სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10421

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
ზაზა ბენდელიანი (ბენდელა)  1969-02/07/93წწ გარდ. სოფ. ტამიში ოჩამჩირე დაბ. ზუგდიდი სამეგრელო ზაზა ბენდელიანი (ბენდელა)  1969-02/07/93წწ გარდ. სოფ. ტამიში ოჩამჩირე დაბ. ზუგდიდი სამეგრელო ზაზა ბენდელიანი (ბენდელა)  1969-02/07/93წწ გარდ. სოფ. ტამიში ოჩამჩირე დაბ. ზუგდიდი სამეგრელო ზაზა ბენდელიანი (ბენდელა)  1969-02/07/93წწ გარდ. სოფ. ტამიში ოჩამჩირე დაბ. ზუგდიდი სამეგრელო

1969-1993 წწ. გარდ. 24 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი ბენდელიანი სია

ზუგდიდი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

5       ბეჭდვა

ზაზა ბენდელიანი (ბენდელა) 1969-02/07/93წწ გარდ. სოფ. ტამიში ოჩამჩირე დაბ. ზუგდიდი სამეგრელო

სანამ ზაზა ბენდელიანის მამა -- ჯუმბერ ბენდელიანი გარდაიცვლებოდა, დამირეკა და მთხოვა --''ზაზას დედა არ ყავს, მეც მალე არ ვიქნები...და გთხოვ ჩემი გმირი არ დაივიწყო''-- და სახსოვრად ზაზას დიდი ფორმატის სურათი გამომიგზავნა.

არა ბ-ნო ჯუმბერ, მშვიდად განისვენეთ თქვენს ზაზასთან ერთად. მე კი, ჩემ ტასოზე წინ ყველა აფხაზეთის გმირებს დავაყენებ და გპირდებით ...სანამ სული მიდგია,... გმირებს დავიწყება არ უწერია (ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს ვინმეს მოსწონს , თუ არა)
ზაზა ბენდელიანი (ბენდელა)
ზაზა ბენდელიანი დაიბადა 1969 წლის 25 თებერვალს ზუგდიდში პედაგოგის და საქართველოს დამსახურებული ინჟინრის ოჯახში. თბილისის 61-ე საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო ზოოვეტინსტიტუტში. დედის სიყვარული ხომ ჰქონდა, კიდევ გაგრა უყვარდა. ეს გრძნობა ბავშვობისდროინდელია, როცა მამამისი იმ კოპწია ზღვისპირა ქალაქში გაგზავნეს სამუშაოდ და მთელი ოჯახით 5 წელიწადს ცხოვრობდა გაგრაში.
მერე ამ ქალაქის ტრაგედია ბენდელიანების ოჯახის ტრაგედიად გადაიქცა, ხოლო მანამდე…
ზაზას ბავშვობის საუკეთესო წლები: მზრუნველი დედ-მამა, საყვარელი უმცროსი დაიკო. გაგრელი თანატოლები, ყველას უვარს ზღვა და ფეხბურთი. მოძღვრავენ გიორგი სიჭინავა და თამაზ კუჭუხიძე. გავიდა წლები. ზაზა როგორც ფეხბურთელი, სხვადასხვა ქალაქების სტადიონებზე იზრდება, თანატოლებთან ერთად მრავალ შეჯიბრებაში, ტურნირში იმარჯვებს (ბოლო 2 წელი გუდის კაპიტანია). იზრდებიან ბიჭები, მრავლდება მათი საძმო და როცა ბენდელიანების ოჯახი თბილისში ბრუნდება, ზაზას ძალიან უჭირს გაგრასთან განშორება.
თბილისში მიხეილ მესხის ,,ავაზას“ სპორტულ სკოლაში განაგრძო ფეხბურთის თამაში. კვლავ მრავალ პრესტიჟულ ტურნირებში იმარჯვებს, ტაშკენტში, ლენინგრადში, მოსკოვში, რიგაში.
1983 წელი. ზაზა საქართველოს ნაკრებშია. 1984 წელი, ვინაიდან საქართველოს ნაკრების ძირითად ბირთვს შეადგენდა თბილისის დინამო ,,ავაზას~ ხელმძღვანელობის თანხმობით, ზაზა ბენდელიანი ,,დინამოს~ ფეხბურთელთა სპორტულ სკოლაში გადაიყვანეს, სადაც ორჯერ საბჭოთა კავშირის ჩემპიონი გახდა. შემდეგ ჭაბუკთა საკავშირო ნაკრებში მიიწვიეს. ითამაშა პოლონეთისა და იუგოსლავიის, ჩეხოსლოვაკიისა და ბულგარეთის ქვეყნების ნაკრებ გუნდებთან. ასევე საბჭოთა კავშირის ნაკრებ გუნდთან საერთაშორისო ტურნიორში საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ქ. ტაშკენტში მოგებული აქვს საკავშირო, ,,სიჭაბუკის თასი~ და იმედის თასი, რისთვისაც მიენიჭა 15 წლის ასაკში სპორტის ოსტატობის კანდიდატის წოდება. მიღებული აქვს 4 ოქროს მედალი. მე-11 კლასში ყოფნისას ქუთაისის ,,ტორპედოს“ მთავარმა მწვრთნელმა გივი ნოდიამ (,,ტორპედო~ მაშინ უმაღლეს ლიგაში თამაშობდა) გუნდში მიიწვია.

და როცა ბიჭი გახარებული იყო, როცა ია-ვარდად ესახებოდა გზა სავალი, დედას უკურნებელი სენი აღმოაჩნდა. სამი წლით ონკოლოგიური საავადმყოფოს სარეცელს მიეჯაჭვა. ოჯახი ძალიან დაამწუხრა.
ზაზასთვის ის სამი წელიწადი გაუთავებელი მღელვარება იყო. საყვარელი ფეხბურთი სადღა ახსოვდა. კინაღამ ონკოლოგიურ საავადმყოფოში დაიდო ბინა. დედამ ვაჟიშვილის თბილი გულისა, დიახაც, რომ იცოდა, მაგრამ იგი ზაზას სულის ტკივილმა შესძრა. ოჯახის ბურჯი სიცოცხლეს ეთხოვებოდა და არავინ უწყოდა, რომ ეს უბედური ქალი, ამ ცხოვრებიდან უდროოდ წასული, თურმე ბედნიერი იყო. მან სიყრმის შვილს გაასწრო 1990 წლის 17 ნოემბერს.
ზაზა ვერ შეეჩვია უდედობას, თავისი საძინებელი ოთახი მიატოვა, დედისეულ საწოლზე წვებოდა ხოლმე. თითქოს დედა ჩემთან არის და მეფერებაო. მოგვიანებით ფეხბურთელი მისი მწვრთნელების და განსაკუთრებით გუჯა გუგუშვილის შეგონებით დაუბრუნდა ფეხბურთს მსოფლიო უნივერსიადაში მონაწილეობის მისაღებად. მაგრამ ვინ იფიქრებდა საქართველოს ზეცის მოქუფვრას… აბსუათა მუხანათურმა ღალატმა, სისხლისღვრამ სოხუმში და ბოლოს, გაგრის ტრაგედიამ, სადაც ოთხი გაგრელი თანაკლასელის გაგრის ფეხბურთის სტადიონზე დახვრეტამ სულით ხორცამდე შესძრა ზაზა ბედნელიანის არსება, შინაგანმა ძახილმა არ გააჩერა შინ ერთადერთი ოჯახის გვარის გამგრძელებლი და დისა და მამის წინააღმდეგობის მიუხედავად, ომში ჩაება.
ერთ-ერთი ბრძოლის დროს სოფელ ტამიშთან მან ამხანაგები გადაარჩინა და თვითონ გმირულად დაიღუპა. აკი გული უგრძნობდა მამას, რომ ომში წასული მისი ვაჟი თავის გადარჩენის გზის ძებნას არ დაიწყებდა. ზაზას სხვაგვარი სიკვდილი არ ეკადრებოდა. იგი გმირად უნდა დარჩენილიყო. ასე ინება განგებამ. საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის ბრძანებით ზაზა ჯუმბერის ძე ბენდელიანი ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით დააჯილდოვა. სიკვიდილის შემდეგ მეორე მსოფლიო ომის დროიდან შემორჩა სიმღერადქცეული ლექსი ,,ვარსკვლავებს მოსწყდა ვარსკვლავი, ჭიჭიკო ბენდელიანი“. ასევე მოსწყდა ზაზა ბენდელიანებს ჯიშს, მოსწყდა მის სათაყვანებელ სამშობლოს. ზაზასნაირი ბიჭები მარტო ოჯახს, დედ-მამას კი არ ეკარგებიან, საქართველოს უკვდებიან და ამგვარი მძიმე დანაკარგები მერე მთელ სამშობლოს სტკივა.
თბილისის 61-ე საშუალო სკოლას დოლიძეს ქუჩაზე, რომელიც დაამთავრა, მიენიჭა ზაზა ბენდელიანის სახელი. მისი სახელი მიენიჭა თბილისის ერთ-ერთ ქუჩას, სადაც ცხოვრობდა 1970 წლიდან. დასაფლავებულია საბურთალოს გმირთა პანთეონში.
* * *
,,შენს სინდისს თურმე საცრისტოლა თვალები ჰქონდა“
,,შენ არაერთხელ გაიპარე სიკვდილში – ომში
პატარა ბიჭი გაიპარე ახლა ხარ დიდი.
შენ გაეპარე დედ-მამას და მომავალ ცოლ-შვილს
შენ გაეპარე სიბერეს და სიბერით სიკვდილს
შენ გაეპარე მყურდრო ლოგინს და მყუდრო ოთახს,
და იმ წუთიდან აღარ იყავ მშობლის შემბრალე
შენს სინდისს თურმე საცრისტოლა თვალები ჰქონდა
და სინდისს ალბათ ამიტომაც ვერ გაეპარე.
შოთა ნიშნიანიძე
ზაზა ბენდელიანის სახელობის 61-ე საშუალო სკოლის მასწავლებელი
“ზაზა ბენდელიანს“
თქვენი სახელით ამაყობს სკოლა:
ორმა ყმაწვილმა მოიგეთ ბრძოლა.
სკოლამ დაკარგა ორი აღზრდილი,
ორი ზაზა და ორივე გმირი.
ორივე ძლიერ უყვარდით სკოლას,
ახლა რომ სახელს შენსას ატარებს.
ზაზა კიკნაძეს ორი ვაჟი ჰყავს,
ქვრივი ნათია უზრდის პატარებს;
შენი კი უკვალოდ აფეთქდი, მოსწყდი,
ურჯულოს ხელით მშობლიურ ზეცას,
აღარც დედა გყავს და არცა ცოლი,
შენზე მტირალებს შავი რომ ეცვათ.
ნუ შეშინდები, არ დაგივიწყებთ,
სკოლას შევარქვით შენი სახელი
და სანამ წიგნი არსებობს ქვეყნად,
ნათელს მიაგებს შენს სულს მნახველი.
თინა კერესელიძე
მამისგან თქმული ზაზა ბენდელიანზე
ყმაწვილი კაცი ზაზა ოცნებობს
ბერთით დალაშქროს მწვანე მინდვრები
გული აუნთოს გულშემატკივრებს
ასეც იხვეჭენ სახელს გმირები.
იყო ფორვარდი და ბომბარდირი
და წინაპარი ახსოვდა გმირი.
ოქროს მფლობელი ის ოთხჯერ გახდა
და მხიარულად დიოდნენ დღენი,
ცა ჩამობნელა და შუქი გაქრა
წვიმდა იმ ღამით, აპრილის ცხრაში,
შეამოაგელვა სატანამ რაში
და გაგვისრისა ვარდები თეთრი.
ზაზამ გაგრაში აიდგა ფეხი,
იქ სადაც დიდი გავარდა მეხი
რაც გაიგონა ერმა და ბერმა
და გაიხარა ჩვენზედა მტერმა.
ამას წაება ვაება ზედა,
დაკარგეს ჩემმა შვილებმა დედა
რა მოედანი, ანდა რა ბურთი
ეჭვით სავსეა ყოველი წუთი.
თან აფხაზეთშიც გავარდა ტყვია
და ჩვენ გავგიგეთ ძალიან გვიან,
რომ სხვის წისქვილზე მივუშვით წყალი
და ღმერთი კვლავაც დაგვირჩა მწყრალი.
ჩემი მეუღლის, რაც მშურს, ეს არის,
რაღაა თუმცა გასაოცარი
გაუსწრო რასაც მე მოვესწარი
ზაზა მისთვის არის ცოცხალი.
ძილში გვეწვევა, დაგვხედავს ხოლმე,
შემოაქვს სითბო მისთვის ჩვეული
და როცა ისევ დროებით გვტოვებს,
ხილვებიც მიაქვს, სიზმრისეული.
ზაზას იხსენებს ქართველი ხალხი
ყმაწვილ ფეხბურთებს და გულად მებრძოლს
გმირია ქვეყნის, ჩინია თვალის,
სიცოცხლის ფასად გმირობა ერგო.
P.შ.
,,აჩვენე სამშობლოსათვის რას ნიშნავს თავის დადება.
ნაღდი ვაჟკაცის სიცოცხლე განა სიკვდილით თავდება
აქ განვლილ გზას და ცხოვრებას, იქ წინაპრები წონიან,
უბრალო ბიჭი გვევგონე, შენ ცოტნეს გული გქონია“.

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.04.2021
ბოლო რედაქტირება 27.06.2022
სულ რედაქტირებულია 1





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0