სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10499

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
ვიგლემი ( კოტე) სამუშია 1940-1993წწ გარდ. სოხუმი აფხაზეთი დ. სოფ. ლია წალენჯიხა სამეგრელო. ვიგლემი ( კოტე) სამუშია 1940-1993წწ გარდ. სოხუმი აფხაზეთი დ. სოფ. ლია წალენჯიხა სამეგრელო.

1940-1993 წწ. გარდ. 53 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი სამუშია სია

წალენჯიხა გამოჩენილი ადამიანები სრული სია

29       ბეჭდვა

ვიგლემი ( კოტე) სამუშია 1940-1993წწ გარდ. სოხუმი აფხაზეთი დ. სოფ. ლია წალენჯიხა სამეგრელო.

სამუშია ვიგლემი ( კოტე)

დაიბადა 1940 წლის 3 მაისს, წალენჯიხის რაიონის სოფ. ლიაში. დაამთავრა ლიას საშუალო სკოლა. სკოლის დამთავრების შემდეგ ჩაირიცხა საქართველოს სუბტროპიკული ინსტიტუტში აგრონომის ფაკულტეტზე, რომელიც წარჩინებით დაამთავრა. იყო დაოჯახებული. მუშაობდა ქ. სოხუმში გალანტერიის ქარხანაში საამქროს უფროსად.
როცა საქართველოს, თავის მშობლიურ აფხაზეთს გაუჭირდა სამუშიების ოჯახიდან მამა-შვილი დადგა მის გვერდით, ომის დაწყების დღიდან იყვნენ ომის მონაწილეები. სამუშია ვიგლემი (კოტე) იყო 23-ე ბრიგადის 1 ბატალიონის მებრძოლი, ხოლო მისი შვილი - ხვიჩა სამუშია მე-2 საარმიო კორპუსის კავშირგაბმულობის ბატალიონის შტაბის უფროსის მოადგილე - მაიორი.


ძალიან ძნელია ვიგლემ (კოტე) შენზე რაიმის დაწერა, იმდენად კარგი და დიდებული იყავი, სიტყვების პოვნა ჭირს ამის გამოსახატავად. ყველასათვის უდიდესი სითბოს და სიყვარულის მინიჭება შეგეძლო. უსაზღვროდ თესავდი სიკეთეს, ყველასთავის ყველაფერში დახმარებას ახერხებდი, გაჭირვებვაში ჩავარდნილი უცხო ადამიანისათვის კი დაუფიქრებლად შეგეძლო თავის გაწირვა. ისე ადვილად უახლოვდებოდი ადამიანებს, ახლად გაცნობილთად დიდი ხნის ნაცნობად და მეგობრად მიიჩნიდი. შენ იმდენად კაცმოყვარე ვაჟკაცი იყავი, რომლისთვისაც მეგობარს კი არა, უბრალოდ უცნობი ადამიანის ღალატიც უცხო იყო, არც სიტყვის გატეხვა და უკან დახევა გჩვეოდა. ყოველთვის პირნათლად იხდიდი შენს ადამიანურ ვალს და როცა საქმე პატრიოტული ვალის მოხდაზე მიდგა, უკან არც აქ დაიხიე.
1993 წლის 25 სექტემბერს სოხუმის დაცემისას აფზხაზმა სეპარატისტებმა ორ მეზობელთან ერთად დაგხვრიტეს სასტიკი წამებით და იქვე მეზობლად მიტოვებულ ეზოში სამიე ერთად ორმოში ჩაგყარეს.
უნებართვოდ და ჯიუტად სულ ბრძოლის წინა ხაზისკენ მიიწევდი, იმიტომ კი არა, რომ სისხლი გწყუროდა, არა, შენ ქრისტიანი იყავი, უბრალოდ სხვაგვარად არ შეგეძლო.
დიდი სიყვარულით იხსენებენ ნაცნობ-მეგობრები, გლოვობს შენი დამწუხრებული ოჯახი, ახლობლები, ყველას ვისაც ერთხელ მაინც უხილავს შენი მოკრძალებული ღიმილი, საქმეში - შენი შემართება და -პრინციპულობა.
მეგობრები განსაცდელში არ მიატოვე და უყოყმანოდ შესწირე ღმერთისგან ბოძებული სიცოცხლე სამშობლოს, თუმცა შენი ცხოვრება გრძელდება შენს ლამაზ შთამომავლაბაში გენსა და სისხლში იმათში, ვინც თავზე მეტად გიყვარდა, ვისთვისაც ცოცხლობდი და იბრძოდი. შენი ვაჟიშვილი, ხვიჩა, რომელიც შენს გვერდით იცავდა სამშობლოს, დღეს თავის შვილებს უნერგავს ბაბუის დიდ პატრიოტულ სიყვარულს.
სულითა და სიყვარულით სავსე გულით, რაინდულად იცხოვრე და პირნათლად, ვალმოხდილი წახვედი ამ ქვეყნიდან. ალალი იყოს მშობლიური მიწა, რომელსაც შეეწირე!
ღმერთმა ნათელში ამყოფოს შენი სული, მარადიული სასუფეველი დაიმკვიდროს ზეციურ საქართველოში.
ნათელი დაადგეს შენს წმინდა სახელს .

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.04.2021
ბოლო რედაქტირება 22.04.2023
სულ რედაქტირებულია 2

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 28.07.2023
სულ რედაქტირებულია 1



მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0