სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10555

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
საულ (ზურა) ადეიშვილი 1955-93წწ  გარდ. ახალშენი დაბ. ახალშენი სოხუმი აფხაზეთი საულ (ზურა) ადეიშვილი 1955-93წწ  გარდ. ახალშენი დაბ. ახალშენი სოხუმი აფხაზეთი საულ (ზურა) ადეიშვილი 1955-93წწ  გარდ. ახალშენი დაბ. ახალშენი სოხუმი აფხაზეთი
ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი ადეიშვილი სია

სოხუმი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

33       ბეჭდვა

საულ (ზურა) ადეიშვილი 1955-93წწ გარდ. ახალშენი დაბ. ახალშენი სოხუმი აფხაზეთი

საულ (ზურა) ადეიშვილი 12 აპრილი 1955  გარდ. 3 ნოემბერი 1993წელს ახალშენი სოხუმი აფხაზეთი

3 ნოემბრის ბრძოლებს მინიმუმ 48 – 49 ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა. არადა ჩვენი გენშტაბი 35 მებრძოლის დაღუპვის თაობაზე იუწყებოდა. დღესაც იგივე ციფრი სახელდება. ამ 35 კაცში სავარაუდოდ 6 ავღანელი და ახალშენის პოზიციაზე (შესაბამისად 29 კაცი) დაღუპულები იგულისხმებიან. ჩასაფრებაში მოყოლილ 13 – 14 (შესაძლოა 23 – 24 კაციც ყოფილიყო. სხვა წყაროში ეს ციფრი სახელდება) კაცზე არაფერია ნათქვამი. ასევე არაფერია ნათქვამი შრომასთან გამართული ბრძოლების დროს დაღუპულ მეომრებზე (ავღანელებს თუ არ ჩავთვლით). პრინციპში შესაძლოა სხვა მსხვერპლი არც ყოფილიყო, გამომდინარე იქიდან რომ, ჩვენს ძალებს შრომაში მომგებიანი პოზიციები ეკავათ.

დაღუპული ავღანელები: ნ. მიხანაშვილი, ვ. ბანეთიშვილი, ვ. სუვორიანი, კ. აბზიანიძე, ს. გრიგოლავა, ბ. ჟვანია.) თბილისში, ორხევის დასახლებაში, ორ ქუჩას ბანეთიშვილის და აბზიანიძის სახელები აქვთ მინიჭებული.

ახალშენში დაიღუპნენ თამაზ დოლიძე და არჩილ ამაღლობელი.

დოლიძე ჯავახიშვილის სახ. უნივერსიტეტის მეცნიერ–თანამშრომელი ( ფიზიკა – მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი) იყო. განათლებით თეორიტიკოსს, უცხოეთის ავტორიტეტულ ჟურნალებში არაერთი ნაშრომი ჰქონდა გამოქვეყნებული. კონფერენციებზეც ხშირად იღებდა მონაწილეობას. ბოლოს ვლადივოსტოკში (რუსეთი) გამართულ ბირთვული რეაქციების საერთაშორისო კონფერეციაზე იმყოფებოდა, სადაც მოხსენებით გამოვიდა და საყოველთაო მოწონებაც დაიმსახურა.

2013 წლიდან ვაკეში (ბაგებში) მ. დოლიძისა და ა. ამაღლობელის სახელობის ქუჩებია.

ახალშენში დაიღუპა საულ (ზური) ადეიშვილი.

2 ნოემბრის დღის ცხრა საათზე შტაბის უფროსს მოახსენა, რომ შუბარა–ახალშენის მიმართულებით შემოვლითი გზა იჭრებოდა. შტაბში ამ მოხსენებას დეზინფორმაცია უწოდეს და პოზიციაზე დაბრუნება უბრძანეს?!

ჩასაფრებაში დაიღუპნენ გივი ნოზაძე და მისი დეიდაშვილი (ვაჟა ?!)

ქვეყანაში არსებული მძიმე ეკონომიკური პირობების გამო, ისინი სამუშაოდ საბერძნეთში აპირებდნენ წასვლას. მაგრამ იმის გამო, რომ ქვეყანაში საომარი ვითარება კიდევ უფრო დამძიმდა, საბერძნეთის ნაცლად, ბიჭები აფხაზეთის გზას დაადგნენ.

დაღუპულთა შორის იყვნენ თეიმურაზ ძიძიგური და თამაზ ზოროიანიც.

ტექნიკას რაც შეეხება. ერთი „ბმპ“ დავკარგეთ, ერთიც დაგვიზიანეს. დაზიანდა ასევე ერთი ტანკი.

მტრის დანაკარგმა ჩვენი წყაროების მიხედვით – 200 კაცი შეადგინა. ეს ციფრი რათქმაუნდა გაზვიადებულია. იმავე რუს მოხალისეს თუ დავუჯერებთ, მათმა საერთო დანაკარგმა – 20 დაღუპული, 10 უგზოუკვლოდ დაკარგული და 80 დაჭრილი შეადგინა. თუმცა მისივე თანამებრძოლი გარიკ სანგულია (ისიც ყაბარდოელების ბატალიონში იბრძოდა) მხოლოდ მათ ბატალიონს 20–მდე დაღუპულს მიაწერს. არადა ჩეჩენთა ბატალიონმა ყველაზე მძიმე დანაკარგები განიცადა (პირველ ეშელონს სწორედ ისინი წარმოადგენდნენ). დანაკარგები ჰქონდათ შარატინის და აფხაზ – მოხაჯირების შენაერთებსაც (რუსი მოხალისე, ათონელი აფხაზების ერთი ჯგუფის განადგურებაზე საუბრობს).

აქვე ისიც უნდა აღინიშნოს რომ, ოდნავ მოგვიანებით ჩვენმა ძალებმა ახალშენი–შრომის მიდამოებში გაწმენდითი სამუშაოები ჩაატარეს, რა დროსაც 30–მდე ბოევიკი იქნა განადგურებული (მათი დიდი ნაწილი ან უკვე მკვდარი იყო, ან სიკვდილის პირას იყო). ბევრი დაჭრილის გაყვანა ვერ მოახერხეს აფხაზებმა და ეს ბუნებრივიცაა. ასე რომ რეალურად მათმა დანაკარგმა 40 – 50 დაღუპული და 30–მდე უგზოუკვლოდ დაკარგული შეადგინა (ისინიც დაღუპულებს უნდა მივაწეროთ).

ტექნიკის სახით აფხაზებმა ოთხი „ბმპ“ და ერთი „მტ–ლბ“დაკარგეს. „ბმპ 04“ და „მტ–ლბ“ გაუნადგურდათ, სამი „ბმპ“კი ჩვენებმა ხელში ჩაიგდეს („N01“ სრულად გამართული. „N07“ და „N16“ დაზიანებული).

რაც შეეხება მოღალატე ქართველს. ის ჩვენმა ძალებმა ტყვედ აიყვანეს. სამხედრო საველე სასამართლომ, პოლკოვნიკ გ. ებიაშვილის თავჯდომარეობით, მას სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა, რომელიც იმავე წლის 9 ნოემბერს, სისრულეში იქნა მოყვანილი!

წყარო ლაშა სირანაშვილი

საული (ზური) ალექსანდრეს-ძე ადეიშვილი, დაიბადა 1955 წლის 12 აპრილს, სოხუმის რაიონის სოფელ ახალშენში. დაამთავრა სოხუმის ინდუსტრიული ტექნიკუმი. გავლილი აქვს სამხედრო სავალდებულო სამსახური. ჯარის დამთავრების შემდეგ მუშაობდა სოხუმის მარმარილოს წიაღისეულის გადამამუშავებელ საამქროში-მძღოლად. მიღებული აქვს მრავალი ჯილდო და სიგელი, ყავს მეუღლე და ორი შვილი.
1992 წლის 14 აგვისტოდან სათავეში ჩაუდგა ახალშენის ახალგაზრდა მებრძოლებს. ჩარიცხული იქნა მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე ბრიგადის მე-8 ბატალიონის ზ/რიგითად.
1992 წლის 2 ნოემბერს დღის 9 საათზე შტაბის უფროსს მოახსენა, რომ შუბარა-ახალშენის მიმართულებით იჭრებოდა სოხუმის მისადგომებისკენ შემოვლითი გზა (რისი ნახვაც მხოლოდ იქ გაზრდილ ადამიანს შეეძლო) შტაბში ამ მოხსენებას დეზინფორმაცია უწოდეს და პოზიციებზე დაბრუნება უბრძანეს.
ამ შემთხვევიდან, რამოდენიმე საათის შემდეგ 1992 წლის 3 ნოემბრის გამთენიისას, დილის 5 საათისთვის, სწორედ მოხსენებაში მითითებული შემოვლითი გზით (რომელსაც დეზინფორმაცია უწოდეს), შემოსულ მტერთან (ეს იყო ჩეჩენთა 400 კაციანი ბატალიონი) ბრძოლისას გმირულად დაეცა მისი მშობლიური სოფლის და მიწაწყლისთვის.
მარინა ნაჭყებია



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 29.03.2021
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნანუკა ღვინაშვილი
ნანუკა ღვინაშვილი ბოლო რედაქტირება 13.09.2021
სულ რედაქტირებულია 1



მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0