თენგიზ სხულუხია 1966-93წწ. გარდ. სოხუმი დ. სოხუმი აფხაზეთი
სხულუხიები - გია და თენგიზ (ძმები)
ჩემო დიდებავ, ჩემო ქართველო!
ასი სიცოცხლე მქონდეს, ასივეს
შენ შემოგწირავ, რომ გადიადო...
ძმები სხულუხიები--- გია და თეგიზ ნოდარის ძის ვაჟკაცები არიან. სოხუმელი ღიმილის ბიჭები, რომლებიც სამშობლოს იცავდნენ, ვერ თმობდნენ გოჯა მიწას გადამთიელებისათვის იბრძოდნენ, იბრძოდნენ...ბოლო წუთამდე, სოხუმის დაცემასთან ერთად ძმები სხულუხიებიც დაეცნენგმირულად 1993 წლის 27 სექტემბერს...
გია სხულუხია დაიბადა 1964 წლის 6 ოქტომბერს ქ სოხუმში.1981 წელს დაამთავრა ქ. სოხუმის მე-7 საშუალო სკოლა. 1982-84 წლებში მსახურობდა საბჭოთა არმიის რიგებში.1987 წელს დაამთავრა სოხუმის ინდუსტრიული ტექნიკუმი მშენებლობის სპეციალობით.
1989 წელს დაქორწინდა , იყო კარგი მეუღლე და მოსიყვარულე სამი შვილის მამა.
თენგიზ სხულუხია დაიბადა 1966 წლის 15 იანვარს. ცოლშვილიანი.
ორივე ძმები უსაზღვროდ თესავდნენ სიკეთეს, ყველასათვის ყველაფერში დახმარებას ასწრებდნენ. ორივე ძმები, სხულუხიები დადგნენ იქ, სადაც სამშობლო მოიტხოვდა.
1992 წლიდან ომის დაწყებიდან ორივე ძმები ჩაირიცხნენ მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის მე-2 მოტომსროლელთა ბატალიონში.უნებლიედ და ჯიუტად ბრძოლის წინა ხაზისკენ მიიწევდნენ, სხვაგვარად მათარ შეეძლოთ.
დადგა 1993 წლის 27 სექტემბერი---ჩვენი დიდი ეროვნული ტრაგედიის დღე. ქართველი ვაჟკაცები თავგანწირვით იცავდნენ მიწის ყველა მტკაველს, მაგრამ მტრის რიცხვმრავლობა და უახლესი შეიარაღება თავისას აკეთებს. ძმები სხულუხიები და მისი მეგობრები საკუთარი სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდებით, ღია ცეცხლით იცავდნენ თავიანთ სამშობლოს. ისინი უკან არ იხევდნენ...მაგრამ..ამ წუთიდან იწყება მათი მარადიული სიცოცხლე...
'''დღეს ქართულ მიწას ძმები სისხლით ღებავენ''
ძმები სხულუხიები წავიდნენ მარადიულ სასუფეველშ, როგორც ჭეშმარიტი გმირები და ერს დაუტოვეს ღირსეული სახელი, რომელსაც დავიწყება არ უწერია.