირისპირებები; არადა, ბევრი რამ, მერე და მერე განსახორციელებელი, მართლაც რომ შეუსრულებელი დარჩა.

ულამაზესი პროექტი სევდიან ამბად იქცა...

...ქალაქის მთელი სანაპიროს გასწვრივ უნდა აშენებულიყო უამრავი პატარ-პატარა ნავსადგური; `შუქურიდან“ `სინოპამდე“ ბავშვები ისეირნებდნენ ფერად-ფერადი იალქნიანი ნავებით. ახალბედა მეზღვაურების მოლოდინში ახმაურებული ნავსადგურები, რომლის მგზავრები, ძირითადად, ყმაწვილები იქნებოდნენ, იმუშავებდა დროის ზუსტი გრაფიკით. ყველგან, სადაც კი დაუშვებდნენ ტრაპს, სადაც დაიცლებოდა გემბანი, მათთვის აგებული პორტებიდან პატარები შეაბიჯებდნენ ზღაპრულ სამყაროში; ზღვისპირა წალკოტში, ყვავილებით დამშვენებულ ბაღებში, სადაც დამონტაჟდებოდა საბავშვო მეგა-პარკებისთვის ჩვეული გასართობები, ზღაპრისპერსონაჟიანი კარუსელებით, საქანელებით, `ეშმაკის ბორბლებით“, სასრიალო თუ `ცაში ასაფრენი“ მანქანებით;

სადაც იქნებოდა პატარების ღიმილი და საიდანაც წამოსვლა არ მოგინდებოდა. ამ არაორდინალური პროექტის ავტორი ჯუმბერ ბეთაშვილი იყო, სიმწვანეში ჩაფლულ პატარა სოხუმელების `დიდ“ ქალაქს კი ჯუმბერის ქვეყანა ანუ `ჯუმბერ-ლენდია“ უნდა დარქმეოდა.

ომში ჩაიკარგა ზღვისპირა ქალაქის ბავშვივით ნაოცნებარი `ჯუმბერ-ლენდია“ _

ლეგენდადქცეული ამბის ავტორთან _ ჯუმკაცი, რომელმაც ბოლომდე `სოხუმის დროით~ იცხოვრა ბერ ბეთაშვილთან ერთად.

მწერალმა და პუბლიცისტმა გურამ ოდიშარიამ მისთვის დამახასიათებელი ექსპრესიულობით გამოხატა სათქმელი:

_ ჯუმბერ ბეთაშვილს არასოდეს გაუტეხავს დევნილობის პური, არ უგემია მისი მწარე გემო, რადგანაც არასოდეს ყოფილა დევნილი. ასე ისურვა მან, ასე გადაწყვიტა. ჯუმბერ ბეთაშვილს არასოდეს გაუტეხავს ღამე დაკარგულ სოხუმზე ფიქრით, არ გაუწამებია თავი მოგონებებით, რადგან

იგი სოხუმში დარჩა. ასე ისურვა მან, ასე გადაწყვიტა.

იშვიათად შემხვედრია კაცი, რომელიც ასე საოცრად ჰგავდა თავის ქალაქს, თავის სოხუმს; უპირველესად, ჰაბიტუსით და, რაც მთავარია, სადღესასწაულო სულით, სილამაზით, ადამიანთა სიყვარულით. ადამიანთა ურთიერთობის გენიოსიც კი უწოდეს მას.

ჯუმბერს დაბრუნება არ სჭირდება, რადგანაც ის არასოდეს ყოფილა დევნილი, არასოდეს გაუტეხავს დევნილობის მწარე პური, არასოდეს გაუტეხავს დარდებით სავსე ღამე.

არასოდეს გაუტეხავს სიტყვა...

ჯუმბერი თავის ქალაქშია, თავის სოხუმში.

გამთენიის კონცერტის მაეტრო ომი ახალი დაწყებული ყოფილა აფხაზეთში.

დილის ხუთ საათზე თბილისიდან დაურეკავს ნელის, გილოცავ, ჯუმბერ, ბიჭი გვყავს, ბიჭიო.

სამი ქალიშვილისა და პირველი შვილიშვილის _ მარიამის შემდეგ სწორედ დათუნამ აუსრულა დიდი ხნის ოცნება _ ბიჭის ბაბუა გახდა. მართალია, ბეთაშვილი არ არის, მაგრამ აუცილებლად ჩემი გენის გამგრძელებელი იქნებაო. ვერსად დაატია სიხარული: კიდევ ერთი ვაჟკაცი, კიდევ ერთი სოხუმელი შეემატა ჩვენს ქალაქსო.

მარტო ყოფილა ბინაში. არადა, როგორ უნდოდა, ყველას გაეგო, რომ ის უკვე დათუნას ბაბუაა, ვინმესთვის გაეზიარებინა, რომ ასეთ წუთებში სული სავსეა დღესასწაულით, როგორმე გამოეხატა, რომ ის უბედნიერესი კაცია ამ დუნიაზე თუ არა, სოხუმელებს შორის მაინც.

და მოიფიქრა: სასწრაფოდ გამოაღო ბინაში ყველა ფანჯარა, მიუჯდა საყვარელ ფორტეპიანოს და რაც კი ლამაზი და მელოდიური ნაწარმოები მოაგონდა, ერთმანეთის მიყოლებით აახმიანა თურმე.

შემოდგომის სასიამოვნო ნიავითა და კლავიატურის `შავ-თეთრი ბგერებით“ ივსებოდა ოთახი, გარეთ კი ჯადოსნური მუსიკა იღვრებოდა. თავდავიწყებით უკრავდა ბაბუა, პატარა დათუნასათვის მღეროდა და უკრავდა მაესტრო.

მეზობლებს უთქვამთ მერე: ეს იყო გამთენიისას მოსმენილი ულამაზესი კონცერტიო. შეუდარებელი საღამოს თამადა სოხუმის დაცემის შემდეგ ქალბატონმა ნელიმ დიდხანს არაფერი იცოდა მეუღლის შესახებ. რა არ იღონა, ვინ არ შეაწუხა, რა სახელისუფლებო ინსტანციებამდე არ მივიდა... რომ იტყვიან, რკინის ქალამნებიც შემოაცვდა, მაგრამ ჯუმბერი ცოცხალიაო, არავინ დააიმედა.

დევნილობისთანავე შვილებთან ერთად მოსკოვში გადაწყვიტა წასვლა, იმ ქალაქში, სადაც ჯუმბერის რუსი მეგობრები ეგულებოდა. ვისაც როგორ შეეძლო, გვერდში ამოუდგა, თანაუგრძნო, გაამხნევა. ყველაფერი გვახსოვსო და არა ერთი ბინის კარიც გაიშალა ფართოდ უსახლკაროთათვის. მოსკოველ მეგობრებს შორის საკმაოდ ცნობილი პიროვნებებიც იყვნენ... და ჯუმბერის გარეშე დაჩენილ ნელი ბეთაშვილს

ცხოვრებაში პირველად დაჭირდა მათი ავტორიტეტი, პოპულარობა, თანამდებობრივი რეგალიები. მაგრამ თვით ყოვლისშემძლე რუსული არხებითაც ვერაფერი გაირკვა. ყოველ შემთხვევაში, შეკითხვაზე _ ცოცხალია თუ არა ჯუმბერ ბეთაშვილი, დუმდა ასე უსინათლო და მუნჯი სამყარო.

და როცა ბოლომდე `ცოცხალი“ იმედი ჯუმბერთან ერთად თანდათანობით მოუკვდა ნელი ბეთაშვილს, თავის პატარა ოთახში მოუყარა თავი მეგობარ ქალებს: რომ სოხუმისგან ძალიან შორს და ასე ცივ ქალაქში სოხუმელები ერთმანეთს მოფერებოდნენ, რომ იქნებ, ერთად მაინც გაეცინათ პასუხი ცრემლიანი კითხვისათვის _ რატომ ისჯება სიყვარული?

და ასე შედგა ჯუმბერ ბეთაშვილის ხსოვნის პირველი საღამო (ასე მონათლა იგი ქალბატონმა ნელიმ). მოწვეულთა შორის ერთადერთი მამაკაცი, ჯუმბერის სიყრმის მეგობარი _ ვახტანგ მგალობლიშვილი თამადად დანიშნა დიასახლისმა.

ჯუმბერის ხსოვნას წამოდგომა მოუხდებაო და დღის 12 საათიდან შუაღამემდე, ასე ფეხზე დამდგარი (წამითაც არ წამომჯდარა) და სტოიკური სიდინჯით იგონებდა თურმე ბატონი ვახტანგი ერთად ჩავლილ დღეებს, ჯუმბერთან და რეზო ხარჩილავასთან (მანაც ნაადრევად დატოვა ეს წუთისოფელი) გატარებულ წლებს, იმ საოცარ ეპიზოდებს, იშვიათი იუმორითა და გამომგონებლობით რომ `თხზავდნენ“ ბიჭები. ცოცხალი ანეგდოტებივით დადიოდა პატარა ზღვისპირა ქალაქშიძმაკაცთან ამ ცნობილი `სამეულის“ ცნობილი `თავგადასავლები“. სუფრის წევრებთან ერთად თავადაც ბევრი იცინა, ბევრიც იტირა და ასე მონატრებულ წარსულთან განმარტოებამ ის ერთი სადღეგრძელოც ათქმევინა: დაკარგულ მეგობარს გულის ჭრილობასთან მოიძიებო.

და მართლაც: იმ დღის მერე ძალიან მალე მოსკოვის ერთ-ერთ კლინიკაში გულის შეტევით გარდაიცვლება ხსოვნის საღამოს შეუდარებელი თამადა და `სამეულის“ უკანასკნელი წევრი _ ვახტანგ მგალობლიშვილი. `სიცოცხლის პოეტი  სექტემბრის იმ უკანასკნელ დღეებში სოხუმი დასჯილ ქალაქს ჰგავდა _ ყველასაგან ზურგშექცეულსა და უარყოფილს. მაშინ ჯერ კიდევ არ ვიცოდით, რომ არძინბამ სოხუმზე შტურმის დაწყების უფლება რუცკოისგან მიიღო.

ბევრი რამ კი ახლაც არ ვიცით... როგორ გინდა, მოარგო ოქროს გასაღები საიდუმლოებით მოცულ წუთებსა და წამებს, თუ ჯუმბერ ბეთაშვილის გამო შე,მეთხზულ, როგორც ამბობენ, მის უკანასკნელ დღეს: მთავრობის სახლის აღების შემდეგ რუსთაველის ქუჩისკენ ტუსაღი ბეთაშვილი აფხაზ ბადრაგებს მიჰყავდათო. ნუთუ სიკვდილის დასჯის უძველესი წესი გაიხსენა მკვლელმა და ზღვა და თოლიები ანახა ტალღებსა--- თოლიებზე შეყვარებულ ტყვეს? ან ვინ იყო ის აფხაზი (როგორც ითქვა), უკანმოუხედავად რომ გარბოდა ქალაქის პოლიციის შეფთან _ გივი არგბასთან _ იქნებ, შეაჩეროთ სიკვდილიო...

_ მასში იმდენი სიცოცხლე იყო, რომ ვერაფრით შევუთავსე ერთმანეთს ჯუმბერი და სიკვდილი; ჯუმბერი სიცოცხლის პოეტი იყო და ამიტომ შეიძლებოდა მისთვის მთელი მსოფლიოს ოქროს მინდობა და გროშსაც არ ახლებდა ხელს. გაოცებული მზერა მან სიცოცხლის ბოლომდე შეინარჩუნა. ჯუმბერი ხშირად ამბობდა `არაფრის“ იმიტომ, რომ მის ირგვლივ ყველას ძალიან ხშირად უხდებოდა `მადლობის“ თქმა, _ ასე შეაფარა რუსმა პოეტმა ევგენი ევტუშენკომ თავისი ქართველი მეგობარი უკვე მისი ამქვეყნიდან წასვლის შემდეგ.

P.შ. `არ ვიცი, ეს გზა საითკენ მიდის და

მაინც უნდა, ამ გზებ გავუდგე“, _ უთქვამს

პოეტს და, ალბათ, როგორ ვგავართ ამ უცხო

გზებზე მოლასლასე მგზავრებს, არსად გადახვევის უფლება რომ არა გვაქვს. და მხოლოდ იმიტომ, რომ სადღაც შორს და ახალი

გზის დასაწყისთან, შესაძლოა, გამოჩნდეს

ჩვენი სოხუმიც და ის უჩვეულო ქვეყანაც

`ჯუმბერ ლენდია“.

რამდენჯერ მიფიქრია: ნეტავ, სად მიდის

მერე ბედისწერა, როცა ჯუმბერივით ადამიანს გვერდს აუვლის?

ნანა ჭანტურია




კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 18.03.2021
ბოლო რედაქტირება 10.10.2022
სულ რედაქტირებულია 2





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0