სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10630

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
მურთაზ ბენოს ძე პიტავა (პიტკინა) გარდ. 1993წ. გუმისთა სოხუმი აფხაზეთი მურთაზ ბენოს ძე პიტავა (პიტკინა) გარდ. 1993წ. გუმისთა სოხუმი აფხაზეთი
ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი პიტავა სია

სოხუმი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

21       ბეჭდვა

მურთაზ ბენოს ძე პიტავა (პიტკინა) გარდ. 1993წ. გუმისთა სოხუმი აფხაზეთი

მურთაზ ბენოს ძე პიტავა
ერთ-ერთი საომარი ოპერაციის დროს გმირულად დაიღუპა მდ. გუმისთის მისადგომებთან 1993 წლის 16 მარტს. გუმისთის მისადგომებთან შექმნილი საბრძოლო ვითარების გამო 23-ე ბრიგადის ყველა შემადგენლობაში გამოცხადებული იყო განგაში მე-6 სატანკო ბატალიონის ყველა საბრძოლო მანქანის შემადგენლობა იმყოფებოდა იმ მონაკვეთზე რომელიც იმ დროს ეკავა მე-6 ბატალიონს. საბრძოლო დავალების შესრულებისას საბრძოლო მანქანა გამოყვანილ იქნა მწყობრიდან მტრის მიერ, რის შედეგადაც მძღოლი და ჭურვის მიმწოდებელი გამოვიდნენ მანქანიდან. ამის შემდეგ, შემადგენლობის ორი წევრი პიტავა და ზარანდია მაინც ასრულებდნენ საბრძოლო დავალებას მანამ, სანამ საბრძოლო მანქანას ცეცხლი არ გაუჩნდა. მათ არ დატოვეს საბრძოლო მანქანა და შიგ ჩაიწვნენ. მურთაზ პიტავა დაჯილდოებული იყო ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით სიკვდილის შემდეგ. დასაფლავებულია გულრიფშის რ-ნის სასაფლაოზე.


„ ჭიდილი მხეცებთან “ ნუგზარ ქებურია „ პიტკინის “ ტანკი! ~ 23-მე ბრიგადის მე-6 სატანკო ბატალიონის დასავლეთის პოზიციაზე, ზღვის მხარეს, სადაც ბაბუშარელი ხვიჩა თოდუას ასეული იყო გამაგრებული, მოულოდნელად აფხაზ-სომეხთა იერიში მთელი სიმწვავით განახლდა. თავდამსხმელები ავტომატებისა და ყუმბარმტყორცნების წივილითა და ღრიალით, სულ უფრო და უფრო უახლოვდებოდნენ ქართველთა პოზიციებს. მე-6-ე სატანკო ბატალიონის მეთაურის ვიცე პოლკოვნიკ თემურ ზარანდიას თქმით, საჭირო შეიქმნა პოზიციაზე ტანკის შეყვანა... მან იმწუთასვე იხმო მოადგილე მაიორი ნოდარ ქვილითაია და უბრძანა სასწრაფოდ მიეღო ზომები. მაიორმა ქვილითაიამ ( ჩაპა ) იმ წამსვე მოძებნა მე-6 ბატალიონის გმირი, გულრიფშელი ტანკისტი, მურთაზ პიტავა, რომელსაც ბატალიონის მეომრები მისი ღიმილიანი მეტსახელით „პიტკინით“ იცნობდნენ... „ პიტკინის “ შუბლზე ერთი ძარღვიც არ შეტოკებულა. მან გულგრილად მოისმინა მეთაურის მოადგილის მაიორ ქვილითაიას ნათქვამი და ნიშნად იმისა, რომ ყველაფერი გაიგო: თავი დახარა, სწრაფად შეტრიალდა და დავალების შესასრულებლად სირბილით გაემართა... მასთან ერთად იყვნენ გულრიფშელი ზური ზარანდია და მისი თანასოფლელი კუკური გოგოხია... სამივე ერთი ტანკის ეკიპაჟი იყვნენ... ისინი ომის პირველი დღიდან შედიოდნენ იქ, სადაც ბატლიონის მეომრებს ჭურვები უთავდებოდათ... გამოდიოდნენ, იტვირთებოდნენ და ისევ შედიოდნენ... 16 მარტს, დილიდან ორი გზობა გააკეთეს მათ, მე-4 ასეულის მიმართულებით... მესამე გზობაზე, ემზარ კვაშილავას თქმით, გულრიფშელი კუკური გოგოხია, რატომღაც არ წაიყვანეს, რაზეც მებრძოლი სულის ბიჭი, მაგრად გაბრაზდა და მთელი ხმით უყვირა განუყრელ მეგობრებს: - რას მეთამაშებით! თქვე მაიმუნებო, თქვენა!.. - და ხელის სწრაფი მოძრაობით ანიშნა - რა დროს ხუმრობააო!.. - შენ აქ დარჩი! ბრატ! ახლავე მოვალთ!.. - მოგუგუნე ტანკიდან გადმოსძახა „პიტკინმა“ და ისე სწრაფად დაძრა საბრძოლო მანქანა და ისე ელვისებური სიჩქარით გაუჩინარდა, რომ მეგობრებზე განაწყენებულმა ბიჭმა პირის დაღებაც ვერ მოასწრო... ეს იყო ამ გმირი ბიჭების ბოლო შესვლა მე-6 სატანკო ბატალიონის პოზიციაზე... „პიტკინის“ ტანკის გამოჩენა სიხარულს გვრიდა მის თანამებრძოლებს, ძალას მატებდათ და უფრო იმედიანად გრძნობდნენ თავს,მაგრამ ახლა სხვაგვარად მოხდა ყველაფერი. მძიმე საბრძოლო მანქანა, როგორც კი მიუახლოვდა მე-4 ასეულის პოზიციას მაშინვე სროლა აუტეხეს აფხაზური მხარის ბოევიკებმა... თავდამსხმელები ავტომატებისა და ყუმბარმტყორცნების წივილითა და ღრიალით, მხეცებისათვის დამახასიათებელი, ველური ყვირილითა და ყმუილით უახლოვდებოდნენ პოზიციას, სადაც ხვიჩა თოდუას ასეული იყო გამაგრებული... „პიტკინის“ ტანკმა, მიუხედავად მტრის სიმრავლისა, ელვის უსწრაფესად შეცვალა გეზი და მოიერიშე მტრის მიმართულებით, ჯიუტად გააგრძელა გზა... ცოტაც და გააფთრებული მტრის შუაგულში აღმოჩნდა... გაბრიყვებულ მტერს, რა თქმა უნდა, გაუხარდა მოულოდნელი საჩუქარი და დაუფიქრებლად მიაყარა, ტანკსაწინააღმდეგო ხელყუმბარები... „პიტკინის“ ტანკი აფეთქდა... კუკური გოგოხიამ კარგად დაინახა ცეცხლში და ბოლში გახვეული თავისი თანამებრძოლების საბრძოლო მანქანა და სასოწარკვეთილებისგან მუხლებზე დაეცა... ჭურვებით სავსე ტანკის აფეთქების სიმძლავრემ, მთელი გუმისთა ზღვისპირამდე შეაზანზარა...სანამ ყველა ჭურვი არ აფეთქდა, ახლოს მისვლა შეუძლებელი იყო. მოიერიშე მხრიდან ცოცხლად გადარჩენილები უკვე აღარ ყმუოდნენ მხეცების ხმით, რადგან ხვიჩა თოდუას ასეულის მეომრებმა იქვე ჩახოცეს ყველა. მე-6 ბატალიონის საფინანსო სამსახურის უფროსის, ემზარ კვაშილავას თქმით, მხოლოდ მეორე დღეს, 17 მარტს, ბატალიონის სამხედრო ექიმმა, მაიორმა გადელიამ შეძლო „პიტკინის“ ტანკში ჩასვლა და ერთმანეთს ჩახუტებული მსხვილი და სუსტი ძვლების ნახვა... ისინი ქვისლები იყვნენ...

ერთ-ერთი საომარი ოპერაციის დროს გმირულად დაიღუპა მდ. გუმისთის მისადგომებთან 1993 წლის 16 მარტს. გუმისთის მისადგომებთან შექმნილი საბრძოლო ვითარების გამო 23-ე ბრიგადის ყველა შემადგენლობაში გამოცხადებული იყო განგაში მე-6 სატანკო ბატალიონის ყველა საბრძოლო მანქანის შემადგენლობა იმყოფებოდა იმ მონაკვეთზე რომელიც იმ დროს ეკავა მე-6 ბატალიონს. საბრძოლო დავალების შესრულებისას საბრძოლო მანქანა გამოყვანილ იქნა მწყობრიდან მტრის მიერ, რის შედეგადაც მძღოლი და ჭურვის მიმწოდებელი გამოვიდნენ მანქანიდან. ამის შემდეგ, შემადგენლობის ორი წევრი პიტავა და ზარანდია მაინც ასრულებდნენ საბრძოლო დავალებას მანამ, სანამ საბრძოლო მანქანას ცეცხლი არ გაუჩნდა. მათ არ დატოვეს საბრძოლო მანქანა და შიგ ჩაიწვნენ. მურთაზ პიტავა დაჯილდოებული იყო ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით სიკვდილის შემდეგ. დასაფლავებულია გულრიფშის რ-ნის სასაფლაოზე.



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 30.03.2021
ბოლო რედაქტირება 28.12.2021
სულ რედაქტირებულია 1

ნანუკა ღვინაშვილი
ნანუკა ღვინაშვილი ბოლო რედაქტირება 10.09.2021
სულ რედაქტირებულია 1



მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0