სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10526

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
ფირუზ მოსიძე 1951-93წწ. გარდ. სოფ გუმისთა სოხუმი დ. სოხუმი აფხაზეთი ფირუზ მოსიძე 1951-93წწ. გარდ. სოფ გუმისთა სოხუმი დ. სოხუმი აფხაზეთი

1951-1993 წწ. გარდ. 42 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი მოსიძე სია

სოხუმი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

29       ბეჭდვა

ფირუზ მოსიძე 1951-93წწ. გარდ. სოფ გუმისთა სოხუმი დ. სოხუმი აფხაზეთი

მოსიძე ფირუზ დაიბადა 1951 წლის 4 ივნისს ქ. სოხუმში.


 დაამთავრა მე-16 საშუალო სკოლა. პარალელურად ვარჯიშობდა სოხუმის სპორტსკოლაში თავისუფალ ჭიდაობაში. 1974 წელს ჩაირიცხა და 1980 წელს დაამთავრა კრასნოდარის ფიზიკური კულტურის ინსტიტუტი. 1970-72 წლებში მოიხადა სამხედრო სავალდებულო სამსახური ქ. ვოლგოგრადში, სადაც მონაწილეობდა სხვადასხვა რანგის შეჯიბრებებში, მიღებული აქვს მრავალი მადლობა და სიგელი, დაჯილდოებულია პირველი და მეორე ხარისხის დიპლომებით, იყო პირველი თანრიგია სპორტსმენი.
როცა საქართველოში მძიმე ჟამმა ჩამოკრა და აფხაზეთში ძმათამკვლელი ომი გაჩაღდა 1992 წლის აგვისტოში, სამშობლოსადმი სიყვარულით გულანთებული 50-ზე მეტი ქართველი ვაჟკაცი წავიდა სოხუმის ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტიდან ბრძოლის წინა ხაზზე. მათ შორის ოთხი მეგობარი, რომელთაც ძმობა შეფიცეს ერთმანეთს, ჩაირიცხნენ 23-ე მექანიზებული ბრიგადის გულრიფშის 6-ე სატანკო ბატალიონში და დადგნენ იქ, სადაც უნდა მდგარიყვნენ ჭეშმარიტი მამულიშვილები.

კოტე სიჭინავა, როზმან ლოლაძე, ფირუზ მოსიძე — აი, ისინი, ვინც მკერდით იცავდნენ მშობლიური ქალაქის — სოხუმის კარიბჭეს მდ. გუმისთასთან. უთანასწორო ბრძოლაში მათ არაერთხელ მოიგერიეს ძლიერი მტრის შემოტევები. განსაკუთრებით აღსანიშნავია 16-18 მარტი (1993 წ.), როცა მტერმა ფრონტის ხაზი გაარღვია და ღრმად შემოიჭრა, მაგრამ 6-ე სატანკო ბატალიონის ბიჭებმა მედგარი წინააღმდეგობა გაუწიეს მათ და დიდი დანაკლისით უკან დაახევინეს კიდეც, რადგანაც ქართველი ბიჭები ბრძოლაში თავს არ ზოგავდნენ.ხოლო ივლისის შემოტევამ კი სამუდამო კვალი დატოვა მებრძოლებში. მძიმედ დაიჭრნენ, მაგრამ ღვთის წყალობით სასწაულებრივად გადარჩნენ კოტე სიჭინავა, როზმან ლოლაძე, ავთო ქარაია; ხოლო ფირუზ მოსიძისათვის საბედისწერო აღმოჩნდა ეს დღე... შეწყდა მისი ლამაზი სიცოცხლე... უზომოდ მამაცმა, უღალატომ და სულით ძლიერმა იმ საბედისწერო წამსაც, თანამებრძოლთა გადმოცემით, თამამად გაუსწორა სიკვდილს თვალები, რადგან მაშინ საკუთარ თავზე კი არა, საქართველოზე, მის მომავალზე ფიქრობდა... ის მუდამ მომღიმარი იყო, თბილი და ალერსიანი, ოჯახზე უზომოდ შეყვარებული, მაგრამ უყოყმანოდ დატოვა ოჯახური სითბო ბედნიერი საქართველოს ოცნებაში და დადგა იქ, სადაც ყველაზე მეტად უჭირდა სამშობლოს; აბა, უკეთ სხვა ვინ დაიცავდა სოხუმს, თუ არა მკვიდრი შვილი ამ ქალაქისა! — ასე ესმოდა, ასე სჯეროდა მას და ამ გრძნობით წავიდა ზეციურ სამყაროში...
ფირუზის ქვრივი იხსენებს: ,,სასაფლაოზე ჯარისკაცებმა წაასვენეს, ახლობლები არ გაგვიყოლიეს რადგანაც საშინლად იბომბებოდა ის ადგილები, სადაც ხალხმრავლობა იყო. როგორც კი მიცვალებული ეზოდან გაასვენეს, მომიახლოვდა სფტი-ს დირექტორის მოადგილე სოსო კაკულია და მითხრა: ჩვენ არ გვაქვს უფლება არ მოვუფრთხილდეთ ფირუზის ერთადერთ ქალიშვილს — მადინას, იგი არ დაგვთანხმდება შენ თუ არ გაყვები, სასწრაფოდ თბილისში უნდა გადაგაფრინოთო... როცა გონს მოვედი, მძიმედ დაჭრილ ძმას ვადექი თავზე თბილისში. გული შემეკუმშა — ერთი საათის წინ ფირუზის ვეთხოვებოდი სოხუმში, ჯარისკაცები ჯერ კიდევ მის საფლავზე იქნებიან, გულზე უკანასკნელ მიწას აყრიან ალბათ, მე კი, მე... შვილის გადარჩენისათვის გადავდგი ეს ნაბიჯი... მართლაცდა შვილი კი გადავარჩინე, მაგრამ რა ბედი ეწიათ იქ დარჩენილებს? — ვერაგმა მტერმა საკუთარ სახლში შეუბრალებლად დახოცა ფირუზის და — ლუიზა მოსიძე და დედა — მარიამ აბულაძე. საფლავებიც არა გვაქვს მათი... მიჭირს, ძალიან მიჭირს ქვრივის მძიმე ტვირთის ტარება, მაგრამ ფირუზის ლამაზი ცხოვრებით დათესილი მადლის ნაყოფი მხვდება ყოველ ნაბიჯზე. მის კაცურ კაცობაზე, მის სიკეთეზე ყვება ყველა მისი ნაცნობი და ასეთ დროს მაინც ამაყად დავდივარ ამ ქვეყანაზე—მე ფირუზ მოსიძის ქვრივი მქვია, კაცური კაცის ქვრივი მქვია... სამსალანარევია ეს სიამაყე, მაგრამ საპატიო... მე ვამაყობ იმით, რომ სამშობლოს შეწირული ფირუზის ლამაზი სიცოცხლე ლამპრად ენთება
მის შვილს ცხოვრების გზაზე.“
ფირუზ მოსიძე დაჯილდოვებულია ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით და მედლით ,,მხედრული მამაცობისათვის“.



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.04.2021
ბოლო რედაქტირება 04.06.2022
სულ რედაქტირებულია 1

ნანუკა ღვინაშვილი
ნანუკა ღვინაშვილი ბოლო რედაქტირება 03.09.2021
სულ რედაქტირებულია 1



მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0